სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართული პროდუქტები, რომელზეც ევროკავშირის ბაზარზე ყველაზე დიდი მოთხოვნაა
ქართული პროდუქტები, რომელზეც ევროკავშირის ბაზარზე ყველაზე დიდი მოთხოვნაა

სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ევ­რო­პის ბა­ზარ­ზე ყვე­ლა­ზე დიდი მო­თხოვ­ნა სა­ქარ­თვე­ლო­დან შე­ტა­ნილ სპი­ლენ­ძის მა­დან­სა და კონ­ცენ­ტრა­ტებ­ზე, ახალ და გამ­ხმარ კა­კალ­ზე, მი­ნე­რა­ლურ, ქი­მი­ურ სა­სუ­ქებ­ზე, ნედლ ნავ­თობ­ზე, ნედლ ნავ­თობ­რო­დუქ­ტებ­ზე და ალ­კოჰო­ლურ სას­მელ­ზეა.

ასე­ვე, საკ­მა­ოდ დი­დია მო­თხოვ­ნა მსუ­ბუქ ავ­ტო­მო­ბი­ლებ­ზეც, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო არ აწარ­მო­ებს, მაგ­რამ მათი ექ­სპორ­ტის­თვის სატ­რან­ზი­ტო ქვეყ­ნის ფუნ­ქცი­ას ას­რუ­ლებს.

გა­სულ წელს ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­დან 161.5 მლნ აშშ დო­ლარ­ზე მეტი ღი­რე­ბუ­ლე­ბის სპი­ლენ­ძის მა­და­ნი და სპი­ლენ­ძის კონ­ცენ­ტრა­ტე­ბი შე­ვი­და. ევ­რო­ზო­ნის ქვეყ­ნებ­ში ექ­სპორ­ტი­რე­ბულ­მა ქარ­თულ­მა კა­კალ­მა კი 116,5 მლნ აშშ დო­ლარს მი­აღ­წია. შე­და­რე­ბით მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბით შე­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­დან ევ­რო­კავ­შირ­ში მი­ნე­რა­ლუ­რი სა­სუ­ქე­ბი და მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი (თი­თო­ე­უ­ლი 50 მი­ლი­ონ­ზე მეტი აშშ დო­ლა­რი). სპირ­ტი­ა­ნი სას­მე­ლე­ბის (მათ შო­რის ღვი­ნო, შამ­პა­ნუ­რი) ექ­სპორ­ტმა კი 30 მლნ აშშ დო­ლარს მი­აღ­წია.

ეკო­ნო­მი­კისტ გი­ორ­გი აბა­შიშ­ვი­ლის აზ­რით, ის, რომ ქვეყ­ნი­დან უფრო მე­ტად ნედ­ლი პრო­დუქ­ცია გა­დის და შემ­დეგ სხვა ქვეყ­ნებ­ში მი­ი­ღე­ბენ მზა პრო­დუქტს, ეკო­ნო­მი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით არ­ცთუ ისე მომ­გე­ბი­ა­ნია. თუმ­ცა, მისი თქმით, ეს მოწ­მობს, რომ ქარ­თულ პრო­დუქ­ცი­ას ევ­რო­კავ­ში­რის ბაზ­რის ათ­ვი­სე­ბის საკ­მაო პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვს. აბა­შიშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ ქარ­თუ­ლი კა­კა­ლი ევ­რო­პე­ლე­ბის­თვის მიმ­ზიდ­ვე­ლია რო­გორც ხა­რის­ხით, ისე და­ბა­ლი ფა­სით, რაც არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

"ქარ­თუ­ლი ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბი, ღვი­ნო თან­და­თან იკი­დებს ფეხს ევ­რო­კავ­ში­რის ბა­ზარ­ზე, მი­ნე­რა­ლუ­რი წყლე­ბი კი უფრო მეტი უნდა გა­დი­ო­დეს. რო­გორც ჩანს, სპირ­ტი­ა­ნი სას­მე­ლე­ბის მწარ­მო­ებ­ლებ­მა უფრო აქ­ტი­უ­რად მო­ა­ხერ­ხეს სა­კუ­თა­რი პრო­დუქ­ცი­ის ბა­ზარ­ზე დამ­კვიდ­რე­ბა-გა­სა­ღე­ბა. ქარ­თულ მი­ნე­რა­ლურ წყლებს: ნა­ბეღ­ლავს, ბორ­ჯომს, რო­გორც გემო-კვე­ბი­თი, სამ­კურ­ნა­ლო თვი­სე­ბე­ბით, ისე და­ბა­ლი ფა­სის გამო, ევ­რო­კავ­ში­რის ბა­ზარ­ზე დამ­კვიდ­რე­ბის მეტი პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვთ," - ამ­ბობს აბა­შიშ­ვი­ლი.

ეკო­ნო­მის­ტი გან­მარ­ტავს, რომ მსოფ­ლიო დო­ნის აზი­უ­რი ბრენ­დე­ბის მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი ევ­რო­კავ­ში­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ძი­რი­თა­დად, სწო­რედ სა­ქარ­თვე­ლო­დან ხვდე­ბა. ქარ­თულ მზა პრო­დუქ­ცი­ას კი ჯერ­ჯე­რო­ბით უჭირს ევ­რო­კავ­ში­რის ბა­ზარ­ზე გას­ვლა.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში არის სა­წარ­მო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ევ­რო­პუ­ლი ხა­რის­ხის პრო­დუქ­ცი­ას აწარ­მო­ე­ბენ, თუმ­ცა, ჯერ წარ­მო­ე­ბა, მერე კი სა­ქარ­თვე­ლო­დან ევ­რო­კავ­ში­რის ბა­ზარ­ზე შე­ტა­ნა ისეთ ხარ­ჯებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, რომ ქარ­თუ­ლი ბრენ­დი ევ­რო­პულ­თან კონ­კუ­რენ­ცი­ას ვე­ღარ უძ­ლებს. თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­უ­წყობს ხელს ქარ­თუ­ლი მზა პრო­დუქ­ცი­ის ევ­რო­კავ­ში­რის ბა­ზარ­ზე შეს­ვლას", - მი­იჩ­ნევს აბა­შიშ­ვი­ლი.

ნინო კვი­ტაშ­ვი­ლი

წყა­რო:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

ქართული პროდუქტები, რომელზეც ევროკავშირის ბაზარზე ყველაზე დიდი მოთხოვნაა

ქართული პროდუქტები, რომელზეც ევროკავშირის ბაზარზე ყველაზე დიდი მოთხოვნაა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ევროპის ბაზარზე ყველაზე დიდი მოთხოვნა საქართველოდან შეტანილ სპილენძის მადანსა და კონცენტრატებზე, ახალ და გამხმარ კაკალზე, მინერალურ, ქიმიურ სასუქებზე, ნედლ ნავთობზე, ნედლ ნავთობროდუქტებზე და ალკოჰოლურ სასმელზეა.

ასევე, საკმაოდ დიდია მოთხოვნა მსუბუქ ავტომობილებზეც, რომელსაც საქართველო არ აწარმოებს, მაგრამ მათი ექსპორტისთვის სატრანზიტო ქვეყნის ფუნქციას ასრულებს.

გასულ წელს ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან 161.5 მლნ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების სპილენძის მადანი და სპილენძის კონცენტრატები შევიდა. ევროზონის ქვეყნებში ექსპორტირებულმა ქართულმა კაკალმა კი 116,5 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. შედარებით მოკრძალებული რაოდენობით შევიდა საქართველოდან ევროკავშირში მინერალური სასუქები და მსუბუქი ავტომობილები (თითოეული 50 მილიონზე მეტი აშშ დოლარი). სპირტიანი სასმელების (მათ შორის ღვინო, შამპანური) ექსპორტმა კი 30 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.

ეკონომიკისტ გიორგი აბაშიშვილის აზრით, ის, რომ ქვეყნიდან უფრო მეტად ნედლი პროდუქცია გადის და შემდეგ სხვა ქვეყნებში მიიღებენ მზა პროდუქტს, ეკონომიკური თვალსაზრისით არცთუ ისე მომგებიანია. თუმცა, მისი თქმით, ეს მოწმობს, რომ ქართულ პროდუქციას ევროკავშირის ბაზრის ათვისების საკმაო პოტენციალი აქვს. აბაშიშვილი ამბობს, რომ ქართული კაკალი ევროპელებისთვის მიმზიდველია როგორც ხარისხით, ისე დაბალი ფასით, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია.

"ქართული ალკოჰოლური სასმელები, ღვინო თანდათან იკიდებს ფეხს ევროკავშირის ბაზარზე, მინერალური წყლები კი უფრო მეტი უნდა გადიოდეს. როგორც ჩანს, სპირტიანი სასმელების მწარმოებლებმა უფრო აქტიურად მოახერხეს საკუთარი პროდუქციის ბაზარზე დამკვიდრება-გასაღება. ქართულ მინერალურ წყლებს: ნაბეღლავს, ბორჯომს, როგორც გემო-კვებითი, სამკურნალო თვისებებით, ისე დაბალი ფასის გამო, ევროკავშირის ბაზარზე დამკვიდრების მეტი პოტენციალი აქვთ," - ამბობს აბაშიშვილი.

ეკონომისტი განმარტავს, რომ მსოფლიო დონის აზიური ბრენდების მიერ წარმოებული ავტომანქანები ევროკავშირის ტერიტორიაზე ძირითადად, სწორედ საქართველოდან ხვდება. ქართულ მზა პროდუქციას კი ჯერჯერობით უჭირს ევროკავშირის ბაზარზე გასვლა.

"საქართველოში არის საწარმოები, რომლებიც ევროპული ხარისხის პროდუქციას აწარმოებენ, თუმცა, ჯერ წარმოება, მერე კი საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე შეტანა ისეთ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რომ ქართული ბრენდი ევროპულთან კონკურენციას ვეღარ უძლებს. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქართული მზა პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე შესვლას", - მიიჩნევს აბაშიშვილი.

ნინო კვიტაშვილი

წყარო:

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ