თუ არ გსურთ, რომ თქვენს პარტნიორს ნერვები აუშალოთ, ამ ჩამონათვალს ყურადღებით გაეცანით. მაშ ასე, რა სძულთ კაცებს:
1. მისი თეფშიდან საკვების "გატაცება": კაცები აღიარებენ, რომ ყველაზე მეტად ვერ იტანენ, როდესაც ქალი ხუმრობითა და მომღიმარი სახით მისი თეფშიდან საკვებს მიირთმევს.
2. ქალი ქრონიკულად აგვიანებს: არაპუნქტუალურობა და პაემანზე განზრახ დაგვიანება კაცებს ჭკუიდან შლის.
3. ქალი, რომელიც ტელეფონზეა ჩამოკიდებული: კაცებისთვის მყუდრო გარემოს დიდი მნიშვნელობა აქვს. გასაგებია, რომ ქალისთვის სამსახური მნიშვნელოვანია, მაგრამ არსებობს წუთები, როცა თვალებით კონტაქტი უფრო მნიშვნელოვანია და ამ დროს სახეზე არეკლილი სმარტფონისა, თუ ლეპტოპის სინათლე პარტნიორს აღიზიანებს.
4. კაცისგან მოელის, რომ მისი აზრები წაიკითხოს: "ზოგჯერ თვითონაც არ იციან, რა უნდათ და ჩვენ რა გამოვიცნოთ?", - ჩივიან კაცები. მამაკაცების თქმით, ყველაზე მეტად ღიზიანდებიან, როდესაც ქალი მათგან მოითხოვს, რომ გამოიცნონ, რა ფილმი ან კერძი უყვართ.
5. სიტყვა "მშვენიერია" - საშინელს ნიშნავს: ჯენტლმენებო, ქალების შესახებ ბევრი არაფერი ვიცით, მაგრამ ერთ რამეში დარწმუნებულები ვართ, როდესაც სიტყვა "მშვენიერია" მკაცრი ტონით ისმის, ჰორიზონტზე ავისმომასწავებელი ღრუბელი ჩნდება. არცერთი სხვა სიტყვა არ არის უფრო საშინელი.
6. ყოველთვის უკმაყოფილო: მნიშვნელობა არ აქვს, როდის დაუშვით შეცდომა, ან კითხვაზე არასწორი, ან არასასიამოვნო პასუხი გაეცით, მერე რა, რომ წლების წინ პატიებაც ითხოვეთ, ან თემაზე აზრი შეიცვალეთ - ყოველთვის გაახსენდება და უკმაყოფილებას გამოთქვამს.
7. ხაფანგი შეკითხვები: "ამ კაბაში მსუქანი ხო არ ვჩანვარ?", "ჩემი დაქალი ლამაზია?", "ნაოჭები რომ გამიჩნდეს, მაინც გეყვარები?" - ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ ხაფანგი შეკითხვებისა, რომელზეც კაცმა არ იცის, რა უპასუხოს.
მომზადებულია askmen.com-ის მიხედვით.