მსოფლიო
სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველაზე კარგი სოლიდარობაა ესაა, არ დაიმსახურო კომპლიმენტი და ისე იფიქრო სხვაზე" - ნათია ფანჯიკიძე დაუნის სინდრომით დაავადებულებზე
"ყველაზე კარგი სოლიდარობაა ესაა, არ დაიმსახურო კომპლიმენტი და ისე იფიქრო სხვაზე" - ნათია ფანჯიკიძე დაუნის სინდრომით დაავადებულებზე

თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მე­უღ­ლემ, ფსი­ქო­ლოგ­მა ნა­თია ფან­ჯი­კი­ძემ და­უ­ნის სინ­დრო­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით სო­ლი­და­რო­ბის აქ­ცი­ა­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და ამ სე­ნით და­ა­ვა­დე­ბულ ადა­მი­ა­ნებს მხარ­და­ჭე­რა გა­მო­უ­ცხა­და.

"დღეს არის და­უ­ნის სინ­დრო­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღე, ამ დღის სიმ­ბო­ლო - ამოტ­რი­ა­ლე­ბუ­ლი წინ­და, - ქრო­მო­სო­მას აღ­ნიშ­ნავს. ზოგს არ უყ­ვარს თა­რი­ღე­ბი, სპე­ცი­ა­ლუ­რი დღე­ე­ბი. მე მიყ­ვარს, რად­გან ყო­ველ­დღი­ურ საზ­რუ­ნავ­ში ჩაფ­ლუ­ლებს გვახ­სე­ნებს რა­ღა­ცას კონ­კრე­ტულს და წა­მით მა­ინც გვა­ფიქ­რებს ამა­ზე. რო­გორ ცხოვ­რო­ბენ, რას გრძნო­ბენ, რა სწყინთ, რა უხა­რი­ათ... სი­ცო­ცხლის ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მით გა­მოვ­ლი­ნე­ბას ერთი მთა­ვა­რი ბედ­ნი­ე­რე­ბა ახ­ლავს: და­უ­ნის სინ­დრო­მის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს შე­უძ­ლი­ათ რომ ვუყ­ვარ­დეთ და შე­უძ­ლი­ათ გა­მო­იწ­ვი­ონ ჩვენ­ში სიყ­ვა­რუ­ლი. სამ­ყა­როს მთე­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბა ესაა და ამა­ზე მეტი არც არა­ფე­რია ღი­რე­ბუ­ლი. სო­ლი­და­რო­ბის აქ­ცი­ა­ში მეც ჩა­ვერ­თე, ოღონდ ისე­თი უშნო გა­მო­ვე­დი ფო­ტო­ზე, რომ ჯერ ვი­ფიქ­რე, ქა­ლე­ბი ნემ­სის ყუნ­წში ძვრე­ბი­ან, რომ ლა­მა­ზე­ბი გა­მოჩ­ნდნენ და მე ჩემი ხე­ლით და ნე­ბით ეს სა­ში­ნე­ლე­ბა რო­გორ გა­ვა­ზი­ა­რო-თქო, მაგ­რამ მივ­ხვდი, რომ ყვე­ლა­ზე კარ­გი სო­ლი­და­რო­ბაა ესაა, როცა არ გე­ში­ნია იყო უშნო, არ და­იმ­სა­ხუ­რო კომ­პლი­მენ­ტი და ისე იფიქ­რო სხვა­ზე, რომ ცენ­ტრში არ გყავ­დეს და­ყე­ნე­ბუ­ლი სა­კუ­თა­რი თავი. რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი პი­რო­ბი­თო­ბაა, ისე­ვე რო­გორც ქრო­მო­სო­მე­ბი, რო­მე­ლიც ბო­ლოს­და­ბო­ლოს და­უ­ნის სინ­დრო­მის მქო­ნე პი­რებს ჩვენ­ზე მეტი აქვთ, ნაკ­ლე­ბი კი არა და ალ­ბათ ამი­ტო­მაც აქვთ ერ­თით მეტი ღირ­სე­ბა - არ შურთ, არ სძულთ, არ მტრო­ბენ სამ­ყა­როს...", - წერს ფან­ჯი­კი­ძე.

21 მარ­ტი - და­უ­ნის სინ­დრო­მის მსოფ­ლიო დღეა! ეს თა­რი­ღი გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ერე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ეგი­დით 2011 წლი­დან და­წეს­და და მსოფ­ლი­ოს უმ­რავ­ლეს ქვეყ­ნებ­ში, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­შიც, აღი­ნიშ­ნე­ბა.

მას­შტა­ბუ­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინფრო­მი­რე­ბა, ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა და მხარ­და­ჭე­რის მო­პო­ვე­ბაა.

სო­ცი­უმს მწი­რი და ხშირ შემ­თხვე­ვა­ში არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია აქვს შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის, და­უ­ნის სინ­დრო­მის მქო­ნე ადა­მი­ან­თა შე­სა­ხებ.

და­უ­ნის სინ­დრო­მის მსოფ­ლიო დღის აღ­სა­ნიშ­ნად და და­უ­ნის სინ­დრო­მის მქო­ნე ადა­მი­ან­თა მხარ­და­სა­ჭე­რად არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "ვი­მე­გობ­როთ" და "და­უ­ნის სინ­დრო­მის მქო­ნე ბავ­შვთა, მშო­ბელ­თა და პრო­ფე­სი­ო­ნალ­თა კავ­ში­რი ჩვე­ნი ბავ­შვე­ბის" ეგი­დით გა­ი­მარ­თე­ბა აქ­ცია სა­ხელ­წო­დე­ბით - მე­გობ­რე­ბი არ ით­ვლი­ან ქრო­მო­სო­მებს.

და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის იხი­ლეთ ბმუ­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ყველაზე კარგი სოლიდარობაა ესაა, არ დაიმსახურო კომპლიმენტი და ისე იფიქრო სხვაზე" - ნათია ფანჯიკიძე დაუნის სინდრომით დაავადებულებზე

"ყველაზე კარგი სოლიდარობაა ესაა, არ დაიმსახურო კომპლიმენტი და ისე იფიქრო სხვაზე" - ნათია ფანჯიკიძე დაუნის სინდრომით დაავადებულებზე

თავდაცვის მინისტრის მეუღლემ, ფსიქოლოგმა ნათია ფანჯიკიძემ დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სოლიდარობის აქციაში მიიღო მონაწილეობა და ამ სენით დაავადებულ ადამიანებს მხარდაჭერა გამოუცხადა.

"დღეს არის დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე, ამ დღის სიმბოლო - ამოტრიალებული წინდა, - ქრომოსომას აღნიშნავს. ზოგს არ უყვარს თარიღები, სპეციალური დღეები. მე მიყვარს, რადგან ყოველდღიურ საზრუნავში ჩაფლულებს გვახსენებს რაღაცას კონკრეტულს და წამით მაინც გვაფიქრებს ამაზე. როგორ ცხოვრობენ, რას გრძნობენ, რა სწყინთ, რა უხარიათ... სიცოცხლის ნებისმიერი ფორმით გამოვლინებას ერთი მთავარი ბედნიერება ახლავს: დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს შეუძლიათ რომ ვუყვარდეთ და შეუძლიათ გამოიწვიონ ჩვენში სიყვარული. სამყაროს მთელი ღირებულება ესაა და ამაზე მეტი არც არაფერია ღირებული. სოლიდარობის აქციაში მეც ჩავერთე, ოღონდ ისეთი უშნო გამოვედი ფოტოზე, რომ ჯერ ვიფიქრე, ქალები ნემსის ყუნწში ძვრებიან, რომ ლამაზები გამოჩნდნენ და მე ჩემი ხელით და ნებით ეს საშინელება როგორ გავაზიარო-თქო, მაგრამ მივხვდი, რომ ყველაზე კარგი სოლიდარობაა ესაა, როცა არ გეშინია იყო უშნო, არ დაიმსახურო კომპლიმენტი და ისე იფიქრო სხვაზე, რომ ცენტრში არ გყავდეს დაყენებული საკუთარი თავი. რომ ეს ყველაფერი პირობითობაა, ისევე როგორც ქრომოსომები, რომელიც ბოლოსდაბოლოს დაუნის სინდრომის მქონე პირებს ჩვენზე მეტი აქვთ, ნაკლები კი არა და ალბათ ამიტომაც აქვთ ერთით მეტი ღირსება - არ შურთ, არ სძულთ, არ მტრობენ სამყაროს...", - წერს ფანჯიკიძე.

21 მარტი - დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა! ეს თარიღი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლიდან დაწესდა და მსოფლიოს უმრავლეს ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც, აღინიშნება.

მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიებების მთავარი მიზანი საზოგადოების ინფრომირება, ცნობიერების ამაღლება და მხარდაჭერის მოპოვებაა.

სოციუმს მწირი და ხშირ შემთხვევაში არასწორი ინფორმაცია აქვს შეზღუდული შესაძლებლობის, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა შესახებ.

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის აღსანიშნად და დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა მხარდასაჭერად არასამთავრობო ორგანიზაცია "ვიმეგობროთ" და "დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა, მშობელთა და პროფესიონალთა კავშირი ჩვენი ბავშვების" ეგიდით გაიმართება აქცია სახელწოდებით - მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს