მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლევან წულაძის მიერ სიცილ-ხარხარში დადგმული შექსპირი
ლევან წულაძის მიერ სიცილ-ხარხარში დადგმული შექსპირი

მო­ზარდ მა­ყუ­რებლთა თე­ატ­რის სცე­ნა­ზე რე­ჟი­სორ­მა ლე­ვან წუ­ლა­ძემ "რო­მეო და ჯუ­ლი­ე­ტა" დად­გა. წარ­მოდ­გე­ნა შექ­სპი­რის და­ბა­დე­ბი­დან 450 იუ­ბი­ლეს მი­ე­ძღვნა. რე­ჟი­სორ­მა მოქ­მე­დე­ბა XX სა­უ­კუ­ნის 20-იან წლებ­ში გა­და­ი­ტა­ნა, რი­თაც სპექ­ტაკლს მო­უ­ლოდ­ნე­ლი დე­ტა­ლე­ბი და ელ­ფე­რი შეს­ძი­ნა. დად­გმის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რად შე­იქ­მნა და აიგო მი­ნის დე­კო­რა­ცია, რო­მე­ლიც სცე­ნე­ბის მი­ხედ­ვით, ერ­თდრო­უ­ლად რამ­დე­ნი­მე ფუნ­ქცი­ას ითავ­სებს: სახ­ლი, აი­ვა­ნი, ტა­ძა­რი და სად­გუ­რი. ორ­მოქ­მე­დე­ბი­ან ტრა­გე­დი­ა­ში შექ­სპირს ძველ ეგ­ვიპ­ტუ­რი და ჰა­ფე­სის პო­ე­ზი­ის ნი­მუ­შე­ბი ერ­წყმის... კოს­ტი­უ­მე­ბი სპექ­ტაკლში მო­ცე­მუ­ლი დრო­ის ადეკ­ვა­ტუ­რია, რო­მე­ლიც მხატ­ვარ ნინო სურ­გუ­ლა­ძეს ეკუთ­ვნის.

კახი კავ­სა­ძე:

- და­ვეს­წა­რი სპექ­ტაკლს და ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა. ჭო­ლამ კი­დევ ერთხელ და­ამ­ტკი­ცა, რომ ნი­ჭი­ე­რი ახალ­გაზ­რდა კა­ცია. და კი­დევ, რა კარ­გია, რომ ნი­ჭი­ე­რი ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ო­ბე­ბი მო­დი­ან. ყვე­ლას დიდი წარ­მა­ტე­ბებს ვუ­სურ­ვებ.

- რა­ტომ აირ­ჩი­ეთ სა­მუ­შა­ოდ ეს ეპო­ქა?

ლე­ვან წუ­ლა­ძე:

- ამა­ში ახა­ლი არა­ფე­რია, შექ­სპი­რი უკვე იმ­დენ­ჯერ და­იდ­გა და იდ­გმე­ბა, რომ ეს უკვე ძველ ხერ­ხა­დაც მი­მაჩ­ნია. პი­რი­ქით, უკე­თე­სი იქ­ნე­ბო­და, თუ მეტი ინო­ვა­ცი­აც იქ­ნე­ბო­და, რომ შექ­სპი­რი იმ პე­რი­ო­დის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით და­მედ­გა, რო­მელ­შიც პი­ე­სა და­ი­წე­რა. თა­ვად შექ­სპი­რის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არ იყო ეპო­ქის სი­ზუს­ტე­ე­ბი.

- სპექ­ტაკლში უმე­ტე­სად ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ო­ბე­ბი თა­მა­შო­ბენ. რა­ტომ?

- ახალ­გაზ­რდე­ბი უნდა ყო­ფი­ლიყ­ვნენ, დიახ, მხო­ლოდ ახალ­გაზ­რდა, თე­ატ­რა­ლუ­რი თვალ­საზ­რი­სით, გა­უწ­ვრთნელ ადა­მი­ა­ნებს უნდა ეთა­მა­შათ, თუმ­ცა არც ისეა საქ­მე, რომ მთლად გა­მო­უც­დე­ლე­ბი არი­ან.

თეკ­ლა ჯა­ვა­ხა­ძე, ჯუ­ლი­ე­ტა:

- ეს როლი ჩემ­თვის ცხოვ­რე­ბის ახა­ლი ეტა­პია...

- აქამ­დე როლი არ გი­თა­მა­შია?

- 24 წლის ვარ, თე­ატ­რა­ლუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ბა­ტო­ნი გი­ორ­გი შა­ლუ­ტაშ­ვი­ლის ჯგუ­ფი და­ვამ­თავ­რე. ეს როლი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ახა­ლი ეტა­პია. ბევ­რი ვი­ფიქ­რეთ, ვიშ­რო­მეთ, გვინ­დო­და, კარ­გი გა­მო­სუ­ლი­ყო...

ჯუ­ლი­ე­ტას როლ­ზე ყვე­ლა დამ­წყე­ბი მსა­ხი­ო­ბი ოც­ნე­ბობს, გულ­წრფე­ლად გე­ტყვით, არ მი­ოც­ნე­ბია. თუმ­ცა მი­ფიქ­რია, რომ ამას ასე ვი­თა­მა­შებ-მეთ­ქი... მოკ­ლედ, ერ­თობ­ლი­ვად შევ­თან­ხმდით და ჯუ­ლი­ე­ტა უკვე რე­ა­ლო­ბაა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, წარ­მო­სა­ხულს რე­ა­ლო­ბად რო­გორ აქ­ცევ და რო­გორ ითა­მა­შებ... ეს როლი არის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი.

- ბა­ტონ ლე­ვან­თან მუ­შა­ო­ბა მო­გე­წო­ნა?

- სპექ­ტაკლზე სი­ცილ-ხარ­ხა­რით ვი­მუ­შა­ვეთ, ყო­ვე­ლი რე­პე­ტი­ცია ასე იწყე­ბო­და. ასე მხი­ა­რუ­ლად და ბედ­ნი­ე­რად დავ­დგით "რო­მეო და ჯუ­ლი­ე­ტა". რა თქმა უნდა, ბო­ლოს და­ძა­ბუ­ლე­ბი კი ვი­ყა­ვით, მაგ­რამ მას­ზე მუ­შა­ო­ბა ნა­ყო­ფი­ე­რი იყო.

- ეს დამ­წყე­ბი მსა­ხი­ო­ბი ამ როლ­ზე რო­გორ და­გამ­ტკი­ცეს?

- თა­ვი­დან ზო­გა­დად და­სის ქას­თინგზე მო­ვე­დი. რო­გორც ვიცი, ბა­ტონ­მა ლე­ვან­მა იმ ქას­თინ­გის ჩა­ნა­წე­რი ნახა და ჩე­მით და­ინ­ტე­რეს­და. და­მი­რე­კეს: ერთ კვი­რა­ში ლე­ვან წუ­ლა­ძის სპექ­ტაკლზე სა­თა­მა­შოდ მობ­რძან­დი­თო. თა­ვი­დან მე­გო­ნა, მე­ხუმ­რე­ბოდ­ნენ. მოკ­ლედ, ჩემი დე­ბი­უ­ტი ამ თე­ატ­რში სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო და სა­ნერ­ვი­უ­ლო აღ­მოჩ­ნდა.

კოტე თო­ლორ­და­ვა, კა­პუ­ლე­ტი:

- სულ მინ­დო­და, ლე­ვან წუ­ლა­ძეს­თან მე­მუ­შა­ვა, მაგ­რამ ვე­რას­დროს გა­და­ვიკ­ვე­თეთ. ახლა შევ­ხვდით და კმა­ყო­ფი­ლი ვარ. რა სჯო­ბია, კარგ რე­ჟი­სორ­თან კარ­გი რო­ლის თა­მაშს. სა­ერ­თოდ სა­კუ­თა­რი თა­მა­შით ყო­ველ­თვის უკ­მა­ყო­ფი­ლო ვარ ხოლ­მე.

ამ­ჯე­რად ჯუ­ლე­ტას მა­მის როლი მაქვს. გვინ­დო­და, რომ გა­რეგ­ნუ­ლად შევ­ცვლი­ლი­ყა­ვი... თუ გა­მო­მი­ვი­და, მა­შინ სა­მუ­შა­ოს 50 პრო­ცენ­ტი გა­მი­კე­თე­ბია. თუ ასეა, მა­შინ იმე­დი მაქვს, რომ და­ნარ­ჩე­ნი მოვა. შექ­სპი­რი სხვა დრო­საც მი­თა­მა­შია. ბავ­შვო­ბა­ში რო­მე­ოც ვყო­ფილ­ვარ, მაგ­რამ უნდა ვა­ღი­ა­რო, რომ არ მიყ­ვარს.

მა­ნა­ნა ბე­რი­კაშ­ვი­ლი, კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე:

- ამ თე­ატ­რში კარ­გი საქ­მე­ე­ბი კეთ­დე­ბა. მი­ხა­რია, რომ წარ­მა­ტე­ბუ­ლი თე­ატ­რი გახ­და. დიმა ხვთი­სი­აშ­ვილ­მა (ხელ­მძღვა­ნე­ლი) კარ­გი ტრა­დი­ცია და­ამ­კვიდ­რა. უკვე მე­რამ­დე­ნე რე­ჟი­სო­რი მო­იწ­ვია. იდ­გმე­ბა სხვა­დას­ხვა ჟან­რი­სა და სტი­ლის სპექ­ტაკ­ლე­ბი. "რო­მეო და ჟუ­ლე­ტა" ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო სპექ­ტაკ­ლია. რო­დე­საც წარ­მოდ­გე­ნას ვუ­ყუ­რებ­დი, ვხვდე­ბო­დი, რომ ჭო­ლამ ის მო­ზარ­დე­ბის­თვის შექ­მნა. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მსა­ხი­ო­ბე­ბიც სხვა კუ­თხით წარ­მო­ჩინ­დნენ, საკ­მა­ოდ კარ­გად თა­მა­შო­ბენ... ეს ყვე­ლა­ფე­რი თე­ატ­რის­თვის, რო­მელ­საც ფაქ­ტობ­რი­ვად, ამ­დე­ნი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძი­ნა, დიდი გა­მო­ცო­ცხლე­ბაა. რო­გორც ვიცი, ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 22 პრე­მი­ე­რა ჰქონ­დათ.

ჟუ­ლი­ე­ტას ძიძა, ნა­თია კუ­პა­ტა­ძე:

- ასეთ როლი არ შმის­რუ­ლე­ბია, სა­ო­ცა­რია. შექ­სპი­რიც არა­სო­დეს მი­თა­მა­შია და შე­სა­ბა­მი­სად, მე­ში­ნო­და. თან, ასეთ რე­ჟი­სორ­თა­ნაც არ მი­მუ­შა­ვია. ჭო­ლას მად­ლი­ე­რი ვარ, რომ ამ როლ­ზე ამიყ­ვა­ნა. რა როლი ყო­ფი­ლა. ყვე­ლა მსა­ხი­ო­ბი ქა­ლის სა­ნატ­რე­ლი. ბედ­ნი­ე­რი ვარ.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ლევან წულაძის მიერ სიცილ-ხარხარში დადგმული შექსპირი

ლევან წულაძის მიერ სიცილ-ხარხარში დადგმული შექსპირი

მოზარდ მაყურებლთა თეატრის სცენაზე რეჟისორმა ლევან წულაძემ "რომეო და ჯულიეტა" დადგა. წარმოდგენა შექსპირის დაბადებიდან 450 იუბილეს მიეძღვნა. რეჟისორმა მოქმედება XX საუკუნის 20-იან წლებში გადაიტანა, რითაც სპექტაკლს მოულოდნელი დეტალები და ელფერი შესძინა. დადგმისთვის სპეციალურად შეიქმნა და აიგო მინის დეკორაცია, რომელიც სცენების მიხედვით, ერთდროულად რამდენიმე ფუნქციას ითავსებს: სახლი, აივანი, ტაძარი და სადგური. ორმოქმედებიან ტრაგედიაში შექსპირს ძველ ეგვიპტური და ჰაფესის პოეზიის ნიმუშები ერწყმის... კოსტიუმები სპექტაკლში მოცემული დროის ადეკვატურია, რომელიც მხატვარ ნინო სურგულაძეს ეკუთვნის.

კახი კავსაძე:

- დავესწარი სპექტაკლს და ძალიან მომეწონა. ჭოლამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ნიჭიერი ახალგაზრდა კაცია. და კიდევ, რა კარგია, რომ ნიჭიერი ახალგაზრდა მსახიობები მოდიან. ყველას დიდი წარმატებებს ვუსურვებ.

- რატომ აირჩიეთ სამუშაოდ ეს ეპოქა?

ლევან წულაძე:

- ამაში ახალი არაფერია, შექსპირი უკვე იმდენჯერ დაიდგა და იდგმება, რომ ეს უკვე ძველ ხერხადაც მიმაჩნია. პირიქით, უკეთესი იქნებოდა, თუ მეტი ინოვაციაც იქნებოდა, რომ შექსპირი იმ პერიოდის გათვალისწინებით დამედგა, რომელშიც პიესა დაიწერა. თავად შექსპირისთვის მნიშვნელოვანი არ იყო ეპოქის სიზუსტეები.

- სპექტაკლში უმეტესად ახალგაზრდა მსახიობები თამაშობენ. რატომ?

- ახალგაზრდები უნდა ყოფილიყვნენ, დიახ, მხოლოდ ახალგაზრდა, თეატრალური თვალსაზრისით, გაუწვრთნელ ადამიანებს უნდა ეთამაშათ, თუმცა არც ისეა საქმე, რომ მთლად გამოუცდელები არიან.

თეკლა ჯავახაძე, ჯულიეტა:

- ეს როლი ჩემთვის ცხოვრების ახალი ეტაპია...

- აქამდე როლი არ გითამაშია?

- 24 წლის ვარ, თეატრალური უნივერსიტეტი, ბატონი გიორგი შალუტაშვილის ჯგუფი დავამთავრე. ეს როლი ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპია. ბევრი ვიფიქრეთ, ვიშრომეთ, გვინდოდა, კარგი გამოსულიყო...

ჯულიეტას როლზე ყველა დამწყები მსახიობი ოცნებობს, გულწრფელად გეტყვით, არ მიოცნებია. თუმცა მიფიქრია, რომ ამას ასე ვითამაშებ-მეთქი... მოკლედ, ერთობლივად შევთანხმდით და ჯულიეტა უკვე რეალობაა. მნიშვნელოვანია, წარმოსახულს რეალობად როგორ აქცევ და როგორ ითამაშებ... ეს როლი არის არაჩვეულებრივი.

- ბატონ ლევანთან მუშაობა მოგეწონა?

- სპექტაკლზე სიცილ-ხარხარით ვიმუშავეთ, ყოველი რეპეტიცია ასე იწყებოდა. ასე მხიარულად და ბედნიერად დავდგით "რომეო და ჯულიეტა". რა თქმა უნდა, ბოლოს დაძაბულები კი ვიყავით, მაგრამ მასზე მუშაობა ნაყოფიერი იყო.

- ეს დამწყები მსახიობი ამ როლზე როგორ დაგამტკიცეს?

- თავიდან ზოგადად დასის ქასთინგზე მოვედი. როგორც ვიცი, ბატონმა ლევანმა იმ ქასთინგის ჩანაწერი ნახა და ჩემით დაინტერესდა. დამირეკეს: ერთ კვირაში ლევან წულაძის სპექტაკლზე სათამაშოდ მობრძანდითო. თავიდან მეგონა, მეხუმრებოდნენ. მოკლედ, ჩემი დებიუტი ამ თეატრში საპასუხისმგებლო და სანერვიულო აღმოჩნდა.

კოტე თოლორდავა, კაპულეტი:

- სულ მინდოდა, ლევან წულაძესთან მემუშავა, მაგრამ ვერასდროს გადავიკვეთეთ. ახლა შევხვდით და კმაყოფილი ვარ. რა სჯობია, კარგ რეჟისორთან კარგი როლის თამაშს. საერთოდ საკუთარი თამაშით ყოველთვის უკმაყოფილო ვარ ხოლმე.

ამჯერად ჯულეტას მამის როლი მაქვს. გვინდოდა, რომ გარეგნულად შევცვლილიყავი... თუ გამომივიდა, მაშინ სამუშაოს 50 პროცენტი გამიკეთებია. თუ ასეა, მაშინ იმედი მაქვს, რომ დანარჩენი მოვა. შექსპირი სხვა დროსაც მითამაშია. ბავშვობაში რომეოც ვყოფილვარ, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ არ მიყვარს.

მანანა ბერიკაშვილი, კულტურის მინისტრის მოადგილე:

- ამ თეატრში კარგი საქმეები კეთდება. მიხარია, რომ წარმატებული თეატრი გახდა. დიმა ხვთისიაშვილმა (ხელმძღვანელი) კარგი ტრადიცია დაამკვიდრა. უკვე მერამდენე რეჟისორი მოიწვია. იდგმება სხვადასხვა ჟანრისა და სტილის სპექტაკლები. "რომეო და ჟულეტა" ძალიან სასიამოვნო სპექტაკლია. როდესაც წარმოდგენას ვუყურებდი, ვხვდებოდი, რომ ჭოლამ ის მოზარდებისთვის შექმნა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მსახიობებიც სხვა კუთხით წარმოჩინდნენ, საკმაოდ კარგად თამაშობენ... ეს ყველაფერი თეატრისთვის, რომელსაც ფაქტობრივად, ამდენი წლის განმავლობაში ეძინა, დიდი გამოცოცხლებაა. როგორც ვიცი, ერთი წლის განმავლობაში 22 პრემიერა ჰქონდათ.

ჟულიეტას ძიძა, ნათია კუპატაძე:

- ასეთ როლი არ შმისრულებია, საოცარია. შექსპირიც არასოდეს მითამაშია და შესაბამისად, მეშინოდა. თან, ასეთ რეჟისორთანაც არ მიმუშავია. ჭოლას მადლიერი ვარ, რომ ამ როლზე ამიყვანა. რა როლი ყოფილა. ყველა მსახიობი ქალის სანატრელი. ბედნიერი ვარ.

ლალი ფაცია

სპეციალურად ''ამბები.გე''-სთვის

იხილეთ ფოტოგალერეა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება