სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ითხოვს თბილისის ოპერის იტალიელი დირიჟორი პირად დაცვას?
რატომ ითხოვს თბილისის ოპერის იტალიელი დირიჟორი პირად დაცვას?

3 მარ­ტის #9 გა­ზე­თი "ქრო­ნი­კა" ოპე­რის თე­ატ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­სა და დასს შო­რის არ­სე­ბულ და­პი­რის­პი­რე­ბა­ზე წერ­და. აღ­მოჩ­ნდა, რომ ამა­სო­ბა­ში ოპე­რის მთა­ვა­რი დი­რი­ჟო­რი, ჯან­ლუ­კა მარ­ჩი­ა­ნო უფრო გა­თავ­ხე­დე­ბუ­ლა.

აი, რას გვი­ამ­ბობს ინ­კოგ­ნი­ტო წყა­რო: "მზია ნი­ო­რა­ძეს, ალ­ბათ, იც­ნობთ, მსოფ­ლიო დო­ნის მომ­ღე­რა­ლია, მთე­ლი მსოფ­ლიო იც­ნობს და ის შე­ე­ცა­და სად­მე, სოფ­ლის დო­ნე­ზე მა­ინც, მო­ე­პო­ვე­ბი­ნა რა­ი­მე მცი­რე­დი ინ­ფორ­მა­ცია მას­ზე, მაგ­რამ ამა­ოდ. არა­ვის არ გა­უ­გია, არ იცი­ან მა­გის შე­სა­ხებ, დი­რი­ჟორ ჯან­ლუ­კა მარ­ჩი­ა­ნოს არა­ვინ იც­ნობს, შარ­ლა­ტა­ნია. გარ­და იმი­სა, რომ თე­ატ­რში და­პი­რის­პი­რე­ბა გა­მო­იწ­ვია, ახლა ისე­თი ამ­ბი­ცი­ე­ბი გა­უჩ­ნდა, აშან­ტა­ჟებს სა­ხელ­მწი­ფოს და ითხოვს, მა­ღა­ლი ხელ­ფა­სი და­მი­ნიშ­ნეთ, დაც­ვა და სა­კუ­თა­რი მან­ქა­ნა მინ­დაო. რა დაც­ვა, ვის­გან უნდა დაც­ვა? გა­გი­გი­ათ სად­მე, ოპე­რის დი­რი­ჟორს დაც­ვა ჰყავ­დეს? აბუ­ჩად გვიგ­დებს ქარ­თვე­ლებს, "ჩაკ­რუ­ლო" და "მრა­ვალ­ჟა­მი­ე­რი" გვი­გი­ნა, ეს რა არი­სო, ტრა­დი­ცი­ე­ბი დაგ­ვი­წუ­ნა და კი­დევ ხელ­ფა­სი ვუ­ხა­დოთ? შე­იძ­ლე­ბა, ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა არ იცით ამ სფე­როს შე­სა­ხებ, მაგ­რამ ერთ სპე­ცი­ა­ლისტსაც ვერ იპო­ვით, რო­მე­ლიც გე­ტყვით, რომ ჯან­ლუ­კა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია. და­უ­კავ­შირ­დით მზია ნი­ო­რა­ძეს და ის და­გი­დას­ტუ­რებთ".

"ალია" მზია ნი­ო­რა­ძეს და­უ­კავ­შირ­და:

- ქალ­ბა­ტო­ნო მზია, გვი­თხრეს, ჯან­ლუ­კა მარ­ჩი­ა­ნო შარ­ლა­ტა­ნია, არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლია, მზია ნი­ო­რა­ძე და­გი­დას­ტუ­რებ­თო.

- დიახ, მო­გიყ­ვე­ბით, რა­ში­ცაა საქ­მე. არა­ვინ იც­ნობს იტა­ლი­ა­ში, ევ­რო­პის ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში მაქვს ნამ­ღე­რი და სა­დაც ვი­კი­თხე, არა­ვინ იც­ნობს. ბო­ლო­ნი­ა­ში მი­თხრა ერ­თმა, ეგ ადა­მი­ა­ნი მე გა­მი­გო­ნია, რო­გორც აკომ­პა­ნი­ა­ტო­რი, პი­ა­ნის­ტიო. აქ ჩა­მო­სულს, რა­ხან იტა­ლი­ე­ლია, მის­ცეს ხელ­ში ჯოხი და და­არ­ქვეს დი­რი­ჟო­რი. ეს კი სპე­კუ­ლი­რებს და იკე­თებს კა­რი­ე­რას სა­ზღვარ­გა­რეთ. რა­ხან ის თბი­ლი­სის ოპე­რის მთა­ვარ დი­რი­ჟო­რად ით­ვლე­ბა, ხალ­ხი შეჰ­ყავს შეც­დო­მა­ში.

- კულ­ტუ­რის მი­ნისტრს უთხა­რით?

- კი, ვუ­თხა­რი, არა­ნა­ი­რი რე­ა­გი­რე­ბა არ ყო­ფი­ლა, შე­ვე­დით მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე გრუ­ზინ­სკის­თან და ვუ­თხა­რით, არა­ნა­ი­რი დონე ამ კაცს არ აქვს, არა­ფერს არ წარ­მო­ად­გენს და რა­ტომ გვყავს აქ-მეთ­ქი. პა­სუ­ხი ვერ მი­ვი­ღეთ. გვიგ­დებს სა­სა­ცი­ლოდ მთე­ლი მსოფ­ლიო.

- მარ­თლა ითხოვს მან­ქა­ნა­სა და დაც­ვას?

- დიახ, ასეა. ძა­ლი­ან ყოყლო­ჩი­ნობს უკვე, ქარ­თვე­ლებს ზე­ვი­დან უყუ­რებს, თურ­მე ჩვენ არა­ვინ არ ვართ, არა­ნა­ი­რი ტრა­დი­ცი­ე­ბი არ გაგ­ვაჩ­ნია, სა­ერ­თოდ არ ვართ მუ­სი­კის აზ­რზე. ორ­კესტრთან ატა­რებს ისეთ რე­პე­ტი­ცი­ებს, გა­გიჟ­დე­ბით. გას­დის და რა­ტო­მაც არა? გას­ტრო­ლებ­ზე მიმ­ყავს ორ­კესტრიო, რომ ამ­ბობს, რა გას­ტრო­ლე­ბი, ახლა მიჰ­ყავს ერ­თგან, ვი­ღაც არაბ­მა ქალ­მა სა­დღაც სას­ტუმ­რო გახ­სნა და ფო­ი­ე­ში უნდა დას­ვას ეს ორ­კესტრი. ასე გვჭრის თავს ეს კაცი ყველ­გან.

"ალია" მთე­ლი დღის მან­ძილ­ზე ცდი­ლობ­და კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს­გან პო­ზი­ცი­ის მო­პო­ვე­ბას, მაგ­რამ არც გუ­რამ ოდი­შა­რი­ამ და არც მა­ნა­ნა ბე­რი­კაშ­ვილ­მა ჩვენს ზა­რებს არ უპა­სუ­ხეს. სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხუ­რი კი მთე­ლი დღის მან­ძილ­ზე უშე­დე­გოდ ეცა­და, მო­ე­ძებ­ნა ვინ­მე, ვინც ჯან­ლუ­კა მარ­ჩი­ა­ნოს­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტარს გა­ა­კე­თებ­და.

ჟანა ასა­ნი­ძე

გა­ზე­თი "ალია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

რატომ ითხოვს თბილისის ოპერის იტალიელი დირიჟორი პირად დაცვას?

რატომ ითხოვს თბილისის ოპერის იტალიელი დირიჟორი პირად დაცვას?

3 მარტის #9 გაზეთი "ქრონიკა" ოპერის თეატრის ხელმძღვანელობასა და დასს შორის არსებულ დაპირისპირებაზე წერდა. აღმოჩნდა, რომ ამასობაში ოპერის მთავარი დირიჟორი, ჯანლუკა მარჩიანო უფრო გათავხედებულა.

აი, რას გვიამბობს ინკოგნიტო წყარო: "მზია ნიორაძეს, ალბათ, იცნობთ, მსოფლიო დონის მომღერალია, მთელი მსოფლიო იცნობს და ის შეეცადა სადმე, სოფლის დონეზე მაინც, მოეპოვებინა რაიმე მცირედი ინფორმაცია მასზე, მაგრამ ამაოდ. არავის არ გაუგია, არ იციან მაგის შესახებ, დირიჟორ ჯანლუკა მარჩიანოს არავინ იცნობს, შარლატანია. გარდა იმისა, რომ თეატრში დაპირისპირება გამოიწვია, ახლა ისეთი ამბიციები გაუჩნდა, აშანტაჟებს სახელმწიფოს და ითხოვს, მაღალი ხელფასი დამინიშნეთ, დაცვა და საკუთარი მანქანა მინდაო. რა დაცვა, ვისგან უნდა დაცვა? გაგიგიათ სადმე, ოპერის დირიჟორს დაცვა ჰყავდეს? აბუჩად გვიგდებს ქართველებს, "ჩაკრულო" და "მრავალჟამიერი" გვიგინა, ეს რა არისო, ტრადიციები დაგვიწუნა და კიდევ ხელფასი ვუხადოთ? შეიძლება, ჟურნალისტებმა არ იცით ამ სფეროს შესახებ, მაგრამ ერთ სპეციალისტსაც ვერ იპოვით, რომელიც გეტყვით, რომ ჯანლუკა პროფესიონალია. დაუკავშირდით მზია ნიორაძეს და ის დაგიდასტურებთ".

"ალია" მზია ნიორაძეს დაუკავშირდა:

- ქალბატონო მზია, გვითხრეს, ჯანლუკა მარჩიანო შარლატანია, არაპროფესიონალია, მზია ნიორაძე დაგიდასტურებთო.

- დიახ, მოგიყვებით, რაშიცაა საქმე. არავინ იცნობს იტალიაში, ევროპის ყველა ქვეყანაში მაქვს ნამღერი და სადაც ვიკითხე, არავინ იცნობს. ბოლონიაში მითხრა ერთმა, ეგ ადამიანი მე გამიგონია, როგორც აკომპანიატორი, პიანისტიო. აქ ჩამოსულს, რახან იტალიელია, მისცეს ხელში ჯოხი და დაარქვეს დირიჟორი. ეს კი სპეკულირებს და იკეთებს კარიერას საზღვარგარეთ. რახან ის თბილისის ოპერის მთავარ დირიჟორად ითვლება, ხალხი შეჰყავს შეცდომაში.

- კულტურის მინისტრს უთხარით?

- კი, ვუთხარი, არანაირი რეაგირება არ ყოფილა, შევედით მინისტრის მოადგილე გრუზინსკისთან და ვუთხარით, არანაირი დონე ამ კაცს არ აქვს, არაფერს არ წარმოადგენს და რატომ გვყავს აქ-მეთქი. პასუხი ვერ მივიღეთ. გვიგდებს სასაცილოდ მთელი მსოფლიო.

- მართლა ითხოვს მანქანასა და დაცვას?

- დიახ, ასეა. ძალიან ყოყლოჩინობს უკვე, ქართველებს ზევიდან უყურებს, თურმე ჩვენ არავინ არ ვართ, არანაირი ტრადიციები არ გაგვაჩნია, საერთოდ არ ვართ მუსიკის აზრზე. ორკესტრთან ატარებს ისეთ რეპეტიციებს, გაგიჟდებით. გასდის და რატომაც არა? გასტროლებზე მიმყავს ორკესტრიო, რომ ამბობს, რა გასტროლები, ახლა მიჰყავს ერთგან, ვიღაც არაბმა ქალმა სადღაც სასტუმრო გახსნა და ფოიეში უნდა დასვას ეს ორკესტრი. ასე გვჭრის თავს ეს კაცი ყველგან.

"ალია" მთელი დღის მანძილზე ცდილობდა კულტურის სამინისტროსგან პოზიციის მოპოვებას, მაგრამ არც გურამ ოდიშარიამ და არც მანანა ბერიკაშვილმა ჩვენს ზარებს არ უპასუხეს. სამინისტროს პრესსამსახური კი მთელი დღის მანძილზე უშედეგოდ ეცადა, მოეძებნა ვინმე, ვინც ჯანლუკა მარჩიანოსთან დაკავშირებით კომენტარს გააკეთებდა.

ჟანა ასანიძე

გაზეთი "ალია"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია