საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჰოლივუდში მოღვაწე 5 ქართველი მსახიობი - ნიკოლ კიდმანის, ანჯელინა ჯოლისა და ჯენიფერ ენისტონის პარტნიორები (+8 ფოტო)
ჰოლივუდში მოღვაწე 5 ქართველი მსახიობი - ნიკოლ კიდმანის, ანჯელინა ჯოლისა და ჯენიფერ ენისტონის პარტნიორები (+8 ფოტო)

სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რი ნი­ჭი­ე­რი მსა­ხი­ო­ბია. ისი­ნი სა­ინ­ტე­რე­სო კი­ნო­რო­ლე­ბით ხში­რად გვა­ნე­ბივ­რე­ბენ. ამ­ჯე­რად ჰო­ლი­ვუდ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბის შე­სა­ხებ მო­გი­თხრობთ.

ისი­ნი ჰო­ლი­ვუდ­ში ცნო­ბილ მსა­ხი­ო­ბებ­თან და რე­ჟი­სო­რებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ. 5 ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი, რო­მელ­თაც პარტნი­ო­რო­ბა ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლის, ჯე­ნი­ფერ ენის­ტონს, ნი­კოლ კიდ­მანს, ადამ სენდლერს, ჯას­ტინ ტიმ­ბერ­ლე­იკს, მორ­გან ფრი­მენ­სა და სხვა ვარ­სკვლა­ვებს გა­უ­წი­ეს.

დათო ბახ­ტა­ძე: მისი სამ­სა­ხი­ო­ბო მო­ნა­ცე­მე­ბით აღ­ტა­ცე­ბუ­ლი რე­ჟი­სო­რე­ბი ქარ­თველ მსა­ხი­ობს არა­ერთ სა­ინ­ტე­რე­სო სცე­ნარს სთა­ვა­ზო­ბენ. და­თომ ჰო­ლი­ვუდ­ში პო­პუ­ლა­რო­ბა 2004 წელს რე­ჟი­სორ პოლ ჰა­გი­სის გა­და­ღე­ბუ­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი დრა­მით "შე­ჯა­ხე­ბა" (Crash) მო­ი­პო­ვა. ფილმში მთა­ვარ როლს ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვი სან­დრა ბა­ლო­კი თა­მა­შობს. ფილმში დათო ლუ­სი­ე­ნის როლს გა­ნა­სა­ხი­ე­რებს; ფილ­მს დიდი პო­პუ­ლა­რო­ბა ხვდა წი­ლად - ნა­მუ­შე­ვარ­მა 6 "ოს­კა­რი" მი­ი­ღო. ასე­ვე ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია 2011 წელს რე­ჟი­სორ კის გო­რა­კის გა­და­ღე­ბუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ფან­ტას­ტი­კა/თრი­ლე­რი "ყვე­ლა­ზე ბნე­ლი სა­ა­თი" (The Darknest Hour) - ფილმში და­თოს პარტნი­ო­რო­ბას ემი­ლი ჰირ­ში და რე­ი­ჩელ ტე­ი­ლო­რი უწე­ვენ. ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი სერ­გე­ის როლს თა­მა­შობს. და­თოს­თვის ნა­ყო­ფი­ე­რი აღ­მოჩ­ნდა 2010 წე­ლიც, რო­დე­საც რე­ჟი­სორ­მა ამე­რი­კულ დრა­მა­ში "და­კარ­გუ­ლი ორ­ქი­დეა" მი­იწ­ვია.

მის სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა­ში ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კრი­მი­ნა­ლუ­რი ტრი­ლე­რი "გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ში­ში" (Wanted), სა­დაც პარტნი­ო­რო­ბას ჰო­ლი­ვუ­დის მსა­ხი­ობს, ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლის უწევს. ამას­თან, ფილმში მო­ნა­წი­ლე­ობს ვე­ტე­რა­ნი ვარ­სკვლა­ვი მორ­გან ფრი­მე­ნი, მთა­ვარ როლ­შია ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ო­ბი ჯე­იმს მაკ-ევოი. ფილმში დათო ყა­სა­ბის როლს თა­მა­შობს, რო­მე­ლიც და­ნე­ბის ექ­სპერ­ტია და ფილ­მის მთა­ვა­რი გმი­რის, უეს­ლი გიბ­სო­ნის (ჯე­იმს მაკ-ევო­ის გმი­რი) მწვრთვნე­ლია - და­ნით ბრძო­ლა­ში ავარ­ჯი­შებს.

ნუცა კუ­ხი­ა­ნი­ძე: ახალ­გაზ­რდა ქარ­თველ­მა ვარ­სკვლავ­მა ნუცა კუ­ხი­ა­ნი­ძემ ჰო­ლი­ვუდ­ში წარ­მა­ტე­ბას 19 წლის ასაკ­ში მი­აღ­წია.

ნი­ჭი­ე­რი ქარ­თვე­ლი გო­გო­ნა ამე­რი­კა­ში მას შემ­დეგ გა­იც­ნეს, რაც 2002 წელს რე­ჟი­სორ­მა ნილ ჯორ­დან­მა ფილმში "ნი­ჭი­ე­რი ქურ­დი" გა­და­ი­ღო. ფილმში ნუ­ცას პარტნი­ო­რო­ბას ნიკ ნოლ­ტი და ემირ კუს­ტუ­რი­ცა უწე­ვენ.

ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბის­თვის წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა 2004 წე­ლიც; ფილმში "მა­ტილ­და" ნუ­ცას პარტნი­ო­რო­ბას ცნო­ბი­ლი ინ­გლი­სე­ლი მსა­ხი­ო­ბი ჯე­რე­მი აი­რონ­სი უწევს.

ელე­ნე სა­ტი­ნი-სხირტლა­ძე: ელე­ნე 1987 წელს თბი­ლის­ში და­ი­ბა­და. მან პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი კა­რი­ე­რა 6 წლის ასაკ­ში და­ი­წყო. 9 წლის ასაკ­ში უამ­რა­ვი, მათ შო­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო ჯილ­დო­თი ამა­ყობ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით დე­დას­თან, მწე­რალ მა­რი­ნა სი­ლა­გა­ძეს­თან ერ­თად სა­ცხოვ­რებ­ლად აშშ-ში გა­და­ვი­და. და­ამ­თავ­რა სამ­სა­ხი­ო­ბო სკო­ლა და კურ­სის გავ­ლის შემ­დეგ ლოს-ან­ჯე­ლეს­ში მოხ­ვდა, სა­დაც 2003 წელს ითა­მა­შა სე­რი­ალ­ში "დე­ტექ­ტი­ვი რაში". დღემ­დე შვიდ კი­ნო­ფილმში, ასე­ვე რამ­დე­ნი­მე სე­რი­ალ­სა და თე­ატ­რა­ლურ დად­გმა­ში აქვს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ღე­ბუ­ლი, მათ შო­რის მი­უ­ზიკ­ლი "ჩი­კა­გო". რაც შე­ე­ხე­ბა პო­პუ­ლა­რულ, ცნო­ბილ ფილ­მებს, რო­მელ­შიც ელე­ნე გა­და­ი­ღეს, ეს არის Ripple Effect (სო­ფი­ას როლი). "დრო­ში" პარტნი­ო­რო­ბას უწევს ისეთ ვარ­სკვლა­ვებს რო­გო­რი­ცაა: ჯას­ტინ ტიმ­ბერ­ლე­ი­კი, ამან­და სე­იფ­რინ­დი, კი­ლი­ან მერ­ფი და ოლი­ვია უა­ილ­დი.

ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო ნა­მუ­შე­ვა­რია დე­ნის დუ­გა­ნის 2011 წელს გა­და­ღე­ბუ­ლი რო­მან­ტი­უ­ლი კო­მე­დია "თავი მო­აჩ­ვე­ნე ჩემს მე­უღ­ლედ". გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე ქარ­თვე­ლი ვარ­სკვლა­ვი ჰო­ლი­ვუ­დის მეგა-მსა­ხი­ო­ბებ­თან: ჯე­ნი­ფერ ენის­ტონ­თან, ადამ სენდლერ­თან, ბრუკ­ლინ დე­კერ­თან და ნი­კოლ კიდ­მან­თან ერ­თად თა­მა­შობს. სა­ტი­ნი გა­და­ი­ღეს ტე­ლე­სე­რი­ა­ლებ­შიც, სა­დაც ეპი­ზო­დურ რო­ლებს თა­მა­შობს. მან ითა­მა­შა სე­რი­ალ­ში "ჯა­დოს­ნუ­რი ქა­ლა­ქი". ელე­ნეს­თან ერ­თად სე­რი­ალ­ში უკ­რა­ი­ნე­ლი ოლგა კუ­რი­ლენ­კოც მო­ნა­წი­ლე­ობს. ქარ­თველ მსა­ხი­ობს სე­რი­ალ­ში სექ­სუ­ა­ლუ­რი გო­გო­ნას როლი აქვს და ინ­ტი­მურ სცე­ნა­შიც მო­ნა­წი­ლე­ობს. ამას­თან, რე­ჟი­სო­რი ჟონ ფავ­რო ფილმში "რკი­ნის კაცი2" ელე­ნეს კან­დი­და­ტუ­რას "შავი ქვრი­ვის" როლ­ზე გა­ნი­ხი­ლავ­და, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ, ამ როლ­ზე სკარ­ლეტ იო­ჰან­სო­ნი და­ამ­ტკი­ცეს.

ასე­ვე იხი­ლეთ: ქარ­თვე­ლი გო­გო­ნას ერო­ტი­უ­ლი და უხამ­სი სცე­ნე­ბი ამე­რი­კულ სე­რი­ალ­ში (VIDEO+31 PHOTO)

გი­ორ­გი აგი­აშ­ვი­ლი: შე­იძ­ლე­ბა ბევ­რმა არ იცო­დეს, მაგ­რამ ჰო­ლი­ვუდ­ში კი­დევ ერთი ახალ­გაზ­რდა ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი გი­ორ­გი აგი­აშ­ვი­ლი მოღ­ვა­წე­ობს, რო­მე­ლიც ჯორჯ ფი­ნის ფსევ­დო­ნი­მი­თაა ცნო­ბი­ლი. ის რე­ჟი­სორ და­ვით აგი­აშ­ვი­ლის ვა­ჟია. პო­პუ­ლა­რო­ბა 2012 წელს გა­და­ღე­ბულ ფილმში "ლოლა" ჩა­დის რო­ლის გან­სა­ხი­ე­რე­ბით მო­ი­პო­ვა. ფილმში მთა­ვარ რო­ლებს დემი მური და თი­ნე­ი­ჯე­რე­ბის კერ­პი მა­ი­ლი სა­ი­რუ­სი თა­მა­შო­ბენ. გი­ორ­გის ფილმში მა­ი­ლი სა­ი­რუ­სის შეყ­ვა­რე­ბუ­ლის როლი აქვს. გი­ორ­გი რამ­დე­ნი­მე სე­რი­ალ­შიც გა­და­ი­ღეს.

ლე­ვან უჩა­ნე­იშ­ვი­ლი: გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბის გვერ­დით ხში­რად თა­მა­შობს ლე­ვან უჩა­ნე­იშ­ვი­ლი.

მსა­ხი­ო­ბი 2006 წელს თრი­ლერ­ში "წარ­სუ­ლის აჩ­რდი­ლე­ბი" (Shadow Man) გა­და­ი­ღეს. ლე­ვა­ნი ფილმში ჯენ­სე­ნის როლს ირ­გებს. ლე­ვა­ნი პარტნი­ო­რო­ბას სტი­ვენ სი­გალს უწევს. ქარ­თვე­ლი ვარ­სკვლა­ვი 2002 წელ­საც ცნო­ბილ მსა­ხი­ობს უწევ­და პარტნი­ო­რო­ბას, რო­დე­საც ამე­რი­კულ დრა­მა­ში "25-ე სა­ა­თი" (25th Hour) გა­და­ი­ღეს. "25-ე სა­ათ­ში" მთა­ვარ როლს ედ­ვარდ ნორ­ტო­ნი თა­მა­შობს - ლე­ვა­ნი ბი­ძია ნი­კო­ლა­ის ასა­ხი­ე­რებს. ლე­ვა­ნი 1997 წელს ამე­რი­კულ თრი­ლერ­ში "პრე­ზი­დენ­ტის თვითმფრი­ნა­ვი" (Air Force One) მო­ნა­წი­ლე­ობს. უჩა­ნე­იშ­ვი­ლი პარტნი­ო­რო­ბას ამე­რი­კელ მსა­ხი­ობს ჰა­რი­სონ ფორდს უწევს. "პრე­ზი­დენ­ტის თვითმფრი­ნავ­ში" ლე­ვა­ნი სერ­გეი ლენ­სკის როლს ას­რუ­ლებს.

ეკა­ტე­რი­ნე ცი­ცხვა­ია, Ambebi.ge

!!!
0

წარმატებები ყველა ქართველს, ყველა სფეროში!!! ძალიან მიყვარს ლევან უჩანეიშვილი. სიხარულისგან არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, როდესაც ამერიკულ ფილმში ლევანი დავინახე!!! წარმატებები ლევან!!! ძალიან მიყვარხარ!!!

ჰოლივუდში მოღვაწე 5 ქართველი მსახიობი - ნიკოლ კიდმანის, ანჯელინა ჯოლისა და ჯენიფერ ენისტონის პარტნიორები (+8 ფოტო)

ჰოლივუდში მოღვაწე 5 ქართველი მსახიობი - ნიკოლ კიდმანის, ანჯელინა ჯოლისა და ჯენიფერ ენისტონის პარტნიორები (+8 ფოტო)

საქართველოში ბევრი ნიჭიერი მსახიობია. ისინი საინტერესო კინოროლებით ხშირად გვანებივრებენ. ამჯერად ჰოლივუდში მოღვაწე ქართველი ვარსკვლავების შესახებ მოგითხრობთ.

ისინი ჰოლივუდში ცნობილ მსახიობებთან და რეჟისორებთან თანამშრომლობენ. 5 ქართველი მსახიობი, რომელთაც პარტნიორობა ანჯელინა ჯოლის, ჯენიფერ ენისტონს, ნიკოლ კიდმანს, ადამ სენდლერს, ჯასტინ ტიმბერლეიკს, მორგან ფრიმენსა და სხვა ვარსკვლავებს გაუწიეს.

დათო ბახტაძე: მისი სამსახიობო მონაცემებით აღტაცებული რეჟისორები ქართველ მსახიობს არაერთ საინტერესო სცენარს სთავაზობენ. დათომ ჰოლივუდში პოპულარობა 2004 წელს რეჟისორ პოლ ჰაგისის გადაღებული კრიმინალური დრამით "შეჯახება" (Crash) მოიპოვა. ფილმში მთავარ როლს ჰოლივუდის ვარსკვლავი სანდრა ბალოკი თამაშობს. ფილმში დათო ლუსიენის როლს განასახიერებს; ფილმს დიდი პოპულარობა ხვდა წილად - ნამუშევარმა 6 "ოსკარი" მიიღო. ასევე ძალიან პოპულარულია 2011 წელს რეჟისორ კის გორაკის გადაღებული სამეცნიერო ფანტასტიკა/თრილერი "ყველაზე ბნელი საათი" (The Darknest Hour) - ფილმში დათოს პარტნიორობას ემილი ჰირში და რეიჩელ ტეილორი უწევენ. ქართველი მსახიობი სერგეის როლს თამაშობს. დათოსთვის ნაყოფიერი აღმოჩნდა 2010 წელიც, როდესაც რეჟისორმა ამერიკულ დრამაში "დაკარგული ორქიდეა" მიიწვია.

მის სამსახიობო კარიერაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანია კრიმინალური ტრილერი "განსაკუთრებით საშიში" (Wanted), სადაც პარტნიორობას ჰოლივუდის მსახიობს,  ანჯელინა ჯოლის უწევს. ამასთან, ფილმში მონაწილეობს ვეტერანი ვარსკვლავი მორგან ფრიმენი, მთავარ როლშია ახალგაზრდა მსახიობი ჯეიმს მაკ-ევოი. ფილმში დათო ყასაბის როლს თამაშობს, რომელიც დანების ექსპერტია და ფილმის მთავარი გმირის, უესლი გიბსონის (ჯეიმს მაკ-ევოის გმირი) მწვრთვნელია - დანით ბრძოლაში ავარჯიშებს.

ნუცა კუხიანიძე: ახალგაზრდა ქართველმა ვარსკვლავმა ნუცა კუხიანიძემ ჰოლივუდში წარმატებას 19 წლის ასაკში მიაღწია.

ნიჭიერი ქართველი გოგონა ამერიკაში მას შემდეგ გაიცნეს, რაც 2002 წელს რეჟისორმა ნილ ჯორდანმა ფილმში "ნიჭიერი ქურდი" გადაიღო. ფილმში ნუცას პარტნიორობას ნიკ ნოლტი და ემირ კუსტურიცა უწევენ.

ქართველი მსახიობისთვის წარმატებული აღმოჩნდა 2004 წელიც; ფილმში "მატილდა" ნუცას პარტნიორობას ცნობილი ინგლისელი მსახიობი ჯერემი აირონსი უწევს.

ელენე სატინი-სხირტლაძე: ელენე 1987 წელს თბილისში დაიბადა. მან პროფესიონალური კარიერა 6 წლის ასაკში დაიწყო. 9 წლის ასაკში უამრავი, მათ შორის საერთაშორისო ჯილდოთი ამაყობდა. მოგვიანებით დედასთან, მწერალ მარინა სილაგაძესთან ერთად საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა. დაამთავრა სამსახიობო სკოლა და კურსის გავლის შემდეგ ლოს-ანჯელესში მოხვდა, სადაც 2003 წელს ითამაშა სერიალში "დეტექტივი რაში". დღემდე შვიდ კინოფილმში, ასევე რამდენიმე სერიალსა და თეატრალურ დადგმაში აქვს მონაწილეობა მიღებული, მათ შორის მიუზიკლი "ჩიკაგო". რაც შეეხება პოპულარულ, ცნობილ ფილმებს, რომელშიც ელენე გადაიღეს, ეს არის Ripple Effect (სოფიას როლი). "დროში" პარტნიორობას უწევს ისეთ ვარსკვლავებს როგორიცაა: ჯასტინ ტიმბერლეიკი, ამანდა სეიფრინდი, კილიან მერფი და ოლივია უაილდი.

ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია დენის დუგანის 2011 წელს გადაღებული რომანტიული კომედია "თავი მოაჩვენე ჩემს მეუღლედ". გადასაღებ მოედანზე ქართველი ვარსკვლავი ჰოლივუდის მეგა-მსახიობებთან: ჯენიფერ ენისტონთან, ადამ სენდლერთან, ბრუკლინ დეკერთან და ნიკოლ კიდმანთან ერთად თამაშობს. სატინი გადაიღეს ტელესერიალებშიც, სადაც ეპიზოდურ როლებს თამაშობს. მან ითამაშა სერიალში "ჯადოსნური ქალაქი". ელენესთან ერთად სერიალში უკრაინელი ოლგა კურილენკოც მონაწილეობს. ქართველ მსახიობს სერიალში სექსუალური გოგონას როლი აქვს და ინტიმურ სცენაშიც მონაწილეობს. ამასთან, რეჟისორი ჟონ ფავრო ფილმში "რკინის კაცი2" ელენეს კანდიდატურას "შავი ქვრივის" როლზე განიხილავდა, მაგრამ საბოლოოდ, ამ როლზე სკარლეტ იოჰანსონი დაამტკიცეს.

ასევე იხილეთ: ქართველი გოგონას ეროტიული და უხამსი სცენები ამერიკულ სერიალში (VIDEO+31 PHOTO)

გიორგი აგიაშვილი: შეიძლება ბევრმა არ იცოდეს, მაგრამ ჰოლივუდში კიდევ ერთი ახალგაზრდა ქართველი მსახიობი გიორგი აგიაშვილი მოღვაწეობს, რომელიც ჯორჯ ფინის ფსევდონიმითაა ცნობილი. ის რეჟისორ დავით აგიაშვილის ვაჟია. პოპულარობა 2012 წელს გადაღებულ ფილმში "ლოლა" ჩადის როლის განსახიერებით მოიპოვა. ფილმში მთავარ როლებს დემი მური და თინეიჯერების კერპი მაილი საირუსი თამაშობენ. გიორგის ფილმში მაილი საირუსის შეყვარებულის როლი აქვს. გიორგი რამდენიმე სერიალშიც გადაიღეს.

ლევან უჩანეიშვილი: გადასაღებ მოედანზე ცნობილი მსახიობების გვერდით ხშირად თამაშობს ლევან უჩანეიშვილი.

მსახიობი 2006 წელს თრილერში "წარსულის აჩრდილები" (Shadow Man) გადაიღეს. ლევანი ფილმში ჯენსენის როლს ირგებს. ლევანი პარტნიორობას სტივენ სიგალს უწევს. ქართველი ვარსკვლავი 2002 წელსაც ცნობილ მსახიობს უწევდა პარტნიორობას, როდესაც ამერიკულ დრამაში "25-ე საათი" (25th Hour) გადაიღეს. "25-ე საათში" მთავარ როლს ედვარდ ნორტონი თამაშობს - ლევანი ბიძია ნიკოლაის ასახიერებს. ლევანი 1997 წელს ამერიკულ თრილერში "პრეზიდენტის თვითმფრინავი" (Air Force One) მონაწილეობს. უჩანეიშვილი პარტნიორობას ამერიკელ მსახიობს ჰარისონ ფორდს უწევს. "პრეზიდენტის თვითმფრინავში" ლევანი სერგეი ლენსკის როლს ასრულებს.

ეკატერინე ციცხვაია, Ambebi.ge

63 წლის შერონ სტოუნი 25 წლის რეპერს ხვდება - ვინ არის ბიჭი, რომელმაც ჰოლივუდის ვარსკვლავის გული მოიგო

ცნობილი თურქი მსახიობი ამბობს, რომ მამის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო - "დედამ არ დამიჯერა, მითხრა, რომ არ გამემხილა, თორემ მამა მომკლავდა"

19 წელი ერთად - ჯულია რობერთსისა და დენი მოდერის სიყვარულის ამბავი, რომელმაც დროს გაუძლო