რუსეთი აშშ-ს სანქციებს სანქციებითვე პასუხობს, რომელსაც ის ამერიკის კონგრესის წევრებსა და ოფიციალურ პირებს უწესებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ პირთა სია გამოაქვეყნა.
სანქციები ვრცელდება შემდეგ პირებზე: ამერიკის პრეზიდენტის თანაშემწის მოადგილე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ქეროლაინ ატკინსონი, ამერიკის პრეზიდენტის თანაშემწე დენიელ პფაიფერი, ამერიკის პრეზიდენტის თანაშემწე ბენჯამინ როდე, ამერიკის კონგრესის სენატის უმრავლესობის ფრაქციის ლიდერი ჰარი რიდი, ამერიკის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის სპიკერი ჯონ ბეინერი, სენატის საერთაშორისო საკითხების კომიტეტის თავმჯდომარე რობერტ მენენდესი, სენატორი მერი ლენრდიუ, სენატორი ჯონ მაკკეინი, სენატორი დენიელ კოუტსი.