პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ ქავთარაძესთან შეხვედრის მოთხოვნით "მედია პალიტრის" ოფისთან სოციალურად დაუცველების აქცია დასრულდა
მიხეილ ქავთარაძესთან შეხვედრის მოთხოვნით "მედია პალიტრის" ოფისთან სოციალურად დაუცველების აქცია დასრულდა

მი­ხე­ილ ქავ­თა­რა­ძეს­თან შეხ­ვედ­რის მო­თხოვ­ნით "მე­დია პა­ლიტ­რის" ოფის­თან სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლე­ბის აქ­ცია დას­რულ­და. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს სა­რე­ვი­ზიო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რეს­თან მი­ხე­ილ ქავ­თა­რა­ძეს­თან შეხ­ვედ­რას ითხოვ­დნენ, რო­მე­ლიც გა­და­ცე­მა "რე­ზი­უ­მე­ში" იყო მიწ­ვე­უ­ლი. თუმ­ცა საკ­რე­ბუ­ლოს დე­პუ­ტატ­მა გა­და­ცე­მა­ში სა­ტე­ლე­ფო­ნო ჩარ­თვით მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

"მე­დია პა­ლიტ­რის" ოფის­თან სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლე­ბი და თბი­ლი­სის გამ­გებ­ლე­ბი მას შემ­დეგ შე­იკ­რიბ­ნენ, რაც შე­ი­ტყვეს, რომ მი­ხე­ილ ქავ­თა­რა­ძე გა­და­ცე­მა "რე­ზი­უ­მე­ში" იყო მიწ­ვე­უ­ლი. ისი­ნი მი­ხე­ილ ქავ­თა­რა­ძის იმ გან­ცხა­დე­ბას აპ­რო­ტეს­ტებ­დნენ, რომ­ლის თა­ნახ­მად, გარ­კვე­ულ პი­რებ­ზე დახ­მა­რე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით იყო გა­ცე­მუ­ლი. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა თქმით კი, ადა­მი­ა­ნე­ბის შერ­ჩე­ვა არა­ნა­ი­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით არ მომ­ხდა­რა.

დღეს სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლებ­მა აქ­ცია თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს­თა­ნაც გა­მარ­თეს და მი­ხე­ილ ქავ­თა­რა­ძეს­თან შეხ­ვედ­რა მო­ი­თხო­ვეს, თუმ­ცა, მათი თქმით, ქავ­თა­რა­ძემ მათ­თან შეხ­ვედ­რა არ ისურ­ვა.

თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს სა­რე­ვი­ზიო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რის მი­ხე­ილ ქავ­თა­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით კი, კრწა­ნი­სის რა­ი­ო­ნის გამ­გებ­ლი ხა­თუ­ნა ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი გამ­გე­ო­ბის სო­ცი­ა­ლურ სა­კი­თხთა გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­როსს დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­ყალ­ბე­ბას აი­ძუ­ლებ­და.

მი­ხე­ილ ქავ­თა­რა­ძემ დღეს ბრი­ფინ­გი გა­მარ­თა, სა­დაც კრწა­ნი­სის რა­ი­ო­ნის გამ­გე­ო­ბის მიერ 355 სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ და უმ­წეო პირ­ზე დარ­ღვე­ვე­ბით სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბე­ბის გა­ცე­მის სა­კი­თხზე ისა­უბ­რა. ქავ­თა­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, მათ მი­მარ­თა თბი­ლი­სის კრწა­ნი­სის რა­ი­ო­ნის გამ­გე­ო­ბის სო­ცი­ა­ლურ სა­კი­თხთა გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­როს­მა, ია გრი­გა­ლაშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც აცხა­დებს, რომ ხა­თუ­ნა ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის მიერ მას­ზე ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და ზე­წო­ლა. კერ­ძოდ, გამ­გე­ბე­ლი გრი­გა­ლაშ­ვი­ლის­გან ითხოვ­და, უკა­ნო­ნო დო­კუ­მენ­ტებ­ზე მო­ე­წე­რა ხელი.

"სა­უ­ბა­რია სხდო­მის ოქ­მზე, რომ­ლი­თაც კრწა­ნი­სის რა­ი­ო­ნის გამ­გე­ო­ბამ 355 სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ და უმ­წეო პი­რებ­ზე სა­გა­რან­ტიო ფურ­ცლე­ბი გას­ცა. სი­ნამ­დვი­ლე­ში სხდო­მა, სა­დაც გა­და­წყდე­ბო­და ამ პი­რებ­ზე სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბე­ბის გა­ცე­მა, რე­ა­ლუ­რად არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა და იმ პირ­თა უმე­ტე­სო­ბა, ვი­ზეც უნდა გა­ცე­მუ­ლი­ყო აღ­ნიშ­ნუ­ლი დახ­მა­რე­ბა, პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით იყ­ვნენ შერ­ჩე­უ­ლე­ბი. ამით და­ირ­ღვა კრწა­ნი­სის რა­ი­ო­ნის გამ­გე­ო­ბის გან­კარ­გუ­ლე­ბა #76 (2013 წლის 6 სექ­ტემ­ბე­რი), რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, სა­ნამ გა­ი­ცე­მა თან­ხა, უნდა მოხ­დეს ოჯა­ხის/მო­ქა­ლა­ქის შე­მოწ­მე­ბა. ამას­თა­ნა­ვე, რო­გორც ჩვენ­თვის გახ­და ცნო­ბი­ლი, აქამ­დე ხა­თუ­ნა ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ დახ­მა­რე­ბებ­ზე მო­ქა­ლა­ქე­ებს უარს ეუბ­ნე­ბო­და იმ მო­ტი­ვით, რომ თბი­ლი­სის ბი­უ­ჯე­ტი არ იყო დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი და თით­ქოს­და გამ­გე­ო­ბას სა­ა­მი­სოდ საკ­მა­რი­სი თან­ხე­ბი არ გა­აჩ­ნდა, რაც რა თქმა უნდა, სიც­რუ­ეა", - აცხა­დებს ქავ­თა­რა­ძე.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

მიხეილ ქავთარაძესთან შეხვედრის მოთხოვნით "მედია პალიტრის" ოფისთან სოციალურად დაუცველების აქცია დასრულდა

მიხეილ ქავთარაძესთან შეხვედრის მოთხოვნით "მედია პალიტრის" ოფისთან სოციალურად დაუცველების აქცია დასრულდა

მიხეილ ქავთარაძესთან შეხვედრის მოთხოვნით "მედია პალიტრის" ოფისთან სოციალურად დაუცველების აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეები თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარესთან მიხეილ ქავთარაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ, რომელიც გადაცემა "რეზიუმეში" იყო მიწვეული. თუმცა საკრებულოს დეპუტატმა გადაცემაში სატელეფონო ჩართვით მიიღო მონაწილეობა.

"მედია პალიტრის" ოფისთან სოციალურად დაუცველები და თბილისის გამგებლები მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც შეიტყვეს, რომ მიხეილ ქავთარაძე გადაცემა "რეზიუმეში" იყო მიწვეული. ისინი მიხეილ ქავთარაძის იმ განცხადებას აპროტესტებდნენ, რომლის თანახმად, გარკვეულ პირებზე დახმარება პოლიტიკური ნიშნით იყო გაცემული. აქციის მონაწილეთა თქმით კი, ადამიანების შერჩევა არანაირი პოლიტიკური ნიშნით არ მომხდარა.

დღეს სოციალურად დაუცველებმა აქცია თბილისის საკრებულოსთანაც გამართეს და მიხეილ ქავთარაძესთან შეხვედრა მოითხოვეს, თუმცა, მათი თქმით, ქავთარაძემ მათთან შეხვედრა არ ისურვა.

თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის მიხეილ ქავთარაძის განცხადებით კი, კრწანისის რაიონის გამგებლი ხათუნა ბერძენიშვილი გამგეობის სოციალურ საკითხთა განყოფილების უფროსს დოკუმენტების გაყალბებას აიძულებდა.

მიხეილ ქავთარაძემ დღეს ბრიფინგი გამართა, სადაც კრწანისის რაიონის გამგეობის მიერ 355 სოციალურად დაუცველ და უმწეო პირზე დარღვევებით სოციალური დახმარებების გაცემის საკითხზე ისაუბრა. ქავთარაძის განცხადებით, მათ მიმართა თბილისის კრწანისის რაიონის გამგეობის სოციალურ საკითხთა განყოფილების უფროსმა, ია გრიგალაშვილმა, რომელიც აცხადებს, რომ ხათუნა ბერძენიშვილის მიერ მასზე ხორციელდებოდა ზეწოლა. კერძოდ, გამგებელი გრიგალაშვილისგან ითხოვდა, უკანონო დოკუმენტებზე მოეწერა ხელი.

"საუბარია სხდომის ოქმზე, რომლითაც კრწანისის რაიონის გამგეობამ 355 სოციალურად დაუცველ და უმწეო პირებზე საგარანტიო ფურცლები გასცა. სინამდვილეში სხდომა, სადაც გადაწყდებოდა ამ პირებზე სოციალური დახმარებების გაცემა, რეალურად არ ჩატარებულა და იმ პირთა უმეტესობა, ვიზეც უნდა გაცემულიყო აღნიშნული დახმარება, პოლიტიკური ნიშნით იყვნენ შერჩეულები. ამით დაირღვა კრწანისის რაიონის გამგეობის განკარგულება #76 (2013 წლის 6 სექტემბერი), რომლის თანახმადაც, სანამ გაიცემა თანხა, უნდა მოხდეს ოჯახის/მოქალაქის შემოწმება. ამასთანავე, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, აქამდე ხათუნა ბერძენიშვილი სოციალურ დახმარებებზე მოქალაქეებს უარს ეუბნებოდა იმ მოტივით, რომ თბილისის ბიუჯეტი არ იყო დამტკიცებული და თითქოსდა გამგეობას საამისოდ საკმარისი თანხები არ გააჩნდა, რაც რა თქმა უნდა, სიცრუეა", - აცხადებს ქავთარაძე.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია