მთავარ პროკურატურაში თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის დაკითხვა დასრულდა. ოქრუაშვილმა პროკურატურა უკომენტაროდ დატოვა.
დაკითხვამდე კი მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "ტელეიმედის" გასხვისების საქმესთან დაკავშირებით იყო დაბარებული.
"მე ბევრ ინფორმაციას ვფლობ "იმედის" გასხვისებასთან დაკავშირებით, რომელიც გრძელვადიანი პროცესი იყო", - აღნიშნა ოქრუაშვილმა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, აპირებს თუ არა დავით კეზერაშვილის ან გიგი უგულავას საწინააღმდეგო ჩვენების მიცემას.