ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მანქანაში მყოფი სკოლის მოსწავლეები დაშავდნენ. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ინციდენტის ადგილიდან იუწყება, შემთხვევა ჯავახიშვილის გამზირზე მოხდა, სადაც "ფორდის" მარკის ჯიპი საავტომობილო გზაზე ამოტრიალდა.
"შემთხვევა მძღოლის გამოუცდელობამ გამოიწვია, რადგან მას სკოლის მოსწავლეები მართავდნენ. ავტომანქანამ მკვეთრად დაამუხრუჭა, მძღოლმა საჭის დამორჩილება ვერ შეძლო და ამოტრიალდა", – აცხადებენ თვითმხილველები.
საგზაო შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მანქანაში მყოფმა სამმა პირმა კი სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო.