პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სააკაშვილმა ჟვანიას ცხედრის ფოტოებთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა: "მე არ ვმონაწილეობ ბინძურ ინტრიგებში"
სააკაშვილმა ჟვანიას ცხედრის ფოტოებთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა: "მე არ ვმონაწილეობ ბინძურ ინტრიგებში"

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ზუ­რაბ ჟვა­ნი­ა­სა და რაულ უსუ­პო­ვის ცხედ­რე­ბის ფო­ტო­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბით ხე­ლი­სუფ­ლე­ბას თე­მით სპე­კუ­ლა­ცი­ა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

რო­გორც სა­ა­კაშ­ვილ­მა ქარ­თველ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ექ­სპრე­მი­ე­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტი მისი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში უკვე გა­მო­ძი­ე­ბუ­ლია. ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის შე­ფა­სე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­გა­რეო საფრ­თხე­ე­ბის ნაც­ვლად შიდა ინ­ტრი­გებ­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი.

"მე არ ვმო­ნა­წი­ლე­ობ ბინ­ძურ ინ­ტრი­გებ­ში, რო­მელ­საც გეგ­მა­ვენ და რო­მელ­საც აქვს კონ­კრე­ტუ­ლი სარ­ჩუ­ლი. ნამ­დვი­ლად არ ვმო­ნა­წი­ლე­ობ, მე მი­ვი­ღე ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, მაგ­რამ თუ ვინ­მე ამას და­ა­პი­რებს, ყვე­ლა აგებს პა­სუხს შე­სა­ბა­მი­სად. ყვე­ლამ კარ­გად იცის ყვე­ლა­ფე­რი, მათ შო­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო არე­ნა­ზე, ძა­ლი­ან კარ­გად იცი­ან და ტყუ­ი­ლა ჰგო­ნია ვი­ღა­ცას, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო არე­ნა­ზე და თუნ­დაც სა­ქარ­თვე­ლოს შიგ­ნით ბნე­ლა. ეს ყვე­ლა­ფე­რი ისე­დაც გარ­კვე­უ­ლია. ნუთუ არ გვეს­მის, რა ვი­თა­რე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა სა­ქარ­თვე­ლო, რა კონ­კრე­ტუ­ლი რის­კე­ბია დღეს და ჩვენ ვა­პი­რებთ ეს რის­კე­ბი და მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ვი­ყე­ნოთ იმის­თვის, რომ ჩვე­ნი წვრილ­მა­ნი, პო­ლი­ტი­კუ­რი მდა­ბიო, ღვარ­ძლი­ა­ნი ამო­ცა­ნე­ბი გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ?! ესაა ამო­ცა­ნა დღეს სა­ქარ­თვე­ლო­სი?! ასეთ­მა მიდ­გო­მამ სა­ქარ­თვე­ლო და­ღუ­პა მრა­ვალ­ჯერ. ასე­თი მიდ­გო­მის გამო სა­ქარ­თვე­ლო მრა­ვალ­ჯერ მოხ­ვდა დამ­პყრობ­ლის ხელ­ში. რამ­დე­ჯერ უნდა გა­ი­მე­ო­როს სა­ქარ­თვე­ლომ ერთი და იგი­ვე შეც­დო­მა?! რამ­დენ­ჯერ ვერ უნდა დავ­დგეთ ჩვე­ნი პი­რა­დი ბოღ­მის, შუ­რის­ძი­ე­ბის, ღვარ­ძლის ზე­მოთ და არ ვი­ფიქ­როთ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ზე?!", - გა­ნუ­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა ქარ­თველ ჟურ­ნა­ლის­ტებს შე­კი­თხვა­ზე, სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა­ში და­ბა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ჩა­მო­ვა თუ არა ის სა­ქარ­თვე­ლო­ში.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის კო­მენ­ტარს ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დი" ავ­რცე­ლებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

სააკაშვილმა ჟვანიას ცხედრის ფოტოებთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა: "მე არ ვმონაწილეობ ბინძურ ინტრიგებში"

სააკაშვილმა ჟვანიას ცხედრის ფოტოებთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა: "მე არ ვმონაწილეობ ბინძურ ინტრიგებში"

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის ცხედრების ფოტოების გავრცელებით ხელისუფლებას თემით სპეკულაციაში ადანაშაულებს.

როგორც სააკაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, ექსპრემიერის გარდაცვალების ფაქტი მისი ხელისუფლების პირობებში უკვე გამოძიებულია. ყოფილი პრეზიდენტის შეფასებით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება საგარეო საფრთხეების ნაცვლად შიდა ინტრიგებზეა ორიენტირებული.

"მე არ ვმონაწილეობ ბინძურ ინტრიგებში, რომელსაც გეგმავენ და რომელსაც აქვს კონკრეტული სარჩული. ნამდვილად არ ვმონაწილეობ, მე მივიღე ეს გადაწყვეტილება, მაგრამ თუ ვინმე ამას დააპირებს, ყველა აგებს პასუხს შესაბამისად. ყველამ კარგად იცის ყველაფერი, მათ შორის საერთაშორისო არენაზე, ძალიან კარგად იციან და ტყუილა ჰგონია ვიღაცას, რომ საერთაშორისო არენაზე და თუნდაც საქართველოს შიგნით ბნელა. ეს ყველაფერი ისედაც გარკვეულია. ნუთუ არ გვესმის, რა ვითარებაში იმყოფება საქართველო, რა კონკრეტული რისკებია დღეს და ჩვენ ვაპირებთ ეს რისკები და მდგომარეობა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ჩვენი წვრილმანი, პოლიტიკური მდაბიო, ღვარძლიანი ამოცანები განვახორციელოთ?! ესაა ამოცანა დღეს საქართველოსი?! ასეთმა მიდგომამ საქართველო დაღუპა მრავალჯერ. ასეთი მიდგომის გამო საქართველო მრავალჯერ მოხვდა დამპყრობლის ხელში. რამდეჯერ უნდა გაიმეოროს საქართველომ ერთი და იგივე შეცდომა?! რამდენჯერ ვერ უნდა დავდგეთ ჩვენი პირადი ბოღმის, შურისძიების, ღვარძლის ზემოთ და არ ვიფიქროთ ჩვენს ქვეყანაზე?!", - განუცხადა სააკაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს შეკითხვაზე, საგამოძიებო უწყებაში დაბარების შემთხვევაში ჩამოვა თუ არა ის საქართველოში.

მიხეილ სააკაშვილის კომენტარს ტელეკომპანია "იმედი" ავრცელებს.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა