მსოფლიო

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მურთაზ ზოდელავა - კონფიდენციალური ინფორმაციის გაჟღერება არც ერთ ეტაპზე სწორად არ მიმაჩნია
მურთაზ ზოდელავა - კონფიდენციალური ინფორმაციის გაჟღერება არც ერთ ეტაპზე სწორად არ მიმაჩნია

ყო­ფი­ლი მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი მურ­თაზ ზო­დე­ლა­ვა "აბ­სურ­დს" უწო­დებს მო­საზ­რე­ბას, რომ ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას საქ­მე­ზე წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ წარ­მო­ე­ბულ გა­მო­ძი­ე­ბას ჰქონ­და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც გარ­დაც­ვა­ლე­ბის ოფი­ცი­ა­ლურ ვერ­სი­ას ეჭვქვეშ აყე­ნებ­და.

"ყვე­ლა­ზე დიდი აბ­სურ­დი, რო­მე­ლიც ამ ის­ტო­რი­ა­ში შე­იძ­ლე­ბა იყოს, არის ის, თით­ქოს ჩვენს გა­მო­ძი­ე­ბას ჰქონ­და ისე­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ აყე­ნებ­და გა­მო­ძი­ე­ბის ოფი­ცი­ა­ლურ ვერ­სი­ას, მაგ­რამ ეს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი რა­ტომ­ღაც ჩავ­დეთ საქ­მე­ში და და­ტო­ვე­ბუ­ლია პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში. სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვა­ცხა­დებ, რომ საქ­მის ის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც იყო და­ცუ­ლი გან­სა­კუთ­რე­ბულ რე­ჟიმ­ში, შე­ი­ცავ­და გან­სა­კუთ­რე­ბით სა­თუთ ინ­ფორ­მა­ცი­ას და ამი­ტომ ინა­ხე­ბო­და სე­იფ­ში", - გა­ნუ­ცხა­და ზო­დე­ლა­ვამ ჟურ­ნა­ლის­ტებს მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და­კი­თხვა­ზე შეს­ვლამ­დე და აღ­ნიშ­ნა - დღე­ვან­დელ­მა სი­ტუ­ა­ცი­ამ და­ა­დას­ტუ­რა, რომ ეს იყო სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

ამას­თან, ზო­დე­ლა­ვას თქმით, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ეკი­დე­ბა მის ყო­ფილ თა­ნამ­დე­ბო­ბას და აღ­ნიშ­ნუ­ლი კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გაჟ­ღე­რე­ბა არც ერთ ეტაპ­ზე სწო­რად არ მი­აჩ­ნია.

"თუ არ­სე­ბობ­და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­მო­ძი­ე­ბის ვერ­სი­ას ეჭვქვეშ და­ა­ყე­ნებ­და, მე ჩავ­დებ­დი მას სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ში და და­ვუ­ტო­ვებ­დი არ­ჩილ კბი­ლაშ­ვილს? თქვენ რო­გორ ფიქ­რობთ?", - მი­მარ­თა ზო­დე­ლა­ვამ ჟურ­ნა­ლის­ტებს.

მი­სი­ვე მტკი­ცე­ბით, ჟვა­ნი­ას საქ­მის ნა­წი­ლი მისი, რო­გორც მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის კა­ბი­ნეტ­ში იმის გამო ინა­ხე­ბო­და, რომ ის "გან­სა­კუთ­რე­ბით დე­ლი­კა­ტურ მო­მენ­ტებს" შე­ი­ცავ­და.

"ჟვა­ნი­ას საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა დას­რულ­და დიდი ხნით ადრე ჩემს პრო­კუ­რო­რად და­ნიშ­ვნამ­დე. საქ­მე­ში იყო გარ­კვე­უ­ლი დე­ტა­ლე­ბი, გარ­კვე­უ­ლი დე­ლი­კა­ტუ­რი მო­მენ­ტე­ბი, რის გა­მოც სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის ეს ნა­წი­ლი ინა­ხე­ბო­და არა მურ­თაზ ზო­დე­ლა­ვას კა­ბი­ნეტ­ში, არა­მედ მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ყვე­ლა­ზე და­ცულ ად­გი­ლას – მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის კა­ბი­ნეტ­ში, სე­იფ­ში. ეს, რა თქმა უნდა, იყო სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის ნა­წი­ლი, მო­ი­ცავ­და ფოტო და ვი­დე­ო­მა­სა­ლას არა ამარ­ტო შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის, არა­მედ შემ­დგომ, სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის შე­სა­ხებ. საქ­მე იმა­შია, რომ ეს არის კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია, ვი­ნა­ი­დან იქ იყო გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სა­თუ­თი სა­კი­თხე­ბი და სწო­რედ იმი­ტომ, რომ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ გა­ე­ჟო­ნა, ინა­ხე­ბო­და გან­სა­კუთ­რე­ბით და­ცულ ად­გი­ლას", - გა­ნა­ცხა­და მან.

ზო­დე­ლა­ვას თქმით, წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის წინ, ისე­ვე რო­გორც მისი კა­ბი­ნე­ტი, ასე­ვე სე­ი­ფი და მა­სა­ლე­ბი ახალ მთა­ვარ პრო­კუ­რორს გა­და­ე­ცა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

მურთაზ ზოდელავა - კონფიდენციალური ინფორმაციის გაჟღერება არც ერთ ეტაპზე სწორად არ მიმაჩნია

მურთაზ ზოდელავა - კონფიდენციალური ინფორმაციის გაჟღერება არც ერთ ეტაპზე სწორად არ მიმაჩნია

ყოფილი მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა "აბსურდს" უწოდებს მოსაზრებას, რომ ზურაბ ჟვანიას საქმეზე წინა ხელისუფლების მიერ წარმოებულ გამოძიებას ჰქონდა მტკიცებულებები, რომლებიც გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიას ეჭვქვეშ აყენებდა.

"ყველაზე დიდი აბსურდი, რომელიც ამ ისტორიაში შეიძლება იყოს, არის ის, თითქოს ჩვენს გამოძიებას ჰქონდა ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა გამოძიების ოფიციალურ ვერსიას, მაგრამ ეს მტკიცებულებები რატომღაც ჩავდეთ საქმეში და დატოვებულია პროკურატურაში. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ საქმის ის ნაწილი, რომელიც იყო დაცული განსაკუთრებულ რეჟიმში, შეიცავდა განსაკუთრებით სათუთ ინფორმაციას და ამიტომ ინახებოდა სეიფში", - განუცხადა ზოდელავამ ჟურნალისტებს მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე შესვლამდე და აღნიშნა - დღევანდელმა სიტუაციამ დაადასტურა, რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება.

ამასთან, ზოდელავას თქმით, პასუხისმგებლობით ეკიდება მის ყოფილ თანამდებობას და აღნიშნული კონფიდენციალური ინფორმაციის გაჟღერება არც ერთ ეტაპზე სწორად არ მიაჩნია.

"თუ არსებობდა მტკიცებულებები, რომლებიც გამოძიების ვერსიას ეჭვქვეშ დააყენებდა, მე ჩავდებდი მას სისხლის სამართლის საქმეში და დავუტოვებდი არჩილ კბილაშვილს? თქვენ როგორ ფიქრობთ?", - მიმართა ზოდელავამ ჟურნალისტებს.

მისივე მტკიცებით, ჟვანიას საქმის ნაწილი მისი, როგორც მთავარი პროკურორის კაბინეტში იმის გამო ინახებოდა, რომ ის "განსაკუთრებით დელიკატურ მომენტებს" შეიცავდა.

"ჟვანიას საქმის გამოძიება დასრულდა დიდი ხნით ადრე ჩემს პროკურორად დანიშვნამდე. საქმეში იყო გარკვეული დეტალები, გარკვეული დელიკატური მომენტები, რის გამოც სისხლის სამართლის საქმის ეს ნაწილი ინახებოდა არა მურთაზ ზოდელავას კაბინეტში, არამედ მთავარ პროკურატურაში ყველაზე დაცულ ადგილას – მთავარი პროკურორის კაბინეტში, სეიფში. ეს, რა თქმა უნდა, იყო სისხლის სამართლის საქმის ნაწილი, მოიცავდა ფოტო და ვიდეომასალას არა ამარტო შემთხვევის ადგილის, არამედ შემდგომ, სამედიცინო ექსპერტიზის შესახებ. საქმე იმაშია, რომ ეს არის კონფიდენციალური ინფორმაცია, ვინაიდან იქ იყო განსაკუთრებულად სათუთი საკითხები და სწორედ იმიტომ, რომ ამ ინფორმაციას არ გაეჟონა, ინახებოდა განსაკუთრებით დაცულ ადგილას", - განაცხადა მან.

ზოდელავას თქმით, წელიწადნახევრის წინ, ისევე როგორც მისი კაბინეტი, ასევე სეიფი და მასალები ახალ მთავარ პროკურორს გადაეცა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ