Faceამბები
კონფლიქტები
პოლიტიკა

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რიჩარდ ნორლანდი - მომართვის შემთხვევაში, ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით დახმარების საკითხს განვიხილავთ
 რიჩარდ ნორლანდი - მომართვის შემთხვევაში, ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით დახმარების საკითხს განვიხილავთ

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მო­მარ­თვის შემ­თხვე­ვა­ში, ამე­რი­კუ­ლი მხა­რე ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით დახ­მა­რე­ბის სა­კითხს გა­ნი­ხი­ლავს. ამის შე­სა­ხებ დღეს ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­ქარ­თვე­ლო­ში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ელჩმა, რი­ჩარდ ნორ­ლან­დმა გა­ნუ­ცხა­და.

რი­ჩარდ ნორ­ლან­დს კი­თხვა და­უს­ვეს ზუ­რაბ ჟვა­ნი­ა­სა და რაულ უსუ­პო­ვის ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ფო­ტო­მა­სა­ლე­ბის ავ­თენ­ტუ­რო­ბა­ზე.

"რო­გორც ყო­ველ­თვის, ასეთ შემ­თხვე­ვებ­ში ჩვენ უბ­რა­ლოდ აღ­ვნიშ­ნავთ, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­გა­მო­ძი­ე­ბო სტრუქ­ტუ­რებ­მა უზ­რუნ­ველ­ყონ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის მა­ღა­ლი ხა­რის­ხი და კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბა", - გა­ნა­ცხა­და ელჩმა.

რაც შე­ე­ხე­ბა კი­თხვას, ჩა­ერ­თვე­ბი­ან თუ არა ამე­რი­კე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა­ში, რი­ჩარდ ნორ­ლან­დმა გა­ნა­ცხა­და, რომ ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­დე­საც ეს მოხ­და, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ მი­მარ­თა ამე­რი­კის მთავ­რო­ბას დახ­მა­რე­ბის თხოვ­ნით.

"თუ მოგ­ვმარ­თა­ვენ ასე­თი თხოვ­ნით, ამას ნამ­დვი­ლად გან­ვი­ხი­ლავთ", - დას­ძი­ნა რი­ჩარდ ნორ­ლან­დმა.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გუ­შინ გავ­რცელ­და ფო­ტო­მა­სა­ლა, სა­დაც ასა­ხუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ზუ­რაბ ჟვა­ნი­ა­სა და მას­თან ერ­თად გარ­დაც­ვლი­ლი რაულ უსუ­პო­ვის ცხედ­რე­ბი.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბის მი­ხედ­ვით, ცხედ­რებს სხვა­დას­ხვა სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბა აღე­ნიშ­ნე­ბათ.

ფო­ტო­მა­სა­ლა youtube-ზე ჰა­კიმ ფა­შას სა­ხე­ლით არის ატ­ვირ­თუ­ლი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

რიჩარდ ნორლანდი - მომართვის შემთხვევაში, ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით დახმარების საკითხს განვიხილავთ

 რიჩარდ ნორლანდი - მომართვის შემთხვევაში, ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით დახმარების საკითხს განვიხილავთ

საქართველოს მთავრობის მომართვის შემთხვევაში, ამერიკული მხარე ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით დახმარების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რიჩარდ ნორლანდმა განუცხადა.

რიჩარდ ნორლანდს კითხვა დაუსვეს ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის ინტერნეტში გავრცელებული ფოტომასალების ავთენტურობაზე.

"როგორც ყოველთვის, ასეთ შემთხვევებში ჩვენ უბრალოდ აღვნიშნავთ, რომ მნიშვნელოვანია საგამოძიებო სტრუქტურებმა უზრუნველყონ მართლმსაჯულების მაღალი ხარისხი და კანონის უზენაესობა", - განაცხადა ელჩმა.

რაც შეეხება კითხვას, ჩაერთვებიან თუ არა ამერიკელი ექსპერტები საქმის გამოძიებაში, რიჩარდ ნორლანდმა განაცხადა, რომ ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით, როდესაც ეს მოხდა, საქართველოს მთავრობამ მიმართა ამერიკის მთავრობას დახმარების თხოვნით.

"თუ მოგვმართავენ ასეთი თხოვნით, ამას ნამდვილად განვიხილავთ", - დასძინა რიჩარდ ნორლანდმა.

სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა ფოტომასალა, სადაც ასახულია საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიასა და მასთან ერთად გარდაცვლილი რაულ უსუპოვის ცხედრები.

გავრცელებული ფოტოების მიხედვით, ცხედრებს სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ.

ფოტომასალა youtube-ზე ჰაკიმ ფაშას სახელით არის ატვირთული.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა