მსოფლიო

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ევროპა რუსეთთან სამხედრო ექსპორტს შეწყვეტს
ევროპა რუსეთთან სამხედრო ექსპორტს შეწყვეტს

დიდ­მა ბრი­ტა­ნეთ­მა და გერ­მა­ნი­ამ, რუ­სეთ­ში სამ­ხედ­რო და ორ­მა­გი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის პრო­დუქ­ცი­ის ექ­სპორ­ტი შე­ა­ჩე­რეს. Defense News-ის ცნო­ბით, ყი­რიმ­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის ფონ­ზე, ბერ­ლინ­მა რუ­სე­თის­თვის საბ­რძო­ლო საწ­ვრთნე­ლი კომ­პლექ­სის მი­წო­დე­ბა­ზე უარი თქვა. დიდ­მა ბრი­ტა­ნეთ­მა კი რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სნა­ი­პე­რუ­ლი შაშ­ხა­ნე­ბის და ტყვი­ე­ბის წარ­მო­ე­ბის ლი­ცენ­ზი­ე­ბი შე­ა­ჩე­რა.

გერ­მა­ნულ­მა Rheinmetall-მა და რუ­სე­თის თავ­დაც­ვის უწყე­ბამ, კონ­ტრაქ­ტი 2011 წელს გა­ა­ფორ­მეს. 100 მლნ დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის კონ­ტრაქ­ტი, ნი­ჟ­ნი ნოვ­გო­როდ­ში ჯავ­შან­სა­ტან­კო ნა­წი­ლე­ბის მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი ცენ­ტრის მშე­ნებ­ლო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და. ამავდრო­უ­ლად გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იყო საბ­რძო­ლო პო­ლი­გო­ნის მო­წყო­ბა, სა­დაც ტან­კე­ბის ეკი­პა­ჟე­ბი მოძ­რა­ვი და უძ­რა­ვი სა­მიზ­ნე­ე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა­ში ივარ­ჯი­შებ­დნენ.

თა­ვისმხრივ, დიდ­მა ბრი­ტა­ნეთ­მა 2013 წელს რუ­სე­თის სამ­ხედ­რო-სამ­რეწ­ვე­ლო სა­წარ­მო­ებს სნა­ი­პე­რუ­ლი შაშ­ხა­ნე­ბის, სხვა­დას­ხვა კა­ლიბ­რის ტყვი­ე­ბის და ასე­ვე თვითმფრი­ნა­ვე­ბი­სა და შვე­ულმფრე­ნე­ბის წარ­მო­ე­ბის­თვის სა­ჭი­რო ლი­ცენ­ზია მიჰ­ყი­და. გა­რი­გე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბამ 133 მლნ დო­ლა­რი შე­ად­გი­ნა.

სამ­ხედ­რო ექ­სპორ­ტის შე­ჩე­რე­ბა­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ბერ­ლინ­მა და ლონ­დონ­მა ყი­რი­მის რუ­სეთ­თან მი­ერ­თე­ბის გამო მი­ი­ღო.

არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გერ­მა­ნი­ა­სა და დიდ ბრი­ტა­ნეთს, საფ­რან­გე­თიც შე­უ­ერ­თდეს. "ორი "მის­ტრა­ლის" მშე­ნებ­ლო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შე­საძ­ლო გა­უქ­მე­ბა, რუ­სე­თის­თვის სან­ცი­ე­ბის და­წე­სე­ბის ფარ­გლებ­ში გა­ნი­ხი­ლე­ბა" - ასე­თი გან­ცხა­დე­ბა საფ­რან­გე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ლო­რან ფა­ბი­უს­მა, 17 მარტს ერთ-ერთი ტე­ლე­ვი­ზი­ის ეთერ­ში გა­ა­კე­თა. მომ­დევ­ნო დღეს ფა­ბი­უს­მა თა­ვი­სი გა­მო­ნათ­ქვა­მი და­ა­ზუს­ტა და აღ­ნიშ­ნა რომ სა­უ­ბა­რია არა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­უქ­მე­ბა­ზე, არა­მედ მის დრო­ე­ბით შე­ჩე­რე­ბა­ზე.

ფრან­გუ­ლი მხა­რის გან­ცხა­დე­ბას რუ­სე­თის ვიცე-პერ­მი­ე­რი დი­მიტ­რი რო­გო­ზი­ნი უმალ გა­მო­ეხ­მა­უ­რა - "კონ­ტრაქ­ტის ჩა­გე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, საფ­რან­გეთს ორი ხო­მალ­დის ღი­რე­ბუ­ლე­ბის და სა­ჯა­რი­მო სან­ქცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, 1,2 მლრდ ევ­როს გა­დახ­და მო­უ­წევს. შე­სა­ბა­მი­სად, კონ­ტრაქ­ტის გა­უქ­მე­ბამ­დე აჯო­ბებს ფრან­გებ­მა ჯერ სა­კუ­თა­რი ზა­რა­ლი და­ით­ვა­ლონ".

რუ­სეთ­სა და საფ­რან­გეთს შო­რის, "მის­ტრა­ლის" ტი­პის სა­დე­სან­ტო ხო­მალ­დე­ბის შე­ძე­ნის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა 2011 წლის ივ­ნის­ში გა­ფორმ­და. კონ­ტრაქ­ტის პი­რო­ბე­ბის თა­ნახ­მად, ორ ხო­მალ­დში რუ­სებ­მა 1,2 მი­ლი­არ­დი ევრო გა­და­ი­ხა­დეს.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ flot.com-ის მი­ხედ­ვით.

ევროპა რუსეთთან სამხედრო ექსპორტს შეწყვეტს

ევროპა რუსეთთან სამხედრო ექსპორტს შეწყვეტს

დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ, რუსეთში სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტი შეაჩერეს. Defense News-ის ცნობით, ყირიმში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ბერლინმა რუსეთისთვის საბრძოლო საწვრთნელი კომპლექსის მიწოდებაზე უარი თქვა. დიდმა ბრიტანეთმა კი რუსეთის ტერიტორიაზე სნაიპერული შაშხანების და ტყვიების წარმოების ლიცენზიები შეაჩერა.

გერმანულმა Rheinmetall-მა და რუსეთის თავდაცვის უწყებამ, კონტრაქტი 2011 წელს გააფორმეს. 100 მლნ დოლარის ღირებულების კონტრაქტი, ნიჟნი ნოვგოროდში ჯავშანსატანკო ნაწილების მოსამზადებელი ცენტრის მშენებლობას ითვალისწინებდა. ამავდროულად გათვალისწინებული იყო საბრძოლო პოლიგონის მოწყობა, სადაც ტანკების ეკიპაჟები მოძრავი და უძრავი სამიზნეების განადგურებაში ივარჯიშებდნენ.

თავისმხრივ, დიდმა ბრიტანეთმა 2013 წელს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო საწარმოებს სნაიპერული შაშხანების, სხვადასხვა კალიბრის ტყვიების და ასევე თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების წარმოებისთვის საჭირო ლიცენზია მიჰყიდა. გარიგების ღირებულებამ 133 მლნ დოლარი შეადგინა.

სამხედრო ექსპორტის შეჩერებაზე გადაწყვეტილება, ბერლინმა და ლონდონმა ყირიმის რუსეთთან მიერთების გამო მიიღო.

არ არის გამორიცხული, რომ უახლოეს მომავალში გერმანიასა და დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთიც შეუერთდეს. "ორი "მისტრალის" მშენებლობის ხელშეკრულების შესაძლო გაუქმება, რუსეთისთვის სანციების დაწესების ფარგლებში განიხილება" - ასეთი განცხადება საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორან ფაბიუსმა, 17 მარტს ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში გააკეთა. მომდევნო დღეს ფაბიუსმა თავისი გამონათქვამი დააზუსტა და აღნიშნა რომ საუბარია არა ხელშეკრულების გაუქმებაზე, არამედ მის დროებით შეჩერებაზე.

ფრანგული მხარის განცხადებას რუსეთის ვიცე-პერმიერი დიმიტრი როგოზინი უმალ გამოეხმაურა - "კონტრაქტის ჩაგების შემთხვევაში, საფრანგეთს ორი ხომალდის ღირებულების და საჯარიმო სანქციების გათვალისწინებით, 1,2 მლრდ ევროს გადახდა მოუწევს. შესაბამისად, კონტრაქტის გაუქმებამდე აჯობებს ფრანგებმა ჯერ საკუთარი ზარალი დაითვალონ".

რუსეთსა და საფრანგეთს შორის, "მისტრალის" ტიპის სადესანტო ხომალდების შეძენის ხელშეკრულება 2011 წლის ივნისში გაფორმდა. კონტრაქტის პირობების თანახმად, ორ ხომალდში რუსებმა 1,2 მილიარდი ევრო გადაიხადეს.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ flot.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა