პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხაჩიძემ ღარიბაშვილს "დააგინა" - "ნაციონალების" მოთხოვნები და შეფასებები "ჟვანიას საქმეზე"
ხაჩიძემ ღარიბაშვილს "დააგინა" - "ნაციონალების" მოთხოვნები და შეფასებები "ჟვანიას საქმეზე"

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დე­რე­ბი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას ცხე­და­რის ფო­ტო­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბი­ან.

დე­პუ­ტა­ტი გოგა ხა­ჩი­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე აღ­ნიშ­ნულ თე­მას რამ­დე­ნი­მე პოსტს უძღვნის. ხა­ჩი­ძე პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს მი­მარ­თავს.

"ვი­ღა­ცამ ჟვა­ნი­ას საქ­მე უს­წრა­ფე­სად არ გა­მო­ი­ძი­ოს და სრუ­ლად არ გა­ა­სა­ჯა­რო­ვოს, იმის.... Irakli Garibashvili Official მე და­ვი­ღა­ლე, შენ გა­აგ­რძე­ლე (skype style)

ხომ შე­იძ­ლე­ბა ასე­თი რამე გა­კეთ­დეს -

პი­რა­დად გოგ­ლა ჟვა­ნი­ამ, აი­ღოს ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას საქ­მე; აი­ღოს ამე­რი­კის ფე­დე­რა­ლუ­რი ბი­უ­როს დას­კვნა, დაჯ­დეს პირ­და­პირ ეთერ­ში და სრუ­ლად გა­ა­სა­ჯა­რო­ოს. მერე ის ახ­სნას, რას და რა­ტომ არ ეთან­ხმე­ბა.

ხომ უნდა დამ­თავ­რდეს ეს პრი­მი­ტი­უ­ლი იდი­ო­ტიზ­მი?!

პი­რა­დად მე უკვე აღარ მეს­მის, რო­დემ­დე უნდა გა­ვუფრ­თხილ­დეთ ჩვენ ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას სა­ხელს, თა­ნაც იმ პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც ცალ­კე ოჯა­ხის წევ­რე­ბი და ცალ­კე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მუდ­მი­ვად ახ­დენს ამ სა­კი­თხით ბინ­ძურ მა­ნი­პუ­ლა­ცი­ებს.

Irakli Garibashvili Official პი­რა­დად თქვენ გე­კი­თხე­ბით!

რა­ტომ გა­ა­სა­ჯა­რო­ვეთ ფოტო მა­სა­ლა, რო­მე­ლიც ჟვა­ნი­ას საქ­მე­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად ისე­დაც დევს?!...

უსინ­დი­სო­ე­ბი უტიფ­რად თა­მა­შო­ბენ ბინ­ძურ თა­მაშს და ფსო­ნი ჩვენს სინ­დის­ზე უდევთ.

თით­ქოს ვე­ცა­დე გან­წყო­ბა­ზე არ ემოქ­მე­და, თუმ­ცა პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა.

არც ამ გან­წყო­ბას გა­ვურ­ბი­ვარ, უბ­რა­ლოდ ბინ­ძუ­რი ფონი და ავ­ტორ­თა მდა­ბიო მო­ტი­ვა­ცია მა­ღი­ზი­ა­ნებს ძა­ლი­ან.

ბ-ნ ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას კარ­გად ვიც­ნობ­დი.

პი­რა­დად მან მო­მიყ­ვა­ნა პო­ლი­ტი­კა­ში.

ძა­ლი­ან დიდ პა­ტივს ვცემ­დი და მის მი­მართ სრუ­ლი­ად გულ­წრფე­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მქონ­და.

ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ, რომ დღეს, მისი სა­ხე­ლი, უბ­რა­ლოდ - უგუ­ნუ­რე­ბის ხელ­ში აღ­მოჩ­ნდა.

ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ...

სა­მარ­ცხვი­ნოა", - წერს ხა­ჩი­ძე.

ფო­ტო­ე­ბით აწყო­ბი­ლი ვი­დე­ოს გა­სა­ჯა­რო­ვე­ბა­ში პრო­კუ­რა­ტუ­რას ადა­ნა­შა­უ­ლებს "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" წევ­რი ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე.

"1. ეს ვი­დეო არის აწყო­ბი­ლი ჟვა­ნი­ას საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბით. ახა­ლი კად­რი იქ არ არის. ნა­ნა­ხი აქვს არა ერთ ადა­მი­ანს, ოჯა­ხის წევ­რე­ბის ჩათ­ვლით

2. ამ ფო­ტო­ე­ბი­დან ვი­დე­ოს აწყო­ბა და გა­სა­ჯა­რო­ე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია პრო­კუ­რა­ტუ­რის (და ჩუ­კო­ტა­ე­ვის) მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გა­რე­შე (თუ ხვე­დე­ლი­ძე 2-თან არ გვაქვს საქ­მე)

3. ჟვა­ნი­ას საქ­მე­ში რა­ი­მე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა რომ არ­სე­ბობ­დეს - რომ ეს იყო მკვლე­ლო­ბა და არა უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა - ეს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა დიდი ხნის გა­სა­ჯა­რო­ე­ბუ­ლი, ვი­ღა­ცა (ვი­ღა­ცე­ე­ბი) კი და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და (ოც­ნე­ბის სა­ზე­ი­მო ბან­კე­ტის თან­ხლე­ბით)

4. ამი­ტომ, ამ ვი­დე­ოს აწყო­ბა-გა­სა­ჯა­რო­ე­ბა არის უკა­ნას­კნე­ლი ნა­ძირ­ლე­ბის უბინ­ძუ­რე­სი საქ­ცი­ე­ლი

5. ვინც ამ ვი­დე­ოს ნახ­ვა­ზე იწყებს კი­ვილს 'აი, ხომ ამ­ბობ­დნენ'! - ვუ­სამ­ძიმ­რებ", - წერს ჯა­ფა­რი­ძე.

ვი­დე­ოს გავ­რცე­ლე­ბას სულმდაბ­ლო­ბად აფა­სებს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კი­დევ ერთი წევ­რი ეკა ხერ­ხე­უ­ლი­ძე, რო­მე­ლიც "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ემუქ­რე­ბა.

"ადა­მი­ა­ნე­ბო (ანა­ტო­მი­უ­რად მა­ინც), რო­დე­საც თქვე­ნი ბინ­ძუ­რი მიზ­ნე­ბის­თვის არც მიც­ვა­ლე­ბუ­ლებს ერი­დე­ბით, გახ­სოვ­დეთ, რომ უკი­დუ­რე­სი სულმდაბ­ლო­ბაა თე­მის გა­და­სა­ფა­რა­ვად ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნოთ გარ­დაც­ვლი­ლის ოჯახს, გან­სა­კუთ­რე­ბით მის არას­რულ­წლო­ვან შვი­ლებს...

სა­ში­ში ხალ­ხის კორ­პო­რა­ცია ხართ და აუ­ცი­ლებ­ლად თქვენ­ვე ჩა­გი­ყო­ლებთ ის ბალ­ღა­მი, რა­საც სხვე­ბის მი­მართ იყე­ნებთ...", - წერს ხერ­ხე­უ­ლი­ძე.

შე­გახ­სე­ნებთ, გუ­შინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ფო­ტო­ე­ბი, სა­ხელ­წო­დე­ბით "სა­ა­კაშ­ვი­ლი მკვლე­ლი" გავ­რცელ­და. ფო­ტო­მა­სა­ლა­ში ნაჩ­ვე­ნე­ბია სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ზუ­რაბ ჟვა­ნი­ა­სა და მას­თან ერ­თად გარ­დაც­ვლი­ლი რაულ იუ­სუ­პო­ვის ცხედ­რე­ბი.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბის მი­ხედ­ვით, ცხედ­რებს სხვა­დას­ხვა სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბა აღე­ნიშ­ნე­ბათ.

ფო­ტო­მა­სა­ლა "იუ­თუ­ბი­ზე" ჰა­კიმ ფა­შას სა­ხე­ლით არის ატ­ვირ­თუ­ლი.

იხი­ლეთ ასე­ვე: სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას და რაულ იუ­სუ­პო­ვის ცხედ­რე­ბის ფო­ტო­მა­სა­ლა გავ­რცელ­და (+5 ფოტო)

"მა­კან­კა­ლებს, ისე ცუ­დად ვარ" - ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას ახ­ლობ­ლე­ბი ცხედ­რის ფო­ტოს­თან და­კავ­ში­რე­ბით

"გვა­მი გავკვე­თე და ვნა­ხე, რომ..." - რას ყვე­ბა ექ­სპერ­ტი, რო­მელ­მაც ჟვა­ნი­ას ცხედ­რის ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­ა­ტა­რა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ხაჩიძემ ღარიბაშვილს "დააგინა" - "ნაციონალების" მოთხოვნები და შეფასებები "ჟვანიას საქმეზე"

ხაჩიძემ ღარიბაშვილს "დააგინა" - "ნაციონალების" მოთხოვნები და შეფასებები "ჟვანიას საქმეზე"

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები სოციალური ქსელით ზურაბ ჟვანიას ცხედარის ფოტოების გავრცელებას ეხმაურებიან.

დეპუტატი გოგა ხაჩიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე აღნიშნულ თემას რამდენიმე პოსტს უძღვნის. ხაჩიძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს.

"ვიღაცამ ჟვანიას საქმე უსწრაფესად არ გამოიძიოს და სრულად არ გაასაჯაროვოს, იმის.... Irakli Garibashvili Official მე დავიღალე, შენ გააგრძელე (skype style)

ხომ შეიძლება ასეთი რამე გაკეთდეს -

პირადად გოგლა ჟვანიამ, აიღოს ზურაბ ჟვანიას საქმე; აიღოს ამერიკის ფედერალური ბიუროს დასკვნა, დაჯდეს პირდაპირ ეთერში და სრულად გაასაჯაროოს. მერე ის ახსნას, რას და რატომ არ ეთანხმება.

ხომ უნდა დამთავრდეს ეს პრიმიტიული იდიოტიზმი?!

პირადად მე უკვე აღარ მესმის, როდემდე უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენ ზურაბ ჟვანიას სახელს, თანაც იმ პირობებში, როდესაც ცალკე ოჯახის წევრები და ცალკე ხელისუფლება მუდმივად ახდენს ამ საკითხით ბინძურ მანიპულაციებს.

Irakli Garibashvili Official პირადად თქვენ გეკითხებით!

რატომ გაასაჯაროვეთ ფოტო მასალა, რომელიც ჟვანიას საქმეში ოფიციალურად ისედაც დევს?!...

უსინდისოები უტიფრად თამაშობენ ბინძურ თამაშს და ფსონი ჩვენს სინდისზე უდევთ.

თითქოს ვეცადე განწყობაზე არ ემოქმედა, თუმცა პრაქტიკულად შეუძლებელი აღმოჩნდა.

არც ამ განწყობას გავურბივარ, უბრალოდ ბინძური ფონი და ავტორთა მდაბიო მოტივაცია მაღიზიანებს ძალიან.

ბ-ნ ზურაბ ჟვანიას კარგად ვიცნობდი.

პირადად მან მომიყვანა პოლიტიკაში.

ძალიან დიდ პატივს ვცემდი და მის მიმართ სრულიად გულწრფელი დამოკიდებულება მქონდა.

ძალიან ვწუხვარ, რომ დღეს, მისი სახელი, უბრალოდ - უგუნურების ხელში აღმოჩნდა.

ძალიან ვწუხვარ...

სამარცხვინოა", - წერს ხაჩიძე.

ფოტოებით აწყობილი ვიდეოს გასაჯაროვებაში პროკურატურას ადანაშაულებს "ნაცმოძრაობის" წევრი ზურაბ ჯაფარიძე.

"1. ეს ვიდეო არის აწყობილი ჟვანიას საქმეში არსებული ფოტოებით. ახალი კადრი იქ არ არის. ნანახი აქვს არა ერთ ადამიანს, ოჯახის წევრების ჩათვლით

2. ამ ფოტოებიდან ვიდეოს აწყობა და გასაჯაროება შეუძლებელია პროკურატურის (და ჩუკოტაევის) მონაწილეობის გარეშე (თუ ხვედელიძე 2-თან არ გვაქვს საქმე)

3. ჟვანიას საქმეში რაიმე მტკიცებულება რომ არსებობდეს - რომ ეს იყო მკვლელობა და არა უბედური შემთხვევა - ეს მტკიცებულება დიდი ხნის გასაჯაროებული, ვიღაცა (ვიღაცეები) კი დაპატიმრებული იქნებოდა (ოცნების საზეიმო ბანკეტის თანხლებით)

4. ამიტომ, ამ ვიდეოს აწყობა-გასაჯაროება არის უკანასკნელი ნაძირლების უბინძურესი საქციელი

5. ვინც ამ ვიდეოს ნახვაზე იწყებს კივილს 'აი, ხომ ამბობდნენ'! - ვუსამძიმრებ", - წერს ჯაფარიძე.

ვიდეოს გავრცელებას სულმდაბლობად აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი წევრი ეკა ხერხეულიძე, რომელიც "ფეისბუქის" პირად გვერდზე ხელისუფლებას ემუქრება.

"ადამიანებო (ანატომიურად მაინც), როდესაც თქვენი ბინძური მიზნებისთვის არც მიცვალებულებს ერიდებით, გახსოვდეთ, რომ უკიდურესი სულმდაბლობაა თემის გადასაფარავად ზიანი მიაყენოთ გარდაცვლილის ოჯახს, განსაკუთრებით მის არასრულწლოვან შვილებს...

საშიში ხალხის კორპორაცია ხართ და აუცილებლად თქვენვე ჩაგიყოლებთ ის ბალღამი, რასაც სხვების მიმართ იყენებთ...", - წერს ხერხეულიძე.

შეგახსენებთ, გუშინ სოციალურ ქსელში ფოტოები, სახელწოდებით "სააკაშვილი მკვლელი" გავრცელდა. ფოტომასალაში ნაჩვენებია საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიასა და მასთან ერთად გარდაცვლილი რაულ იუსუპოვის ცხედრები.

გავრცელებული ფოტოების მიხედვით, ცხედრებს სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ.

ფოტომასალა "იუთუბიზე" ჰაკიმ ფაშას სახელით არის ატვირთული.

იხილეთ ასევე: სოციალურ ქსელში ზურაბ ჟვანიას და რაულ იუსუპოვის ცხედრების ფოტომასალა გავრცელდა (+5 ფოტო)

"მაკანკალებს, ისე ცუდად ვარ" - ზურაბ ჟვანიას ახლობლები ცხედრის ფოტოსთან დაკავშირებით

"გვამი გავკვეთე და ვნახე, რომ..." - რას ყვება ექსპერტი, რომელმაც ჟვანიას ცხედრის ექსპერტიზა ჩაატარა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს