კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად ინახებოდა ჟვანიასა და იუსუპოვის გარდაცვალების ამსახველი ფოტომასალა - პროკურატურა საგანგებო განცხადებას ავრცელებს
სად ინახებოდა ჟვანიასა და იუსუპოვის გარდაცვალების ამსახველი ფოტომასალა - პროკურატურა საგანგებო განცხადებას ავრცელებს

2012 წლის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დგომ ზუ­რაბ ჟვა­ნი­ა­სა და რაულ იუ­სუ­პო­ვის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ფოტო და ვი­დეო მა­სა­ლა აღ­მო­ჩე­ნი­ლი იქნა ყო­ფი­ლი მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის, მურ­თაზ ზო­დე­ლა­ვას სა­მუ­შაო ოთახ­ში გან­თავ­სე­ბულ სე­იფ­ში საქ­მის­გან გან­ცალ­კე­ვე­ბით, - ამის შე­სა­ხებ პრო­კუ­რორ­მა ნა­თია მეზვრიშ­ვილ­მა დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, ეს ბევრ კი­თხვას ბა­დებს.

"სა­ზო­გა­დო­ე­ბას გვინ­და ვაც­ნო­ბოთ, რომ 2012 წლის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დგომ ზ.ჟვა­ნი­ას და რ.უსუ­პო­ვის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ვი­დეო და ფოტო მა­სა­ლა აღ­მო­ჩე­ნი­ლი იქნა ყო­ფი­ლი მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის მ.ზო­დე­ლა­ვას სა­მუ­შაო ოთახ­ში გან­თავ­სე­ბულ სე­იფ­ში, საქ­მის­გან გან­ცალ­კა­ვე­ბით, რაც ასე­ვე ბა­დებს ბევრ კი­თხვის ნი­შანს. მი­უ­ხე­და­ვად მომ­ხდა­რი­სა, მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა ინ­ტენ­სი­უ­რად გა­ნაგ­რძობს საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბას და ძა­ლის­ხმე­ვას არ და­ი­შუ­რებს, ზ.ჟვა­ნი­ას და რ.უსუ­პო­ვის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზე­ბის და­სად­გე­ნად", - გა­ნა­ცხა­და პრო­კუ­რორ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა გუ­შინ გავ­რცე­ლე­ბულ ჟვა­ნი­ა­სა და იუ­სუ­პო­ვის ცხედ­რე­ბის ფო­ტო­ებს, რო­გორც პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში აცხა­დე­ბენ, ეს ემ­სა­ხუ­რე­ბა ერ­თა­დერთ მი­ზანს, რომ ხელი შე­ე­შა­ლოს გა­მო­ძი­ე­ბას.

"მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გვსურს გან­მარ­ტე­ბა გა­ვა­კე­თოთ ინ­ტერ­ნე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით უც­ნო­ბი წყა­როს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გარ­დაც­ვლი­ლი ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას და რაულ უსუ­პო­ვის ფო­ტო­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ვფიქ­რობთ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი მა­სა­ლის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა ემ­სა­ხუ­რე­ბა ერ­თა­დერთ მი­ზანს, ხელი შე­ე­შა­ლოს საქ­მე­ზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბას და და­გეგ­მილ სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბებს, ვი­ნა­ი­დან, ამ ეტაპ­ზე აღ­ნიშ­ნუ­ლი მა­სა­ლის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბამ შე­იძ­ლე­ბა და­ა­ზი­ა­ნოს და გა­არ­თუ­ლოს საქ­მე­ზე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის მო­პო­ვე­ბა.

ზ.ჟვა­ნი­ას და რ.უსუ­პო­ვის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ საქ­მე­ზე სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი ინ­ტენ­სი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს. გა­სუ­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში საქ­მე­ში და­ტო­ვე­ბუ­ლია მთე­ლი რიგი გა­მო­უკვლე­ვი დე­ტა­ლე­ბი და პრო­კუ­რა­ტუ­რის მთე­ლი ძა­ლის­ხმე­ვა მი­მარ­თუ­ლია ყვე­ლა არ­სე­ბულ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის გა­სა­ცე­მად.

ამ ეტაპ­ზე დე­ტა­ლე­ბის სრუ­ლად გამ­ჟღავ­ნე­ბა ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სებს, რაც, უდი­დე­სი ინ­ტე­რე­სის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის გა­სა­გე­ბი უნდა იყოს.

რაც შე­ე­ხე­ბა ვი­დეო მა­სა­ლის გავ­რცე­ლე­ბას და ავ­ტო­რის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბას, პრო­კუ­რა­ტუ­რა გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, ამ სა­კი­თხსაც შე­ის­წავ­ლის", - აღ­ნიშ­ნა­ვენ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში.

ამას­თან, მეზვრიშ­ვი­ლის თქმით, მო­ცე­მულ მო­მენ­ტში პრო­კუ­რა­ტუ­რა დგას ზ.ჟვა­ნი­ას და რ.უსუ­პო­ვის გვა­მე­ბის ექ­სჰუ­მა­ცი­ი­სა და ახა­ლი ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბის სა­ჭი­რე­ო­ბის წი­ნა­შე, ვი­ნა­ი­დან საქ­მის ანა­ლი­ზით დგინ­დე­ბა, რომ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი არას­რულ­ყო­ფი­ლია.

"მათ­ში არ არის ნამ­სჯე­ლი გარ­დაც­ვლი­ლე­ბის სხე­ულ­ზე არ­სე­ბულ ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის ნი­შან­დობ­ლივ კვალ­ზე, რაც ბევრ კი­თხვას ბა­დებს. აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ბოლო რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა აწარ­მო­ებს ინ­ტენ­სი­ურ მო­ლა­პა­რა­კე­ბას სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის ავ­ტო­რი­ტე­ტულ სა­ექ­სპერ­ტო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­თან, რათა უცხო­ე­ლი ექ­სპერ­ტე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით მოხ­დეს გვა­მე­ბის ექ­სჰუ­მა­ცია და ჩა­ტა­რე­ბულ იქ­ნას ახა­ლი სრულ­ყო­ფი­ლი ექ­სპერ­ტი­ზა ზ.ჟვა­ნი­ას და რ.უსუ­პო­ვის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზის და­სად­გე­ნად. გვინ­და ავღ­ნიშ­ნოთ, რომ მო­ლა­პა­რა­კე­ბა დას­კვნით ფა­ზა­შია და უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში მოხ­დე­ბა ექ­სჰუ­მა­ცია შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­სა­ტა­რებ­ლად", - აღ­ნიშ­ნა პრო­კუ­რორ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

სად ინახებოდა ჟვანიასა და იუსუპოვის გარდაცვალების ამსახველი ფოტომასალა - პროკურატურა საგანგებო განცხადებას ავრცელებს

სად ინახებოდა ჟვანიასა და იუსუპოვის გარდაცვალების ამსახველი ფოტომასალა - პროკურატურა საგანგებო განცხადებას ავრცელებს

2012 წლის არჩევნების შემდგომ ზურაბ ჟვანიასა და რაულ იუსუპოვის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ფოტო და ვიდეო მასალა აღმოჩენილი იქნა ყოფილი მთავარი პროკურორის, მურთაზ ზოდელავას სამუშაო ოთახში განთავსებულ სეიფში საქმისგან განცალკევებით, - ამის შესახებ პროკურორმა ნათია მეზვრიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ეს ბევრ კითხვას ბადებს.

"საზოგადოებას გვინდა ვაცნობოთ, რომ 2012 წლის არჩევნების შემდგომ ზ.ჟვანიას და რ.უსუპოვის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ვიდეო და ფოტო მასალა აღმოჩენილი იქნა ყოფილი მთავარი პროკურორის მ.ზოდელავას სამუშაო ოთახში განთავსებულ სეიფში, საქმისგან განცალკავებით, რაც ასევე ბადებს ბევრ კითხვის ნიშანს. მიუხედავად მომხდარისა, მთავარი პროკურატურა ინტენსიურად განაგრძობს საქმის გამოძიებას და ძალისხმევას არ დაიშურებს, ზ.ჟვანიას და რ.უსუპოვის გარდაცვალების მიზეზების დასადგენად", - განაცხადა პროკურორმა.

რაც შეეხება გუშინ გავრცელებულ ჟვანიასა და იუსუპოვის ცხედრების ფოტოებს, როგორც პროკურატურაში აცხადებენ, ეს ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ ხელი შეეშალოს გამოძიებას.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს განმარტება გავაკეთოთ ინტერნეტის საშუალებით უცნობი წყაროს მიერ გავრცელებულ გარდაცვლილი ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის ფოტოებთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული მასალის გამოქვეყნება ემსახურება ერთადერთ მიზანს, ხელი შეეშალოს საქმეზე მიმდინარე გამოძიებას და დაგეგმილ საგამოძიებო მოქმედებებს, ვინაიდან, ამ ეტაპზე აღნიშნული მასალის გამოქვეყნებამ შეიძლება დააზიანოს და გაართულოს საქმეზე მტკიცებულებების მოპოვება.

ზ.ჟვანიას და რ.უსუპოვის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურად მიმდინარეობს. გასული წლების განმავლობაში საქმეში დატოვებულია მთელი რიგი გამოუკვლევი დეტალები და პროკურატურის მთელი ძალისხმევა მიმართულია ყველა არსებულ კითხვაზე პასუხის გასაცემად.

ამ ეტაპზე დეტალების სრულად გამჟღავნება ეწინააღმდეგება გამოძიების ინტერესებს, რაც, უდიდესი ინტერესის მიუხედავად, საზოგადოებისთვის გასაგები უნდა იყოს.

რაც შეეხება ვიდეო მასალის გავრცელებას და ავტორის იდენტიფიცირებას, პროკურატურა გამოძიების ფარგლებში, ამ საკითხსაც შეისწავლის", - აღნიშნავენ პროკურატურაში.

ამასთან, მეზვრიშვილის თქმით, მოცემულ მომენტში პროკურატურა დგას ზ.ჟვანიას და რ.უსუპოვის გვამების ექსჰუმაციისა და ახალი ექსპერტიზის ჩატარების საჭირეობის წინაშე, ვინაიდან საქმის ანალიზით დგინდება, რომ ჩატარებული ექსპერტიზები არასრულყოფილია.

"მათში არ არის ნამსჯელი გარდაცვლილების სხეულზე არსებულ ფიზიკური დაზიანებების ნიშანდობლივ კვალზე, რაც ბევრ კითხვას ბადებს. აღნიშნულიდან გამომდინარე ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მთავარი პროკურატურა აწარმოებს ინტენსიურ მოლაპარაკებას სხვადასხვა ქვეყნის ავტორიტეტულ საექსპერტო დაწესებულებებთან, რათა უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით მოხდეს გვამების ექსჰუმაცია და ჩატარებულ იქნას ახალი სრულყოფილი ექსპერტიზა ზ.ჟვანიას და რ.უსუპოვის გარდაცვალების მიზეზის დასადგენად. გვინდა ავღნიშნოთ, რომ მოლაპარაკება დასკვნით ფაზაშია და უახლოეს მომავალში მოხდება ექსჰუმაცია შესაბამისი ექსპერტიზის ჩასატარებლად", - აღნიშნა პროკურორმა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"