მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კაცი, რომელსაც 98 შვილი ჰყავს
კაცი, რომელსაც 98 შვილი ჰყავს

ჰო­ლან­დი­ე­ლი ედ ჰუ­ბე­ნი 98 შვი­ლის მა­მაა და "ბავ­შვე­ბის მწარ­მო­ებ­ლის" ტი­ტუ­ლი მო­ი­პო­ვა.

ედი დო­ნა­ცი­ის წყა­ლო­ბით ქა­ლებს დე­დო­ბის შანსს აძ­ლევს. მან სპერ­მის დო­ნა­ცია 2002 წელს და­ი­წყო და თავ­და­პირ­ვე­ლად სპერ­მის ბანკთან თა­ნამ­შრომ­ლობ­და, მაგ­რამ ახლა ამ საქ­მეს "ნა­ტუ­რა­ლუ­რი" გზით აკე­თებს.

ის ლეს­ბო­სელ წყვი­ლებს, მარ­ტო­ხე­ლა ქა­ლებ­სა და ჰე­ტე­რო­სექ­სუ­ა­ლებს ეხ­მა­რე­ბა, რო­მელ­თაც ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის პრობ­ლე­მე­ბი აქვთ. მისი ბოლო ბავ­შვი, რი­გით 98-ე მა­დი­ტაა. მა­ტი­დას დედა სა­ბავ­შვო ბა­ღის 28 წლის ძი­ძაა. რო­გორც მარ­ტო­ხე­ლა დედა ამ­ბობს, მის ცხოვ­რე­ბა­ში კარ­გი კაცი არას­დროს გა­მო­ჩე­ნი­ლა, დე­დო­ბა კი ძა­ლი­ან სურ­და და ბავ­შვის გა­ჩე­ნა ამ ხერ­ხით ამი­ტო­მაც გა­და­წყვი­ტა. მა­მა­კა­ცი ზუსტ სიას აწარ­მო­ებს, რომ რე­ი­ტინ­გი არ აე­რი­ოს; დღი­ურ­ში ყვე­ლა ქა­ლი­სა და ბავ­შვის სა­ხე­ლია მი­თი­თე­ბუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, თუ რო­დეს­მე ბავ­შვი და­ინ­ტე­რეს­დე­ბა, თუ ვისი წყა­ლო­ბით მო­ევ­ლი­ნა ქვე­ყა­ნას, მა­მის გაც­ნო­ბა შე­ეძ­ლე­ბა.

თუმ­ცა, ყვე­ლა ქალი, რო­მე­ლიც ედის­გან შვი­ლის გა­ჩე­ნას გა­და­წყვეტს, ვალ­დე­ბუ­ლია, რამ­დე­ნი­მე სა­მე­დი­ცი­ნო გა­მოკ­ვლე­ვა ჩა­ი­ტა­როს. ედის მომ­სა­ხუ­რე­ბით მხო­ლოდ ისი­ნი ისარ­გებ­ლე­ბენ, ვი­საც ავად­მყო­ფო­ბის ის­ტო­რი­ა­ში ეწე­რე­ბათ, რომ არ­ცერთ და­ა­ვა­დე­ბას არ ატა­რე­ბენ და არც ნარ­კო­ტიკ­ზე არი­ან და­მო­კი­დე­ბულ­ნი. ის სა­კუ­თარ სახ­ლში თვე­ში 15-მდე ქალს მთე­ლი მსოფ­ლი­ო­დან იღებს. სა­კუ­თარ მომ­სა­ხუ­რე­ბა­ში ჰუ­ბე­ნი ფულს არ იღებს. გა­მო­ნაკ­ლი­სის სა­ხით, იგი ქა­ლებს უფ­ლე­ბას აძ­ლევს, მისი მგზავ­რო­ბის და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის ხარ­ჯე­ბი გა­და­ი­ხა­დონ, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მისი სა­ზღვარ­გა­რეთ გამ­გზავ­რე­ბაა აუ­ცი­ლე­ბე­ლი.

კლი­ენ­ტებ­თან ჰუ­ბე­ნი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას დებს. დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, ქა­ლებს მის­თვის ბავ­შვის მა­ტე­რი­ა­ლუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მო­თხოვ­ნის უფ­ლე­ბა არ აქვთ.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია bbc.com-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

კაცი, რომელსაც 98 შვილი ჰყავს

კაცი, რომელსაც 98 შვილი ჰყავს

ჰოლანდიელი ედ ჰუბენი 98 შვილის მამაა და "ბავშვების მწარმოებლის" ტიტული მოიპოვა.

ედი დონაციის წყალობით ქალებს დედობის შანსს აძლევს. მან სპერმის დონაცია 2002 წელს დაიწყო და თავდაპირველად სპერმის ბანკთან თანამშრომლობდა, მაგრამ ახლა ამ საქმეს "ნატურალური" გზით აკეთებს.

ის ლესბოსელ წყვილებს, მარტოხელა ქალებსა და ჰეტეროსექსუალებს ეხმარება, რომელთაც ნაყოფიერების პრობლემები აქვთ. მისი ბოლო ბავშვი, რიგით 98-ე მადიტაა. მატიდას დედა საბავშვო ბაღის 28 წლის ძიძაა. როგორც მარტოხელა დედა ამბობს, მის ცხოვრებაში კარგი კაცი არასდროს გამოჩენილა, დედობა კი ძალიან სურდა და ბავშვის გაჩენა ამ ხერხით ამიტომაც გადაწყვიტა. მამაკაცი ზუსტ სიას აწარმოებს, რომ რეიტინგი არ აერიოს; დღიურში ყველა ქალისა და ბავშვის სახელია მითითებული. შესაბამისად, თუ როდესმე ბავშვი დაინტერესდება, თუ ვისი წყალობით მოევლინა ქვეყანას, მამის გაცნობა შეეძლება.

თუმცა, ყველა ქალი, რომელიც ედისგან შვილის გაჩენას გადაწყვეტს, ვალდებულია, რამდენიმე სამედიცინო გამოკვლევა ჩაიტაროს. ედის მომსახურებით მხოლოდ ისინი ისარგებლებენ, ვისაც ავადმყოფობის ისტორიაში ეწერებათ, რომ არცერთ დაავადებას არ ატარებენ და არც ნარკოტიკზე არიან დამოკიდებულნი. ის საკუთარ სახლში თვეში 15-მდე ქალს მთელი მსოფლიოდან იღებს. საკუთარ მომსახურებაში ჰუბენი ფულს არ იღებს. გამონაკლისის სახით, იგი ქალებს უფლებას აძლევს, მისი მგზავრობის და საცხოვრებელი ბინის ხარჯები გადაიხადონ, იმ შემთხვევაში, თუ მისი საზღვარგარეთ გამგზავრებაა აუცილებელი.

კლიენტებთან ჰუბენი ხელშეკრულებას დებს. დოკუმენტის თანახმად, ქალებს მისთვის ბავშვის მატერიალური უზრუნველყოფის მოთხოვნის უფლება არ აქვთ.

მომზადებულია bbc.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს