პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეს მაღალი რანგის ჩინოვნიკისთვის "შეუფერებელია" - გურამ ოდიშარია ივანიშვილის კრიტიკას პასუხობს
ეს მაღალი რანგის ჩინოვნიკისთვის "შეუფერებელია" - გურამ ოდიშარია ივანიშვილის კრიტიკას პასუხობს

კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის მი­ნის­ტრი გუ­რამ ოდი­შა­რია "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე ექს-პრე­მი­ერ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის კრი­ტი­კას პა­სუ­ხობს.

"დი­ლი­დან ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მი­კავ­შირ­დე­ბა. მე­კი­თხე­ბი­ან, რა აზ­რის ვარ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გუ­შინ­დელ ტე­ლე­ინ­ტერ­ვი­უ­ზე (TV იმე­დი, 18 მარ­ტი, 22 სა­ა­თი).

და ასე გა­დავ­წყვი­ტე - რად­გან ყვე­ლას ცალ-ცალ­კე ვერ და­ვე­ლა­პა­რა­კე­ბი, ჩემს ძველ და ახალ მე­გობ­რებს, ნაც­ნო­ბებს და უც­ნო­ბებს Facebook-ით გა­ვე­სა­უბ­რო. დიდი ხა­ნია არ მი­სარ­გებ­ლია სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით. სათ­ქმე­ლიც და­მიგ­როვ­და. გარ­და ამი­სა, ჩემ­გან პა­სუ­ხებს სხვა კი­თხვებ­ზეც ელო­დე­ბი­ან.

უკა­ნას­კნე­ლი ორი-სამი წლის სა­ქარ­თვე­ლო­ზე (მოგ­ვი­ა­ნე­ბით) რო­მა­ნის და­წე­რას ვა­პი­რებ­დი (დო­კუ­მენ­ტურ-მხატ­ვრუ­ლის, ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლის). მაგ­რამ ვა­ტყობ ჩემს გარ­შე­მო მე­ტად უც­ნა­უ­რი სი­ტუ­ა­ცია შე­იქ­მნა - ათა­სი ჭორ-მარ­თა­ლი ირე­ვა პრე­სა­შიც, ტე­ლე­ვი­ზი­ებ­შიც, რა­დი­ო­ში, ფე­ის­ბუქ­ზეც, ცი­ლის­წა­მე­ბა, შავი პი­ა­რი...

ბოლო წლე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბი თავ­ზე საყ­რე­ლად მაქვს. მოკ­ლედ, ჩემს ხე­ლო­ბას ვუხ­მე და აი, ფე­ის­ბუქ-ცნო­ბე­ბის (რა­ღაც დღი­უ­რის­მაგ­ვა­რის) წერა და­ვი­წყე. რა თქმა უნდა, ეს არ არის რო­მა­ნი (რო­მა­ნი ჯერ შო­რე­უ­ლი აჩ­რდი­ლია). ეს ჩემი გულ­წრფე­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბია მხო­ლოდ... ყო­ველ დღე, ან თით­ქმის ყო­ველ დღე თითო ამ­ბავს ან თითო თე­მას მო­გაწ­ვდით. გამ­გო­ნე, ვი­საც გა­გე­ბა სურს, მჯე­რა, უსა­თუ­ოდ გა­მი­გებს...

"მე შე­მიძ­ლია, გი­თხრათ თა­მა­მად, რომ კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრი არ გა­დის ძა­ლი­ან კარგ მი­ნის­ტრებ­ში", - ასე ამ­ბობ­და წუ­ხელ ჩემ­ზე ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა. რა თქმა უნდა, ვე­თან­ხმე­ბი.

"კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრი გა­დის იმ მი­ნის­ტრებ­ში, რომ­ლე­ბიც სა­ჭი­რო­ე­ბენ შემ­დგომ გან­ვი­თა­რე­ბას. მე დავ­ყა­ვი მი­ნის­ტრე­ბი "ძა­ლი­ან კარგ" და "კარგ" მი­ნის­ტრე­ბად, ცუდს არ ვე­ძა­ხი, რად­გან მათ გულ­წრფე­ლად აქვთ სურ­ვი­ლი და­ეხ­მა­რონ ქვე­ყა­ნას და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ, რაც ევა­ლე­ბათ სა­კუ­თა­რი პოს­ტი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მაგ­რამ არ გა­მოს­დით და ამი­ტომ ბევ­რი სა­ჭი­რო­ებს გან­ვი­თა­რე­ბას"... - კვლავ ვე­თან­ხმე­ბი ბა­ტონ ბი­ძი­ნას.

"ძა­ლი­ან დიდ პა­ტივს ვცემ, ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნია, ძა­ლი­ან გულ­წრფე­ლი", - ეს ჩემ­ზე თქვა. მად­ლო­ბას მო­ვახ­სე­ნებ, ნე­ტავ, მარ­თლა ასე­თი ვიყო...

მან გა­ნაგ­რძო - "მაგ­რამ ეს არ ყოფ­ნის ყვე­ლა­ფერ იმას, რომ იყო პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი და კარ­გად გა­მო­გი­ვი­დეს ყვე­ლა­ფე­რი. აკ­ლია მას გა­მოც­დი­ლე­ბა, აკ­ლია გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის დრო­უ­ლო­ბა". ეს ასეც არის ხოლ­მე. ზო­გი­ერ­თი მტკივ­ნე­უ­ლი სა­კი­თხის გა­და­წყვე­ტი­სას ვჭოჭ­მა­ნობ, რაც ალ­ბათ, მა­ღა­ლი რან­გის ჩი­ნოვ­ნი­კის­თვის "შე­უ­ფე­რე­ბე­ლია".

ცხოვ­რე­ბი­სე­ულ­მა ბევ­რმა ტკი­ვილ­მა ადა­მი­ა­ნე­ბი­სად­მი ფა­ქი­ზი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და­მა­ვა­ლა (მო­ე­პყა­რი სხვას ისე, რო­გორც გინ­და, შენ მო­გე­პყრონ). თუმ­ცა მათი გაფრ­თხი­ლე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა და სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლის მტკი­ცე, დრო­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის უნა­რი ხან­და­ხან მარ­თლაც მაგ­დებს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­ში...

ახლა ისე­თი გან­ცდა მაქვს, ამ მე­სი­ჯში მინ­და ყვე­ლა­ფე­რი ჩა­ვა­ტიო... ფაქ­ტია, სათ­ქმე­ლი და­მიგ­როვ­და. და­მიგ­როვ­და და მინ­და გა­გი­ზი­ა­როთ. შე­ვეც­დე­ბი (თით­ქმის ყო­ველ­დღე) აღვწე­რო რა ამ­ბე­ბი, რაც გა­დამ­ხდა ჩემი სა­მი­ნის­ტრო­ში მუ­შა­ო­ბი­სას, სად და­ვუშ­ვი შეც­დო­მა და რო­დის ვი­ყა­ვი ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით კმა­ყო­ფი­ლი. რა თქმა უნდა, იმ თე­მებ­ზეც ვი­სა­უბ­რებ, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის კუ­ლი­სებ­სმიღ­მუ­რია...

თან გზა­დაგ­ზა მკი­თხველ­თა კი­თხვებ­საც ვუ­პა­სუ­ხებ. მომ­დევ­ნო თე­მის სა­ხელ­წო­დე­ბა ასე­თია - "საყ­დრი­სი".

გუ­რამ ოდი­შა­რია

2014 წელი

19 მარ­ტი თბი­ლი­სი", - წერს კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრი.

იხი­ლეთ ასე­ვე: ივა­ნიშ­ვი­ლის "მო­რი­დე­ბუ­ლი კრი­ტი­კა" გუ­რამ ოდი­შა­რი­ას - "ის არ გა­დის "ძა­ლი­ან კარგ მი­ნის­ტრებს" შო­რის"

sponsored by ContentRoom

ეს მაღალი რანგის ჩინოვნიკისთვის "შეუფერებელია" - გურამ ოდიშარია ივანიშვილის კრიტიკას პასუხობს

ეს მაღალი რანგის ჩინოვნიკისთვის "შეუფერებელია" - გურამ ოდიშარია ივანიშვილის კრიტიკას პასუხობს

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის კრიტიკას პასუხობს.

"დილიდან ძალიან ბევრი ადამიანი მიკავშირდება. მეკითხებიან, რა აზრის ვარ ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ტელეინტერვიუზე (TV იმედი, 18 მარტი, 22 საათი).

და ასე გადავწყვიტე - რადგან ყველას ცალ-ცალკე ვერ დაველაპარაკები, ჩემს ძველ და ახალ მეგობრებს, ნაცნობებს და უცნობებს Facebook-ით გავესაუბრო. დიდი ხანია არ მისარგებლია სოციალური ქსელით. სათქმელიც დამიგროვდა. გარდა ამისა, ჩემგან პასუხებს სხვა კითხვებზეც ელოდებიან.

უკანასკნელი ორი-სამი წლის საქართველოზე (მოგვიანებით) რომანის დაწერას ვაპირებდი (დოკუმენტურ-მხატვრულის, ავტობიოგრაფიულის). მაგრამ ვატყობ ჩემს გარშემო მეტად უცნაური სიტუაცია შეიქმნა - ათასი ჭორ-მართალი ირევა პრესაშიც, ტელევიზიებშიც, რადიოში, ფეისბუქზეც, ცილისწამება, შავი პიარი...

ბოლო წლების ჩანაწერები თავზე საყრელად მაქვს. მოკლედ, ჩემს ხელობას ვუხმე და აი, ფეისბუქ-ცნობების (რაღაც დღიურისმაგვარის) წერა დავიწყე. რა თქმა უნდა, ეს არ არის რომანი (რომანი ჯერ შორეული აჩრდილია). ეს ჩემი გულწრფელი ჩანაწერებია მხოლოდ... ყოველ დღე, ან თითქმის ყოველ დღე თითო ამბავს ან თითო თემას მოგაწვდით. გამგონე, ვისაც გაგება სურს, მჯერა, უსათუოდ გამიგებს...

"მე შემიძლია, გითხრათ თამამად, რომ კულტურის მინისტრი არ გადის ძალიან კარგ მინისტრებში", - ასე ამბობდა წუხელ ჩემზე ბატონი ბიძინა. რა თქმა უნდა, ვეთანხმები.

"კულტურის მინისტრი გადის იმ მინისტრებში, რომლებიც საჭიროებენ შემდგომ განვითარებას. მე დავყავი მინისტრები "ძალიან კარგ" და "კარგ" მინისტრებად, ცუდს არ ვეძახი, რადგან მათ გულწრფელად აქვთ სურვილი დაეხმარონ ქვეყანას და განახორციელონ, რაც ევალებათ საკუთარი პოსტიდან გამომდინარე, მაგრამ არ გამოსდით და ამიტომ ბევრი საჭიროებს განვითარებას"... - კვლავ ვეთანხმები ბატონ ბიძინას.

"ძალიან დიდ პატივს ვცემ, ძალიან კარგი ადამიანია, ძალიან გულწრფელი", - ეს ჩემზე თქვა. მადლობას მოვახსენებ, ნეტავ, მართლა ასეთი ვიყო...

მან განაგრძო - "მაგრამ ეს არ ყოფნის ყველაფერ იმას, რომ იყო პროფესიონალი და კარგად გამოგივიდეს ყველაფერი. აკლია მას გამოცდილება, აკლია გადაწყვეტილების მიღების დროულობა". ეს ასეც არის ხოლმე. ზოგიერთი მტკივნეული საკითხის გადაწყვეტისას ვჭოჭმანობ, რაც ალბათ, მაღალი რანგის ჩინოვნიკისთვის "შეუფერებელია".

ცხოვრებისეულმა ბევრმა ტკივილმა ადამიანებისადმი ფაქიზი ურთიერთობები დამავალა (მოეპყარი სხვას ისე, როგორც გინდა, შენ მოგეპყრონ). თუმცა მათი გაფრთხილების გამოცდილება და სახელმწიფო მოხელის მტკიცე, დროული გადაწყვეტილების უნარი ხანდახან მართლაც მაგდებს წინააღმდეგობაში...

ახლა ისეთი განცდა მაქვს, ამ მესიჯში მინდა ყველაფერი ჩავატიო... ფაქტია, სათქმელი დამიგროვდა. დამიგროვდა და მინდა გაგიზიაროთ. შევეცდები (თითქმის ყოველდღე) აღვწერო რა ამბები, რაც გადამხდა ჩემი სამინისტროში მუშაობისას, სად დავუშვი შეცდომა და როდის ვიყავი ჩემი გადაწყვეტილებით კმაყოფილი. რა თქმა უნდა, იმ თემებზეც ვისაუბრებ, რაც საზოგადოებისთვის კულისებსმიღმურია...

თან გზადაგზა მკითხველთა კითხვებსაც ვუპასუხებ. მომდევნო თემის სახელწოდება ასეთია - "საყდრისი".

გურამ ოდიშარია

2014 წელი

19 მარტი თბილისი", - წერს კულტურის მინისტრი.

იხილეთ ასევე: ივანიშვილის "მორიდებული კრიტიკა" გურამ ოდიშარიას - "ის არ გადის "ძალიან კარგ მინისტრებს" შორის"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს