სამართალი
Faceამბები
პოლიტიკა

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სექსი, როგორც "რაღაც სახის ნევროზებისგან თავშესაფარი" - გიორგი კეკელიძის ინტერვიუ პიკანტურ თემაზე
სექსი, როგორც "რაღაც სახის ნევროზებისგან თავშესაფარი" - გიორგი კეკელიძის ინტერვიუ პიკანტურ თემაზე

სექ­სუ­ა­ლუ­რი ორ­გი­ე­ბის მომ­წყო­ბი, ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლე­ბის ლო­ბის­ტი, ქალ­წულ­თა გამრყვნე­ლი, ბა­ბუ­ის მკვლე­ლი, მა­სო­ნი, პორ­ნო­ვარ­სკვლა­ვი, ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც არ ცნობს ტრა­დი­ცი­ებს - ეს არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია იმი­სა, რა­საც გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე­ზე ამ­ბო­ბენ.

იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ კე­კე­ლი­ძე ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის დი­რექ­ტო­რი, პო­ე­ტი, ესე­ის­ტია და მის პრო­ფე­სი­ულ ბი­ოგ­რა­ფი­ა­ში ბევ­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სო შტრი­ხია, მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა უფრო რე­ზო­ნან­სუ­ლია ფარ­თო მა­სებ­ში.

-რას ნიშ­ნავს თქვენ­თვის სექ­სი?

- სი­ა­მოვ­ნე­ბას. ხან რა­ღაც სა­ხის ნევ­რო­ზე­ბის­გან თავ­შე­სა­ფარს. ცხა­დია, რეპ­რო­დუქ­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბა­საც. უკე­თეს და ბედ­ნი­ერ შემ­თხვე­ვებ­ში - სიყ­ვა­რუ­ლის თა­ნამ­დევს.

-რა­ტომ ხართ სექ­სუ­ა­ლუ­რი ჭო­რე­ბის ად­რე­სა­ტი?

- ამის მი­ზე­ზიც ჩემი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის წე­სია და ამ სა­კი­თხებ­ზე სა­უბ­რის მოყ­ვა­რუ­ლი ხალ­ხის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის არარ­სე­ბო­ბაც. არის აბ­სურ­დუ­ლი მი­თე­ბი, მა­გა­ლი­თად, ორ­გი­ე­ბი სტუ­დენტ გო­გო­ნებ­თან და მა­სო­ნუ­რი ვა­კხა­ნი­ე­ლე­ბი, რა­ზეც სე­რი­ო­ზუ­ლად ვერ გი­პა­სუ­ხებთ. ამის თა­ო­ბა­ზე ხში­რად მე­კი­თხე­ბი­ან. დიახ, იყო დრო - მე ვცხოვ­რობ­დი ჩემს მე­გო­ბარ გო­გოს­თან და დღემ­დე უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს ადა­მი­ან­თან, ნა­თია გუ­ლი­აშ­ვილ­თან ერ­თად ერთ ჭერ­ქვეშ. უკვე და­შო­რე­ბის შემ­დეგ სხვა ქა­ლებ­თა­ნაც მქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა, მაგ­რამ არც ერთხელ, არც ერთი წუ­თით, ჩემი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ქა­ო­ტუ­რო­ბას საქ­მი­ან ცხოვ­რე­ბა­ზე გავ­ლე­ნა არ მო­უხ­დე­ნია.

მე მე­ტარ­ფო­ზე­ბის ადა­მი­ა­ნი ვარ, რამ­დე­ნა­დაც შე­მიძ­ლია, სხვა­დას­ხვა როლს ვირ­გებ და სა­დღაც ეს გა­მომ­დის, სა­დღაც - არა. ჩემ­მა ამ სხვე­ბის, ფა­რი­სე­ვე­ლი ვა­იწ­მინ­და­ნე­ბის მიერ გარ­ყვნი­ლე­ბად სა­ხელ­დე­ბულ­მა ცხოვ­რე­ბამ, ყუ­რა­დღე­ბა დიდ­წი­ლად იმი­ტომ მი­იქ­ცია, რომ ურ­თი­ერ­თო­ბა, ე.წ ცნო­ბად სა­ხე­ებ­თან მქონ­და. ხალ­ხს შენ მიერ გა­კე­თე­ბულ საქ­მე­ებ­ზე უფრო, შენ მიერ მათი წარ­მოდ­გე­ნით გა­კე­თე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბი აინ­ტე­რე­სებს. ხან ნა­ნი­კო ხა­ზა­რა­ძე­ზე უმ­ცრო­სი ვი­ყა­ვი, ხან ანა სა­ნა­ი­ას თა­ნა­ტო­ლი და ხან ლილე ლო­ლიშ­ვილ­ზე უფ­რო­სი. სა­ერ­თოდ, ეს ბუ­ნებ­რი­ვი პრო­ცე­სია, ადა­მი­ა­ნი ჭო­რე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი არ­სე­ბაა, მეც მათ შო­რის, მაგ­რამ არის ხალ­ხი, რო­მე­ლიც მხო­ლოდ ამ მო­ცე­მუ­ლო­ბით სუნ­თქვას. მათი მეშ­ვე­ო­ბით ვი­ღებ სი­ახ­ლე­ებს სა­კუ­თარ თავ­ზე. ახლა ვცდი­ლობ, საქ­მე­ე­ბის მო­ძა­ლე­ბის გამო ცოტა ხანი ამ ბო­ბო­ქარ ამ­ბებს გა­ვე­რი­დო. ეს ამ ეტაპ­ზე ბოლო ინ­ტერ­ვი­უა, რო­მელ­საც პი­რად სა­კი­თხებ­ზე ვაძ­ლევ და შენ­მა გუ­რუ­ლო­ბამ და მე­გობ­რო­ბამ თუ გაჭ­რა.

-ჭო­რე­ბი მა­სო­ნო­ბა­ზე და სხვა ბრალ­დე­ბე­ბი?

- კი, თუ ამ­გვარ ხმებს და­ვეყ­რდნო­ბით - "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­საც" და "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­საც" მე ვმარ­თავ ამე­რი­კის ხე­ლით. სა­კითხს ირო­ნი­უ­ლად ვუ­ყუ­რებ. ამას­წინ მო­ვის­მი­ნე სა­ო­ცა­რი სი­ბინ­ძუ­რე, სა­დაც, ლა­მის, ბა­ბუ­ა­ჩე­მის მკვლე­ლად ვარ გა­მოყ­ვა­ნი­ლი და ეს მე­წყი­ნა, მაგ­რამ რას იზამთ - ამ­გვა­რია დე­მოკ­რა­ტი­ის ფასი. უნდა მო­ვით­მი­ნოთ.

ყალბ თავ­მდაბ­ლო­ბას გა­და­ვა­ბი­ჯებ და სი­ა­მა­ყით მინ­და გი­თხრათ, რომ ჩემი და ჩემი გუნ­დის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის მომ­წო­ნე­ბე­ლი ხალ­ხი გა­ცი­ლე­ბით მე­ტია, ვიდ­რე თითო-ორო­ლა სამ­ყა­რო­ზე გა­ბო­რო­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი. ამას­წინ გერ­მა­ნი­ა­ში ჩემი პო­ე­ზი­ის სა­ღა­მო გა­ი­მარ­თა. ეს და­ემ­თხვა ერ­თა­დერ­თი სი­ბინ­ძუ­რის აგო­რე­ბას, რო­მე­ლიც ჩემს მე­გო­ბარს უფრო უკავ­შირ­დე­ბო­და და მა­შინ დავ­წე­რე: რაც უფრო ახ­ლოს ვეც­ნო­ბი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ცხოვ­რე­ბას, რთულს, მაგ­რამ სი­ძულ­ვი­ლის­გან მაქ­სი­მა­ლუ­რად თა­ვი­სუ­ფალს, მით უფრო მე­კარ­გე­ბა სურ­ვი­ლი ჩემი ქვეყ­ნის­გან წას­ვლის. მე ვინ ვარ, მაგ­რამ რა­ღაც მა­ინც შე­მიძ­ლია შევ­ცვა­ლო, სხვას უფრო მეტი შე­უძ­ლია და ასე შემ­დეგ. ადრე სხვა გან­წყო­ბა­ზე ვი­ყა­ვი - პირ­ვე­ლად ირაკ­ლი ჩარ­კვი­ა­ნის "შენ აფ­რენ­ზე" მახ­სოვს რე­აქ­ცი­ე­ბი. გა­ზე­თე­ბი, რისი დაბ­რა­ლე­ბაც შე­იძ­ლე­ბა, ყვე­ლა­ფერს ეძახ­დნენ. ვი­ფიქ­რე, რა აჩე­რებს აქ-მეთ­ქი. მაგ­რამ სწო­რი გა­ა­კე­თა, რომ დარ­ჩა და გა­აგ­რძე­ლა. თქვენ შო­რი­საც ძა­ლი­ან ბევ­რია ეგე­თი. ჩვენ უნდა ავა­შე­ნოთ ეს ქვე­ყა­ნა, სხვა­თა შო­რის, იმ ხალ­ხთან ერ­თად, რო­მე­ლიც ამ­გვარ სი­ბინ­ძუ­რე­ებს წერს.

-რას ნიშ­ნავს შენ­თვის ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი? და­მი­სა­ხე­ლე ყვე­ლა­ზე მი­უ­ღე­ბე­ლი და მი­ღე­ბუ­ლი ტრა­დი­ცია....

- ბევრ რა­მეს. გა­გიკ­ვირ­დე­ბათ და დიდ­წი­ლად ტრა­დი­ცი­უ­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ. ოღონდ ტრა­დი­ცი­უ­ლო­ბა ჩემ­თვის "ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის", გურ­მაშ­ვი­ლის, სულ­ხან-სა­ბას, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის და ვაჟა-ფშა­ვე­ლას პა­ტი­ვის­ცე­მას ნიშ­ნავს. მათი პატ­რი­ო­ტუ­ლი და, ამავდრო­უ­ლად, ლი­ბე­რა­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის დაც­ვას. მი­უ­ღე­ბე­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი დიდ­წი­ლად რუ­სე­თის შე­მოს­ვლის შემ­დეგ ჩა­მო­ყა­ლიბ­და და, ძი­რი­თა­დად, მა­ხინჯ სა­ხეს­ხვა­ო­ბებს წარ­მო­ად­გე­ნენ. მათი ჩა­მოთ­ვლა შორს წაგ­ვიყ­ვანს.

იხი­ლეთ ვრცლად

"გუ­რია ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კიტ კელოგი - მჯერა, რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სანქციები მზადაა

სექსი, როგორც "რაღაც სახის ნევროზებისგან თავშესაფარი" - გიორგი კეკელიძის ინტერვიუ პიკანტურ თემაზე

სექსი, როგორც "რაღაც სახის ნევროზებისგან თავშესაფარი" - გიორგი კეკელიძის ინტერვიუ პიკანტურ თემაზე

სექსუალური ორგიების მომწყობი, ჰომოსექსუალების ლობისტი, ქალწულთა გამრყვნელი, ბაბუის მკვლელი, მასონი, პორნოვარსკვლავი, ადამიანი, რომელიც არ ცნობს ტრადიციებს - ეს არასრული ჩამონათვალია იმისა, რასაც გიორგი კეკელიძეზე ამბობენ.

იმის მიუხედავად, რომ კეკელიძე ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, პოეტი, ესეისტია და მის პროფესიულ ბიოგრაფიაში ბევრი მნიშვნელოვანი და საინტერესო შტრიხია, მისი პირადი ცხოვრება უფრო რეზონანსულია ფართო მასებში.

-რას ნიშნავს თქვენთვის სექსი?

- სიამოვნებას. ხან რაღაც სახის ნევროზებისგან თავშესაფარს. ცხადია, რეპროდუქციის საშუალებასაც. უკეთეს და ბედნიერ შემთხვევებში - სიყვარულის თანამდევს.

-რატომ ხართ სექსუალური ჭორების ადრესატი?

- ამის მიზეზიც ჩემი პირადი ცხოვრების წესია და ამ საკითხებზე საუბრის მოყვარული ხალხის პირადი ცხოვრების არარსებობაც. არის აბსურდული მითები, მაგალითად, ორგიები სტუდენტ გოგონებთან და მასონური ვაკხანიელები, რაზეც სერიოზულად ვერ გიპასუხებთ. ამის თაობაზე ხშირად მეკითხებიან. დიახ, იყო დრო - მე ვცხოვრობდი ჩემს მეგობარ გოგოსთან და დღემდე უმნიშვნელოვანეს ადამიანთან, ნათია გულიაშვილთან ერთად ერთ ჭერქვეშ. უკვე დაშორების შემდეგ სხვა ქალებთანაც მქონდა ურთიერთობა, მაგრამ არც ერთხელ, არც ერთი წუთით, ჩემი პირადი ცხოვრების ქაოტურობას საქმიან ცხოვრებაზე გავლენა არ მოუხდენია.

მე მეტარფოზების ადამიანი ვარ, რამდენადაც შემიძლია, სხვადასხვა როლს ვირგებ და სადღაც ეს გამომდის, სადღაც - არა. ჩემმა ამ სხვების, ფარისეველი ვაიწმინდანების მიერ გარყვნილებად სახელდებულმა ცხოვრებამ, ყურადღება დიდწილად იმიტომ მიიქცია, რომ ურთიერთობა, ე.წ ცნობად სახეებთან მქონდა. ხალხს შენ მიერ გაკეთებულ საქმეებზე უფრო, შენ მიერ მათი წარმოდგენით გაკეთებული საქმეები აინტერესებს. ხან ნანიკო ხაზარაძეზე უმცროსი ვიყავი, ხან ანა სანაიას თანატოლი და ხან ლილე ლოლიშვილზე უფროსი. საერთოდ, ეს ბუნებრივი პროცესია, ადამიანი ჭორების მოყვარული არსებაა, მეც მათ შორის, მაგრამ არის ხალხი, რომელიც მხოლოდ ამ მოცემულობით სუნთქვას. მათი მეშვეობით ვიღებ სიახლეებს საკუთარ თავზე. ახლა ვცდილობ, საქმეების მოძალების გამო ცოტა ხანი ამ ბობოქარ ამბებს გავერიდო. ეს ამ ეტაპზე ბოლო ინტერვიუა, რომელსაც პირად საკითხებზე ვაძლევ და შენმა გურულობამ და მეგობრობამ თუ გაჭრა.

-ჭორები მასონობაზე და სხვა ბრალდებები?

- კი, თუ ამგვარ ხმებს დავეყრდნობით - "ქართულ ოცნებასაც" და "ნაციონალურ მოძრაობასაც" მე ვმართავ ამერიკის ხელით. საკითხს ირონიულად ვუყურებ. ამასწინ მოვისმინე საოცარი სიბინძურე, სადაც, ლამის, ბაბუაჩემის მკვლელად ვარ გამოყვანილი და ეს მეწყინა, მაგრამ რას იზამთ - ამგვარია დემოკრატიის ფასი. უნდა მოვითმინოთ.

ყალბ თავმდაბლობას გადავაბიჯებ და სიამაყით მინდა გითხრათ, რომ ჩემი და ჩემი გუნდის მიერ გაკეთებული საქმეების მომწონებელი ხალხი გაცილებით მეტია, ვიდრე თითო-ოროლა სამყაროზე გაბოროტებული ადამიანი. ამასწინ გერმანიაში ჩემი პოეზიის საღამო გაიმართა. ეს დაემთხვა ერთადერთი სიბინძურის აგორებას, რომელიც ჩემს მეგობარს უფრო უკავშირდებოდა და მაშინ დავწერე: რაც უფრო ახლოს ვეცნობი წარმატებული ქვეყნების მოქალაქეების ცხოვრებას, რთულს, მაგრამ სიძულვილისგან მაქსიმალურად თავისუფალს, მით უფრო მეკარგება სურვილი ჩემი ქვეყნისგან წასვლის. მე ვინ ვარ, მაგრამ რაღაც მაინც შემიძლია შევცვალო, სხვას უფრო მეტი შეუძლია და ასე შემდეგ. ადრე სხვა განწყობაზე ვიყავი - პირველად ირაკლი ჩარკვიანის "შენ აფრენზე" მახსოვს რეაქციები. გაზეთები, რისი დაბრალებაც შეიძლება, ყველაფერს ეძახდნენ. ვიფიქრე, რა აჩერებს აქ-მეთქი. მაგრამ სწორი გააკეთა, რომ დარჩა და გააგრძელა. თქვენ შორისაც ძალიან ბევრია ეგეთი. ჩვენ უნდა ავაშენოთ ეს ქვეყანა, სხვათა შორის, იმ ხალხთან ერთად, რომელიც ამგვარ სიბინძურეებს წერს.

-რას ნიშნავს შენთვის ქართული ტრადიციები? დამისახელე ყველაზე მიუღებელი და მიღებული ტრადიცია....

- ბევრ რამეს. გაგიკვირდებათ და დიდწილად ტრადიციული ადამიანი ვარ. ოღონდ ტრადიციულობა ჩემთვის "ვეფხისტყაოსნის", გურმაშვილის, სულხან-საბას, ილია ჭავჭავაძის და ვაჟა-ფშაველას პატივისცემას ნიშნავს. მათი პატრიოტული და, ამავდროულად, ლიბერალური ღირებულებების დაცვას. მიუღებელი ტრადიციები დიდწილად რუსეთის შემოსვლის შემდეგ ჩამოყალიბდა და, ძირითადად, მახინჯ სახესხვაობებს წარმოადგენენ. მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია