პოლიტიკა
საზოგადოება

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაკანკალებს, ისე ცუდად ვარ" - ზურაბ ჟვანიას ახლობლები ცხედრის ფოტოსთან დაკავშირებით
"მაკანკალებს, ისე ცუდად ვარ" - ზურაბ ჟვანიას ახლობლები ცხედრის ფოტოსთან დაკავშირებით

ვი­დე­ო­პორ­ტალ "იუ­თუ­ბი­ზე" 19 მარტს, სა­ღა­მოს, აიტ­ვირ­თა სკან­და­ლუ­რი ვი­დეო სა­თა­უ­რით "სა­ა­კაშ­ვილ­მა მოკ­ლა ზუ­რაბ ჟვა­ნია". კად­რე­ბი მძი­მე სა­ყუ­რე­ბე­ლია. ერ­თწუ­თი­ან ვი­დე­ო­ში ჩანს ზუ­რაბ ჟვა­ნი­ა­სა და რაულ იუ­სუ­პო­ვის ცხედ­რე­ბი, რო­მელ­თაც ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბათ. ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას და­ზი­ა­ნე­ბე­ბი და სი­ლურ­ჯე­ე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბა ქვე­და ტუ­ჩის, თა­ვი­სა და მკერ­დის არე­ში. თა­ვის არე­ში და­ზი­ა­ნე­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ბლაგ­ვი საგ­ნით არის მი­ყე­ნე­ბუ­ლი. რაულ იუ­სუ­პო­ვის ცხე­დარს გულ-მკერ­დი­სა და ყე­ლის არე­ში აქვს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი და სის­ხლის კვა­ლი პე­რანგზეც ამ­ჩნე­ვია. გარ­და ამი­სა, ვი­დე­ო­კად­რე­ბი­დან ნათ­ლად ჩანს, რომ იუ­სუ­პო­ვის ცხე­და­რი არის გა­და­ად­გი­ლე­ბუ­ლი (სა­ვა­რა­უ­დოდ, ნათ­რე­ვი), ვი­ნა­ი­დან გარ­დაც­ვლი­ლის შარ­ვა­ლი მტვრი­ა­ნია.

სა­ზო­გა­დო­ე­ბას კარ­გად ახ­სოვს 2005 წლის 4 თე­ბერ­ვლის დილა, რო­დე­საც ში­ნა­გან საქ­მე­თა მა­შინ­დელ­მა მი­ნის­ტრმა ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბას აუ­წყა, რომ გარ­დაც­ვლი­ლია სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ზუ­რაბ ჟვა­ნია. მე­რა­ბიშ­ვილ­მა ჟვა­ნი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ პრე­მი­ე­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის გა­ჟონ­ვა გახ­და. მა­შინ მე­რა­ბიშ­ვილს არ უსა­უბ­რია გარ­დაც­ვლი­ლე­ბის სხე­ულ­ზე არ­სე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­სა­ხებ, რა­ზეც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იწე­რე­ბო­და პრე­სა­ში, სწო­რედ გა­ზით მო­წამ­ვლა და­ა­სა­ხე­ლა "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" დრო­ინ­დელ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ ჟვა­ნი­ა­სა და იუ­სუ­პო­ვის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზად და "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" ბო­სე­ბიც ამ მი­ზეზს ასა­ხე­ლებ­დნენ გა­მუდ­მე­ბით.

შე­გახ­სე­ნებთ, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი­სა და ექ­სპერ­ტე­ბის ნა­წი­ლი ჯერ კი­დევ წლე­ბის წი­ნათ აცხა­დებ­და, რომ 3 თე­ბერ­ვლის ღა­მეს ზუ­რაბ ჟვა­ნია შავ­ნა­ბა­და­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან, შს მი­ნის­ტრ ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­თან და იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრ ზუ­რაბ ადე­იშ­ვილ­თან ერ­თად. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, ჟვა­ნი­ა­სა და სა­ა­კაშ­ვილს შო­რის შე­ლა­პა­რა­კე­ბა მოხ­და, რა დრო­საც სა­ა­კაშ­ვილ­მა ჟვა­ნი­ას სა­ფერ­ფლე ეს­რო­ლა. მე­ო­რე ვერ­სი­ით, თით­ქოს ჟვა­ნია სა­ა­კაშ­ვი­ლის ბი­ძის, თე­მურ ალა­სა­ნი­ას ბიზ­ნე­სინ­ტე­რე­სებს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და, რო­მელ­საც თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორტთან და­კავ­ში­რე­ბით ჰქონ­და ინ­ტე­რე­სე­ბი, ჟვა­ნია კი არ აპი­რებ­და აე­რო­პორ­ტი პრე­ზი­დენ­ტის ბი­ძის­თვის ჩა­ეგ­დო ხელ­ში და სწო­რედ ამის გამო ჟვა­ნია მო­ი­შო­რეს.

იცო­და თუ არა ამ ვი­დე­ო­მა­სა­ლის შე­სა­ხებ ექ­სპრე­მი­ე­რის ოჯახ­მა?

"ალია" ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას ძმას, გოგა ჟვა­ნი­ას და­უ­კავ­შირ­და:

- მე ნა­ნა­ხი მქონ­და ეს ვი­დე­ო­კად­რე­ბი მა­ნამ­დეც, სა­ნამ ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცელ­დე­ბო­და. ნამ­დვი­ლად არ ვიცი, ახლა ვინ და რა­ტომ გა­ავ­რცე­ლა, არც მაქვს ვერ­სია, ვის შე­იძ­ლე­ბო­და გა­ევ­რცე­ლე­ბი­ნა.

- თქვენ აცხა­დებ­დით, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა სწორ კვალ­ზე დგას და ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას მკვლე­ლო­ბა მალე გა­იხ­სნე­ბაო, ამ ვი­დე­ო­კად­რებს გუ­ლის­ხმობ­დით? ჰქონ­და პრო­კუ­რა­ტუ­რას ეს კად­რე­ბი მა­ნამ­დეც?

- მე შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ ეს არის ერთ-ერთი მა­სა­ლა, რო­მე­ლიც ჰქონ­და პრო­კუ­რა­ტუ­რას და რო­მელ­მა ინ­ფორ­მა­ცი­ა­მაც თა­ვის დრო­ზე გა­მო­ჟო­ნა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან", ვგუ­ლის­ხმობ ამ ვი­დე­ო­კად­რებს. ვის მიერ იქნა ეს ვი­დეო მი­ცე­მუ­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რის­თვის, ვერ გე­ტყვით, რად­გან ნამ­დვი­ლად არ ვიცი.

- ამ ვი­დე­ო­კად­რებს თუ აქვს გაგ­რძე­ლე­ბა?

- რა თქმა უნდა, მე ნა­ნა­ხი მაქვს ბევ­რად მძი­მე კად­რე­ბი, ვიდ­რე ის არის, რაც სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით გავ­რცელ­და. სხვას ვე­რა­ფერს გე­ტყვით. მე აბ­სო­ლუ­ტუ­რად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ძა­ლი­ან მალე ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას საქ­მე გა­იხ­სნე­ბა. ერთი წუ­თი­თაც კი არ მე­პა­რე­ბა ამა­ში ეჭვი.

იცო­და თუ არა ამ ვი­დე­ო­კად­რე­ბის შე­სა­ხებ პრო­კუ­რა­ტუ­რამ? ამის გა­სარ­კვე­ვად "ალია" მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის პრე­სას­თან და სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­როსს თე­მურ დო­ლი­ძეს და­უ­კავ­შირ­და: "მე არ ვფლობ არა­ნა­ირ ინ­ფორ­მა­ცი­ას ამ კად­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ვერც იმას გე­ტყვით, ჰქონ­და თუ არა ეს ვი­დე­ო­მა­სა­ლა პრკუ­რა­ტუ­რას მა­ნამ, სა­ნამ ვი­დე­ო­პორ­ტალ­ზე გავ­რცელ­დე­ბო­და. მე, რო­გორც პრეს­სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ეს კად­რე­ბი უკვე გა­და­ვუგ­ზავ­ნე მთა­ვარ პრო­კუ­რორს. და­მა­ტე­ბი­თი გან­ცხა­დე­ბა მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­კეთ­დე­ბა ჩვე­ნი მხრი­დან და გაჟ­ღერ­დე­ბა ისიც, იქ­ნე­ბი­ან თუ არა ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უმაღ­ლე­სი პი­რე­ბი და­კი­თხვა­ზე და­ბა­რე­ბუ­ლი. ახლა მეტი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­წო­დე­ბა არ შე­მიძ­ლია".

სა­ზო­გა­დო­ე­ბას ახ­სოვს "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" ლი­დე­რე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ­ტკი­ცებ­დნენ, რომ ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბა ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის გა­ჟონ­ვამ გა­მო­იწ­ვია. ექ­სპრე­მი­ე­რის მე­გობ­რე­ბი, ის ხალ­ხი, ვინც პო­ლი­ტი­კურ ას­პა­რეზ­ზე სწო­რედ ჟვა­ნი­ამ გა­მო­იყ­ვა­ნა ურ­ცხვად აცხა­დებ­დნენ, რომ ექ­სპრე­მი­ე­რი არა­ვის მო­უკ­ლავს. ამ "ჩვე­ნე­ბას აწ­ვე­ბოდ­ნენ" ვი­დე­ო­კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბამ­დე გია ბა­რა­მი­ძე და მი­ხე­ილ მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი. "ალია" ცდი­ლობ­და მათ­თან და­კავ­ში­რე­ბას, თუმ­ცა მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი გა­მორ­თუ­ლი ჰქონ­დათ.

ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას მე­გობ­რე­ბი­დან ერთ-ერთი გა­მო­ნაკ­ლი­სი იყო ხა­თუ­ნა ხო­ფე­რია, რო­მე­ლიც ამ­ტკი­ცებ­და, რომ ჟვა­ნია მოკ­ლეს.

"ალია" ხა­თუ­ნა ხო­ფე­რი­ას ესა­უბ­რა:

- რო­დე­საც ზუ­რას გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ გახ­და ცნო­ბი­ლი, რო­გორც მე ვიცი, იქ მუ­შა­ობ­და რამ­დე­ნი­მე კა­მე­რა, მათ შო­რის იყო ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ვი­დე­ო­კა­მე­რა. სა­ვა­რა­უ­დოდ, ეს მა­სა­ლა იმ ადა­მი­ან­მა გა­ავ­რცე­ლა, ვინც იყო ავ­ტო­რი ამ კად­რე­ბი­სა. ალ­ბათ, ეყო ჭკუა და შე­ი­ნა­ხა კად­რე­ბი, ვი­ნა­ი­დან იცო­და, რომ ეს მა­სა­ლა მოქ­მე­დე­ბა­ში მოყ­ვა­ნი­ლი ბომ­ბი იყო. ამ კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბა ადას­ტუ­რებს ჩვენს ნათ­ქვამს, რომ გა­მო­ძი­ე­ბა მალე დამ­თავ­რდე­ბა და ერთხელ და სა­მუ­და­მოდ გა­ე­ცე­მა პა­სუ­ხი შე­კი­თხვას – ვინ მოკ­ლა ზუ­რაბ ჟვა­ნია?

- იცო­დით მსგავ­სი კად­რე­ბის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ?

- რა თქმა უნდა, ვი­ცო­დი და ამ­ბობ­დნენ კი­დეც, რომ არის გარ­კვე­უ­ლი მა­სა­ლა. რაც ამ ვი­დე­ორ­გოლ­შია ნაჩ­ვე­ნე­ბი, იგი­ვე ტუ­ჩის ქვეშ და­ზი­ა­ნე­ბა და თა­ვის არე­ში. ტუ­ჩის ქვეშ ზუ­რას ჰქონ­და ნა­კე­რი გა­კე­თე­ბუ­ლი, თუმ­ცა ამ ნა­კერ­ზე სი­ლურ­ჯე შე­იმ­ჩნე­ო­და. ის არ ვი­ცო­დი ტუ­ჩის შიგ­ნი­თაც თუ იყო და­ზი­ა­ნე­ბა, ბო­დიშს გიხ­დით ასე სა­უბ­რის­თვის, მა­კან­კა­ლებს, ისე ცუ­დად ვარ. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა თვი­თონ რაულ იუ­სუ­პო­ვის კად­რე­ბი, მას ემ­ჩნე­ვა, რომ გვა­მი არის ნათ­რე­ვი და გა­და­ად­გი­ლე­ბუ­ლი, სხვა შემ­თხვე­ვა­ში შარ­ვა­ლი ასე არ ის­ვრე­ბა მტვრის­გან.

- რას ეტყვით ჟვა­ნი­ას იმ "მე­გობ­რებს", რომ­ლე­ბიც ამ­ტკი­ცებ­დნენ, რომ ექ­სპრე­მი­ე­რი ბუ­ნებ­რი­ვი აი­რით გა­ი­გუ­და?

- არა­ფერ­საც არ ვე­ტყვი. ისი­ნი არ არი­ან ღირ­სნი ზუ­რას თე­მა­ზე სა­ერ­თოდ რამე ვე­ლა­პა­რა­კო, ასე ნამ­დვი­ლად ვერ და­ვა­ფა­სებ ვერც ერთ მათ­განს. და­უ­რე­კეთ ერთი, ჰკი­თხეთ, არ გა­ინ­ტე­რე­სებთ, რა პა­სუხს გაგ­ცე­მენ?

- მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი გა­მორ­თუ­ლი აქვთ, ვერ ვა­ხერ­ხებთ მათ­თან და­კავ­ში­რე­ბას.

- მე არა­ფერ­საც არ ვე­ტყვი. სა­ინ­ტე­რე­სოა, თვი­თონ თუ რცხვე­ნი­ათ თა­ვი­ან­თი ქმე­დე­ბი­სა და ნათ­ქვა­მე­ბის, მაგ­რამ გგო­ნი­ათ, რამე შე­იც­ვლე­ბა? ადა­მი­ანს რომ შერ­ცხვეს, ნა­მუ­სი უნდა ჰქონ­დეს.

- თქვენ და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" სა­ხე­ებს სა­ერ­თო მე­გობ­რე­ბი გყავთ, ხომ არ იცით, რას ამ­ბო­ბენ პი­რად სა­უ­ბარ­ში გია ბა­რა­მი­ძე, მიშა მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი და ის "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი", რომ­ლე­ბიც ჟვა­ნი­ას მკვლე­ლო­ბას გა­მო­რი­ცხავ­დნენ?

- მე მათ­თან სამი წე­ლია, შე­ხე­ბა აღარ მაქვს. ნამ­დვი­ლად არ ვიცი. ერ­თა­დერ­თი რო­მანს ვე­ლა­პა­რა­კე კუ­სი­ანს, რო­მელ­მაც არ იცო­და, რომ ეს კად­რე­ბი გავ­რცელ­და, ნა­ხავს ახლა რო­მა­ნიც ამ კად­რებს და მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ალ­ბათ, თვი­თო­ნაც გა­ა­კე­თებს გან­ცხა­დე­ბას.

ყო­ფი­ლი მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის ის წევ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტი­უ­რო­ბენ და შანსს არ უშ­ვე­ბენ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­აკ­რი­ტი­კონ, გა­უ­ჩი­ნარ­დნენ მას შემ­დეგ, რაც გარ­დაც­ვლი­ლი ჟვა­ნი­ას კად­რე­ბი გავ­რცელ­და. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს, გიგი უგუ­ლა­ვას, კობა ხა­ბაზს, და­ვით საყ­ვა­რე­ლი­ძეს, ირმა ნა­დი­რაშ­ვილს, კობა სუ­ბე­ლი­ანს, გი­ორ­გი ვა­შა­ძეს არა­თუ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დეო არ გა­უ­ზი­ა­რე­ბი­ათ "ფე­ის­ბუკ­ზე", სა­ერ­თოდ არ გა­მო­ჩე­ნი­ლან სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ერ­თა­დერ­თი, ვინც ამ თე­მას სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით გა­მო­ეხ­მა­უ­რა გოგა ხა­ჩი­ძე იყო, რო­მელ­მაც შემ­დე­გი ში­ნა­არ­სის სტა­ტუ­სი გა­მო­აქ­ვეყ­ნა ღა­მის თერ­თმე­ტი სა­ა­თის­თვის: "ხომ შე­იძ­ლე­ბა ასე­თი რამე გა­კეთ­დეს – პი­რა­დად გოგ­ლა ჟვა­ნი­ამ, აი­ღოს ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას საქ­მე; აი­ღოს ამე­რი­კის ფე­დე­რა­ლუ­რი ბი­უ­როს დას­კვნა, დაჯ­დეს პირ­და­პირ ეთერ­ში და სრუ­ლად გა­ა­სა­ჯა­რო­ოს. მერე ის ახ­სნას, რას და რა­ტომ არ ეთან­ხმე­ბა. ხომ უნდა დამ­თავ­რდეს ეს პრი­მი­ტი­უ­ლი იდი­ო­ტიზ­მი?! პი­რა­დად მე უკვე აღარ მეს­მის რო­დემ­დე უნდა გა­ვუფრ­თხილ­დეთ ჩვენ ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას სა­ხელს, თა­ნაც იმ პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც ცალ­კე ოჯა­ხის წევ­რე­ბი და ცალ­კე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მუდ­მი­ვად ახ­დენს ამ სა­კი­თხით ბინ­ძურ მა­ნი­პუ­ლა­ცი­ებს".

ხა­ჩი­ძემ მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი­დევ ერთი სტა­ტუ­სი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ღა­რი­ბაშ­ვილს მი­მარ­თავს: "პი­რა­დად თქვენ გე­კი­თხე­ბით! რა­ტომ გა­ა­სა­ჯა­რო­ეთ ფო­ტო­მა­სა­ლა, რო­მე­ლიც ჟვა­ნი­ას საქ­მე­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად დევს?!"

შო­რე­ნა გო­გო­ლა­ძე

გა­ზე­თი "ალია"

ასე­ვე იხი­ლეთ: სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას და რაულ იუ­სუ­პო­ვის ცხედ­რე­ბის ფო­ტო­მა­სა­ლა გავ­რცელ­და (+5 ფოტო)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

"მაკანკალებს, ისე ცუდად ვარ" - ზურაბ ჟვანიას ახლობლები ცხედრის ფოტოსთან დაკავშირებით

"მაკანკალებს, ისე ცუდად ვარ" - ზურაბ ჟვანიას ახლობლები ცხედრის ფოტოსთან დაკავშირებით

ვიდეოპორტალ "იუთუბიზე" 19 მარტს, საღამოს, აიტვირთა სკანდალური ვიდეო სათაურით "სააკაშვილმა მოკლა ზურაბ ჟვანია". კადრები მძიმე საყურებელია. ერთწუთიან ვიდეოში ჩანს ზურაბ ჟვანიასა და რაულ იუსუპოვის ცხედრები, რომელთაც ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებათ. ზურაბ ჟვანიას დაზიანებები და სილურჯეები აღენიშნება ქვედა ტუჩის, თავისა და მკერდის არეში. თავის არეში დაზიანება, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით არის მიყენებული. რაულ იუსუპოვის ცხედარს გულ-მკერდისა და ყელის არეში აქვს დაზიანებები და სისხლის კვალი პერანგზეც ამჩნევია. გარდა ამისა, ვიდეოკადრებიდან ნათლად ჩანს, რომ იუსუპოვის ცხედარი არის გადაადგილებული (სავარაუდოდ, ნათრევი), ვინაიდან გარდაცვლილის შარვალი მტვრიანია.

საზოგადოებას კარგად ახსოვს 2005 წლის 4 თებერვლის დილა, როდესაც შინაგან საქმეთა მაშინდელმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა საზოგადოებას აუწყა, რომ გარდაცვლილია საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია. მერაბიშვილმა ჟვანიას გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში განაცხადა, რომ პრემიერის გარდაცვალების მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. მაშინ მერაბიშვილს არ უსაუბრია გარდაცვლილების სხეულზე არსებული დაზიანებების შესახებ, რაზეც წლების განმავლობაში იწერებოდა პრესაში, სწორედ გაზით მოწამვლა დაასახელა "ნაციონალების" დროინდელმა პროკურატურამ ჟვანიასა და იუსუპოვის გარდაცვალების მიზეზად და "ნაციონალების" ბოსებიც ამ მიზეზს ასახელებდნენ გამუდმებით.

შეგახსენებთ, პოლიტიკოსებისა და ექსპერტების ნაწილი ჯერ კიდევ წლების წინათ აცხადებდა, რომ 3 თებერვლის ღამეს ზურაბ ჟვანია შავნაბადაზე იმყოფებოდა მიხეილ სააკაშვილთან, შს მინისტრ ვანო მერაბიშვილთან და იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილთან ერთად. ერთ-ერთი ვერსიით, ჟვანიასა და სააკაშვილს შორის შელაპარაკება მოხდა, რა დროსაც სააკაშვილმა ჟვანიას საფერფლე ესროლა. მეორე ვერსიით, თითქოს ჟვანია სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას ბიზნესინტერესებს ეწინააღმდეგებოდა, რომელსაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან დაკავშირებით ჰქონდა ინტერესები, ჟვანია კი არ აპირებდა აეროპორტი პრეზიდენტის ბიძისთვის ჩაეგდო ხელში და სწორედ ამის გამო ჟვანია მოიშორეს.

იცოდა თუ არა ამ ვიდეომასალის შესახებ ექსპრემიერის ოჯახმა?

"ალია" ზურაბ ჟვანიას ძმას, გოგა ჟვანიას დაუკავშირდა:

- მე ნანახი მქონდა ეს ვიდეოკადრები მანამდეც, სანამ ინტერნეტში გავრცელდებოდა. ნამდვილად არ ვიცი, ახლა ვინ და რატომ გაავრცელა, არც მაქვს ვერსია, ვის შეიძლებოდა გაევრცელებინა.

- თქვენ აცხადებდით, რომ პროკურატურა სწორ კვალზე დგას და ზურაბ ჟვანიას მკვლელობა მალე გაიხსნებაო, ამ ვიდეოკადრებს გულისხმობდით? ჰქონდა პროკურატურას ეს კადრები მანამდეც?

- მე შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის ერთ-ერთი მასალა, რომელიც ჰქონდა პროკურატურას და რომელმა ინფორმაციამაც თავის დროზე გამოჟონა "ნაციონალური მოძრაობიდან", ვგულისხმობ ამ ვიდეოკადრებს. ვის მიერ იქნა ეს ვიდეო მიცემული პროკურატურისთვის, ვერ გეტყვით, რადგან ნამდვილად არ ვიცი.

- ამ ვიდეოკადრებს თუ აქვს გაგრძელება?

- რა თქმა უნდა, მე ნანახი მაქვს ბევრად მძიმე კადრები, ვიდრე ის არის, რაც სოციალური ქსელით გავრცელდა. სხვას ვერაფერს გეტყვით. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ზურაბ ჟვანიას საქმე გაიხსნება. ერთი წუთითაც კი არ მეპარება ამაში ეჭვი.

იცოდა თუ არა ამ ვიდეოკადრების შესახებ პროკურატურამ? ამის გასარკვევად "ალია" მთავარი პროკურატურის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს თემურ დოლიძეს დაუკავშირდა: "მე არ ვფლობ არანაირ ინფორმაციას ამ კადრებთან დაკავშირებით, ვერც იმას გეტყვით, ჰქონდა თუ არა ეს ვიდეომასალა პრკურატურას მანამ, სანამ ვიდეოპორტალზე გავრცელდებოდა. მე, როგორც პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ეს კადრები უკვე გადავუგზავნე მთავარ პროკურორს. დამატებითი განცხადება მოგვიანებით გაკეთდება ჩვენი მხრიდან და გაჟღერდება ისიც, იქნებიან თუ არა ყოფილი ხელისუფლების უმაღლესი პირები დაკითხვაზე დაბარებული. ახლა მეტი ინფორმაციის მოწოდება არ შემიძლია".

საზოგადოებას ახსოვს "ნაცმოძრაობის" ლიდერების განცხადებები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. ექსპრემიერის მეგობრები, ის ხალხი, ვინც პოლიტიკურ ასპარეზზე სწორედ ჟვანიამ გამოიყვანა ურცხვად აცხადებდნენ, რომ ექსპრემიერი არავის მოუკლავს. ამ "ჩვენებას აწვებოდნენ" ვიდეოკადრების გავრცელებამდე გია ბარამიძე და მიხეილ მაჭავარიანი. "ალია" ცდილობდა მათთან დაკავშირებას, თუმცა მობილური ტელეფონები გამორთული ჰქონდათ.

ზურაბ ჟვანიას მეგობრებიდან ერთ-ერთი გამონაკლისი იყო ხათუნა ხოფერია, რომელიც ამტკიცებდა, რომ ჟვანია მოკლეს.

"ალია" ხათუნა ხოფერიას ესაუბრა:

- როდესაც ზურას გარდაცვალების შესახებ გახდა ცნობილი, როგორც მე ვიცი, იქ მუშაობდა რამდენიმე კამერა, მათ შორის იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ვიდეოკამერა. სავარაუდოდ, ეს მასალა იმ ადამიანმა გაავრცელა, ვინც იყო ავტორი ამ კადრებისა. ალბათ, ეყო ჭკუა და შეინახა კადრები, ვინაიდან იცოდა, რომ ეს მასალა მოქმედებაში მოყვანილი ბომბი იყო. ამ კადრების გავრცელება ადასტურებს ჩვენს ნათქვამს, რომ გამოძიება მალე დამთავრდება და ერთხელ და სამუდამოდ გაეცემა პასუხი შეკითხვას – ვინ მოკლა ზურაბ ჟვანია?

- იცოდით მსგავსი კადრების არსებობის შესახებ?

- რა თქმა უნდა, ვიცოდი და ამბობდნენ კიდეც, რომ არის გარკვეული მასალა. რაც ამ ვიდეორგოლშია ნაჩვენები, იგივე ტუჩის ქვეშ დაზიანება და თავის არეში. ტუჩის ქვეშ ზურას ჰქონდა ნაკერი გაკეთებული, თუმცა ამ ნაკერზე სილურჯე შეიმჩნეოდა. ის არ ვიცოდი ტუჩის შიგნითაც თუ იყო დაზიანება, ბოდიშს გიხდით ასე საუბრისთვის, მაკანკალებს, ისე ცუდად ვარ. ძალიან საინტერესოა თვითონ რაულ იუსუპოვის კადრები, მას ემჩნევა, რომ გვამი არის ნათრევი და გადაადგილებული, სხვა შემთხვევაში შარვალი ასე არ ისვრება მტვრისგან.

- რას ეტყვით ჟვანიას იმ "მეგობრებს", რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ექსპრემიერი ბუნებრივი აირით გაიგუდა?

- არაფერსაც არ ვეტყვი. ისინი არ არიან ღირსნი ზურას თემაზე საერთოდ რამე ველაპარაკო, ასე ნამდვილად ვერ დავაფასებ ვერც ერთ მათგანს. დაურეკეთ ერთი, ჰკითხეთ, არ გაინტერესებთ, რა პასუხს გაგცემენ?

- მობილური ტელეფონები გამორთული აქვთ, ვერ ვახერხებთ მათთან დაკავშირებას.

- მე არაფერსაც არ ვეტყვი. საინტერესოა, თვითონ თუ რცხვენიათ თავიანთი ქმედებისა და ნათქვამების, მაგრამ გგონიათ, რამე შეიცვლება? ადამიანს რომ შერცხვეს, ნამუსი უნდა ჰქონდეს.

- თქვენ და "ნაციონალური მოძრაობის" სახეებს საერთო მეგობრები გყავთ, ხომ არ იცით, რას ამბობენ პირად საუბარში გია ბარამიძე, მიშა მაჭავარიანი და ის "ნაციონალები", რომლებიც ჟვანიას მკვლელობას გამორიცხავდნენ?

- მე მათთან სამი წელია, შეხება აღარ მაქვს. ნამდვილად არ ვიცი. ერთადერთი რომანს ველაპარაკე კუსიანს, რომელმაც არ იცოდა, რომ ეს კადრები გავრცელდა, ნახავს ახლა რომანიც ამ კადრებს და მოგვიანებით, ალბათ, თვითონაც გააკეთებს განცხადებას.

ყოფილი მმართველი პარტიის ის წევრები, რომლებიც სოციალურ ქსელებში განსაკუთრებით აქტიურობენ და შანსს არ უშვებენ, ხელისუფლება გააკრიტიკონ, გაუჩინარდნენ მას შემდეგ, რაც გარდაცვლილი ჟვანიას კადრები გავრცელდა. მიხეილ სააკაშვილს, გიგი უგულავას, კობა ხაბაზს, დავით საყვარელიძეს, ირმა ნადირაშვილს, კობა სუბელიანს, გიორგი ვაშაძეს არათუ გავრცელებული ვიდეო არ გაუზიარებიათ "ფეისბუკზე", საერთოდ არ გამოჩენილან სოციალურ ქსელში.

ერთადერთი, ვინც ამ თემას სოციალური ქსელით გამოეხმაურა გოგა ხაჩიძე იყო, რომელმაც შემდეგი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა ღამის თერთმეტი საათისთვის: "ხომ შეიძლება ასეთი რამე გაკეთდეს – პირადად გოგლა ჟვანიამ, აიღოს ზურაბ ჟვანიას საქმე; აიღოს ამერიკის ფედერალური ბიუროს დასკვნა, დაჯდეს პირდაპირ ეთერში და სრულად გაასაჯაროოს. მერე ის ახსნას, რას და რატომ არ ეთანხმება. ხომ უნდა დამთავრდეს ეს პრიმიტიული იდიოტიზმი?! პირადად მე უკვე აღარ მესმის როდემდე უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენ ზურაბ ჟვანიას სახელს, თანაც იმ პირობებში, როდესაც ცალკე ოჯახის წევრები და ცალკე ხელისუფლება მუდმივად ახდენს ამ საკითხით ბინძურ მანიპულაციებს".

ხაჩიძემ მოგვიანებით კიდევ ერთი სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს მიმართავს: "პირადად თქვენ გეკითხებით! რატომ გაასაჯაროეთ ფოტომასალა, რომელიც ჟვანიას საქმეში ოფიციალურად დევს?!"

შორენა გოგოლაძე

გაზეთი "ალია"

ასევე იხილეთ: სოციალურ ქსელში ზურაბ ჟვანიას და რაულ იუსუპოვის ცხედრების ფოტომასალა გავრცელდა (+5 ფოტო)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა