სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით, ბალტიისპირეთი თავდაცვით ხარჯებს ზრდის
უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით, ბალტიისპირეთი თავდაცვით ხარჯებს ზრდის

ყი­რიმ­სა და ზო­გა­დად, უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის ფონ­ზე, ბალ­ტი­ის­პი­რე­თის ქვეყ­ნებ­მა თავ­დაც­ვი­თი ბი­უ­ჯე­ტის გაზ­რდა გა­და­წყვი­ტეს. ეს­ტო­ნე­თის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ურ­მას რე­ინსლა­უმ 2014 წლის შეს­ყიდ­ვე­ბის პა­კე­ტი მო­ი­წო­ნა. მის ფარ­გლებ­ში 2014-2022 წლებ­ში, 111 მლნ ევ­როს სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბის სამ­ხედ­რო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის შეს­ყიდ­ვა იგეგ­მე­ბა.

თან­ხე­ბის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი ტექ­ნი­კის გა­ნახ­ლე­ბას და სა­თა­და­რი­გო ნა­წი­ლე­ბის შე­ძე­ნას მოხ­მარ­დე­ბა, რა­ზეც თით­ქმის 45 მლნ ევ­როა გა­მო­ყო­ფი­ლი. ამა­ვე თან­ხით შე­ი­ძე­ნენ ჭურ­ვებს, სა­კავ­ში­რო და ღა­მის ხედ­ვის აპა­რა­ტუ­რას, სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლებს, ეკი­პი­რე­ბა­სა და ჯავ­შან­ჟი­ლე­ტებს.

ყვე­ლა­ზე დიდი ხარ­ჯე­ბი "გრა­უნდ მას­ტერ 403"-ის ტი­პის რა­და­რებს (6 მლნ ევრო თითო) და XA-188-ის ტი­პის ფი­ნურ ჯავ­შატ­რან­სპორ­ტი­ო­რე­ბის შე­ძე­ნას მოხ­მარ­დე­ბა. ამავდრო­უ­ლად თით­ქმის 14 მლნ ევრო გა­მო­ი­ყო­ფა უკვე მიმ­დი­ნა­რე წელს, ჯავ­შან­სა­ტან­კო პარ­კის სრულ საბ­რძო­ლო მზად­ყოფ­ნა­ში მო­საყ­ვა­ნად.

ეს­ტო­ნე­თის პრა­ლე­ლუ­რად, ქვეყ­ნის თავ­დაც­ვის უნა­რი­ა­ნო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ზე ლიტ­ვა­მაც და­ი­წყო ფიქ­რი, რო­მელ­საც მო­წი­ნა­აღ­მდე­გის სა­ჰა­ე­რო შე­მო­ტე­ვე­ბის­გან, დაც­ვის თით­ქმის არა­ნა­ი­რი სა­შუ­ა­ლე­ბა არ აქვს. ამ დას­კვნამ­დე ლიტ­ვე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი, ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტის მიერ "ზოკ­ნა­ის" ავი­ა­ბა­ზის სტუმ­რო­ბის შემ­დეგ მი­ვიდ­ნენ. ვი­ზი­ტის დროს ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბას ლიტ­ვის "მთე­ლი სა­ჰა­ე­რო არ­მა­და" - ხუთი სატ­რასნ­პორ­ტო და 1 სას­წავ­ლო-საბ­რძო­ლო თვითმფრი­ნა­ვი და 9 შვე­ულფმ­რე­ნი, წა­რუდ­გი­ნეს. ნა­ნახ­მა თა­ვად პრე­ზი­დენ­ტი გა­ა­ოგ­ნა.

ბალ­ტი­ის­პი­რე­თის ქვეყ­ნე­ბის მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მათი ჰა­ერ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო თავ­დაც­ვის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას NATO-ს ძა­ლე­ბი ოპე­რა­ცია Operation Baltic Air Policing-ის ფარ­გლებ­ში უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ. 2004 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, რო­ტა­ცი­უ­ლი პრინ­ცი­პით, ბალ­ტი­ის­პი­რე­თის თავ­ზე, ცას ალი­ან­სის წევ­რი ქვეყ­ნე­ბი რიგ-რი­გო­ბით აკონ­ტრო­ლე­ბენ.

უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ქვეყ­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის თხოვ­ნით, აშშ-მა ლიტ­ვა­ში 6 გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი F-15 და ორი მფრი­ნა­ვი ტან­კე­რი KC-135 გა­და­ის­რო­ლა. ამავდრო­უ­ლად, ლიტ­ვურ­მა მხა­რემ ვა­შინგტონს, სა­კუ­თარ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე Patriot-ის ტი­პის სა­ზე­ნი­ტო კომ­პლექ­სე­ბის გან­თავ­სე­ბის თხოვ­ნით მი­მარ­თა.

არაა გა­საკ­ვი­რი, რომ ბე­ლო­რუს­ში, რუ­სე­თის სა­ა­ვი­ა­ციო დაჯ­გუ­ფე­ბის ზრდის ფონ­ზე, ლიტ­ვის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, სა­პა­სუ­ხო ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმას ცდი­ლობს.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ military-informant.com-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით, ბალტიისპირეთი თავდაცვით ხარჯებს ზრდის

უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით, ბალტიისპირეთი თავდაცვით ხარჯებს ზრდის

ყირიმსა და ზოგადად, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ბალტიისპირეთის ქვეყნებმა თავდაცვითი ბიუჯეტის გაზრდა გადაწყვიტეს. ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა ურმას რეინსლაუმ 2014 წლის შესყიდვების პაკეტი მოიწონა. მის ფარგლებში 2014-2022 წლებში, 111 მლნ ევროს საერთო ღირებულების სამხედრო აღჭურვილობის შესყიდვა იგეგმება.

თანხების ძირითადი ნაწილი ტექნიკის განახლებას და სათადარიგო ნაწილების შეძენას მოხმარდება, რაზეც თითქმის 45 მლნ ევროა გამოყოფილი. ამავე თანხით შეიძენენ ჭურვებს, საკავშირო და ღამის ხედვის აპარატურას, სატვირთო ავტომობილებს, ეკიპირებასა და ჯავშანჟილეტებს.

ყველაზე დიდი ხარჯები "გრაუნდ მასტერ 403"-ის ტიპის რადარებს (6 მლნ ევრო თითო) და XA-188-ის ტიპის ფინურ ჯავშატრანსპორტიორების შეძენას მოხმარდება. ამავდროულად თითქმის 14 მლნ ევრო გამოიყოფა უკვე მიმდინარე წელს, ჯავშანსატანკო პარკის სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოსაყვანად.

ესტონეთის პრალელურად, ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის გაძლიერებაზე ლიტვამაც დაიწყო ფიქრი, რომელსაც მოწინააღმდეგის საჰაერო შემოტევებისგან, დაცვის თითქმის არანაირი საშუალება არ აქვს. ამ დასკვნამდე ლიტველი ექსპერტები, ქვეყნის პრეზიდენტის მიერ "ზოკნაის" ავიაბაზის სტუმრობის შემდეგ მივიდნენ. ვიზიტის დროს ფართო საზოგადოებას ლიტვის "მთელი საჰაერო არმადა" - ხუთი სატრასნპორტო და 1 სასწავლო-საბრძოლო თვითმფრინავი და 9 შვეულფმრენი, წარუდგინეს. ნანახმა თავად პრეზიდენტი გააოგნა.

ბალტიისპირეთის ქვეყნების მცდელობის მიუხედავად, მათი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის უზრუნველყოფას NATO-ს ძალები ოპერაცია Operation Baltic Air Policing-ის ფარგლებში უზრუნველყოფენ. 2004 წლიდან მოყოლებული, როტაციული პრინციპით, ბალტიისპირეთის თავზე, ცას ალიანსის წევრი ქვეყნები რიგ-რიგობით აკონტროლებენ.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ქვეყნის ხელმძღვანელობის თხოვნით, აშშ-მა ლიტვაში 6 გამანადგურებელი F-15 და ორი მფრინავი ტანკერი KC-135 გადაისროლა. ამავდროულად, ლიტვურმა მხარემ ვაშინგტონს, საკუთარ ტერიტორიაზე Patriot-ის ტიპის საზენიტო კომპლექსების განთავსების თხოვნით მიმართა.

არაა გასაკვირი, რომ ბელორუსში, რუსეთის საავიაციო დაჯგუფების ზრდის ფონზე, ლიტვის ხელისუფლება, საპასუხო ნაბიჯების გადადგმას ცდილობს.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ military-informant.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა