ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში ფოტოები, სახელწოდებით "სააკაშვილი მკვლელი" გავრცელდა. ფოტომასალაში ნაჩვენებია საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასა და მასთან ერთად გარდაცვლილი რაულ იუსუპოვის ცხედრების ფოტოები.
გავრცელებული ფოტოების მიხედვით, ცხედრებს სხვადასხვა სახის დაზიანება აღინიშნებათ. ფოტომასალა "იუთუბიზე" ჰაკიმ ფაშას სახელით არის ატვირთული.
აღნიშნული ფოტოები "ფეისბუქზეც" გავრცელდა. გვერდი სახელწოდებით "Saakashvili killed Mr. zurab zhvania" დაახლოებით 40 წუთის წინ შეიქმნა, ხოლო ამავე გვერდზე ვიდეო დაახლოებით 2 წუთში, 38 წუთის წინ განთავსდა. თუმცა, მალევე აღნიშნული "ფეისბუქ" გვერდი გაუქმდა.
რაც შეეხება youtube-ს იქ ვიდეო 3 საათის წინ არის ატვირთული.