უკრაინა დსთ-ს თავმჯდომარეობაზე უარს ამბობს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორმა ევგენი პერებიინისმა განაცხადა.
"უკრაინულმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება შეაჩეროს 2014 წელს დსთ-ს თავმჯდომარეობა. ამასთან, უკრაინა ამ ეტაპზე განიხილავს დსთ-ში დარჩენის საკითხს", - განაცხადა ევგენი პერებიინისმა.
მისივე თქმით, დსთ თავისი მთავარი ამოცანების რეალიზების ნაცვლად, თანამეგობრობის ცალკეული წევრების, კერძოდ რუსეთის, ინტერესების რეალიზაციის ინსტრუმენტად იქცა.