საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მინდა თვალებში ჩავხედო 19 წლის მკვლელს, რომელმაც 9 წლის შვილი ღორივით მომიკლა"
"მინდა თვალებში ჩავხედო 19 წლის მკვლელს, რომელმაც 9 წლის შვილი ღორივით მომიკლა"

ხობ­ში ავა­რი­ის შე­დე­გად გარ­დაც­ვლი­ლი 9 წლის ლუკა მირ­ცხუ­ლა­ვას საქ­მის გამო სა­სა­მარ­თლოს მიერ გა­მო­ტა­ნილ­მა გა­ნა­ჩენ­მა ბევ­რი გა­ა­ოგ­ნა - გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 5 თვის შემ­დეგ ფო­თის სა­სა­მარ­თლომ მკვლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი 19 წლის დ.კ დარ­ბა­ზი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვის ახ­ლობ­ლე­ბის­თვის პრო­ცე­სის ამ­გვა­რი და­სას­რუ­ლი იმ­დე­ნად შო­კის­მომ­გვრე­ლი იყო, რომ დარ­ბა­ზი­დან გა­მო­სუ­ლი გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვის ბა­ბუა ფო­თის მთა­ვარ გზატ­კე­ცილ­ზე მუხ­ლებ­ზე და­ე­ცა და აბღავ­ლდა. მას­თან ერ­თად გზა გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვის სხვა ნა­თე­სა­ვებ­მაც გა­და­კე­ტეს, - ეს მხო­ლოდ ჩვე­ნი ოჯა­ხის ტრა­გე­დია არ არის, მთე­ლი ქვეყ­ნის ტრა­გე­დი­აა, თუ სა­სა­მარ­თლო დარ­ბა­ზი­დან თუნ­დაც ერთხელ ასე გა­უშ­ვე­ბენ ბავ­შვის მკვლელს, ამას სხვის შვი­ლებ­საც გა­უ­კე­თე­ბენ და გზა­ზე ბავ­შვე­ბის და­ხოც­ვა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი რამ გახ­დე­ბა, - ამ­ბობს გარ­დაც­ვლი­ლი ლუკა ფირ­ცხა­ლა­ვას მამა, ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვა.

მა­რი­ნე ფირ­ცხა­ლა­ვა, გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვის ბე­ბია:

- როცა მო­სა­მარ­თლემ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მო­ა­ცხა­და, ჩემი შვი­ლი ირაკ­ლი ისე ცუ­დად გახ­და, დარ­ბა­ზი­დან მიც­ვა­ლე­ბუ­ლი­ვით გა­მო­ვას­ვე­ნეთ. ლუკა ჩემი უფ­რო­სი შვი­ლიშ­ვი­ლი იყო... იმ და­წყევ­ლილ დღეს, მე­ზობ­ლის ბავ­შვზე მი­თხრა, - ბებო, წა­ვალ, შა­კოს­თან გა­და­ვა­ლო. წადი, ბებო-მეთ­ქი, არც მი­ფიქ­რია, არ გა­მეშ­ვა. ჩვე­ნი სახ­ლის წინ ფო­თის­კენ მი­მა­ვა­ლი გზა გა­დის, მაგ­რამ არ შემ­ში­ნე­ბია, ლუკა გზას არა­სო­დეს და­უ­ფიქ­რებ­ლად არ გა­დაჭ­რი­და - ჩემ თვალ­წინ გა­უყ­ვა ტრო­ტუ­არს... მისი პა­ტა­რა ნა­ბი­ჯე­ბის ხმა ახ­ლაც ყურ­ში ჩა­მეს­მის. ალ­ბათ გული მიგ­რძნობ­და და თვალს არ ვა­ცი­ლებ­დი - უეც­რად, სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მხრი­დან ფო­თის­კენ მი­მა­ვა­ლი მან­ქა­ნა გა­მო­ვარ­და. ბავ­შვი ტრო­ტუ­არ­ზე, ზე­მოთ მირ­ბო­და, ის მან­ქა­ნა - ქვე­მოთ, ფო­თის­კენ, მაგ­რამ მა­ინც და­ვი­ღუ­პეთ, და­ე­ჯა­ხა და მო­მიკ­ლა...

- ეს რო­გორ მოხ­და, ტრა­სა­ზე მი­მა­ვა­ლი მან­ქა­ნა ტრო­ტუ­არ­ზე შე­მო­ვარ­და და ბავ­შვი ასე გა­ი­ტა­ნა?!

- კი, ტრო­ტუ­არ­ზე მო­მიკ­ლა ჩემი ლა­მა­ზი ლუკა, ჩემი ლა­მა­ზი შვი­ლიშ­ვი­ლი. აწი ჩვენ­თვის ცხოვ­რე­ბა დამ­თავ­რე­ბუ­ლია. მე და დე­და­მი­სი რომ მივ­ვარ­დით წაქ­ცე­ულს და თვა­ლებს ძა­ლით ვუხ­სნი­დით, თა­ვი­სით ეხუ­ჭე­ბო­და. თურ­მე ცო­ცხა­ლი აღარ იყო. ექი­მებს უთ­ქვამთ, კი­სე­რი ჰქონ­და გა­და­ტე­ხი­ლი და ფეხი მოგ­ლე­ჯი­ლიო.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"მინდა თვალებში ჩავხედო 19 წლის მკვლელს, რომელმაც 9 წლის შვილი ღორივით მომიკლა"

"მინდა თვალებში ჩავხედო 19 წლის მკვლელს, რომელმაც 9 წლის შვილი ღორივით მომიკლა"

ხობში ავარიის შედეგად გარდაცვლილი 9 წლის ლუკა მირცხულავას საქმის გამო სასამართლოს მიერ გამოტანილმა განაჩენმა ბევრი გააოგნა - გამოძიების დაწყებიდან დაახლოებით 5 თვის შემდეგ ფოთის სასამართლომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი 19 წლის დ.კ დარბაზიდან გაათავისუფლა. გარდაცვლილი ბავშვის ახლობლებისთვის პროცესის ამგვარი დასასრული იმდენად შოკისმომგვრელი იყო, რომ დარბაზიდან გამოსული გარდაცვლილი ბავშვის ბაბუა ფოთის მთავარ გზატკეცილზე მუხლებზე დაეცა და აბღავლდა. მასთან ერთად გზა გარდაცვლილი ბავშვის სხვა ნათესავებმაც გადაკეტეს, - ეს მხოლოდ ჩვენი ოჯახის ტრაგედია არ არის, მთელი ქვეყნის ტრაგედიაა, თუ სასამართლო დარბაზიდან თუნდაც ერთხელ ასე გაუშვებენ ბავშვის მკვლელს, ამას სხვის შვილებსაც გაუკეთებენ და გზაზე ბავშვების დახოცვა ჩვეულებრივი რამ გახდება, - ამბობს გარდაცვლილი ლუკა ფირცხალავას მამა, ირაკლი ფირცხალავა.

მარინე ფირცხალავა, გარდაცვლილი ბავშვის ბებია:

- როცა მოსამართლემ გადაწყვეტილება გამოაცხადა, ჩემი შვილი ირაკლი ისე ცუდად გახდა, დარბაზიდან მიცვალებულივით გამოვასვენეთ. ლუკა ჩემი უფროსი შვილიშვილი იყო... იმ დაწყევლილ დღეს, მეზობლის ბავშვზე მითხრა, - ბებო, წავალ, შაკოსთან გადავალო. წადი, ბებო-მეთქი, არც მიფიქრია, არ გამეშვა. ჩვენი სახლის წინ ფოთისკენ მიმავალი გზა გადის, მაგრამ არ შემშინებია, ლუკა გზას არასოდეს დაუფიქრებლად არ გადაჭრიდა - ჩემ თვალწინ გაუყვა ტროტუარს... მისი პატარა ნაბიჯების ხმა ახლაც ყურში ჩამესმის. ალბათ გული მიგრძნობდა და თვალს არ ვაცილებდი - უეცრად, საწინააღმდეგო მხრიდან ფოთისკენ მიმავალი მანქანა გამოვარდა. ბავშვი ტროტუარზე, ზემოთ მირბოდა, ის მანქანა - ქვემოთ, ფოთისკენ, მაგრამ მაინც დავიღუპეთ, დაეჯახა და მომიკლა...

- ეს როგორ მოხდა, ტრასაზე მიმავალი მანქანა ტროტუარზე შემოვარდა და ბავშვი ასე გაიტანა?!

- კი, ტროტუარზე მომიკლა ჩემი ლამაზი ლუკა, ჩემი ლამაზი შვილიშვილი. აწი ჩვენთვის ცხოვრება დამთავრებულია. მე და დედამისი რომ მივვარდით წაქცეულს და თვალებს ძალით ვუხსნიდით, თავისით ეხუჭებოდა. თურმე ცოცხალი აღარ იყო. ექიმებს უთქვამთ, კისერი ჰქონდა გადატეხილი და ფეხი მოგლეჯილიო.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია