პარტნიორები:

    ავსტრალია 12 რუს და უკრაინელ მაღალჩინოსანს სანქციებს დაუწესებს

    ავსტრალია 12 რუს და უკრაინელ მაღალჩინოსანს სანქციებს დაუწესებს

    ავსტრალია 12 რუს და უკრაინელ მაღალჩინოსანს სანქციებს დაუწესებს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის საპასუხოდ. ამის შესახებ ავსტრალიური The Australian იუწყება.

    ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯული ბიშოფის განცხადებით, ფინანსური სანქციები და სავიზო აკრძალვები შეეხებათ რვა რუს და ოთხ უკრაინელ მაღალჩინოსანს.

    ამასთან, ჯული ბიშოფმა ამ ეტაპზე არ დაასახელა რუს და უკრაინელ მაღალჩინოსანთა გვარები, ვისაც ავსტრალია საქნციებს დაუწესებს. მისივე განმარტებით, გვარების დასახელებისგან თავს იმიტომ იკავებს, რომ ამ ადამიანებმა, ვისაც ავსტრალიაში ანგარიშები აქვთ, ვერ მოასწრონ თანხის გატანა.

    ამასთან, რამდენიმე რუს და უკრაინელ მაღალჩინოსანს სანქციები უკვე დაუწესეს აშშ-მა, ევროკავშირმა და კანადამ.

    მომზადებულია The Australian-ს მიხედვით.

    9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

    მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

    პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა