პარტნიორები:

    დიმიტრი პესკოვი - აშშ-სა და ევროკავშირის სანქციების შემთხვევაში, რუსეთი სხვა პარტნიორებზე გადაერთვება

    დიმიტრი პესკოვი - აშშ-სა და ევროკავშირის სანქციების შემთხვევაში, რუსეთი სხვა პარტნიორებზე გადაერთვება

    აშშ-სა და ევროკავშირის მხრიდან შესაძლო ეკონომიკური სანქციების შემთხვევაში რუსეთი სხვა პარტნიორებზე გადაერთვება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა "ბიბისი"-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

    "თუ მსოფლიოს ერთი კუთხიდან ერთი ეკონომიკური პარტნიორი სანქციებს გვიწესებს, ყურადღებას სხვა პარტნიორებისკენ მივმართავთ მსოფლიოს სხვა მხარეში. მსოფლიო ერთპოლარული არ არის, ჩვენ კონცენტრირებას სხვა ეკონომიკურ პარტნიორებზე მოვახდენთ", - განაცხადა პესკოვმა.

    ამასთან, როგორც "ბიბისი"-სთან საუბრისას პუტინის პრეს-მდივანმა აღნიშნა, აშშ-სა და ევროკავშირის შესაძლო ეკონომიკური სანქციები რუსეთისთვის მიუღებელია, რუსეთი კი, თავის მხრივ, მომავალშიც აპირებს ევროკავშირისთვის ეკონომიკური თანამშრომლობის შეთავაზებას.

    "ჩვენ გვინდა კარგი ურთიერთობები შევინარჩუნოთ ევროკავშირსა და აშშ-სთან, განსაკუთრებით ევროკავშირთან, რადგან ევროკავშირი რუსეთის ძირითადი ეკონომიკური, საინვესტიციო და სავაჭრო პარტნიორია. ჩვენი ერთმანეთზე ორმხრივი ეკონომიკური დამოკიდებულება გვთავაზობს, რომ უნდა შევინარჩუნოთ კარგი ურთიერთობები", - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

    ამასთან, აშშ-მ და ევროკავშირმა რამდენიმე რუს და უკრაინელ მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა, რომელიც მათი აქტივების გაყინვასა და სავიზო აკრძალვებს ითვალისწინებს.

    მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

    9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

    მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

    პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა