პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჰემინგუეი ამბობდა, კიკის ინგლისის დედოფალ ვიქტორიაზე მეტი გავლენა ჰქონდაო"
"ჰემინგუეი ამბობდა, კიკის ინგლისის დედოფალ ვიქტორიაზე მეტი გავლენა ჰქონდაო"

1925 წელი, მონ­პარ­ნა­სის სა­ხელ­გან­თქმუ­ლი სა­ცეკ­ვაო დარ­ბა­ზი "ბუ­ლიე"... ფარ­თო კი­ბე­ზე აუჩ­ქა­რებ­ლად და გა­მომ­წვე­ვად ეშ­ვე­ბა კიკი, თი­თო­ე­ულ სა­ფე­ხურ­ზე კოს­ტი­უ­მის ნა­წილს ტო­ვებს. სა­ფე­ხუ­რე­ბი სრულ­დე­ბა - კი­კიც დე­დი­შო­ბი­ლაა, მხო­ლოდ სი­რაქ­ლე­მის ბუმ­ბუ­ლის დი­ა­დე­მა ამ­შვე­ნებს.

კიკი მონ­პარ­ნა­სის ლე­გენ­და იყო. ერ­ნესტ ჰე­მინ­გუ­ეი ამ­ბობ­და, კი­კის ინ­გლი­სის დე­დო­ფალ ვიქ­ტო­რი­ა­ზე მეტი გავ­ლე­ნა ჰქონ­დაო...

პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ მონ­პარ­ნას­ში 20-იანი წლე­ბის ოქ­როს ეპო­ქა დად­გა. საყ­ვა­რელ გა­სარ­თო­ბად კა­ბა­რე იქცა...

კიკი ბურ­გუნ­დი­ა­ში 1901 წელს სტამ­ბის მუ­ში­სა და მე­ნახ­ში­რის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. სი­ნამ­დვი­ლე­ში ალი­სა ერ­ქვა და დე­დის გვარს - პრენს ატა­რებ­და, რად­გან მა­მის გახ­სე­ნე­ბაც არ სურ­და - კი­კის ყვე­ლა და-ძმა უკა­ნო­ნო ქორ­წი­ნე­ბის ნა­ყო­ფი და სხვა­დას­ხვა მა­მის შვი­ლე­ბი იყ­ვნენ. 12 წლი­სა უკვე მუ­შა­ობ­და, ჯერ სტამ­ბა­ში, შემ­დეგ პურს აცხობ­და... ერთ დღეს კი ყვე­ლა­ფე­რი მოჰ­ბეზ­რდა და მე­ნა­ტუ­რედ იქცა - 16 წლი­სა მა­მა­კა­ცე­ბის წი­ნა­შე გა­შიშ­ვლდა. მისი საყ­ვა­რე­ლი ქალს სცემ­და და მე­ძა­ო­ბას აი­ძუ­ლებ­და. თუმ­ცა კი­კის სხე­უ­ლი ფულ­ზე არ გა­უ­ყი­დია. მხო­ლოდ ერთხელ, ისიც იმი­ტომ, რომ საყ­ვა­რელ­თან უფუ­ლოდ დაბ­რუ­ნე­ბის შე­ე­შინ­და, ვი­ღაც სა­ზი­ზღა­რი მო­ხუ­ცის წინ 3 ფრან­კად მხო­ლოდ მკერ­დი მო­ი­შიშ­ვლა.

პირ­ველ გა­მო­ნა­თე­ბად პო­ლო­ნელ მხატ­ვარ მო­რის მენ­ჟინ­სკის­თან რო­მა­ნი იქცა.

"მდიდ­რე­ბი არ ვი­ყა­ვით, - იხ­სე­ნებ­და კიკი, - თუმ­ცა, არც გვში­ო­და. მერე რა, რომ სამი ნომ­რით დიდი ფეხ­საც­მე­ლი მეც­ვა".

ერთხელ კიკი ენა­ბილ­წმა მო­ი­შე კის­ლინ­გმა შე­ნიშ­ნა და იკი­თხა: "ვინ არის ეს ახა­ლი კახ­პა?" იმა­ვე სა­ღა­მოს კიკი უკვე მხატ­ვარს პო­ზი­რებ­და. შემ­დეგ იყო სე­ან­სე­ბი ცუ­გუ­ჰა­რუ ფუ­ძი­ტას­თან, მო­დი­ლი­ა­ნის­თან, სუ­ტინ­თან, პი­კა­სოს­თან - მონ­პარ­ნა­სის ყვე­ლა ცნო­ბილ მხატ­ვარ­თან. კიკი პა­რი­ზის პირ­ველ მე­ნა­ტუ­რედ იქცა. სი­ლა­მა­ზით არ ბრწყი­ნავ­და, სა­მა­გი­ე­როდ, მხი­ა­რუ­ლი და ლაღი იყო. კის­ლინ­გი ხარ­ხა­რებ­და, როცა ქალი მოლ­ბერტთან ოპე­რის მომ­ღერ­ლებს ჰბა­ძავ­და. შე­საძ­ლოა, კა­ბა­რეს მომ­ღერ­ლო­ბაც მა­შინ მო­უ­ვი­და აზ­რად...

1921 წელს მონ­პარ­ნას­ზე ორი მე­გო­ბა­რი და­სახ­ლდა - ფო­ტოგ­რა­ფი, მხატ­ვა­რი და კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი მან რეი და მხატ­ვა­რი-და­და­ის­ტი მარ­სელ დი­უ­შა­ნი (სწო­რედ ის, თა­ვის დრო­ზე "ჯო­კონ­დას" ულ­ვა­შე­ბი რომ მი­ა­ხა­ტა და გად­მო­პირ­ქვა­ვე­ბუ­ლი უნი­ტა­ზი წარ­წე­რით "შად­რე­ვა­ნი" გა­მო­ფი­ნა).

მან რე­ი­სა და კი­კის რო­მა­ნი მათი დი­დე­ბის და­სა­წყი­სად იქცა: კიკი მისი ფო­ტო­ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის (რეი რე­ი­ოგ­რა­ფი­ებს ეძახ­და) მთა­ვა­რი მო­დე­ლი გახ­და. 1924 წელს რეიმ ფო­ტო­ხე­ლოვ­ნე­ბის ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი სუ­რა­თი შექ­მნა - კი­კის კო­ლა­ჟუ­რი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა სი­უ­რრე­ა­ლის­ტუ­რი სა­ხელ­წო­დე­ბით "ენგრის ვი­ო­ლი­ნო".

მონ­პარ­ნა­სე­ლე­ბი კი­ნო­შიც პირ­ვე­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტა­ტო­რე­ბი იყ­ვნენ და კიკი ეკ­რა­ნის ერთ-ერთ პირ­ველ ვარ­სკვლა­ვად იქცა. წი­ნას­წარ და­წე­რი­ლი სცე­ნა­რის გა­რე­შე გა­და­ი­ღეს ფილ­მი, სა­დაც კად­რე­ბი ობი­ექტთა რიტ­მუ­ლი შე­ხა­მე­ბით და­ა­მონ­ტა­ჟეს. კად­რებ­ში კრთე­ბო­და კი­კის თვა­ლე­ბი და ბაგე, ღვი­ნის ბოთ­ლებს გე­ო­მეტ­რი­უ­ლი ფი­გუ­რე­ბი ცვლი­და, ავე­ჯი დახ­ტო­და და მა­რი­ო­ნე­ტი­ვით იგ­რი­ხე­ბო­და ჩარ­ლი ჩაპ­ლი­ნი. პოს­ტე­რი ფილ­მი­დან "ზღვის ვარ­სკვლა­ვი", სა­დაც კი­კის კბი­ლე­ბით ვარ­დი უჭი­რავს, 300.000-იანი ტი­რა­ჟით გა­ი­ყი­და.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

"ჰემინგუეი ამბობდა, კიკის ინგლისის დედოფალ ვიქტორიაზე მეტი გავლენა ჰქონდაო"

"ჰემინგუეი ამბობდა, კიკის ინგლისის დედოფალ ვიქტორიაზე მეტი გავლენა ჰქონდაო"

1925 წელი, მონპარნასის სახელგანთქმული საცეკვაო დარბაზი "ბულიე"... ფართო კიბეზე აუჩქარებლად და გამომწვევად ეშვება კიკი, თითოეულ საფეხურზე კოსტიუმის ნაწილს ტოვებს. საფეხურები სრულდება - კიკიც დედიშობილაა, მხოლოდ სირაქლემის ბუმბულის დიადემა ამშვენებს.

კიკი მონპარნასის ლეგენდა იყო. ერნესტ ჰემინგუეი ამბობდა, კიკის ინგლისის დედოფალ ვიქტორიაზე მეტი გავლენა ჰქონდაო...

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ მონპარნასში 20-იანი წლების ოქროს ეპოქა დადგა. საყვარელ გასართობად კაბარე იქცა...

კიკი ბურგუნდიაში 1901 წელს სტამბის მუშისა და მენახშირის ოჯახში დაიბადა. სინამდვილეში ალისა ერქვა და დედის გვარს - პრენს ატარებდა, რადგან მამის გახსენებაც არ სურდა - კიკის ყველა და-ძმა უკანონო ქორწინების ნაყოფი და სხვადასხვა მამის შვილები იყვნენ. 12 წლისა უკვე მუშაობდა, ჯერ სტამბაში, შემდეგ პურს აცხობდა... ერთ დღეს კი ყველაფერი მოჰბეზრდა და მენატურედ იქცა - 16 წლისა მამაკაცების წინაშე გაშიშვლდა. მისი საყვარელი ქალს სცემდა და მეძაობას აიძულებდა. თუმცა კიკის სხეული ფულზე არ გაუყიდია. მხოლოდ ერთხელ, ისიც იმიტომ, რომ საყვარელთან უფულოდ დაბრუნების შეეშინდა, ვიღაც საზიზღარი მოხუცის წინ 3 ფრანკად მხოლოდ მკერდი მოიშიშვლა.

პირველ გამონათებად პოლონელ მხატვარ მორის მენჟინსკისთან რომანი იქცა.

"მდიდრები არ ვიყავით, - იხსენებდა კიკი, - თუმცა, არც გვშიოდა. მერე რა, რომ სამი ნომრით დიდი ფეხსაცმელი მეცვა".

ერთხელ კიკი ენაბილწმა მოიშე კისლინგმა შენიშნა და იკითხა: "ვინ არის ეს ახალი კახპა?" იმავე საღამოს კიკი უკვე მხატვარს პოზირებდა. შემდეგ იყო სეანსები ცუგუჰარუ ფუძიტასთან, მოდილიანისთან, სუტინთან, პიკასოსთან - მონპარნასის ყველა ცნობილ მხატვართან. კიკი პარიზის პირველ მენატურედ იქცა. სილამაზით არ ბრწყინავდა, სამაგიეროდ, მხიარული და ლაღი იყო. კისლინგი ხარხარებდა, როცა ქალი მოლბერტთან ოპერის მომღერლებს ჰბაძავდა. შესაძლოა, კაბარეს მომღერლობაც მაშინ მოუვიდა აზრად...

1921 წელს მონპარნასზე ორი მეგობარი დასახლდა - ფოტოგრაფი, მხატვარი და კინემატოგრაფი მან რეი და მხატვარი-დადაისტი მარსელ დიუშანი (სწორედ ის, თავის დროზე "ჯოკონდას" ულვაშები რომ მიახატა და გადმოპირქვავებული უნიტაზი წარწერით "შადრევანი" გამოფინა).

მან რეისა და კიკის რომანი მათი დიდების დასაწყისად იქცა: კიკი მისი ფოტოექსპერიმენტების (რეი რეიოგრაფიებს ეძახდა) მთავარი მოდელი გახდა. 1924 წელს რეიმ ფოტოხელოვნების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სურათი შექმნა - კიკის კოლაჟური გამოსახულება სიურრეალისტური სახელწოდებით "ენგრის ვიოლინო".

მონპარნასელები კინოშიც პირველი ექსპერიმენტატორები იყვნენ და კიკი ეკრანის ერთ-ერთ პირველ ვარსკვლავად იქცა. წინასწარ დაწერილი სცენარის გარეშე გადაიღეს ფილმი, სადაც კადრები ობიექტთა რიტმული შეხამებით დაამონტაჟეს. კადრებში კრთებოდა კიკის თვალები და ბაგე, ღვინის ბოთლებს გეომეტრიული ფიგურები ცვლიდა, ავეჯი დახტოდა და მარიონეტივით იგრიხებოდა ჩარლი ჩაპლინი. პოსტერი ფილმიდან "ზღვის ვარსკვლავი", სადაც კიკის კბილებით ვარდი უჭირავს, 300.000-იანი ტირაჟით გაიყიდა.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს