კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დიანა ღურწკაია: როდესაც პუტინმა რუსეთის შემადგენლობაში ყირიმის შესვლის შეთანხმებას ხელი მოაწერა, ტაში დავუკარი
დიანა ღურწკაია: როდესაც პუტინმა რუსეთის შემადგენლობაში ყირიმის შესვლის შეთანხმებას ხელი მოაწერა, ტაში დავუკარი

რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თველ­მა მომ­ღე­რალ­მა Вечерняя Москва-ს ყი­რი­მი­სა და სე­ვას­ტო­პო­ლის რუ­სე­თის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შეს­ვლის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტა­რი მის­ცა.

"ჯერ კი­დევ პა­ტა­რა გო­გო­ნა ვი­ყა­ვი, რო­დე­საც მშობ­ლებს მე და ჩემი ძმა რო­ბერ­ტი იალ­ტა­სა და სე­ვას­ტო­პოლ­ში და­სას­ვე­ნებ­ლად დავ­ყავ­დით. მახ­სოვს ის სურ­ნე­ლო­ვა­ნი ზღვის ჰა­ე­რი და ზა­ფხუ­ლის შეგ­რძნე­ბა. ია­ლა­ტა ჩემ­თვის გემ­რი­ელ ნა­ყინ­თან და მწი­ფე ხილ­თან ასო­ცირ­დე­ბა. ისი­ნი სა­ქარ­თვე­ლო­შიც საკ­მა­რი­სი იყო, მაგ­რამ ზღვა­ზე დას­ვე­ნე­ბის ფონ­ზე ყვე­ლა­ფე­რი სამ­მა­გად გემ­რი­ე­ლად მეჩ­ვე­ნე­ბო­და. პირ­ვე­ლი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი გა­მარ­ჯვე­ბაც სწო­რედ ამ ქა­ლაქ­ში მო­ვი­პო­ვე 1995 წელს სიმ­ღე­რის ფეს­ტი­ვალ­ზე "იალ­ტა-მოს­კო­ვი - ტრან­ზი­ტი". მას შემ­დეგ იალ­ტა ჩემ­თვის ქა­ლაქ თი­ლის­მად იქცა", - გა­ნა­ცხა­და მომ­ღე­რალ­მა.

დი­ა­ნა ღურწკა­ი­ამ ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ ყი­რი­მის სტა­ტუს­თან და­კავ­ში­რე­ბით რე­ფე­რენ­დუმს ყუ­რა­დღე­ბით ადევ­ნებ­და თვალს.

"ყი­რი­მის რე­ფე­რენ­დუ­მის შე­დე­გებს მო­უთ­მენ­ლად ვე­ლო­დე­ბო­დი. რო­დე­საც პრე­ზი­დენ­ტმა პუ­ტინ­მა რუ­სე­თის შე­მად­გნ­ლო­ბა­ში ყი­რი­მის შეს­ვლის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბას ხელი მო­ა­წე­რა, ტაში და­ვუ­კა­რი. ვი­ნა­ი­დან ის­ტო­რი­ულ­მა სა­მარ­თლი­ა­ნო­ბამ იზე­ი­მა. ეს კი ყი­რი­მელ­თა ნე­ბის­ყო­ფი­სა და ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის შე­უ­პოვ­რო­ბის წყა­ლო­ბით მოხ­და. ცოტა ხნის წინ დავ­ბრუნ­დი სო­ჭი­დან, სა­დაც პა­რა­ო­ლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი და მინ­და ვთქვა, რომ რუ­სე­თი­სა და მისი პრე­ზი­დენ­ტის მი­მართ უცხო­ელ­თა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ძა­ლი­ან შე­იც­ვა­ლა. ისი­ნი პა­ტივს სცე­მენ ჩვენს ქვე­ყა­ნას და ან­გა­რიშს უწე­ვენ მას. ასე იქ­ნე­ბა მო­მა­ვალ­შიც. ეს ჩვე­ნი პრე­ზი­დენ­ტის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რის­თვი­საც მას დიდ მად­ლო­ბას ვუხ­დი", - გა­ნა­ცხა­და მომ­ღე­რალ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, 18 მარტს ხელი მო­ე­წე­რა შე­თან­ხმე­ბას რუ­სე­თის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ყი­რი­მი­სა და სე­ვას­ტო­პო­ლის შეს­ვლის თა­ო­ბა­ზე. დო­კუ­მენტს რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა, ყი­რი­მის ხელ­მძღვა­ნე­ლებ­მა და სე­ვას­ტო­პო­ლის მერ­მა მო­ა­წე­რეს ხელი. ამ მოვ­ლე­ნას წინ უს­წრებ­და ფე­დე­რა­ლუ­რი კრე­ბის წი­ნა­შე ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის სი­ტყვით გა­მოს­ვლა, სა­დაც მან ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ზე­ზე­ბი გან­მარ­ტა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია vm.ru-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

დიანა ღურწკაია: როდესაც პუტინმა რუსეთის შემადგენლობაში ყირიმის შესვლის შეთანხმებას ხელი მოაწერა, ტაში დავუკარი

დიანა ღურწკაია: როდესაც პუტინმა რუსეთის შემადგენლობაში ყირიმის შესვლის შეთანხმებას ხელი მოაწერა, ტაში დავუკარი

რუსეთში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა Вечерняя Москва-ს ყირიმისა და სევასტოპოლის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით კომენტარი მისცა.

"ჯერ კიდევ პატარა გოგონა ვიყავი, როდესაც მშობლებს მე და ჩემი ძმა რობერტი იალტასა და სევასტოპოლში დასასვენებლად დავყავდით. მახსოვს ის სურნელოვანი ზღვის ჰაერი და ზაფხულის შეგრძნება. იალატა ჩემთვის გემრიელ ნაყინთან და მწიფე ხილთან ასოცირდება. ისინი საქართველოშიც საკმარისი იყო, მაგრამ ზღვაზე დასვენების ფონზე ყველაფერი სამმაგად გემრიელად მეჩვენებოდა. პირველი შემოქმედებითი გამარჯვებაც სწორედ ამ ქალაქში მოვიპოვე 1995 წელს სიმღერის ფესტივალზე "იალტა-მოსკოვი - ტრანზიტი". მას შემდეგ იალტა ჩემთვის ქალაქ თილისმად იქცა", - განაცხადა მომღერალმა.

დიანა ღურწკაიამ ასევე აღნიშნა, რომ ყირიმის სტატუსთან დაკავშირებით რეფერენდუმს ყურადღებით ადევნებდა თვალს.

"ყირიმის რეფერენდუმის შედეგებს მოუთმენლად ველოდებოდი. როდესაც პრეზიდენტმა პუტინმა რუსეთის შემადგნლობაში ყირიმის შესვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა, ტაში დავუკარი. ვინაიდან ისტორიულმა სამართლიანობამ იზეიმა. ეს კი ყირიმელთა ნებისყოფისა და ვლადიმერ პუტინის შეუპოვრობის წყალობით მოხდა. ცოტა ხნის წინ დავბრუნდი სოჭიდან, სადაც პარაოლიმპიურ თამაშებში ვმონაწილეობდი და მინდა ვთქვა, რომ რუსეთისა და მისი პრეზიდენტის მიმართ უცხოელთა დამოკიდებულება ძალიან შეიცვალა. ისინი პატივს სცემენ ჩვენს ქვეყანას და ანგარიშს უწევენ მას. ასე იქნება მომავალშიც. ეს ჩვენი პრეზიდენტის დამსახურებაა, რისთვისაც მას დიდ მადლობას ვუხდი", - განაცხადა მომღერალმა.

შეგახსენებთ, 18 მარტს ხელი მოეწერა შეთანხმებას რუსეთის შემადგენლობაში ყირიმისა და სევასტოპოლის შესვლის თაობაზე. დოკუმენტს რუსეთის პრეზიდენტმა, ყირიმის ხელმძღვანელებმა და სევასტოპოლის მერმა მოაწერეს ხელი. ამ მოვლენას წინ უსწრებდა ფედერალური კრების წინაშე ვლადიმერ პუტინის სიტყვით გამოსვლა, სადაც მან ამ გადაწყვეტილების მიზეზები განმარტა.

მომზადებულია vm.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება