წყალტუბოს რაიონის სოფელ ფარცხანაყანევის მოსახლეობას ერთ თვეზე მეტია, სასმელი წყალი არ მიეწოდება. პრობლემა განსაკუთრებით გაუსაძლისი მოსახლეობის იმ ნაწილისთვის არის, რომლებსაც ეზოებში ჭა არ აქვთ.
"წყალს არ გვაძლევენ, ზოგჯერ ონკანში მარტო ჰაერი მოდის. ვიფიქრებთ, გვეშველა-თქო და წყლის წვეთსაც არ მოაყოლებენ. არავინ გვაქცევს ყურადღებას, გამგებელი თვალითაც არ გვინახავს. ჩვენს უბანში ორმოცი ოჯახი ცხოვრობს, ზოგ მათგანს ეზოში ჭა აქვს და უწყლობა იმდენად რა აწუხებს. ჩვენ რა ვქნათ, ვისაც არ გვაქვს ამის საშუალება? ფარცხანაყანევის წყლით ნახევარ ქუთაისს ამარაგებენ, ჩვენს ონკანებს კი ჟანგი ეკიდება და უწყლოობით ვიხრჩობით. ესენი არიან ოცდამეერთე საუკუნის ბოროტი ზღაპრის გმირები - ურჩხულები და ხალხს წყურვილისგან გვხოცავენ", - ამბობენ სოფელ ფარცხანაყანევში.
ადგილობრივები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.