მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კონფლიქტები
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სამართალი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას პასუხობს ვანო მაჭავარიანი ბიძინა ივანიშვილის კრიტიკულ შეფასებას
რას პასუხობს ვანო მაჭავარიანი ბიძინა ივანიშვილის კრიტიკულ შეფასებას

პრე­ზი­დენ­ტის მრჩე­ვე­ლის, ვანო მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის შე­ფა­სე­ბით, მას­თან და­კავ­ში­რე­ბით ბი­ძი­ნა ივა­ნი­აშ­ვი­ლის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლად მი­ტა­ნი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის შე­დე­გია.

მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი მი­იჩ­ნევს, რომ ვი­ღა­ცას ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ხინ­ჯის შე­ტა­ნა და ამ მხრივ მისი თე­მით სარ­გებ­ლო­ბა სურს.

"ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დეს. ეს ყვე­ლა­ფე­რი ახ­ლო­საც არ არის სი­ნამ­დვი­ლეს­თან. რო­გორც ჩანს, ვი­ღა­ცას უნდა, რომ ასე­თი და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მი­ი­ტა­ნოს მას­თან, რად­გან მე საკ­მა­ოდ კარ­გი, მე­გობ­რუ­ლი და საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და არ­ჩევ­ნე­ბამ­დე, არ მე­რი­დე­ბო­და და არ მე­ში­ნო­და, ზოგ-ზო­გი­ერ­თე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. მე მა­ში­ნაც ვმუ­შა­ობ­დი "სა­პარტნი­ო­რი ფონდში", რაც ბი­ძი­ნამ ძა­ლი­ან კარ­გად იცო­და, პი­რი­ქით, მო­მი­წო­დებ­და, რომ დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი და მე­მუ­შა­ვა იქ. სე­რი­ო­ზუ­ლი შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბიც მქონ­და, მაგ­რამ მე მას ავუხ­სე­ნი, თუ რა­ტომ ვერ შევ­ძლებ­დი პო­ლი­ტი­კურ თე­მებ­ში ღიად ჩა­რე­ვას. ჩემი ძი­რი­თა­დი საქ­მი­ა­ნო­ბა მა­ინც სა­გა­რეო მი­მარ­თუ­ლე­ბა იყო და ნე­ბის­მი­ერ დროს მზად ვი­ყა­ვი, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩავ­რთუ­ლი­ყა­ვი. ამას ბი­ძი­ნა ძა­ლი­ან გა­გე­ბით მო­ე­კი­და, მაგ­რამ რო­გორც ჩანს, ვი­ღა­ცამ ისარ­გე­ბა, და­ა­მა­ხინ­ჯა ინ­ფორ­მა­ცია და ბევ­რი თემა, რა­ზეც მან ისა­უბ­რა, არას­წო­რად მი­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის შე­დე­გია. ეს არის არას­წო­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის, თუ კო­მუ­ნი­კა­ცი­ის არარ­სე­ბო­ბის გამო. ვი­ღა­ცას უნდა ჩემი თე­მით ისა­გებ­ლოს და ხინ­ჯი შე­ი­ტა­ნოს. მა­ში­ნაც იცო­და ბი­ძი­ნამ, რომ მე მი­ხე­ილ მა­ჭა­ვა­რი­ნის ძმა ვი­ყა­ვი, მა­ში­ნაც იცო­და, რომ "სა­პარტნი­ო­რი ფონდში" ვმუ­შა­ობ­დი და ძა­ლი­ან კარ­გად იცო­და ჩემი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი კო­ა­ლი­ცი­ა­ში და კო­ა­ლი­ცი­ის გა­რე­თაც. ვფიქ­რობ, ეს გა­უ­გებ­რო­ბა ამო­ი­წუ­რე­ბა და ვი­საც ჰგო­ნია, რომ ამით ბი­ძი­ნას­თან გარ­კვე­ულ ქუ­ლებს და­ი­წერს, იმე­დი გა­უც­რუვ­დე­ბა", - გა­ნუ­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" მა­ჭა­ვა­რი­ან­მა.

მან აქვე აღ­ნიშ­ნა, რომ "დღეს გა­ცი­ლე­ბით მეტი პრობ­ლე­მის წი­ნა­შე დგას სა­ხელ­მწი­ფო იმის­თვის, რომ პრე­მი­ე­რის, პრე­ზი­დენ­ტი­სა და პარ­ლა­მენ­ტის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა მი­მარ­თუ­ლი იყოს პრობ­ლე­მე­ბის გა­და­ლახ­ვის­კენ და არა ინ­ტრი­გებ­ში ჩახ­ლარ­თვის­კენ".

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი პრე­ზი­დენტ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­თან "პო­ლე­მი­კის" ერთ-ერთ მი­ზე­ზად ვანო მა­ჭა­ვა­რი­ანს ასა­ხე­ლებს.

რო­გორც ივა­ნიშ­ვილ­მა გა­და­ცე­მა "პო­ლი­ტი­კის დრო­ში" გა­ნა­ცხა­და, მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი მათ­თან მხო­ლოდ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" შე­სა­ში­ნებ­ლად მი­ვი­და, რომ "თუ სამ­სა­ხურს არ მის­ცემ­დნენ, "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" წა­ვი­დო­და, მაგ­რამ აღ­ნიშ­ნულ­ში მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის დარ­წმუ­ნე­ბა ვერ შეძ­ლო.

"გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა პა­სუ­ხი ვერ გამ­ცა ვანო მა­ჭა­ვა­რი­ან­თან და­კავ­ში­რე­ბით - რა­ტომ გახ­და ის ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტის ფა­ვო­რი­ტი, როცა ძვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის ფა­ვო­რი­ტი არის მისი ძმა - მიშა მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი. აქვე გა­ვუს­ვამ ხაზს, რომ ზო­გა­დად ტრა­გე­დი­ას ვერ ვხე­დავ ამა­ში, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დე­რის ძმა მუ­შა­ობ­დეს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში, თუმ­ცა მა­ჭა­ვა­რი­ან­თან და­კავ­ში­რე­ბით გარ­კვე­უ­ლი კი­თხვე­ბი ის­მო­და და ის­მის დღე­საც - როცა მე მო­ვე­დი პო­ლი­ტი­კა­ში და ჩვენ შევ­ქმე­ნით კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა", გი­ორ­გიმ მო­იყ­ვა­ნა მისი მე­გო­ბა­რი ვანო მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი, მე მას­თან ბევ­რი დრო დავ­ხარ­ჯე, საკ­მა­ოდ ხში­რად და­დი­ო­და ჩვენ­თან ოფის­ში, თუმ­ცა ერთ მშვე­ნი­ერ დღეს გა­ნა­ცხა­და, რომ "სურ­ვი­ლი აღარ აქვს". მო­მა­ვალ­ში გა­ირ­კვა, რომ ჩვენ­თან მოს­ვლით მან მხო­ლოდ გა­აბ­რა­ზა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მას სამ­სა­ხურს არ აძ­ლევ­დნენ და ხან­გრძლი­ვი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში უმუ­შე­ვა­რი იყო. მან მი­აღ­წია იმას, რომ შე­ა­ში­ნა, იქ წა­ვალ, თუ სამ­სა­ხურს არ მომ­ცემ­თო. მას მის­ცეს სამ­სა­ხუ­რი ქრთა­მის სა­ხით - 7 ათა­სი ლარს უხ­დიდ­ნენ სა­პარტნი­ო­რო ფონდში, რომ­ლის პრე­ზი­დენ­ტი გახ­ლდათ ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ნიკა გი­ლა­უ­რი", - გა­ნა­ცხა­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

ამას­თან, მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, ვანო მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი "ჩვე­უ­ლებ­რი­ვი წევ­რი იყო "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის". ივა­ნიშ­ვი­ლი მის ქმე­დე­ბას "უღირ­სად" აფა­სებს.

"დე­კემ­ბრი­დან, ჩვენ­გან გა­და­სულ მა­ჭა­ვა­რი­ანს 7 ათა­სი ლარი და­უ­ნიშ­ნეს ხელ­ფა­სად. ჩვენ ოქ­ტომ­ბერ­ში გა­ვი­მარ­ჯვეთ და ის ისევ იქ მუ­შა­ობ­და. გი­ლა­ურ­მა შე­მო­მით­ვა­ლა, ეს კაცი ორ­ჯერ არ მო­სუ­ლა სამ­სა­ხურ­ში, ხელ­ფა­სის ასა­ღე­ბა­დაც კი არ მო­სუ­ლა, ქრთა­მის სა­ხით იღებს ხელ­ფასს და თქვენ ხომ არ გჭირ­დე­ბა­თო. მე ვუ­თხა­რი, მე არც მო­მიყ­ვა­ნია და არც წაყ­ვა­ნას ვა­პი­რებ-თქო და ისევ გი­ლა­ურ­მა გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. ეს კაცი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რი იყო მთე­ლი ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჩემი აზ­რით. არ ვიცი, რა სი­ტყვა ვიხ­მა­რო, მაგ­რამ უმ­სგავ­სო საქ­ცი­ე­ლი ჩა­ი­დი­ნა და ასე­თი ადა­მი­ა­ნი დღეს გახ­და ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტის სახე. ეს ჩემ­თვის უსი­ა­მოვ­ნო იყო, რა­ზეც რამ­დე­ჯერ­მე ვე­კა­მა­თე გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს. ის ამ­ბობ­და, მათ კარ­გი ძმო­ბა არ აქ­ვთო, მაგ­რამ გა­და­სა­რე­ვი ძმო­ბა აქვთ. ამა­ზე ხან­გრძლი­ვი პო­ლე­მი­კა მქონ­და, უშე­დე­გოდ, თუმ­ცა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს ამის უფ­ლე­ბა აქვს", - აღ­ნიშ­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

რას პასუხობს ვანო მაჭავარიანი ბიძინა ივანიშვილის კრიტიკულ შეფასებას

რას პასუხობს ვანო მაჭავარიანი ბიძინა ივანიშვილის კრიტიკულ შეფასებას

პრეზიდენტის მრჩეველის, ვანო მაჭავარიანის შეფასებით, მასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები დამახინჯებულად მიტანილი ინფორმაციის შედეგია.

მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ ვიღაცას ხელისუფლებაში ხინჯის შეტანა და ამ მხრივ მისი თემით სარგებლობა სურს.

"ძალიან სამწუხაროა, რომ ბიძინა ივანიშვილს დამახინჯებული ინფორმაცია მიაწოდეს. ეს ყველაფერი ახლოსაც არ არის სინამდვილესთან. როგორც ჩანს, ვიღაცას უნდა, რომ ასეთი დამახინჯებული ინფორმაცია მიიტანოს მასთან, რადგან მე საკმაოდ კარგი, მეგობრული და საქმიანი ურთიერთობა მქონდა არჩევნებამდე, არ მერიდებოდა და არ მეშინოდა, ზოგ-ზოგიერთებისგან განსხვავებით მასთან ურთიერთობა. მე მაშინაც ვმუშაობდი "საპარტნიორი ფონდში", რაც ბიძინამ ძალიან კარგად იცოდა, პირიქით, მომიწოდებდა, რომ დავრჩენილიყავი და მემუშავა იქ. სერიოზული შემოთავაზებებიც მქონდა, მაგრამ მე მას ავუხსენი, თუ რატომ ვერ შევძლებდი პოლიტიკურ თემებში ღიად ჩარევას. ჩემი ძირითადი საქმიანობა მაინც საგარეო მიმართულება იყო და ნებისმიერ დროს მზად ვიყავი, ამ მიმართულებით ჩავრთულიყავი. ამას ბიძინა ძალიან გაგებით მოეკიდა, მაგრამ როგორც ჩანს, ვიღაცამ ისარგება, დაამახინჯა ინფორმაცია და ბევრი თემა, რაზეც მან ისაუბრა, არასწორად მიწოდებული ინფორმაციის შედეგია. ეს არის არასწორი კომუნიკაციის, თუ კომუნიკაციის არარსებობის გამო. ვიღაცას უნდა ჩემი თემით ისაგებლოს და ხინჯი შეიტანოს. მაშინაც იცოდა ბიძინამ, რომ მე მიხეილ მაჭავარინის ძმა ვიყავი, მაშინაც იცოდა, რომ "საპარტნიორი ფონდში" ვმუშაობდი და ძალიან კარგად იცოდა ჩემი შესაძლებლობები კოალიციაში და კოალიციის გარეთაც. ვფიქრობ, ეს გაუგებრობა ამოიწურება და ვისაც ჰგონია, რომ ამით ბიძინასთან გარკვეულ ქულებს დაიწერს, იმედი გაუცრუვდება", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" მაჭავარიანმა.

მან აქვე აღნიშნა, რომ "დღეს გაცილებით მეტი პრობლემის წინაშე დგას სახელმწიფო იმისთვის, რომ პრემიერის, პრეზიდენტისა და პარლამენტის ფუნქციონირება მიმართული იყოს პრობლემების გადალახვისკენ და არა ინტრიგებში ჩახლართვისკენ".

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან "პოლემიკის" ერთ-ერთ მიზეზად ვანო მაჭავარიანს ასახელებს.

როგორც ივანიშვილმა გადაცემა "პოლიტიკის დროში" განაცხადა, მაჭავარიანი მათთან მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" შესაშინებლად მივიდა, რომ "თუ სამსახურს არ მისცემდნენ, "ქართულ ოცნებაში" წავიდოდა, მაგრამ აღნიშნულში მარგველაშვილის დარწმუნება ვერ შეძლო.

"გიორგი მარგველაშვილმა პასუხი ვერ გამცა ვანო მაჭავარიანთან დაკავშირებით - რატომ გახდა ის ახალი პრეზიდენტის ფავორიტი, როცა ძველი პრეზიდენტის ფავორიტი არის მისი ძმა - მიშა მაჭავარიანი. აქვე გავუსვამ ხაზს, რომ ზოგადად ტრაგედიას ვერ ვხედავ ამაში, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ძმა მუშაობდეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, თუმცა მაჭავარიანთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები ისმოდა და ისმის დღესაც - როცა მე მოვედი პოლიტიკაში და ჩვენ შევქმენით კოალიცია "ქართული ოცნება", გიორგიმ მოიყვანა მისი მეგობარი ვანო მაჭავარიანი, მე მასთან ბევრი დრო დავხარჯე, საკმაოდ ხშირად დადიოდა ჩვენთან ოფისში, თუმცა ერთ მშვენიერ დღეს განაცხადა, რომ "სურვილი აღარ აქვს". მომავალში გაირკვა, რომ ჩვენთან მოსვლით მან მხოლოდ გააბრაზა "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, რომლებიც მას სამსახურს არ აძლევდნენ და ხანგრძლივი დროის განმავლობაში უმუშევარი იყო. მან მიაღწია იმას, რომ შეაშინა, იქ წავალ, თუ სამსახურს არ მომცემთო. მას მისცეს სამსახური ქრთამის სახით - 7 ათასი ლარს უხდიდნენ საპარტნიორო ფონდში, რომლის პრეზიდენტი გახლდათ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ამასთან, მისივე შეფასებით, ვანო მაჭავარიანი "ჩვეულებრივი წევრი იყო "ნაციონალური მოძრაობის". ივანიშვილი მის ქმედებას "უღირსად" აფასებს.

"დეკემბრიდან, ჩვენგან გადასულ მაჭავარიანს 7 ათასი ლარი დაუნიშნეს ხელფასად. ჩვენ ოქტომბერში გავიმარჯვეთ და ის ისევ იქ მუშაობდა. გილაურმა შემომითვალა, ეს კაცი ორჯერ არ მოსულა სამსახურში, ხელფასის ასაღებადაც კი არ მოსულა, ქრთამის სახით იღებს ხელფასს და თქვენ ხომ არ გჭირდებათო. მე ვუთხარი, მე არც მომიყვანია და არც წაყვანას ვაპირებ-თქო და ისევ გილაურმა გაათავისუფლა. ეს კაცი "ნაციონალური მოძრაობის" წევრი იყო მთელი ამ ხნის განმავლობაში, ჩემი აზრით. არ ვიცი, რა სიტყვა ვიხმარო, მაგრამ უმსგავსო საქციელი ჩაიდინა და ასეთი ადამიანი დღეს გახდა ახალი პრეზიდენტის სახე. ეს ჩემთვის უსიამოვნო იყო, რაზეც რამდეჯერმე ვეკამათე გიორგი მარგველაშვილს. ის ამბობდა, მათ კარგი ძმობა არ აქვთო, მაგრამ გადასარევი ძმობა აქვთ. ამაზე ხანგრძლივი პოლემიკა მქონდა, უშედეგოდ, თუმცა გიორგი მარგველაშვილს ამის უფლება აქვს", - აღნიშნა ივანიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა