სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სომეხი დეპუტატი საქართველოს ემუქრება: "ჯავახეთის აჯანყება გარდაუვალია!"
სომეხი დეპუტატი საქართველოს ემუქრება: "ჯავახეთის აჯანყება გარდაუვალია!"

სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე დიდი ხა­ნია, ჯა­ვა­ხეთ­ში მო­სა­ლოდ­ნელ პრო­ვო­კა­ცი­ებ­ზე სა­უბ­რო­ბენ. ექ­სპერტთა ნა­წი­ლი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ადრე თუ გვი­ან რუ­სე­თი ჩვენ წი­ნა­აღ­მდეგ ამ ნაღმს აა­მოქ­მე­დებს.

გარ­კვე­უ­ლი ძა­ლე­ბი რამ­დენ­ჯერ­მე უკვე შე­ე­ცად­ნენ ამ მხა­რე­ში ვი­თა­რე­ბის არე­ვას. რამ­დენ­ჯერ­მე გა­მოს­ვლებ­საც ჰქონ­და ად­გი­ლი. ამ აურ­ზა­ურს ოფი­ცი­ა­ლურ­მა ერე­ვან­მა ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ და­უ­ჭი­რა მხა­რი და ისი­ნიც მი­ყუჩ­დნენ, თუმ­ცა დრო­დად­რო თავს მა­ინც წა­მო­ყო­ფენ ხოლ­მე.

გამ­ჩე­ნი გან­სა­კუთ­რე­ბით სომ­ხე­თის პარ­ლა­მენ­ტის წევრ ში­რაკ ტო­რო­სი­ანს არ ას­ვე­ნებს. ის თავს წარ­მო­შო­ბით ჯა­ვა­ხელს უწო­დებს და ხში­რად სტუმ­რობს ხოლ­მე სა­ქარ­თვე­ლოს. უფრო ხში­რად კი გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებს. მისი გან­ცხა­დე­ბე­ბის დიდი ნა­წი­ლი ან­ტი­ქარ­თუ­ლია. ეს შეჩ­ვე­ნე­ბუ­ლი ხან ამა­ში გვდებს ბრალს, ხან იმა­ში. ეს კაცი არც მუ­ქა­რას გვაკ­ლებს და ულ­ტი­მა­ტუ­მებ­საც გვი­ყე­ნებს ხოლ­მე.

მისი გა­აქ­ტი­უ­რე­ბა ძი­რი­თა­დად გა­ზა­ფხულ­ზე და შე­მოდ­გო­მა­ზე შე­ი­ნიშ­ნე­ბა. მას არც ეს სე­ზო­ნი ჩა­უგ­დია და მო­რი­გი სკან­და­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა. სხვა­თა შო­რის, ამ სკან­და­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბის გამო ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში არ უშ­ვებ­და. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის შემ­დეგ ის რამ­დენ­ჯერ­მე ეს­ტუმ­რა სა­ქარ­თვე­ლოს და ამ კაც­მა თუ ამ ტო­ნა­ლო­ბა­ში გა­აგ­რძე­ლა ენის ტლი­კი­ნი, შე­საძ­ლოა, მას ოც­ნე­ბა­მაც ჩა­უ­კე­ტოს სამ­ხრე­თის კა­რიბ­ჭე.

ში­რაკ ტო­რო­სი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს ამ­ჯე­რად ნა­ტო­სად­მი გა­მო­ხა­ტუ­ლი სიმ­პა­თი­ე­ბის გამო აუმ­ხედ­რდა. მისი აზ­რით, თუ ნა­ტოს არ შე­ვეშ­ვე­ბით, ჯა­ვა­ხეთ­ში აჯან­ყე­ბას მი­ვი­ღებთ.

მისი თქმით, უკ­რა­ი­ნა­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის და იმ ინ­ფორ­მა­ცი­ის ფონ­ზე, რომ სა­ქარ­თვე­ლომ, უკვე ამ წლის სექ­ტემ­ბერ­ში, შე­საძ­ლოა ნა­ტო­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის სა­მოქ­მე­დო გეგ­მა მი­ი­ღოს, ექ­სპერტთა წრე­ში (სომ­ხეთ­ში) ჯა­ვა­ხე­თის სომ­ხუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის სა­კი­თხის აქ­ტი­უ­რად გან­ხილ­ვა და­ი­წყეს. ისი­ნი შე­იძ­ლე­ბა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­თხოვ­ნით გა­მო­ვიდ­ნენ: ვი­ნა­ი­დან, რეს­პუბ­ლი­კის ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კურ ალი­ან­სში შეს­ვლის შემ­თხვე­ვა­ში, შე­იძ­ლე­ბა მის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე თურ­ქუ­ლი ჯა­რე­ბი გან­თავ­სდეს.

სომ­ხურ სა­ა­გენ­ტო "პა­ნო­რა­მა.ამ"-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში სომ­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კის პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტატ­მა სომ­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის ფრაქ­ცი­ი­დან, კავ­შირ "ჯა­ვა­ხკის" თავ­მჯდო­მა­რე ში­რაკ ტო­რო­სი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სომ­ხუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი მოქ­მე­დე­ბა გა­მო­რი­ცხუ­ლია, მაგ­რამ არსბე­ობს ერთი მაგ­რამ, რო­მე­ლიც, მისი აზ­რით, სა­ქარ­თვე­ლომ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს.

- ნა­ტო­ში სა­ქარ­თვე­ლოს წევ­რო­ბა გლო­ბა­ლუ­რი პრობ­ლე­მაა და სწო­რედ აქ წარ­მო­იქ­მნე­ბა რუ­სეთ-ნა­ტოს ახა­ლი კონფრონ­ტა­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბა და მო­სა­ლოდ­ნე­ლი იქ­ნე­ბა მოს­კოვ­სა და თბი­ლისს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა­ში და­ძა­ბუ­ლო­ბის ეს­კა­ლა­ცია. თუმ­ცა, თურ­ქუ­ლი ჯა­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბულ სიბ­რტყე­ში გა­ნი­ხი­ლე­ბა, - აღ­ნიშ­ნა დე­პუ­ტატ­მა.

ტო­რო­სი­ა­ნის თქმით, ეს იქ­ნე­ბა ნატო თუ სხვა ნე­ბის­მი­ე­რი სტრუქ­ტუ­რა, სხვა ნე­ბის­მი­ე­რი და­სა­ხე­ლე­ბის თუ გა­მოვ­ლი­ნე­ბის, ეს სო­მეხ ეთ­ნოს­ში, სა­დაც არ უნდა სახ­ლობ­დეს ის, გა­მო­იწ­ვევს თავ­დაც­ვის რეფ­ლექსს. რაც სომ­ხებ­ში თურ­მე გე­ნე­ტი­კუ­რად დევს.

- სა­ქარ­თვე­ლოს, რა თქმა უნდა, თა­ვი­სი მი­ზა­ნი აქვს, და მას შე­უძ­ლია ნა­ტოს წევ­რი გახ­დეს. თუმ­ცა, სომ­ხუ­რი ეთ­ნო­სი, ვერც ერთ შემ­თხვე­ვა­ში ვერ მო­ით­მენს თურ­ქუ­ლი ჯა­რე­ბის ყოფ­ნას იქ, სა­დაც ის სახ­ლობს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რო­მე­ლი ქვეყ­ნის შემ­და­გენ­ლო­ბა­ში შე­დის ეს ტე­რი­ტო­რია. სომ­ხუ­რი სე­პა­რა­ტიზ­მი არ არის მო­სა­ლოდ­ნე­ლი, მაგ­რამ თურ­ქუ­ლი ჯა­რე­ბის შე­მოს­ვლის შემ­თხვე­ვა­ში სე­რი­ო­ზუ­ლი აჯან­ყე­ბა გარ­და­უ­ვა­ლია. ამა­ში ეჭვი არ მე­პა­რე­ბა, - აცხა­დებს ტო­რო­სი­ა­ნი.

რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, ეს კაცი გა­მუდ­მე­ბით ან­ტი­ქარ­თულ გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებს და არც ულ­ტი­მა­ტუ­მის წა­მო­ყე­ნე­ბა­ზე ამ­ბობს უარს.

სა­ქარ­თვე­ლომ ევ­რო­საბ­ჭოს წი­ნა­შე აიღო ვალ­დე­ბუ­ლე­ბა რომ ქვე­ყა­ნა­ში თურ­ქი-მეს­ხე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა მოხ­დე­ბა. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი გა­და­სახ­ლე­ბამ­დე სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ში სახ­ლობ­დნენ. მათი ნა­წი­ლი თურ­ქუ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის გახ­ლავთ.

ეს ამ­ბა­ვი ში­რაკ ტო­რო­სი­ანს და მა­გის­ნა­ირ პრო­ვო­კა­ტო­რებს რო­გორ გა­მო­ე­პა­რე­ბო­დათ, ჰოდა, დაგ­ვი­ბა­რა, თურქ-მეს­ხებს თუ და­აბ­რუ­ნებთ, რე­გი­ონ­ში არე­უ­ლო­ბას მო­ვა­წყობ­თო.

ტო­რო­სი­ა­ნის პო­ზი­ცი­ას ოფი­ცი­ა­ლუ­რი ერე­ვა­ნი ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ იზი­ა­რებს. გულ­ში რას ფიქ­რო­ბენ, ამა­ზე ვე­რა­ფერს გე­ტყვით. სა­მა­გი­ე­როდ, ხმა­მა­ღალ გან­ცხა­დე­ბებს აკე­თე­ბენ რუ­სეთ­ში მცხორ­ვე­ბი ჯა­ვა­ხუ­რი დი­ას­პო­რის წევ­რე­ბი. ცოტა ხნის წინ მათ ჯა­ვა­ხე­თის­თვის კულ­ტუ­რუ­ლი ავ­ტო­ნო­მი­ის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა მო­ი­თხო­ვეს.

ცოტა ხნის წინ ჯა­ვა­ხკის რუ­სუ­ლი დი­ას­პო­რის ლი­დერ­მა აგას არა­ბი­ან­მა სა­ქარ­თვე­ლოს და­ქუც­მა­ცე­ბა იწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლა.

მან რუ­სულ გა­მო­ცე­მა "ნო­ვიე ხრო­ნი­კის­თან" სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, შე­საძ­ლოა, კი­დევ ერთი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფო გაჩ­ნდეს.

- ახა­ლი სა­ხელ­მწი­ფო, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს­გან და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა სურს, შე­საძ­ლოა, ჯა­ვა­ხკის რა­ი­ო­ნის ის­ტო­რი­ულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ქარ­თვე­ლო­სა და თურ­ქე­თის სა­ზღვარ­ზე ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს, რო­მე­ლიც ეთ­ნი­კუ­რი სომ­ხე­ბი­თაა და­სახ­ლე­ბუ­ლი. არ­სე­ბობს ინ­ფორ­მა­ცია, რომ ად­გი­ლობ­რი­ვი დი­ას­პო­რა კა­ტე­გო­რი­უ­ლად ეწი­ნა­აღ­მდგე­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ნატო-სთან მი­ერ­თე­ბას და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ ამ სა­გა­რეო კურ­სის გაგ­რძე­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, შე­იძ­ლე­ბა, სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის შე­სა­ხებ გა­მო­ა­ცხა­დონ, - აცხა­დებ­და არა­ბი­ა­ნი.

აგას არა­ბი­ანს არ ეზა­რე­ბა და იმა­საც გან­მარ­ტავს, თუ რას ერ­ჩის ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კურ ალი­ანსს.

- ნატო-ს წევ­რად გახ­დო­მით სა­ქარ­თვე­ლო ავ­ტო­მა­ტუ­რად თურ­ქე­თის მო­კავ­ში­რე ხდე­ბა, რაც სომ­ხე­ბი­სა და სომ­ხე­თის ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია, - ნათ­ქვა­მია "რუ­სეთ­ში ჯა­ვა­ხკის დი­ას­პო­რის" მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

რო­გორც აღ­ნიშ­ნუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ლი­დე­რი აგას არა­ბი­ა­ნი აცხა­დებს, სა­ქარ­თვე­ლოს ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა სომ­ხე­თის ეროვ­ნულ უსაფრ­თხო­ე­ბას ემუქ­რე­ბა.

- არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ ეს ქვე­ყა­ნა რუ­სე­თის სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რია, მოს­კოვ­სა და აშშ-ს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა კი ამ­ჟა­მად, მსუ­ბუ­ქად რომ ვთქვათ, და­ძა­ბუ­ლია. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ჯა­ვა­ხკ­ში სამ­ხედ­რო ბა­ზე­ბი გაჩ­ნდე­ბა, ისი­ნი სომ­ხეთ­ში არ­სე­ბუ­ლი რუ­სუ­ლი ბა­ზის­კენ იქ­ნე­ბა მი­მარ­თუ­ლი. კერ­ძოდ კი გი­უმ­რის 102-ე ბა­ზის­კენ. სომ­ხე­თი­სა და რუ­სე­თი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში კი ამის მე­გობ­რულ ნა­ბი­ჯად გან­ხილ­ვა, არ შე­იძ­ლე­ბა, - გა­ნა­ცხა­და თა­ვის დრო­ზე არა­ბი­ან­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ყო­ფილ­მა მრჩე­ველ­მა ვან ბა­ი­ბურ­თმა მა­შინ "ახალ თა­ო­ბას­თან" სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ არა­ბი­ა­ნი რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­მა და­ა­ვერ­ბოვ­კეს.

მისი თქმით, არა­ბი­ა­ნი ტაქ­სის მძღო­ლი იყო. თურ­მე ეს კაცი თა­ვის­თვის ტაქ­სა­ობ­და მოს­კოვ­ში. ერთ დღე­საც ავა­რია მო­უხ­და და იმის შემ­დეგ პო­ლი­ტი­კა­ში გა­და­ვარ­და. შე­იძ­ლე­ბა, ვინ­მემ იფიქ­რა, რომ არა­ბი­ან­მა თავი მი­არ­ტყა რა­ღა­ცას. პო­ლი­ტი­კა­ში ძი­რი­თა­დად ხომ თავ­მირ­ტყმუ­ლე­ბი მი­დი­ან.

ვან ბა­ი­ბურ­თის თქმით კი, ის რუს­მა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა და­ა­ვერ­ბოვ­კეს და იქი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ქო­ქო­ლას გვაყ­რის.

ჩანს, ამა­ში ფულს კარ­გად უხ­დი­ან, რად­გა­ნაც, რო­გორც ბა­ი­ბურ­თი ამ­ბობს, არა­ბი­ან­მა ტაქ­სა­ო­ბას თავი და­ა­ნე­ბა. ფული კი იმ­დე­ნი გა­უჩ­ნდა, რომ მოს­კო­ვის ერთ-ერთ ელი­ტურ სას­ტუმ­რო­ში იქი­რა­ვა ფარ­თი ოფი­სის­თვის.

კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მათ გა­მოხ­დო­მებს პა­სუხს გას­ცემს. გა­სა­გე­ბია, რომ ამ პრო­ვო­კა­ტო­რე­ბის აყო­ლა არ ღირს, მაგ­რამ არც უყუ­რა­დღე­ბო­ბა ივარ­გებს და, კარ­გი ქნე­ბა, თუ ოფი­ცი­ა­ლუ­რი ერე­ვა­ნიც და­ა­ფიქ­სი­რებს თა­ვი­სი­ა­ნე­ბის გან­ცხა­დე­ბებ­ზე პო­ზი­ცი­ას.

შო­რე­ნა მარ­სა­გიშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "ახა­ლი თა­ო­ბა"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

სომეხი დეპუტატი საქართველოს ემუქრება: "ჯავახეთის აჯანყება გარდაუვალია!"

სომეხი დეპუტატი საქართველოს ემუქრება: "ჯავახეთის აჯანყება გარდაუვალია!"

საქართველოში უკვე დიდი ხანია, ჯავახეთში მოსალოდნელ პროვოკაციებზე საუბრობენ. ექსპერტთა ნაწილი დარწმუნებულია, რომ ადრე თუ გვიან რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ამ ნაღმს აამოქმედებს.

გარკვეული ძალები რამდენჯერმე უკვე შეეცადნენ ამ მხარეში ვითარების არევას. რამდენჯერმე გამოსვლებსაც ჰქონდა ადგილი. ამ აურზაურს ოფიციალურმა ერევანმა ოფიციალურად არ დაუჭირა მხარი და ისინიც მიყუჩდნენ, თუმცა დროდადრო თავს მაინც წამოყოფენ ხოლმე.

გამჩენი განსაკუთრებით სომხეთის პარლამენტის წევრ შირაკ ტოროსიანს არ ასვენებს. ის თავს წარმოშობით ჯავახელს უწოდებს და ხშირად სტუმრობს ხოლმე საქართველოს. უფრო ხშირად კი განცხადებებს აკეთებს. მისი განცხადებების დიდი ნაწილი ანტიქართულია. ეს შეჩვენებული ხან ამაში გვდებს ბრალს, ხან იმაში. ეს კაცი არც მუქარას გვაკლებს და ულტიმატუმებსაც გვიყენებს ხოლმე.

მისი გააქტიურება ძირითადად გაზაფხულზე და შემოდგომაზე შეინიშნება. მას არც ეს სეზონი ჩაუგდია და მორიგი სკანდალური განცხადება გააკეთა. სხვათა შორის, ამ სკანდალური განცხადებების გამო ნაციონალური მოძრაობა საქართველოში არ უშვებდა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ის რამდენჯერმე ესტუმრა საქართველოს და ამ კაცმა თუ ამ ტონალობაში გააგრძელა ენის ტლიკინი, შესაძლოა, მას ოცნებამაც ჩაუკეტოს სამხრეთის კარიბჭე.

შირაკ ტოროსიანი საქართველოს ამჯერად ნატოსადმი გამოხატული სიმპათიების გამო აუმხედრდა. მისი აზრით, თუ ნატოს არ შევეშვებით, ჯავახეთში აჯანყებას მივიღებთ.

მისი თქმით, უკრაინაში განვითარებული მოვლენების და იმ ინფორმაციის ფონზე, რომ საქართველომ, უკვე ამ წლის სექტემბერში, შესაძლოა ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა მიიღოს, ექსპერტთა წრეში (სომხეთში) ჯავახეთის სომხური საზოგადოების მდგომარეობის საკითხის აქტიურად განხილვა დაიწყეს. ისინი შეიძლება დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოვიდნენ: ვინაიდან, რესპუბლიკის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესვლის შემთხვევაში, შეიძლება მის ტერიტორიაზე თურქული ჯარები განთავსდეს.

სომხურ სააგენტო "პანორამა.ამ"-თან ინტერვიუში სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატმა სომხეთის რესპუბლიკური პარტიის ფრაქციიდან, კავშირ "ჯავახკის" თავმჯდომარე შირაკ ტოროსიანმა განაცხადა, რომ სომხური საზოგადოების მხრიდან სეპარატისტული მოქმედება გამორიცხულია, მაგრამ არსბეობს ერთი მაგრამ, რომელიც, მისი აზრით, საქართველომ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს.

- ნატოში საქართველოს წევრობა გლობალური პრობლემაა და სწორედ აქ წარმოიქმნება რუსეთ-ნატოს ახალი კონფრონტაციის შესაძლებლობა და მოსალოდნელი იქნება მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობაში დაძაბულობის ესკალაცია. თუმცა, თურქული ჯარების წარმომადგენლობა სრულიად განსხვავებულ სიბრტყეში განიხილება, - აღნიშნა დეპუტატმა.

ტოროსიანის თქმით, ეს იქნება ნატო თუ სხვა ნებისმიერი სტრუქტურა, სხვა ნებისმიერი დასახელების თუ გამოვლინების, ეს სომეხ ეთნოსში, სადაც არ უნდა სახლობდეს ის, გამოიწვევს თავდაცვის რეფლექსს. რაც სომხებში თურმე გენეტიკურად დევს.

- საქართველოს, რა თქმა უნდა, თავისი მიზანი აქვს, და მას შეუძლია ნატოს წევრი გახდეს. თუმცა, სომხური ეთნოსი, ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მოითმენს თურქული ჯარების ყოფნას იქ, სადაც ის სახლობს, მიუხედავად იმისა, რომელი ქვეყნის შემდაგენლობაში შედის ეს ტერიტორია. სომხური სეპარატიზმი არ არის მოსალოდნელი, მაგრამ თურქული ჯარების შემოსვლის შემთხვევაში სერიოზული აჯანყება გარდაუვალია. ამაში ეჭვი არ მეპარება, - აცხადებს ტოროსიანი.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს კაცი გამუდმებით ანტიქართულ განცხადებებს აკეთებს და არც ულტიმატუმის წამოყენებაზე ამბობს უარს.

საქართველომ ევროსაბჭოს წინაშე აიღო ვალდებულება რომ ქვეყანაში თურქი-მესხების დაბრუნება მოხდება. ეს ადამიანები გადასახლებამდე სამცხე-ჯავახეთში სახლობდნენ. მათი ნაწილი თურქული წარმომავლობის გახლავთ.

ეს ამბავი შირაკ ტოროსიანს და მაგისნაირ პროვოკატორებს როგორ გამოეპარებოდათ, ჰოდა, დაგვიბარა, თურქ-მესხებს თუ დააბრუნებთ, რეგიონში არეულობას მოვაწყობთო.

ტოროსიანის პოზიციას ოფიციალური ერევანი ოფიციალურად არ იზიარებს. გულში რას ფიქრობენ, ამაზე ვერაფერს გეტყვით. სამაგიეროდ, ხმამაღალ განცხადებებს აკეთებენ რუსეთში მცხორვები ჯავახური დიასპორის წევრები. ცოტა ხნის წინ მათ ჯავახეთისთვის კულტურული ავტონომიის სტატუსის მინიჭება მოითხოვეს.

ცოტა ხნის წინ ჯავახკის რუსული დიასპორის ლიდერმა აგას არაბიანმა საქართველოს დაქუცმაცება იწინასწარმეტყველა.

მან რუსულ გამოცემა "ნოვიე ხრონიკისთან" საუბარში განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე, შესაძლოა, კიდევ ერთი დამოუკიდებელი სახელმწიფო გაჩნდეს.

- ახალი სახელმწიფო, რომელსაც საქართველოსგან დამოუკიდებლობა სურს, შესაძლოა, ჯავახკის რაიონის ისტორიულ ტერიტორიაზე, თანამედროვე საქართველოსა და თურქეთის საზღვარზე ჩამოყალიბდეს, რომელიც ეთნიკური სომხებითაა დასახლებული. არსებობს ინფორმაცია, რომ ადგილობრივი დიასპორა კატეგორიულად ეწინააღმდგეება საქართველოს ნატო-სთან მიერთებას და საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ ამ საგარეო კურსის გაგრძელების შემთხვევაში, შეიძლება, სუვერენიტეტის შესახებ გამოაცხადონ, - აცხადებდა არაბიანი.

აგას არაბიანს არ ეზარება და იმასაც განმარტავს, თუ რას ერჩის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს.

- ნატო-ს წევრად გახდომით საქართველო ავტომატურად თურქეთის მოკავშირე ხდება, რაც სომხებისა და სომხეთის ინტერესებისთვის მიუღებელია, - ნათქვამია "რუსეთში ჯავახკის დიასპორის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც აღნიშნული ორგანიზაციის ლიდერი აგას არაბიანი აცხადებს, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება სომხეთის ეროვნულ უსაფრთხოებას ემუქრება.

- არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ქვეყანა რუსეთის სტრატეგიული პარტნიორია, მოსკოვსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა კი ამჟამად, მსუბუქად რომ ვთქვათ, დაძაბულია. იმ შემთხვევაში, თუ ჯავახკში სამხედრო ბაზები გაჩნდება, ისინი სომხეთში არსებული რუსული ბაზისკენ იქნება მიმართული. კერძოდ კი გიუმრის 102-ე ბაზისკენ. სომხეთისა და რუსეთისადმი დამოკიდებულებაში კი ამის მეგობრულ ნაბიჯად განხილვა, არ შეიძლება, - განაცხადა თავის დროზე არაბიანმა.

საქართველოს პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა ვან ბაიბურთმა მაშინ "ახალ თაობასთან" საუბარში განაცხადა, რომ არაბიანი რუსეთის სპეცსამსახურებმა დაავერბოვკეს.

მისი თქმით, არაბიანი ტაქსის მძღოლი იყო. თურმე ეს კაცი თავისთვის ტაქსაობდა მოსკოვში. ერთ დღესაც ავარია მოუხდა და იმის შემდეგ პოლიტიკაში გადავარდა. შეიძლება, ვინმემ იფიქრა, რომ არაბიანმა თავი მიარტყა რაღაცას. პოლიტიკაში ძირითადად ხომ თავმირტყმულები მიდიან.

ვან ბაიბურთის თქმით კი, ის რუსმა სამართალდამცავებმა დაავერბოვკეს და იქიდან მოყოლებული ქოქოლას გვაყრის.

ჩანს, ამაში ფულს კარგად უხდიან, რადგანაც, როგორც ბაიბურთი ამბობს, არაბიანმა ტაქსაობას თავი დაანება. ფული კი იმდენი გაუჩნდა, რომ მოსკოვის ერთ-ერთ ელიტურ სასტუმროში იქირავა ფართი ოფისისთვის.

კარგი იქნება, თუ საქართველოს ხელისუფლება მათ გამოხდომებს პასუხს გასცემს. გასაგებია, რომ ამ პროვოკატორების აყოლა არ ღირს, მაგრამ არც უყურადღებობა ივარგებს და, კარგი ქნება, თუ ოფიციალური ერევანიც დააფიქსირებს თავისიანების განცხადებებზე პოზიციას.

შორენა მარსაგიშვილი

გაზეთი "ახალი თაობა"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია