მოსკოვში, წითელ მოედანზე ყირიმის რუსეთისთვის მიერთებას ზეიმობენ, სადაც კონცერტი-მიტინგი მიმდინარეობს, ლოზუნგით "ჩვენ ერთად ვართ".
"ბი-ბი-სის" ინფორმაციით, კონცერტზე ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც მივიდა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ამ დროისთვის წითელ მოედანზე 110 ათასი ადამიანია შეკრებილი და ხალხის რაოდენობა მატულობს.
"რია ნოვოსტის" ინფორმაციით კი, მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას პუტინმა ყირიმელებს და სევასტოპოლელებს მადლობა გადაუხადა მყარი პოზიციის გამოხატვისთვის და აღნიშნა, რომ ხანგრძლივი ცურვის შემდეგ, ისინი მშობლიურ ნაპირთან - რუსეთთან მივიდნენ.