გასულ კვირას საქართველოს ყველა სოციალური ქსელისა თუ საინფორმაციო პორტალის განხილვის საგანი მსახიობ თინა მახარაძის ინტერვიუ იყო, სადაც ამბობს, რომ ორალური სექსი მისთვის "მოსული პონტია". თამამი თინა სრულიად საქართველომ მიწასთან გაასწორა", მათ შორის ცნობილმა პირებმაც. არადა, ის საზოგადოებამ ერთ-ერთი სერიალით გაიცნო, სადაც მორიდებულ და შეუხედავ გოგონას ასახიერებდა. თინას პარალელურად საზოგადოების გაოგნება სხვებმაც გადაწყვიტეს და ამისთვის ყველაზე მარტივი მეთოდი გამოიყენეს.
ჟურნალისტი მერსი სულხანიშვილი რამდენიმე თვის წინ მხარზე მოგდებული მელიის ბეწვის გამო გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი, როდესაც ცხოველთა უფლებების დამცველებმა გააკრიტიკეს. ამჯერად კი სულ სხვა ხერხით სცადა საზოგადოების გაკვირვება და ერთ-ერთ შოუში ფაქტობრივად შიშველი მივიდა. ეს კი იმით ახსნა, რომ მისი სამოსი კავალისა და სხვა წამყვანი მოდის სახლების ბოლო ტენდენციაა. მოკლედ, ასე იყო თუ ისე, მთელი საქართველო, მიუხედავად უამრავი პრობლემისა, თინასა და მერსიზე ლაპარაკობდა. რატომ აინტერესებს ქართველ საზოგადოებას მსგავსი თემები? - "კვირის პალიტრა" ამ საკითხზე ცნობილ ადამიანებს გაესაუბრა; ჩვენი რესპონდენტები ძველი და ახალი თაობის წარმომადგენლები არიან.
მომღერალმა თემურ წიკლაურმა თავისი მოსაზრება გაგვიზიარა: "ინტიმი არ განიხილება სახალხოდ. ხალხის რა საქმეა, ვის რა აწუხებს ან ვის ვინ უყვარს? სხვის ლოგინში ჩახედვა და სხვის ცხოვრებაში ქექვა არა მგონია ნორმალური იყოს. ეს გოგონა ავადმყოფია და ამ თემაზე რომ ამდენს ლაპარაკობს საზოგადოება, ეს ტრაგედიაა. იქნებ სხვა სახის გამოცდილებაც აქვს, ყველაფერი უნდა გვითხრას? ვაი საქართველო! იმის მაგივრად, ჩვენი სინდის-ნამუსი დავიცვათ, ასეთ თემეზე ვლაპარაკობთ მთელი კვირა. სირცხვილია! ბარემ რუსთაველზე ჯიხური დადგან და გამვლელ-გამომვლელს ჩახადონ! მაინცდამაინც ეს არის დემოკრატიაა?!"
იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე