საზოგადოება
სამართალი
პოლიტიკა

28

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:51-ზე, მთვარე ქალწულშია – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება - ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. ოჯახის შექმნა არ არის მიზანშეწონილი. აი, მარტოხელა ადამიანებს გელოდებათ საინტერესო ნაცნობობა.
სპორტი
კონფლიქტები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კომაროვის სკოლის მოსწავლეები "ჰაკათონზე" სპეციალური პრიზით დაჯილდოვდნენ
კომაროვის სკოლის მოსწავლეები "ჰაკათონზე" სპეციალური პრიზით დაჯილდოვდნენ

კო­მა­რო­ვის სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი "ჰა­კა­თონ­ზე" სპე­ცი­ა­ლუ­რი პრი­ზით და­ჯილ­დოვ­დნენ. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" კო­მა­რო­ვის სკო­ლი­დან აც­ნო­ბეს, თბი­ლის­ში მე­ო­რე ჰა­კა­თო­ნი გა­ი­მარ­თა და ორ­დღი­ან შე­ჯიბრში, სა­ქარ­თვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი­დან და სკო­ლე­ბი­დან 500-მდე სტუ­დენ­ტი და მოს­წავ­ლე მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

ჰა­კა­თო­ნის მო­ნა­წი­ლე პროგ­რა­მის­ტე­ბი, დე­ვე­ლო­პე­რე­ბი, დი­ზა­ი­ნე­რე­ბი და ინ­ჟინ­რე­ბი 48 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ცდი­ლობ­დნენ სა­კუ­თა­რი იდე­ე­ბის რე­ა­ლო­ბად ქცე­ვას.

"თა­ვი­სუ­ფა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის" სპე­ცი­ა­ლუ­რი პრი­ზი გა­და­ე­ცა პრო­ექტს "Blind Cam", რომ­ლის ავ­ტო­რე­ბიც კო­მა­რო­ვის სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი არი­ან. მათი თქმით, პრო­ექ­ტი სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს უსი­ნათ­ლო ადა­მი­ა­ნებს, გა­მო­ი­ყე­ნონ სმარ­ტფო­ნე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რი ბა­რა­თე­ბის დახ­მა­რე­ბით, რო­მელ­თა უკა­ნა ნა­წილ­ზეც ბრა­ი­ლის შრიფ­ტი­თაა ამოტვიფ­რუ­ლი ბრძა­ნე­ბა, მე­ო­რე მხა­რეს კი ამ ბრძა­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სი ვი­ზუ­ა­ლუ­რი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბაა. მა­გა­ლი­თად, ბა­რა­თებ­ზე შე­იძ­ლე­ბა გა­მო­სა­ხუ­ლი იყოს ბრძა­ნე­ბე­ბი: და­რეკ­ვა, მუ­სი­კის ჩარ­თვა, სა­ა­თის გა­გე­ბა, ამინ­დის გა­გე­ბა და ა.შ. როცა ბა­რათს სმარ­ტფო­ნის კა­მე­რის წინ და­ვა­ფიქ­სი­რებთ, აპ­ლი­კა­ცია კი­თხუ­ლობს ბრძა­ნე­ბას და სმარ­ტფო­ნიც შე­სა­ბა­მის მოქ­მე­დე­ბას აკე­თებს.

პრო­ექ­ტის ავ­ტო­რებს, კო­მა­რო­ვე­ლებს: გივი ბე­რი­ძეს, გი­ორ­გი გე­დე­ნი­ძეს, გი­ორ­გი ცხოვ­რე­ბა­ძეს და ირაკ­ლი მსხი­ლა­ძეს თა­ვი­სუ­ფალ­მა უნი­ვერ­სი­ტეტ­მა ერ­თწ­ლი­ა­ნი გრან­ტი გა­დას­ცა.

ჯამ­ში, ჰა­კა­თონ­ზე 55 პრო­ექ­ტი შე­იქ­მნა, რო­მელ­თა­გან ჯერ 11 სა­უ­კე­თე­სო, შემ­დეგ კი 4 გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი შე­არ­ჩი­ეს. ჰა­კა­თო­ნი სტუ­დენ­ტუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია uniHack-ისა და თა­ვი­სუ­ფა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის MACშ-ის სკო­ლის ერ­თობ­ლი­ვი ორ­გა­ნი­ზე­ბით ჩა­ტარ­და.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკული გზავნილები და განცხადებები პოლიტიკურ სპექტრში

კომაროვის სკოლის მოსწავლეები "ჰაკათონზე" სპეციალური პრიზით დაჯილდოვდნენ

კომაროვის სკოლის მოსწავლეები "ჰაკათონზე" სპეციალური პრიზით დაჯილდოვდნენ

კომაროვის სკოლის მოსწავლეები "ჰაკათონზე" სპეციალური პრიზით დაჯილდოვდნენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" კომაროვის სკოლიდან აცნობეს, თბილისში მეორე ჰაკათონი გაიმართა და ორდღიან შეჯიბრში, საქართველოს უნივერსიტეტებიდან და სკოლებიდან 500-მდე სტუდენტი და მოსწავლე მონაწილეობდა.

ჰაკათონის მონაწილე პროგრამისტები, დეველოპერები, დიზაინერები და ინჟინრები 48 საათის განმავლობაში ცდილობდნენ საკუთარი იდეების რეალობად ქცევას.

"თავისუფალი უნივერსიტეტის" სპეციალური პრიზი გადაეცა პროექტს "Blind Cam", რომლის ავტორებიც კომაროვის სკოლის მოსწავლეები არიან. მათი თქმით, პროექტი საშუალებას აძლევს უსინათლო ადამიანებს, გამოიყენონ სმარტფონები სპეციალური ბარათების დახმარებით, რომელთა უკანა ნაწილზეც ბრაილის შრიფტითაა ამოტვიფრული ბრძანება, მეორე მხარეს კი ამ ბრძანების შესაბამისი ვიზუალური გამოსახულებაა. მაგალითად, ბარათებზე შეიძლება გამოსახული იყოს ბრძანებები: დარეკვა, მუსიკის ჩართვა, საათის გაგება, ამინდის გაგება და ა.შ. როცა ბარათს სმარტფონის კამერის წინ დავაფიქსირებთ, აპლიკაცია კითხულობს ბრძანებას და სმარტფონიც შესაბამის მოქმედებას აკეთებს.

პროექტის ავტორებს, კომაროველებს: გივი ბერიძეს, გიორგი გედენიძეს, გიორგი ცხოვრებაძეს და ირაკლი მსხილაძეს თავისუფალმა უნივერსიტეტმა ერთწლიანი გრანტი გადასცა.

ჯამში, ჰაკათონზე 55 პროექტი შეიქმნა, რომელთაგან ჯერ 11 საუკეთესო, შემდეგ კი 4 გამარჯვებული შეარჩიეს. ჰაკათონი სტუდენტური ორგანიზაცია uniHack-ისა და თავისუფალი უნივერსიტეტის MACშ-ის სკოლის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია