რა ეტაპზეა ''ნაციონალების'' გალახვის საქმე - ''ნიკა მელია ზონდერ-ბრიგადირი იყო ''

რა ეტაპზეა ''ნაციონალების'' გალახვის საქმე - ''ნიკა მელია ზონდერ-ბრიგადირი იყო ''

მანჩო გიორგობიანი საზოგადოებამ ''ლა ტრუფეს'' სკანდალის შემდეგ გაიცნო. მაშინ კაფეში მანჩო მეგობრებთან ერთად იყო, როდესაც ''ნაციონალური მოძრაობის'' ელიტასთან ხელჩართულ ჩხუბში მოხვდა. ამ თემას პრესა და ტელევიზია ერთი თვის განმავლობაში აქტიურად აშუქებდა. ამ სკანდალური ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე ნიკა მელიაც გახლდათ. მელია ამჯერად ''ნაციონალური მოძრაობის'' მერობის კანდიტატი გახლავთ.

- მანჩო, როგორი რეაქცია გქონდათ, როდესაც გაიგეთ, რომ მერის არჩევნებში ნიკა მელია იყრის კენჭს? თავის დროზე ის თქვენი წყალობით გახდა პოპულარული...

- ჩემი ბრალია ხომ, მერობის კანდიდატი რომ არის (იცინის)?!. როგორ უნდა შევაფასო? სამარცხვინო ნაძირალაა. ნიკა მელია ზონდერ-ბრიგადირი იყო, 7 ნოემბრის დარბევის კადრებშიც მყავს ნანახი, სააკაშვილმა ამ ''დამსახურებებისთვის'' უბოძა ძველი თბილისის გამგებლობა...

კაფეში მომხდარ კონფლიქტზე რა გითხრათ...… ჩვენთვის ვისხედით, ნაციონალებს რამდენიმე მაგიდა ჰქონდათ დაკავებული, სააკაშვილი წავიდა თუ არა, კლასიდან რომ მასწავლებელი გავა, ისეთი ხმაური ატყდა, ერთი სართულიდან მეორეზე უყვიროდნენ ერთმანეთს სადღეგრძელოებს, ღრეობა დაიწყო. გაოცებულ სახეებზე ალბათ აშკარად გვეტყობოდა, რომ ნაციონალები არ ვიყავით და ვფიქრობ, მაშინ გადაწყვიტეს, რომ გავეყარეთ. პირდაპირ მელია მოგვადგა ძველბიჭურად, მეგობართან ერთად. მას, როგორც მერე მივხვდი, ჩვენთან მოსვლა დავით საყვარელიძემ უბრძანა, ჩხუბის დაწყებამდე ერთი წუთით ადრე აქვს დარეკილი და რამდენიმე მესიჯი გამოგზავნილი.

მელიამ საუბარი დაგვიძაბა, მოვთხოვეთ დაეტოვებინა ჩვენი მაგიდა და ამაზე ატეხა ყვირილი და ჩემს მეგობარს, ბექა მაზიაშვილს დაარტყა ხელი, მელიას მეგობარმა კი - მე. რიგში საყვარელიძე და ვაშაძე იდგნენ, შემდეგ დანარჩენებიც. მოკლედ, გიენებივით მოგვესივნენ.… ჯერ მელიას მოხვდა საპასუხო, მერე საყვარელიძეს გაუტყდა ცხვირი, ვაშაძეს - თავი.. გოროზიას - ხელი. ჩხუბის ბოლოს, თვალებში კარგად რომ გამოვიხედე, ყველა მიმალული იყო. ამასობაში, მათ დასახმარებლად სააკაშვილის დაცვა მობრუნდა და შემოსასვლელიდანვე ბექას და მამუკა ბაკურიას დაესხნენ თავს. ძალიან უნდოდათ ჩვენთვის ''ჭკუის სწავლება", ვერ გამოვიდნენ ''წარსულის შარავანდედიდან''. ძველი დრო რომ ყოფილიყო, ალბათ, სანდრო გირგვლიანივით დავამთავრებდით. კიდევ კარგი, პატრულიც ამ დროს მოვიდა და შეაჩერეს პრეზიდენტის დაცვა. პატრულში მხოლოდ ერთი ზარია შესული, ისიც ჩვენი მეგობრის ხათუნა დარბაისელისგან. მათგან, ძველი თბილისის გამგებელმა, დეპუტატებმა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ე.წ ოპოზიციური პარტიის ლიდერმა მერაბიშვილმა, მათმა თანმხლებმა პირებმა, ქალებმაც კი, თურმე ვერავინ მოიფიქრა პატრულის გამოძახება. ილეწებოდა რესტორანი. ალბათ არც უნდოდათ, მაგას როგორ წარმოიდგენდნენ, რომ იქით გაილახებოდნენ (იცინის).

იხილეთ სტატიის გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია