სამართალი
პოლიტიკა

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინტიმური ცხოვრება და წელის ტკივილი
 ინტიმური ცხოვრება და წელის ტკივილი

სექ­სუ­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც წე­ლის ტკი­ვილ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, შე­საძ­ლოა, უფრო ფარ­თოდ იყოს გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, ვიდ­რე ექი­მებს ჰგო­ნი­ათ, უბ­რა­ლოდ, პა­ცი­ენ­ტე­ბი ამა­ზე ლა­პა­რაკს ერი­დე­ბი­ან, და თუ ექი­მი ამის შე­სა­ხებ არ გკი­თხავთ, ჯობს, თა­ვად წა­მოს­წი­ოთ ეს თემა.

ტკი­ვი­ლი წე­ლის მი­და­მო­ში სქე­სობ­რივ ცხოვ­რე­ბა­ზე დიდ გავ­ლე­ნას ახ­დენს. ადა­მი­ან­მა ძლი­ე­რი ტკი­ვი­ლის ში­შით შე­საძ­ლოა თავი აა­რი­დოს ინ­ტი­მურ ურ­თი­ერ­თო­ბას და თუ პარტნი­ორ­მა ვერ მო­ის­მი­ნა და­მა­ჯე­რე­ბე­ლი ახ­სნა, გა­და­წყვი­ტოს, რომ მის­და­მი ინ­ტე­რე­სი და­კარ­გეთ, რა­საც ხში­რად ურ­თი­ერ­თო­ბის და­ძაბ­ვა მოს­დევს.

ამი­ტომ წე­ლის ქრო­ნი­კუ­ლი ტკი­ვი­ლის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტებ­მა პი­რა­დი პრობ­ლე­მე­ბი უნდა გა­ნი­ხი­ლონ რო­გორც პარტნი­ო­რებ­თან, ისე ექი­მებ­თან ერ­თად. ჩვე­უ­ლებ­რივ, სქე­სობ­რი­ვი პრობ­ლე­მე­ბი იმ ადა­მი­ა­ნებს უჩ­ნდე­ბათ, რომ­ლე­ბიც ართრი­ტის ან დის­კე­ბის პრობ­ლე­მე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი წე­ლის ქრო­ნი­კუ­ლი ტკი­ვი­ლე­ბით იტან­ჯე­ბი­ან. თუმ­ცა პრობ­ლე­მებ­მა შე­საძ­ლოა ოპე­რა­ცი­ის შემ­დე­გაც იჩი­ნოს თავი. მაგ­რამ ზურ­გი­სა და წე­ლის მი­და­მო­ში ქრო­ნი­კუ­ლი ტკი­ვი­ლის არც ერთი სახე არ გა­მო­რი­ცხავს აქ­ტი­ურ სექ­სუ­ა­ლურ ცხოვ­რე­ბას.

გული გა­და­უ­შა­ლეთ პარტნი­ორს

დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ამ თე­მა­ზე პარტნი­ორ­თან სა­უ­ბარს. პა­ცი­ენ­ტებს ხში­რად ერი­დე­ბათ უთხრან პარტნი­ორს, რომ ძლი­ე­რი ტკი­ვი­ლის გამო არ სურთ სექ­სი. პო­ზის შეც­ვლა­ზე სა­უბ­რი­საც კი რცხვე­ნი­ათ (ტკი­ვილ­მა ნაკ­ლე­ბად რომ შე­ა­წუ­ხოთ). ზურ­გი­სა და წე­ლის მი­და­მოს ქრო­ნი­კუ­ლი ტკი­ვი­ლი ხა­სი­ა­თის შეც­ვლას და ხში­რად დეპ­რე­სი­ა­საც კი იწ­ვევს. რა თქმა უნდა, ეს ყვე­ლა­ფე­რი აქ­ტი­ურ სექ­სუ­ა­ლურ ცხოვ­რე­ბას ხელს არ უწყობს. თუ პარტნი­ო­რე­ბი ყო­ველ­გვა­რი ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბის გა­რე­შე იშ­ვი­ა­თად ეძ­ლე­ვი­ან სიყ­ვა­რულს, ამით არა მარ­ტო ურ­თი­ერ­თო­ბა, არა­მედ ერ­თმა­ნე­თი­სად­მი ნდო­ბაც ზა­რალ­დე­ბა. მა­გა­ლი­თად, პარტნი­ორ­მა შე­საძ­ლოა იფიქ­როს, რომ ინ­ტი­მურ სი­ახ­ლო­ვე­ზე უარს ტკი­ვი­ლის გამო კი არ ეუბ­ნე­ბი­ან, არა­მედ სხვა პარტნი­ო­რის ყო­ლის გამო. ხში­რად თა­ვად პარტნი­ო­რი ში­შობს, საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს ზედ­მე­ტი ტკი­ვი­ლი არ მი­ა­ყე­ნოს. მაგ­რამ თუ ადა­მი­ა­ნე­ბი ღიად გა­ნი­ხი­ლა­ვენ ერ­თმა­ნეთ­თან სა­კუ­თარ პრობ­ლე­მებს, გა­უ­ად­ვილ­დე­ბათ ალ­ტერ­ნა­ტი­ვის პოვ­ნა, რათა შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ სქე­სობ­რი­ვი აქ­ტი­ვო­ბა და დატ­კბ­ნენ ერ­თმა­ნეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბით.

მი­ი­ღეთ პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი ზო­მე­ბი

თუ ზურ­გი ან წელი გტკი­ვათ, შე­საძ­ლოა და­გეხ­მა­როთ ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩებ­ლის მი­ღე­ბა სექ­სის (ისე­ვე რო­გორც ნე­ბის­მი­ე­რი სხვა დატ­ვირ­თვის) წინ. თუ ზურ­გის მი­და­მო­ში სპაზ­მე­ბი გაქვთ, ური­გო არ იქ­ნე­ბა ცხე­ლი შხა­პის მი­ღე­ბა - ისე­ვე რო­გორც ნე­ბის­მი­ე­რი სხვა ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვის დროს, კუნ­თე­ბის და­ზი­ა­ნე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლია მათი გა­ხუ­რე­ბა. ცხე­ლი შხა­პის გარ­და, მტკი­ვან ად­გილ­ზე ყი­ნუ­ლის და­დე­ბაც შე­იძ­ლე­ბა - ყი­ნუ­ლი ამ­ცი­რებს კუნ­თე­ბის და­ჭი­მუ­ლო­ბას და გა­და­ძაბ­ვას.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

ინტიმური ცხოვრება და წელის ტკივილი

 ინტიმური ცხოვრება და წელის ტკივილი

სექსუალური პრობლემები, რომლებიც წელის ტკივილთანაა დაკავშირებული, შესაძლოა, უფრო ფართოდ იყოს გავრცელებული, ვიდრე ექიმებს  ჰგონიათ, უბრალოდ, პაციენტები ამაზე ლაპარაკს ერიდებიან, და თუ ექიმი ამის შესახებ არ გკითხავთ, ჯობს, თავად წამოსწიოთ ეს თემა.

ტკივილი წელის მიდამოში სქესობრივ ცხოვრებაზე დიდ გავლენას ახდენს. ადამიანმა ძლიერი ტკივილის შიშით შესაძლოა თავი აარიდოს ინტიმურ ურთიერთობას და თუ პარტნიორმა ვერ მოისმინა დამაჯერებელი ახსნა, გადაწყვიტოს, რომ მისდამი ინტერესი დაკარგეთ, რასაც ხშირად ურთიერთობის და­ძაბვა მოსდევს.

ამიტომ წელის ქრონიკული ტკივილის მქონე პაციენტებმა პირადი პრობლემები უნდა განიხილონ როგორც პარტნიორებთან, ისე ექიმებთან ერთად. ჩვეულებრივ, სქესობრივი პრობლემები იმ ადამიანებს უჩნდებათ, რომლებიც ართრიტის ან დისკების პრობლემებით გამოწვეული წელის ქრონიკული ტკივილებით იტანჯებიან. თუმცა პრობლემებმა შესაძლოა ოპერაციის შემდეგაც იჩინოს თავი. მაგრამ ზურგისა და წელის მიდამოში ქრონიკული ტკივილის არც ერთი სახე არ გამორიცხავს აქტიურ სექსუალურ ცხოვრებას.

გული გადაუშალეთ პარტნიორს

დიდი მნიშვნელობა აქვს ამ თემაზე პარტნიორთან საუბარს. პაციენტებს ხშირად ერიდებათ უთხრან პარტნიორს, რომ ძლიერი ტკივილის გამო არ სურთ სექსი. პოზის შეცვლაზე საუბრისაც კი რცხვენიათ (ტკივილმა ნაკლებად რომ შეაწუხოთ). ზურგისა და წელის მიდამოს ქრონიკული ტკივილი ხასიათის შეცვლას და ხშირად დეპრესიასაც კი იწვევს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აქტიურ სექსუალურ ცხოვრებას ხელს არ უწყობს. თუ პარტნიორები ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე იშვიათად ეძლევიან სიყვარულს, ამით არა მარტო ურთიერთობა, არამედ ერთმანეთისადმი ნდობაც ზარალდება. მაგალითად, პარტნიორმა შესაძლოა იფიქროს, რომ ინტიმურ სიახლოვეზე უარს ტკივილის გამო კი არ ეუბნებიან, არამედ სხვა პარტნიორის ყოლის გამო. ხშირად თავად პარტნიორი შიშობს, საყვარელ ადამიანს ზედმეტი ტკივილი არ მიაყენოს. მაგრამ თუ ადამიანები ღიად განიხილავენ ერთმანეთთან საკუთარ პრობლემებს, გაუადვილდებათ ალტერნატივის პოვნა, რათა შეინარჩუნონ სქესობრივი აქტივობა და დატკბნენ ერთმანეთთან ურთიერთობით.

მიიღეთ პროფილაქტიკური ზომები

თუ ზურგი ან წელი გტკივათ, შესაძლოა დაგეხმაროთ ტკივილგამაყუჩებლის მიღება სექსის (ისევე როგორც ნებისმიერი სხვა დატვირთვის) წინ. თუ ზურგის მიდამოში სპაზმები გაქვთ, ურიგო არ იქნება ცხელი შხაპის მიღება - ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ფიზიკური დატვირთვის დროს, კუნთების დაზიანების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია მათი გახურება. ცხელი შხაპის გარდა, მტკივან ადგილზე ყინულის დადებაც შეიძლება - ყინული ამცირებს კუნთების დაჭიმულობას და გადაძაბვას.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს