მოდელმა ელიზაბეტ დიკსონმა Playboy-ს სასამართლოში უჩივლა. საქმე ისაა, რომ გოგონამ ფოტოსესიის დროს ტრავმა მიიღო, მას დუნდულები ჩაულურჯდა. ფოტოსესიაში მოდელი 2012 წელს მონაწილეობდა. გოგონა კომპანიისგან 500 000 დოლარს ითხოვს.
სარჩელში წერია, რომ დიკსონმა დაზიანება დიჯეი კევინ კლაინისგან მიიღო. გადაღების პირობების თანახმად, კლაინს გოლფის მოთამაშე უნდა განესახიერებინა, რომელიც მოდელის დუნდულებზე მოთავსებულ გოლფის ბურთს ურტყამდა. დიჯეიმ დარტყმა სუფთად ვერ შეასრულა და ბურთის ნაცვლად გოლფის ჯოხი მოდელს მოხვდა. მოდელი აცხადებს, რომ დარტყმის შემდეგ დუნდულზე სისხლჩაქცევა განუვითარდა, თუმცა ის არა ტკივილმა, არამედ იმან შეაწუხა, რომ ვიდრე ჰემატომამ არ გაუარა, მუშაობა ვერ შეძლო. მოდელი სწორედ ამისთვის ითხოვს კომპენსაციას.
ჯერჯერობით კომპანიას და კლაინს კომენტარი არ გაუგეთებია.