საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამერიკას შეუძლია დაბლოკოს, გაყინოს პუტინის ანგარიშები
ამერიკას შეუძლია დაბლოკოს, გაყინოს პუტინის ანგარიშები

ჟურ­ნალ "გზის" ამ ნომ­რის გა­მოს­ვლის­თვის უკ­რა­ი­ნი­სა და და­ნარ­ჩე­ნი მსოფ­ლი­ოს­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი, - ბა­რაკ ობა­მა­სა და უკ­რა­ი­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, არ­სენ ია­ცე­ნი­უ­კის 12 მარ­ტის შეხ­ვედ­რა დას­რუ­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. მარ­თა­ლია, მის შე­დე­გებ­ზე ვე­რა­ფერს ვი­ტყვით, მაგ­რამ უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე უახ­ლეს მოვ­ლე­ნებ­სა და სა­მო­მავ­ლო პროგ­ნოზ-პერ­სპექ­ტი­ვა­ზე მსჯე­ლო­ბა მა­ინც შე­საძ­ლე­ბე­ლია. ამი­ტო­მაც და­ვუ­კავ­შირ­დით კი­ევ­ში მცხოვ­რებ ქარ­თველ პო­ეტს, მთარ­გმნელ­სა და დიპ­ლო­მატს, ბა­ტონ რაულ ჩი­ლა­ჩა­ვას და იქა­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბის შე­ფა­სე­ბა ვთხო­ვეთ.

- რო­გორც უკ­რა­ი­ნუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ამ­ბო­ბენ, ყი­რი­მი რუსი ჯა­რის­კა­ცე­ბი­თაა სავ­სე, თუმ­ცა ოფი­ცი­ა­ლუ­რი რუ­სე­თი ჯა­რის იქ ყოფ­ნას არ აღი­ა­რებს. ყვე­ლამ იცის, რომ ყი­რიმ­ში რუ­სე­თის სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მე­ბია თავ­მოყ­რი­ლი, რომ­ლებ­საც შე­სა­ბა­მი­სი უნი­ფორ­მი­სა და აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის გამო "მწვა­ნე კა­ცუ­ნებს" ეძა­ხი­ან. ასე­ვე არი­ან და­ღეს­ტნი­დან ჩა­მოყ­ვა­ნი­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბიც, რომ არა­ფე­რი ვთქვათ, ად­გი­ლობ­რივ რუს მო­ხა­ლი­სე­ებ­ზე. მათი სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა სხვა­დას­ხვა მო­ნა­ცე­მით 16-18 ათასს აღ­წევს. ეს ჯა­რის­კა­ცე­ბი ალ­ყა­ში აქ­ცე­ვენ უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო ფორ­მი­რე­ბებს და უყე­ნე­ბენ ულ­ტი­მა­ტუმს, - ჩა­ა­ბა­რონ ია­რა­ღი და რუ­სე­ბის მხა­რეს გა­და­ვიდ­ნენ. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, 16 მარ­ტის­თვის ყი­რი­მის ავ­ტო­ნო­მი­ურ რეს­პუბ­ლი­კა­ში რუ­სეთ­თან შე­ერ­თე­ბის სა­კი­თხზე და­ნიშ­ნუ­ლია რე­ფე­რენ­დუ­მი, რო­მელ­საც არა­ნა­ი­რი იუ­რი­დი­უ­ლი სა­ფუძ­ვე­ლი არ გა­აჩ­ნია.

- გერ­მა­ნი­ის კან­ცლერ­მა, ან­გე­ლა მერ­კელ­მაც ხომ გა­ნა­ცხა­და, რომ ეს რე­ფე­რენ­დუ­მი უკ­რა­ი­ნის კონ­სტი­ტუ­ცი­ას არ­ღვევს და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თალს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა?

- მარ­ტო ან­გე­ლა მერ­კე­ლი კი არა, ნე­ბის­მი­ე­რი და­სავ­ლე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი, პო­ლი­ტო­ლო­გი და ჭკუ­ა­თამ­ყო­ფე­ლი იმა­ვეს ამ­ბობს, რად­გან უკ­რა­ი­ნის კონ­სტი­ტუ­ცია არ ით­ვა­ლის­წი­ნებს რე­ფე­რენ­დუ­მის ჩა­ტა­რე­ბას მის ცალ­კე­ულ მხა­რე­ში. ნე­ბის­მი­ე­რი რე­ფე­რენ­დუ­მი ამ ქვეყ­ნის მთე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით უნდა ჩა­ტარ­დეს. მე­ო­რეც, ყი­რი­მის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის უმაღ­ლეს საბ­ჭოს ამის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა არ გა­აჩ­ნია. თა­ნაც, საბ­ჭომ უკვე რე­ფე­რენ­დუ­მამ­დე გა­მო­ა­ცხა­და, რომ კი­ე­ვი უერ­თდე­ბა რუ­სეთს. ასე რომ, ხმე­ბი უკვე წი­ნას­წა­რაა დათ­ვლი­ლი, კენ­ჭისყრა კი მხო­ლოდ და მხო­ლოდ ფორ­მა­ლო­ბაა.

- რუსი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ნა­წი­ლი იმა­საც აცხა­დებს, რომ არც უკ­რა­ი­ნაა სა­ხელ­მწი­ფო და აღარც უკ­რა­ი­ნე­ლი ერი არ­სე­ბობს?

- სამ­წუ­ხა­როდ, რუ­სეთ­ში ბევ­რი ფიქ­რობს ასე. თვი­თონ ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნი უკ­რა­ი­ნას ვერ­შემ­დგარ სა­ხელ­მწი­ფოდ მი­იჩ­ნევს და იზი­ა­რებს შო­ვი­ნის­ტურ წრე­ებ­ში გავ­რცე­ლე­ბულ მო­საზ­რე­ბას, რომ უკ­რა­ი­ნა სამ­ხრეთ რუ­სე­თის ნა­წი­ლია, უკ­რა­ი­ნუ­ლი ენა - სამ­ხრეთ რუ­სუ­ლი დი­ა­ლექ­ტი, უკ­რა­ი­ნე­ლი ერი კი სა­ერ­თოდ არ არ­სე­ბობს, რად­გან "სამ­ხრეთ რუ­სეთ­ში" მცხოვ­რე­ბი ხალ­ხი მხო­ლოდ რუ­სე­ბის სამ­ხრე­თუ­ლი გან­შტო­ე­ბაა.

- ადას­ტუ­რებთ რუ­სე­თის სა­გა­რეო უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბას, რომ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მო­ქა­ლა­ქე­ებს უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ უშ­ვე­ბენ?

- მას შემ­დეგ, რაც რუ­სეთ­მა ყი­რი­მის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძულ­ზე სპე­ცო­პე­რა­ცია და­ი­წყო, უკ­რა­ი­ნა სა­კუ­თა­რი სა­ზღვრე­ბის გა­მაგ­რე­ბას შე­უდ­გა და სა­სა­ზღვრო კონ­ტრო­ლიც გა­ამ­კაც­რა. ცხა­დია, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მო­ქა­ლა­ქე­ებს უშ­ვე­ბენ, მაგ­რამ შე­მოწ­მე­ბის შემ­დეგ. ამას წი­ნათ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ლუ­განსკის, დო­ნეც­კი­სა და ხარ­კო­ვის ოლ­ქებ­ში უკ­რა­ი­ნა-რუ­სე­თის სა­ზღვრი­დან 1500-მდე შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი გა­აბ­რუ­ნეს უკან, რად­გან ამ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე ან­ტი­უკ­რა­ი­ნუ­ლი გა­მოს­ვლე­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბას სწო­რედ რუ­სე­თი­დან შე­მოგ­ზავ­ნი­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ახ­დე­ნენ. ამა­ვე დროს, ყი­რი­მის თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ბრძა­ნე­ბით, ნე­ბის­მი­ერ მგზავრს, თუნ­დაც დე­პუ­ტატს ან დიპ­ლო­მატს, სიმ­ფე­რო­პო­ლის სად­გურ­ზე სა­გულ­და­გუ­ლოდ ჩხრე­კენ.

- მო­სახ­ლე­ო­ბა­ში რა გან­წყო­ბაა? თუ იგ­რძნო­ბა უკ­რა­ი­ნულ და რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და­პი­რის­პი­რე­ბის საფრ­თხე?

- რუ­სებ­სა და უკ­რა­ი­ნე­ლებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბის საფრ­თხე არას­დროს არ­სე­ბობ­და. ყვე­ლა­ფე­რი გა­რე­და­ნაა ინ­სპი­რი­რე­ბუ­ლი. ამ ურ­თუ­ლეს პე­რი­ოდ­ში თვით და­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნაც კი, რო­მელ­საც ბან­დერე­ლო­ბა­სა და ნა­ცი­ო­ნა­ლიზმს აბ­რა­ლე­ბენ, რუ­სუ­ლად ალა­პა­რაკ­და: ჩვე­ნო დებო და ძმე­ბო, არა­ვის ვმტრობთ, არა­ვის­თან ვო­მობთ, ჩვენ­თან ჩა­მო­დი­თო. მო­წო­დე­ბა ბევ­რმა გუ­ლით აღიქ­ვა და და­ძა­ბულ ვი­თა­რე­ბას გა­რი­დე­ბუ­ლი ხალ­ხი ყი­რი­მი­დან ლვოვ­ში ჩა­დის. სწო­რედ იმ და­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნას აფა­რებს თავს, რომ­ლი­თაც რუ­სე­თი და კრემ­ლი მთელ მსოფ­ლი­ოს აში­ნებს. არა­და, სი­ნამ­დვი­ლე­ში სტე­ფან ბან­დერა ეროვ­ნუ­ლი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის მებ­რძო­ლი კაცი იყო და და­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნის ეროვ­ნულ გმი­რად იქცა. თუმ­ცა აღ­მო­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნა მას არ ცნობს.

- ახ­ლა­ხან კი­ე­ვი­დან ჩემი ახ­ლო­ბე­ლი უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის დიდი ჯგუ­ფი ჩა­მო­ვი­და, ომის სა­შიშ­რო­ე­ბის გამო ძა­ლი­ან შე­ში­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან. მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ მათ ბევ­რმა მიჰ­ბა­ძოს და თავ­შე­საფ­რად ჩვენს ქვე­ყა­ნას ჩა­მო­ა­კი­თხოს, ანუ ამან მა­სობ­რი­ვი სახე მი­ი­ღოს. ასე­თი სა­ხი­ფა­თოა კი­ევ­ში ცხოვ­რე­ბა?

- სამ­წუ­ხა­როდ, ყი­რიმ­ში მოვ­ლე­ნე­ბი თუ ისე გან­ვი­თარ­და, რო­გორც ვვა­რა­უ­დობთ, არც სა­ქარ­თვე­ლო იქ­ნე­ბა და­ცუ­ლი. სხვა­თა შო­რის, აქ ახა­ლი ანეკ­დო­ტი გავ­რცელ­და: ჰიტ­ლე­რი ეუბ­ნე­ბა გე­რინგს: კაცო, სა­ო­ცა­რი რამ და­მე­სიზ­მრა - უკ­რა­ი­ნას რუ­სე­თი უნდა და­ეს­ხას თავს და ჩვენ უნდა და­ვიც­ვა­თო (იცი­ნის). ახლა კი ვი­ცი­ნი, მაგ­რამ სი­ნამ­დვი­ლე­ში სუ­ლაც არაა ეს ამ­ბა­ვი სა­სა­ცი­ლო - კი­ე­ვის ოლქს ჩერ­ნი­გო­ვის ოლქი ესა­ზღვრე­ბა, ანუ კი­ე­ვი­დან 200 კი­ლო­მეტრში, უკ­რა­ი­ნა-რუ­სე­თის სა­ზღვარ­ზე რუ­სე­ბის მთე­ლი სა­ტან­კო დი­ვი­ზია დგას. რუ­სე­თის ქმე­დე­ბე­ბი კი საკ­მა­ოდ არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დია, პუ­ტი­ნი იმ­პულ­სუ­რად მოქ­მე­დებს, ამი­ტომ კი­ე­ვი­სა და უკ­რა­ი­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის შიში სავ­სე­ბით რე­ა­ლუ­რია. ამას წი­ნათ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ყო­ფი­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი მრჩევ­ლის, ან­დრეი ილა­რი­ო­ნო­ვის პროგ­ნო­ზი მო­ვის­მი­ნეთ: რუ­სე­თი უეჭ­ვე­ლად და­არ­ტყამს უკ­რა­ი­ნა­სო. შე­იძ­ლე­ბა მის­თვის არც დაგ­ვე­ჯე­რე­ბი­ნა, მაგ­რამ უკა­ნას­კნე­ლი რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ილა­რი­ო­ნო­ვის ყვე­ლა გაფრ­თხი­ლე­ბა და პროგ­ნო­ზი ახდა, რაც გვა­ფიქ­რე­ბი­ნებს, რომ მას ძალ­ზე სარ­წმუ­ნო სა­ინ­ფორ­მა­ციო წყა­რო აქვს. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, ყი­რიმ­თან ერ­თად რუ­სეთ­მა უკ­რა­ი­ნა-რუ­სე­თის სა­ზღვრის თა­ნამ­დე­ვი ე.წ რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი წი­თე­ლი ხა­ზის ანექ­სი­აც მო­ახ­დი­ნოს. ხომ ამ­ბო­ბენ, 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში რუ­სე­თის პრო­ვო­კა­ცი­ებს წა­მო­გე­ბუ­ლი იმ­ჟა­მინ­დე­ლი მთა­ვარ­სარ­დლის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ბრძა­ნე­ბით, სა­ქარ­თვე­ლომ პირ­ველ­მა და­არ­ტყა რუ­სეთ­სო (თით­ქოს რუსი ისე არ და­არ­ტყამ­და სა­ქარ­თვე­ლოს). უკ­რა­ი­ნა ით­ვა­ლის­წი­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს ამ გა­მოც­დი­ლე­ბას - უკ­რა­ი­ნის ჯარი მაქ­სი­მა­ლუ­რი თავ­შე­კა­ვე­ბით ხვდე­ბა რუ­სე­თის პრო­ვო­კა­ცი­ას. თუმ­ცა, რუ­სე­თი მა­ინც თა­ვი­სას გა­ნაგ­რძობს, რად­გან ყი­რი­მის დაბ­რუ­ნე­ბა წი­ნას­წარ და­გეგ­მა. მას, ალ­ბათ, დნესტრის­პი­რე­თი მოჰ­ყვე­ბა. აფხა­ზე­თი და ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თი ხომ ისე­დაც უკვე მა­თია და თუ და­სავ­ლეთ­მა, რო­გორც იტყვი­ან, ეს ყვე­ლა­ფე­რი "ჭამა", გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, ახა­ლი კავ­ში­რის მოწ­მე­ნი გავ­ხდეთ და შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ­თვის კარ­გად ნაც­ნობ ჯო­ჯო­ხეთ­ში აღ­მოვ­ჩნდეთ.

- უკ­რა­ი­ნა­ში ექ­სპერ­ტე­ბად სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, ასე­ვე, პარ­ლა­მენ­ტა­რი გია ბა­რა­მი­ძე და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" სხვა წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც მოგ­ვევ­ლი­ნენ. ასე ენ­დო­ბა და ით­ვა­ლის­წი­ნებს მათ რჩე­ვებს უკ­რა­ი­ნის ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა?

- ვერ გე­ტყვით, რა როლს ას­რუ­ლე­ბენ ისი­ნი აქ, რად­გან პი­რა­დად არც ერთს შევ­ხვედ­რი­ვარ. ისე კი, ამ სა­კი­თხზე უკ­რა­ი­ნა­ში ურ­თი­ერ­თსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი აქვთ - ზოგი ფიქ­რობს, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის რუ­სეთ­თან ბრძო­ლის გა­მოც­დი­ლე­ბა გა­მო­სა­ყე­ნე­ბე­ლია, ბევ­რი კი მი­იჩ­ნევს, რომ ეს სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და მისი მე­გობ­რე­ბის საქ­მე არ არის.

- წი­ნას­წარ მა­ინც მინ­და გკი­თხოთ: რას ელით ია­ცე­ნი­უკ-ობა­მას შეხ­ვედ­რის­გან?

- რა თქმა უნდა, სა­ერ­თა­შო­რი­სო სან­ქცი­ებს დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, ოღონდ სა­კი­თხა­ვია, რა მას­შტა­ბის იქ­ნე­ბა ეს სან­ქცი­ე­ბი. აშ­კა­რაა, ევ­რო­კავ­ში­რის უმ­თავ­რე­სი, წამ­ყვა­ნი ქვეყ­ნე­ბი - გერ­მა­ნია და საფ­რან­გე­თი მძი­მე ეკო­ნო­მი­კურ ბლო­კა­და­ში მო­საქ­ცე­ვად მზად არ არი­ან. და­ახ­ლო­ე­ბით, რუ­სე­თის 5 ათა­სამ­დე მათი კომ­პა­ნია რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში საქ­მი­ა­ნობს და სა­კუ­თა­რი პრო­დუქ­ცი­ის 1/3-ს იქვე ასა­ღებს. მე­ო­რეც, ისი­ნი ბუ­ნებ­რივ აირს მხო­ლოდ რუ­სე­თი­დან იღე­ბენ. ასე­ვე, რუ­სეთ­მა საფ­რან­გეთს რამ­დე­ნი­მე მი­ლი­არ­დად ღი­რე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე ავი­ა­მზი­დი "მის­ტრა­ლი" შე­უკ­ვე­თა და ცხა­დია, პა­რიზ­ში ამ შეკ­ვე­თის და­კარ­გვა არ სურთ. ასე რომ, აქაც მერ­კან­ტი­ლიზ­მი იმარ­ჯვებს. ამ თვალ­საზ­რი­სით, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი გა­ცი­ლე­ბით და­მო­უ­კი­დე­ბე­ლია. ცნო­ბი­ლია, რომ რუსი ოლი­გარ­ქე­ბის (ალ­ბათ მათ შო­რის - პუ­ტი­ნი­საც), და­ახ­ლო­ე­ბით 500 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ბან­კებ­შია და­ბან­დე­ბუ­ლი. სა­კუ­თა­რი კონ­სტი­ტუ­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სად, სა­სა­მარ­თლოს გვერ­დის ავ­ლით, ამე­რი­კას შე­უძ­ლია დაბ­ლო­კოს, გა­ყი­ნოს პუ­ტი­ნის ან­გა­რი­შე­ბი. მე­ო­რეც, მას შე­უძ­ლია, ამ უკა­ნას­კნელს გა­უმ­კაც­როს, კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვებ­ში კი სა­ერ­თოდ მო­უხ­სნას სა­ვი­ზო რე­ჟი­მი. არა­და, "გოს­დუ­მის" მთელ აპა­რატს თა­ვი­სი სა­სახ­ლე­ე­ბი ამე­რი­კა­სა და ევ­რო­პა­ში აქვს. ამე­რი­კამ შე­იძ­ლე­ბა მარ­თლაც გა­მო­ი­ყე­ნოს ეს სან­ქცი­ე­ბი, რად­გან რა­საც დღეს რუ­სე­თი აკე­თებს, მე­სა­მე მსოფ­ლიო ომს უხ­სნის გზას და მსოფ­ლიო წეს­რიგს არ­ღვევს. რო­გორც ცნო­ბი­ლია, 1994 წლის ბუ­და­პეშ­ტის მე­მო­რან­დუ­მით უკ­რა­ი­ნამ თა­ვი­სი ატო­მუ­რი ია­რა­ღი (უკ­რა­ი­ნა ამე­რი­კი­სა და რუ­სე­თის შემ­დეგ მსოფ­ლი­ო­ში ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის მქო­ნე მე­სა­მე სა­ხელ­მწი­ფო იყო) უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვის გა­რან­ტი­ის ფა­სად დათ­მო, გა­რან­ტი კი რუ­სე­თი, აშშ და ინ­გლი­სი იყ­ვნენ. სამ­წუ­ხა­როდ, მე­მო­რან­დუმს იუ­რი­დი­უ­ლი ძალა არ აქვს და მხო­ლოდ, ასე ვთქვათ, ჯენტლმე­ნუ­რი შე­თან­ხმე­ბაა, მაგ­რამ... ამ შე­თან­ხმე­ბის დარ­ღვე­ვის შემ­დეგ ატო­მუ­რი პო­ტენ­ცი­ა­ლის მქო­ნე სხვა ქვეყ­ნე­ბი (მა­გა­ლი­თად, ირა­ნი და ჩრდი­ლო­ეთ კო­რეა), რო­მელ­თაც ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის გა­მოშ­ვე­ბას აშშ და მსოფ­ლი­ოს თა­ნა­მე­გობ­რო­ბა უკ­რძა­ლა­ვენ ისე­თი­ვე გა­რან­ტი­ით, თით­ქოს ჩვენ და­გი­ცავ­თო, ხე­და­ვენ, რომ სი­ნამ­დვი­ლე­ში არა­ნა­ი­რი მსოფ­ლიო გა­რან­ტია არ არ­სე­ბობს. ეს კი ნიშ­ნავს, რომ ატო­მუ­რი ია­რა­ღის დამ­ზა­დე­ბა უკონ­ტრო­ლოდ და­ი­წყე­ბა და მსოფ­ლი­ოც კა­ტას­ტრო­ფის წი­ნა­შე დად­გე­ბა. სხვა­თა შო­რის, ნუ და­ვი­ვი­წყებთ, რომ უკ­რა­ი­ნას კვლა­ვაც აქვს ატო­მუ­რი ბომ­ბის შექ­მნის სა­შუ­ა­ლე­ბა. ამი­ტომ ვფიქ­რობ, ამე­რი­კა მოვ­ლე­ნე­ბის ასეთ გან­ვი­თა­რე­ბას არ და­უშ­ვებს. ჩემი აზ­რით, აშშ-ს კი­დევ ერთი ძა­ლი­ან მა­გა­რი ბერ­კე­ტი აქვს: მარ­თა­ლია, დიდი ძა­ლის­ხმე­ვით, მაგ­რამ მას შე­უძ­ლია, მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე ნავ­თო­ბი­სა და სა­ერ­თოდ, ენერ­გო­რე­სურ­სე­ბის ფასი საკ­მა­ოდ დას­წი­ოს, რაც დიდ დარ­ტყმას მი­ა­ყე­ნებს რუ­სე­თის ეკო­ნო­მი­კას. ასე რომ, ამე­რი­კა­ზე ბევ­რი რა­მაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი... რუ­სე­თი კი თა­ვი­სი მიმ­დი­ნა­რე ნა­ბი­ჯე­ბით ჯერ და­სავ­ლეთს აკ­ვირ­დე­ბა, სა­დამ­დე გა­უშ­ვებს და...

- ანუ ტეს­ტი­ვით აგ­დებს ამ "ნა­ბი­ჯებს"?

- ზუს­ტად! ფაქ­ტობ­რი­ვად, მსოფ­ლი­ოს ხე­ლა­ხა­ლი გა­და­ნა­წი­ლე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს და ამ პრო­ცეს­ში უკ­რა­ი­ნა მხო­ლოდ სა­ბა­ბია, ხოლო ყი­რი­მი ცენ­ტრია, სა­ი­და­ნაც რუ­სეთს სა­კუ­თა­რი ამ­ბი­ცი­ის ათ­ვლა შე­უძ­ლია. თუ ეს გა­უ­ვა, მერე აღ­მო­სავ­ლეთ და სამ­ხრეთ უკ­რა­ი­ნა­ზე ზე­წო­ლა­საც და­ი­წყებს და გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, მთე­ლი უკ­რა­ი­ნის ანექ­სი­ა­ზეც იფიქ­როს.

- თუ ამე­რი­კამ თვა­ლი და­ხუ­ჭა და 16 მარტს ჩა­ტარ­და რე­ფე­რენ­დუ­მი, რომ­ლის შე­დე­გიც უკვე ცხად­ზე უცხა­დე­სია, უკ­რა­ი­ნა შე­ე­გუ­ე­ბა ამ ამ­ბავს? ან ომის და­წყე­ბის შემ­თხვე­ვა­ში რა შან­სი აქვს?

- უკ­რა­ი­ნამ უკვე სამ­ხედ­რო წვრთნე­ბი და­ი­წყო. ცხა­დია, და­სავ­ლეთ სა­ზღვარ­ზე მას არა­ფე­რი ემუქ­რე­ბა, ამი­ტომ იქ დის­ლო­ცი­რე­ბუ­ლი ჯა­რე­ბის ნა­წი­ლი აღ­მო­სავ­ლეთ­ში გა­და­ის­რო­ლა. მაგ­რამ თუ რუ­სე­თი მთე­ლი ძა­ლით მო­აწ­ვა, უკ­რა­ი­ნა მას ვერ გა­უმკლავ­დე­ბა. თუმ­ცა... ეს ომი სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­და­იზ­რდე­ბა დიდ და სას­ტიკ პარ­ტი­ზა­ნულ ომში, რისი უზარ­მა­ზა­რი გა­მოც­დი­ლე­ბაც უკ­რა­ი­ნე­ლებს ნამ­დვი­ლად აქვთ. ამას და­უ­მა­ტეთ შე­მარ­თე­ბა და პატ­რი­ო­ტიზ­მი, რო­მე­ლიც უკვე პიკს აღ­წევს. დიდი სა­მა­მუ­ლო ომის დრო­საც სწო­რედ უკ­რა­ი­ნულ­მა პარ­ტი­ზა­ნულ­მა მოძ­რა­ო­ბამ არ ითა­მა­შა უდი­დე­სი როლი?! ამ­ჯე­რად ბა­რი­კა­დებ­ზე იმ თავ­და­დე­ბუ­ლი უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი იდ­გნენ და ისი­ნი გა­დამ­თი­ელს არა­ვის არა­ფერს შე­არ­ჩე­ნენ. გარ­და ამი­სა, რუ­სეთ­ში რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნი უკ­რა­ი­ნე­ლი ცხოვ­რობს და დიდ­მა ნა­წილ­მა უკვე იგ­რძნო სის­ხლის ყი­ვი­ლი. არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს ყი­რი­მე­ლი თათ­რე­ბიც, რომ­ლე­ბიც ამ რე­ფე­რენ­დუმს არ ცნო­ბენ... მოკ­ლედ, თუ საქ­მე შე­ი­ა­რა­ღე­ბულ და­პი­რის­პი­რე­ბამ­დე მი­ვი­და, ბევ­რი სის­ხლი და­იღ­ვრე­ბა და ეს სა­ში­ნე­ლე­ბა იქ­ნე­ბა. არც იმას გა­მოვ­რი­ცხავ, თუ სხვა გზა აღარ დარ­ჩე­ბა, შე­ი­ა­რა­ღე­ბულ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში რა­ღაც­ნა­ი­რად ნა­ტოც ჩა­ე­რი­ოს... ამ ამ­ბე­ბის რუ­სე­თის სა­სარ­გებ­ლოდ დას­რუ­ლე­ბა, ვფიქ­რობ, სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ პერ­სპექ­ტი­ვას, ნა­ტოს­კენ თუ ევ­რო­კავ­ში­რის­კენ ჩვენს წინსვლას ჩაშ­ლის.

სამ­წუ­ხა­როდ, სა­ი­მე­დოს ვე­რა­ფერს გე­უბ­ნე­ბით, თუმ­ცა... პა­ტა­რა იმედს მა­ინც ვი­ტო­ვებ - პუ­ტინ­მა ჯერ­ჯე­რო­ბით მა­ინც არ აღი­ა­რა, რომ ყი­რიმ­ში მდგო­მი ჯარი მი­სია, რი­თიც თით­ქოს უკან და­ხე­ვის შანსს იტო­ვებს, თუ არა და... შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტი გარ­და­უ­ვა­ლია.

ირმა ხარ­ში­ლა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

ამერიკას შეუძლია დაბლოკოს, გაყინოს პუტინის ანგარიშები

ამერიკას შეუძლია დაბლოკოს, გაყინოს პუტინის ანგარიშები

ჟურნალ "გზის" ამ ნომრის გამოსვლისთვის უკრაინისა და დანარჩენი მსოფლიოსთვის უმნიშვნელოვანესი, - ბარაკ ობამასა და უკრაინის პრემიერ-მინისტრის, არსენ იაცენიუკის 12 მარტის შეხვედრა დასრულებული იქნება. მართალია, მის შედეგებზე ვერაფერს ვიტყვით, მაგრამ უკრაინაში მიმდინარე უახლეს მოვლენებსა და სამომავლო პროგნოზ-პერსპექტივაზე მსჯელობა მაინც შესაძლებელია. ამიტომაც დავუკავშირდით კიევში მცხოვრებ ქართველ პოეტს, მთარგმნელსა და დიპლომატს, ბატონ რაულ ჩილაჩავას და იქაური მოვლენების შეფასება ვთხოვეთ.

- როგორც უკრაინული საინფორმაციო საშუალებები ამბობენ, ყირიმი რუსი ჯარისკაცებითაა სავსე, თუმცა ოფიციალური რუსეთი ჯარის იქ ყოფნას არ აღიარებს. ყველამ იცის, რომ ყირიმში რუსეთის სპეცდანიშნულების რაზმებია თავმოყრილი, რომლებსაც შესაბამისი უნიფორმისა და აღჭურვილობის გამო "მწვანე კაცუნებს" ეძახიან. ასევე არიან დაღესტნიდან ჩამოყვანილი ჯარისკაცებიც, რომ არაფერი ვთქვათ, ადგილობრივ რუს მოხალისეებზე. მათი საერთო რაოდენობა სხვადასხვა მონაცემით 16-18 ათასს აღწევს. ეს ჯარისკაცები ალყაში აქცევენ უკრაინის სამხედრო ფორმირებებს და უყენებენ ულტიმატუმს, - ჩააბარონ იარაღი და რუსების მხარეს გადავიდნენ. მოგეხსენებათ, 16 მარტისთვის ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში რუსეთთან შეერთების საკითხზე დანიშნულია რეფერენდუმი, რომელსაც არანაირი იურიდიული საფუძველი არ გააჩნია.

- გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმაც ხომ განაცხადა, რომ ეს რეფერენდუმი უკრაინის კონსტიტუციას არღვევს და საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება?

- მარტო ანგელა მერკელი კი არა, ნებისმიერი დასავლელი პოლიტიკოსი, პოლიტოლოგი და ჭკუათამყოფელი იმავეს ამბობს, რადგან უკრაინის კონსტიტუცია არ ითვალისწინებს რეფერენდუმის ჩატარებას მის ცალკეულ მხარეში. ნებისმიერი რეფერენდუმი ამ ქვეყნის მთელი მოსახლეობის მონაწილეობით უნდა ჩატარდეს. მეორეც, ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს ამის უფლებამოსილება არ გააჩნია. თანაც, საბჭომ უკვე რეფერენდუმამდე გამოაცხადა, რომ კიევი უერთდება რუსეთს. ასე რომ, ხმები უკვე წინასწარაა დათვლილი, კენჭისყრა კი მხოლოდ და მხოლოდ ფორმალობაა.

- რუსი პოლიტიკოსების ნაწილი იმასაც აცხადებს, რომ არც უკრაინაა სახელმწიფო და აღარც უკრაინელი ერი არსებობს?

- სამწუხაროდ, რუსეთში ბევრი ფიქრობს ასე. თვითონ ვლადიმირ პუტინი უკრაინას ვერშემდგარ სახელმწიფოდ მიიჩნევს და იზიარებს შოვინისტურ წრეებში გავრცელებულ მოსაზრებას, რომ უკრაინა სამხრეთ რუსეთის ნაწილია, უკრაინული ენა - სამხრეთ რუსული დიალექტი, უკრაინელი ერი კი საერთოდ არ არსებობს, რადგან "სამხრეთ რუსეთში" მცხოვრები ხალხი მხოლოდ რუსების სამხრეთული განშტოებაა.

- ადასტურებთ რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს უკრაინის ტერიტორიაზე არ უშვებენ?

- მას შემდეგ, რაც რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძულზე სპეცოპერაცია დაიწყო, უკრაინა საკუთარი საზღვრების გამაგრებას შეუდგა და სასაზღვრო კონტროლიც გაამკაცრა. ცხადია, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს უშვებენ, მაგრამ შემოწმების შემდეგ. ამას წინათ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლუგანსკის, დონეცკისა და ხარკოვის ოლქებში უკრაინა-რუსეთის საზღვრიდან 1500-მდე შეიარაღებული ადამიანი გააბრუნეს უკან, რადგან ამ ტერიტორიებზე ანტიუკრაინული გამოსვლების პროვოცირებას სწორედ რუსეთიდან შემოგზავნილი მოქალაქეები ახდენენ. ამავე დროს, ყირიმის თვითგამოცხადებული ხელისუფლების ბრძანებით, ნებისმიერ მგზავრს, თუნდაც დეპუტატს ან დიპლომატს, სიმფეროპოლის სადგურზე საგულდაგულოდ ჩხრეკენ.

- მოსახლეობაში რა განწყობაა? თუ იგრძნობა უკრაინულ და რუსულენოვანი მოქალაქეების დაპირისპირების საფრთხე?

- რუსებსა და უკრაინელებს შორის დაპირისპირების საფრთხე არასდროს არსებობდა. ყველაფერი გარედანაა ინსპირირებული. ამ ურთულეს პერიოდში თვით დასავლეთ უკრაინაც კი, რომელსაც ბანდერელობასა და ნაციონალიზმს აბრალებენ, რუსულად ალაპარაკდა: ჩვენო დებო და ძმებო, არავის ვმტრობთ, არავისთან ვომობთ, ჩვენთან ჩამოდითო. მოწოდება ბევრმა გულით აღიქვა და დაძაბულ ვითარებას გარიდებული ხალხი ყირიმიდან ლვოვში ჩადის. სწორედ იმ დასავლეთ უკრაინას აფარებს თავს, რომლითაც რუსეთი და კრემლი მთელ მსოფლიოს აშინებს. არადა, სინამდვილეში სტეფან ბანდერა ეროვნული დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი კაცი იყო და დასავლეთ უკრაინის ეროვნულ გმირად იქცა. თუმცა აღმოსავლეთ უკრაინა მას არ ცნობს.

- ახლახან კიევიდან ჩემი ახლობელი უკრაინელების დიდი ჯგუფი ჩამოვიდა, ომის საშიშროების გამო ძალიან შეშინებულები არიან. მოსალოდნელია, რომ მათ ბევრმა მიჰბაძოს და თავშესაფრად ჩვენს ქვეყანას ჩამოაკითხოს, ანუ ამან მასობრივი სახე მიიღოს. ასეთი სახიფათოა კიევში ცხოვრება?

- სამწუხაროდ, ყირიმში მოვლენები თუ ისე განვითარდა, როგორც ვვარაუდობთ, არც საქართველო იქნება დაცული. სხვათა შორის, აქ ახალი ანეკდოტი გავრცელდა: ჰიტლერი ეუბნება გერინგს: კაცო, საოცარი რამ დამესიზმრა - უკრაინას რუსეთი უნდა დაესხას თავს და ჩვენ უნდა დავიცვათო (იცინის). ახლა კი ვიცინი, მაგრამ სინამდვილეში სულაც არაა ეს ამბავი სასაცილო - კიევის ოლქს ჩერნიგოვის ოლქი ესაზღვრება, ანუ კიევიდან 200 კილომეტრში, უკრაინა-რუსეთის საზღვარზე რუსების მთელი სატანკო დივიზია დგას. რუსეთის ქმედებები კი საკმაოდ არაპროგნოზირებადია, პუტინი იმპულსურად მოქმედებს, ამიტომ კიევისა და უკრაინის მოსახლეობის შიში სავსებით რეალურია. ამას წინათ რუსეთის პრეზიდენტის ყოფილი ეკონომიკური მრჩევლის, ანდრეი ილარიონოვის პროგნოზი მოვისმინეთ: რუსეთი უეჭველად დაარტყამს უკრაინასო. შეიძლება მისთვის არც დაგვეჯერებინა, მაგრამ უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში ილარიონოვის ყველა გაფრთხილება და პროგნოზი ახდა, რაც გვაფიქრებინებს, რომ მას ძალზე სარწმუნო საინფორმაციო წყარო აქვს. გამორიცხული არაა, ყირიმთან ერთად რუსეთმა უკრაინა-რუსეთის საზღვრის თანამდევი ე.წ რუსულენოვანი წითელი ხაზის ანექსიაც მოახდინოს. ხომ ამბობენ, 2008 წლის აგვისტოში რუსეთის პროვოკაციებს წამოგებული იმჟამინდელი მთავარსარდლის, მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით, საქართველომ პირველმა დაარტყა რუსეთსო (თითქოს რუსი ისე არ დაარტყამდა საქართველოს). უკრაინა ითვალისწინებს საქართველოს ამ გამოცდილებას - უკრაინის ჯარი მაქსიმალური თავშეკავებით ხვდება რუსეთის პროვოკაციას. თუმცა, რუსეთი მაინც თავისას განაგრძობს, რადგან ყირიმის დაბრუნება წინასწარ დაგეგმა. მას, ალბათ, დნესტრისპირეთი მოჰყვება. აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ხომ ისედაც უკვე მათია და თუ დასავლეთმა, როგორც იტყვიან, ეს ყველაფერი "ჭამა", გამორიცხული არაა, ახალი კავშირის მოწმენი გავხდეთ და შესაბამისად, ჩვენთვის კარგად ნაცნობ ჯოჯოხეთში აღმოვჩნდეთ.

- უკრაინაში ექსპერტებად საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ასევე, პარლამენტარი გია ბარამიძე და "ნაციონალური მოძრაობის" სხვა წარმომადგენლებიც მოგვევლინენ. ასე ენდობა და ითვალისწინებს მათ რჩევებს უკრაინის ახალი ხელისუფლება?

- ვერ გეტყვით, რა როლს ასრულებენ ისინი აქ, რადგან პირადად არც ერთს შევხვედრივარ. ისე კი, ამ საკითხზე უკრაინაში ურთიერთსაწინააღმდეგო შეხედულებები აქვთ - ზოგი ფიქრობს, რომ სააკაშვილის რუსეთთან ბრძოლის გამოცდილება გამოსაყენებელია, ბევრი კი მიიჩნევს, რომ ეს სააკაშვილისა და მისი მეგობრების საქმე არ არის.

- წინასწარ მაინც მინდა გკითხოთ: რას ელით იაცენიუკ-ობამას შეხვედრისგან?

- რა თქმა უნდა, საერთაშორისო სანქციებს დიდი მნიშვნელობა აქვს, ოღონდ საკითხავია, რა მასშტაბის იქნება ეს სანქციები. აშკარაა, ევროკავშირის უმთავრესი, წამყვანი ქვეყნები - გერმანია და საფრანგეთი მძიმე ეკონომიკურ ბლოკადაში მოსაქცევად მზად არ არიან. დაახლოებით, რუსეთის 5 ათასამდე მათი კომპანია რუსეთის ფედერაციაში საქმიანობს და საკუთარი პროდუქციის 1/3-ს იქვე ასაღებს. მეორეც, ისინი ბუნებრივ აირს მხოლოდ რუსეთიდან იღებენ. ასევე, რუსეთმა საფრანგეთს რამდენიმე მილიარდად ღირებული რამდენიმე ავიამზიდი "მისტრალი" შეუკვეთა და ცხადია, პარიზში ამ შეკვეთის დაკარგვა არ სურთ. ასე რომ, აქაც მერკანტილიზმი იმარჯვებს. ამ თვალსაზრისით, ამერიკის შეერთებული შტატები გაცილებით დამოუკიდებელია. ცნობილია, რომ რუსი ოლიგარქების (ალბათ მათ შორის - პუტინისაც), დაახლოებით 500 მილიარდი დოლარი ამერიკის შეერთებული შტატების ბანკებშია დაბანდებული. საკუთარი კონსტიტუციის შესაბამისად, სასამართლოს გვერდის ავლით, ამერიკას შეუძლია დაბლოკოს, გაყინოს პუტინის ანგარიშები. მეორეც, მას შეუძლია, ამ უკანასკნელს გაუმკაცროს, კონკრეტულ შემთხვევებში კი საერთოდ მოუხსნას სავიზო რეჟიმი. არადა, "გოსდუმის" მთელ აპარატს თავისი სასახლეები ამერიკასა და ევროპაში აქვს. ამერიკამ შეიძლება მართლაც გამოიყენოს ეს სანქციები, რადგან რასაც დღეს რუსეთი აკეთებს, მესამე მსოფლიო ომს უხსნის გზას და მსოფლიო წესრიგს არღვევს. როგორც ცნობილია, 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმით უკრაინამ თავისი ატომური იარაღი (უკრაინა ამერიკისა და რუსეთის შემდეგ მსოფლიოში ბირთვული იარაღის მქონე მესამე სახელმწიფო იყო) უსაფრთხოების დაცვის გარანტიის ფასად დათმო, გარანტი კი რუსეთი, აშშ და ინგლისი იყვნენ. სამწუხაროდ, მემორანდუმს იურიდიული ძალა არ აქვს და მხოლოდ, ასე ვთქვათ, ჯენტლმენური შეთანხმებაა, მაგრამ... ამ შეთანხმების დარღვევის შემდეგ ატომური პოტენციალის მქონე სხვა ქვეყნები (მაგალითად, ირანი და ჩრდილოეთ კორეა), რომელთაც ბირთვული იარაღის გამოშვებას აშშ და მსოფლიოს თანამეგობრობა უკრძალავენ ისეთივე გარანტიით, თითქოს ჩვენ დაგიცავთო, ხედავენ, რომ სინამდვილეში არანაირი მსოფლიო გარანტია არ არსებობს. ეს კი ნიშნავს, რომ ატომური იარაღის დამზადება უკონტროლოდ დაიწყება და მსოფლიოც კატასტროფის წინაშე დადგება. სხვათა შორის, ნუ დავივიწყებთ, რომ უკრაინას კვლავაც აქვს ატომური ბომბის შექმნის საშუალება. ამიტომ ვფიქრობ, ამერიკა მოვლენების ასეთ განვითარებას არ დაუშვებს. ჩემი აზრით, აშშ-ს კიდევ ერთი ძალიან მაგარი ბერკეტი აქვს: მართალია, დიდი ძალისხმევით, მაგრამ მას შეუძლია, მსოფლიო ბაზარზე ნავთობისა და საერთოდ, ენერგორესურსების ფასი საკმაოდ დასწიოს, რაც დიდ დარტყმას მიაყენებს რუსეთის ეკონომიკას. ასე რომ, ამერიკაზე ბევრი რამაა დამოკიდებული... რუსეთი კი თავისი მიმდინარე ნაბიჯებით ჯერ დასავლეთს აკვირდება, სადამდე გაუშვებს და...

- ანუ ტესტივით აგდებს ამ "ნაბიჯებს"?

- ზუსტად! ფაქტობრივად, მსოფლიოს ხელახალი გადანაწილება მიმდინარეობს და ამ პროცესში უკრაინა მხოლოდ საბაბია, ხოლო ყირიმი ცენტრია, საიდანაც რუსეთს საკუთარი ამბიციის ათვლა შეუძლია. თუ ეს გაუვა, მერე აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინაზე ზეწოლასაც დაიწყებს და გამორიცხული არაა, მთელი უკრაინის ანექსიაზეც იფიქროს.

- თუ ამერიკამ თვალი დახუჭა და 16 მარტს ჩატარდა რეფერენდუმი, რომლის შედეგიც უკვე ცხადზე უცხადესია, უკრაინა შეეგუება ამ ამბავს? ან ომის დაწყების შემთხვევაში რა შანსი აქვს?

- უკრაინამ უკვე სამხედრო წვრთნები დაიწყო. ცხადია, დასავლეთ საზღვარზე მას არაფერი ემუქრება, ამიტომ იქ დისლოცირებული ჯარების ნაწილი აღმოსავლეთში გადაისროლა. მაგრამ თუ რუსეთი მთელი ძალით მოაწვა, უკრაინა მას ვერ გაუმკლავდება. თუმცა... ეს ომი სავარაუდოდ, გადაიზრდება დიდ და სასტიკ პარტიზანულ ომში, რისი უზარმაზარი გამოცდილე­ბაც უკრაინელებს ნამდვილად აქვთ. ამას დაუმატეთ შემართება და პატრიოტიზმი, რომელიც უკვე პიკს აღწევს. დიდი სამამულო ომის დროსაც სწორედ უკრაინულმა პარტიზანულმა მოძრაობამ არ ითამაშა უდიდესი როლი?! ამჯერად ბარიკადებზე იმ თავდადებული უკრაინელების შვილიშვილები იდგნენ და ისინი გადამთიელს არავის არაფერს შეარჩენენ. გარდა ამისა, რუსეთში რამდენიმე მილიონი უკრაინელი ცხოვრობს და დიდმა ნაწილმა უკვე იგრძნო სისხლის ყივილი. არ უნდა დაგვავიწყდეს ყირიმელი თათრებიც, რომლებიც ამ რეფერენდუმს არ ცნობენ... მოკლედ, თუ საქმე შეიარაღებულ დაპირისპირებამდე მივიდა, ბევრი სისხლი დაიღვრება და ეს საშინელება იქნება. არც იმას გამოვრიცხავ, თუ სხვა გზა აღარ დარჩება, შეიარაღებულ დაპირისპირებაში რაღაცნაირად ნატოც ჩაერიოს... ამ ამბების რუსეთის სასარგებლოდ დასრულება, ვფიქრობ, საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, ნატოსკენ თუ ევროკავშირისკენ ჩვენს წინსვლას ჩაშლის.

სამწუხაროდ, საიმედოს ვერაფერს გეუბნებით, თუმცა... პატარა იმედს მაინც ვიტოვებ - პუტინმა ჯერჯერობით მაინც არ აღიარა, რომ ყირიმში მდგომი ჯარი მისია, რითიც თითქოს უკან დახევის შანსს იტოვებს, თუ არა და... შეიარაღებული კონფლიქტი გარდაუვალია.

ირმა ხარშილაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა