პოლიტიკა
სამხედრო

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამდენად საშიშია პოპულარული სამარხვო პროდუქტი თქვენი ჯანმრთელობისთვის
რამდენად საშიშია პოპულარული სამარხვო პროდუქტი თქვენი ჯანმრთელობისთვის

მარ­ხვის პე­რი­ოდ­ში ერ­თი­ო­რად იზ­რდე­ბა მო­თხოვ­ნა სო­ი­ა­ზე. ქვე­ყა­ნა­ში იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი ეს პრო­დუქ­ტი ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, გენ­მო­დი­ფი­ცი­რე­ბულ ორ­გა­ნიზ­მებს შე­ი­ცავს. არის თუ არა ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ში­ში - ამის შე­სა­ხებ მეც­ნი­ე­რე­ბი ვერ შე­თან­ხმდნენ, თუმ­ცა ბევ­რს მი­აჩ­ნია, რომ მათი მი­ღე­ბა სა­სურ­ვე­ლი არ არის.

სტრა­ტე­გი­უ­ლი კვლე­ვე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრში აცხა­დე­ბენ, რომ მათ სა­ბი­თუ­მო მა­ღა­ზი­ა­ში შე­ი­ძი­ნეს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის წარ­მო­ე­ბუ­ლი სო­ი­ის ტექ­სტუ­რა­ტის, სო­ი­ის იზო­ლა­ტის და სო­ი­ის კონ­ცენ­ტრან­ტის სრუ­ლი შე­ფუთ­ვა. მათ იყე­ნე­ბენ სხვა­დას­ხვა სა­სურ­სა­თო პრო­დუქ­ტის წარ­მო­ე­ბა­ში - ნა­ხე­ვარ­ფაბ­რი­კა­ტებ­ში, "კეტ­ჩუ­პებ­ში", მშრალ წვნი­ა­ნებ­სა და მა­ი­ო­ნე­ზებ­ში. ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ სო­ი­ის ცი­ლო­ვან პრო­დუქ­ტებ­ში გენ­მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ორ­გა­ნიზ­მე­ბი აღ­მოჩ­ნდა.

სა­კი­თხში უკეთ გა­სარ­კვე­ვად, სტრა­ტე­გი­უ­ლი კვლე­ვე­ბის ცენ­ტრის მომ­ხმა­რე­ბელ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის პროგ­რა­მის ხელ­მძღვა­ნელს, ლიკა თო­დუ­ას შევ­ხვდით.

- ქ-ნო ლიკა, რა­ტომ მი­ი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, შე­გე­მოწ­მე­ბი­ნათ სოია და მის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი მა­სა­ლა - სო­ი­ის ფქვი­ლი და მისი ცი­ლო­ვა­ნი პრო­დუქ­ტე­ბი?

- 2010 წლის ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით ცნო­ბი­ლია, რომ მსოფ­ლი­ო­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი სო­ი­ის 3/4 გენ­მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია. შე­სა­ბა­მი­სად მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, რომ იმ­პორ­ტუ­ლი სოია სწო­რედ ასე­თი ყო­ფი­ლი­ყო. ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტეთ შეგ­ვე­მოწ­მე­ბი­ნა, იყო თუ არა მათ­ში გენ­მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ორ­გა­ნიზ­მე­ბი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სო­ი­ის ცი­ლო­ვან პრო­დუქ­ტებს ფარ­თოდ იყე­ნე­ბენ სხვა­დას­ხვა პრო­დუქ­ტის წარ­მო­ე­ბა­ში, ნა­ხე­ვარ­ფაბ­რი­კა­ტებ­ში, სა­მარ­ხვო კერ­ძებ­ში. შე­მოწ­მე­ბის შე­დე­გად მათ­ში გენ­მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ორ­გა­ნიზ­მე­ბი აღ­მოჩ­ნდა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს იყო ხა­რის­ხობ­რი­ვი შე­მოწ­მე­ბა. სა­ინ­ტე­რე­სოა, რა რა­ო­დე­ნო­ბით შე­ი­ცავს აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­დუქ­ტი გენ­მო­დი­ფი­ცი­რე­ბულ ორ­გა­ნიზ­მებს. სინ­ჯე­ბი გა­იგ­ზავ­ნა გერ­მა­ნი­ა­ში და პა­სუ­ხე­ბი უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

- ეტი­კეტ­ზე თუ იყო მი­თი­თე­ბუ­ლი, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­დუქ­ტი გენ­მო­დი­ფი­ცი­რე­ბულ ორ­გა­ნიზ­მებს შე­ი­ცავ­და?

- არა. ერთ-ერთ პრო­დუქტზე კი პი­რი­ქით, მი­თი­თე­ბუ­ლი იყო, რომ არ შე­ი­ცავ­და გენ­მო­დი­ფი­ცი­რე­ბულ ორ­გა­ნიზ­მებს. ჩვე­ნი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, თუ პრო­დუქ­ტი 09%-ზე მე­ტა­დაა გენ­მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს ეტი­კეტ­ზე მი­თი­თე­ბუ­ლი. ჯერ­ჯე­რო­ბით არ გვაქვს ინ­ფორ­მა­ცია 09%-ზე მა­ღა­ლია თუ არა. კვლე­ვის პა­სუ­ხი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მალე გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

- იმ შემ­თხვე­ვა­ში, რო­დე­საც ეტი­კეტ­ზე მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ არ შე­ი­ცავს გმო-ს, მაგ­რამ ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვე­ბი სა­წი­ნა­აღ­მდე­გოს უჩ­ვე­ნებს, კა­ნონ­მდებ­ლო­ბით რა სან­ქცი­ე­ბი ტარ­დე­ბა?

- თუ მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი აღ­ნიშ­ნულ პრო­ცენტზე მა­ღა­ლია და მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ არ შე­ი­ცავს გმო-ს, ეს ნიშ­ნავს, რომ მომ­ხმა­რე­ბელს ატყუ­ე­ბენ და სურ­სა­თის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ ამა­ზე რე­ა­გი­რე­ბა უნდა მო­ახ­დი­ნოს. ეტი­კეტ­ზე არას­წო­რი წარ­წე­რა ნიშ­ნავს ფალ­სი­ფი­კა­ცი­ას.

სტრა­ტე­გი­უ­ლი კვლე­ვე­ბის ცენ­ტრი მე­წარ­მე­ებს მო­უ­წო­დებს და შე­ახ­სე­ნებს, რომ ისი­ნი ვალ­დე­ბუ­ლი არი­ან, პრო­დუქ­ტის ეტი­კეტ­ზე სო­ი­ის არ­სე­ბო­ბა მი­უ­თი­თონ და თუ ეს ინ­გრე­დი­ენ­ტი გენ­მო­დი­ფი­ცი­რე­ბულ პრო­დუქ­ტებს შე­ი­ცავს, ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­თი­თე­ბაც სა­ვალ­დე­ბუ­ლოა.

რო­დე­საც მომ­ხმა­რე­ბელს პრო­დუქ­ტის შე­სა­ხებ სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ექ­ნე­ბა, თა­ვად მი­ი­ღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას - შე­ი­ძი­ნოს თუ არა ეს პრო­დუქ­ტი.

ლა­მუ­ნა ირე­მაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

რამდენად საშიშია პოპულარული სამარხვო პროდუქტი თქვენი ჯანმრთელობისთვის

რამდენად საშიშია პოპულარული სამარხვო პროდუქტი თქვენი ჯანმრთელობისთვის

მარხვის პერიოდში ერთიორად იზრდება მოთხოვნა სოიაზე. ქვეყანაში იმპორტირებული ეს პროდუქტი ხშირ შემთხვევაში, გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს შეიცავს. არის თუ არა ჯანმრთელობისთვის საშიში - ამის შესახებ მეცნიერები ვერ შეთანხმდნენ, თუმცა ბევრს მიაჩნია, რომ მათი მიღება სასურველი არ არის.

სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრში აცხადებენ, რომ მათ საბითუმო მაღაზიაში შეიძინეს სხვადასხვა ქვეყნის წარმოებული სოიის ტექსტურატის, სოიის იზოლატის და სოიის კონცენტრანტის სრული შე­ფუთვა. მათ იყენებენ სხვადასხვა სასურსათო პროდუქტის წარმოებაში - ნახევარფაბრიკატებში, "კეტჩუპებში", მშრალ წვნიანებსა და მაიონეზებში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ სოიის ცილოვან პროდუქტებში გენმოდიფიცირებული ორგანიზმები აღმოჩნდა.

საკითხში უკეთ გასარკვევად, სტრატეგიული კვლევების ცენტრის მომხმარებელთა უფლებების დაცვის პროგრამის ხელმძღვანელს, ლიკა თოდუას შევხვდით.

- ქ-ნო ლიკა, რატომ მიიღეთ გადაწყვეტილება, შეგემოწმებინათ სოია და მისგან დამზადებული მასალა - სოიის ფქვილი და მისი ცილოვანი პროდუქტები?

- 2010 წლის ოფიციალური მონაცემებით ცნობილია, რომ მსოფლიოში წარმოებული სოიის 3/4 გენმოდიფიცირებულია. შესაბამისად მოსალოდნელი იყო, რომ იმპორტული სოია სწორედ ასეთი ყოფილიყო. ამიტომ გადავწყვიტეთ შეგვემოწმებინა, იყო თუ არა მათში გენმოდიფიცირებული ორგანიზმები. მოგეხსენებათ, სოიის ცილოვან პროდუქტებს ფართოდ იყენებენ სხვადასხვა პროდუქტის წარმოებაში, ნახევარფაბრიკატებში, სამარხვო კერძებში. შემოწმების შედეგად მათში გენმოდიფიცირებული ორგანიზმები აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ ეს იყო ხარისხობრივი შემოწმება. საინტერესოა, რა რაოდენობით შეიცავს აღნიშნული პროდუქტი გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს. სინჯები გაიგზავნა გერმანიაში და პასუხები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

- ეტიკეტზე თუ იყო მითითებული, რომ აღნიშნული პროდუქტი გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს შეიცავდა?

- არა. ერთ-ერთ პროდუქტზე კი პირიქით, მითითებული იყო, რომ არ შეიცავდა გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს. ჩვენი კანონმდებლობით, თუ პროდუქტი 09%-ზე მეტადაა გენმოდიფიცირებული, აუცილებლად უნდა იყოს ეტიკეტზე მითითებული. ჯერჯერობით არ გვაქვს ინფორმაცია 09%-ზე მაღალია თუ არა. კვლევის პასუხი საზოგადოებისთვის მალე გახდება ცნობილი.

- იმ შემთხვევაში, როდესაც ეტიკეტზე მითითებულია, რომ არ შეიცავს გმო-ს, მაგრამ ლაბორატორიული კვლევები საწინააღმდეგოს უჩვენებს, კანონმდებლობით რა სანქციები ტარდება?

- თუ მაჩვენებელი აღნიშნულ პროცენტზე მაღალია და მითითებულია, რომ არ შეიცავს გმო-ს, ეს ნიშნავს, რომ მომხმარებელს ატყუებენ და სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ამაზე რეაგირება უნდა მოახდინოს. ეტიკეტზე არასწორი წარწერა ნიშნავს ფალსიფიკაციას.

სტრატეგიული კვლევების ცენტრი მეწარმეებს მოუწოდებს და შეახსენებს, რომ ისინი ვალდებული არიან, პროდუქტის ეტიკეტზე სოიის არსებობა მიუთითონ და თუ ეს ინგრედიენტი გენმოდიფიცირებულ პროდუქტებს შეიცავს, ამ ინფორმაციის მითითებაც სავალდებულოა.

როდესაც მომხმარებელს პროდუქტის შესახებ სრული ინფორმაცია ექნება, თავად მიიღებს გადაწყვეტილებას - შეიძინოს თუ არა ეს პროდუქტი.

ლამუნა ირემაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია