საბერძნეთი - ერთ-ერთ ყველაზე უჩვეულო სამხედრო უნიფორმას, სწორედ ამ ქვეყნის საპატიო ყარაულის ჯარისკაცებს აცმევენ. ბერძნული არმიის ელიტური ქვეითთა ქვედანაყოფი - ევზონები XIX საუკუნის დასაწყისში ჩამოყალიბდა.
ევზონები ათენში, პრეზიდენტის სასახლესთან, პარლამენტის შენობასთან და უცნობი ჯარისკაცის საფლავთან დგანან. რა თქმა უნდა, გარდაცვლილების დაცინვა ულამაზო ჟესტად ითვლება. თუმცა ევზონების უჩვეულო უნიფორმა და არანაკლებ უჩეულო მოძრაობა, ხშირად ტურისტების ღიმილს იწვევს.
ინდოეთი - თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში, ინდოელი მესაზღვრეები ტრადიციებს არ ღალატობენ და რესპუბლიკის დღისადმი მიძღვნილ აღლუმში ყოველთვის აქლემებზე ამხედრებულნი და ტრადიციულ - ხასხასა ფერებში გამოწყობილ უნიფორმაში მონაწილეობენ.
საფრანგეთის არმიის ერთ-ერთი ქვედანაყოფის - საზღვაო ქვეითების სააღლუმო ფორმა, სახალისო დეტალების სიმრავლით ნამდვილად არ გამოირჩევა. თუმცა უცნაური ფორმის თეთრი ქუდები მზარეულების თავსაბურავს ძალიან წააგავს.
ტაილანდი - ამ ქვეყანაში კვირის ყოველ დღეს თავისი პლანეტა, ღვთაება, ცხოველი და ფერი შეესაბამება. ამიტომაც აღლუმებზე და სხვა საზეიმო ჩვენებებზე, რომელშიც ქვეყნის არმია იღებს მონაწილეობას, საპატიო ყარაულის ჯარისკაცები ერთნაირ, მაგრამ სხვადასხვა ფერის სამხედრო ფორმაში არიან გამოწყობილნი.
ვატიკანი - ამ ქვეყანას საკუთარი არმია არ ჰყავს. რომის პაპს და მის უსაფრთხოებას შვეიცარიელი გვარდიელები იცავენ. 1506 წელს ჩამოყალიბებული სამხედრო შენაერთი, ამჟამად 100 გვარდიელს ითვლის, რომლებიც ვატიკანში მსახურობისთვის, შვეიცარიის შეიარაღებულ ძალებში მომზადების სპეციალურ კურს გადიან. მათი საცერემონიო უნიფორმის ავტორი, რომელიც 400 წლის განმავლობაში არ შეცვლილა, მიქელანჯელოა.
ნუკრი მგელაძე