სპეციალისტთა გათვლებით, საქართველოში ინტერნეტის ფასი დაახლოებით ასჯერ უფრო მაღალია, ვიდრე, მაგალითად, იაპონიაში, რომელიც მსოფლიო ლიდერია ინტერნეტის სიიაფითა და სიჩქარით.
იაპონიაში ერთი მეგაბაიტი/წამში ინტერნეტის ფასი 27 ცენტია, სამხრეთ კორეაში - 45 ცენტი, ხოლო შვედეთში 63 ცენტი. ეს მაშინ, როცა საქართველოში ერთი მეგაბაიტი DSL ინტერნეტის ფასი 16 ლარიდან იწყება და მომხმარებელი თითქმის ვერასოდეს იღებს სიჩქარეს, რომელიც პროვაიდერთან გაფორმებულ ხელშეკრულებაშია მითითებული. იგივე შეიძლება ითქვას უფრო მეტ მეგაბაიტიან ინტერნეტ პაკეტებზეც.
Ambebi.ge გთავაზობთ მონაწილეობა მიიღოთ გამოკითხვაში და დააფიქსიროთ თქვენი მოსაზრება ამ თემასთან დაკავშირებით გამოკითხვისთვის შექმნილ ამ ბმულზე