საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზურა ხაჩიძე ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკაზე - "ახალ ხელისუფლებას მეტი პიარი სჭირდება"
ზურა ხაჩიძე ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკაზე - "ახალ ხელისუფლებას მეტი პიარი სჭირდება"

მომ­ღე­რა­ლი ზურა ხა­ჩი­ძე პო­ლი­ტი­კა­ში საკ­მა­ოდ ჩა­ხე­დუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. ის უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­საც თვალ­ყურს ადევ­ნებს და მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მეშ­ვე­ო­ბით ამ­ხნე­ვებს.

- უკ­რა­ი­ნელ ხალ­ხს მხარს ვუ­ჭერ და მათ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას იმის თა­ო­ბა­ზე, რომ ევ­რო­პას­თან ინ­ტეგ­რი­რე­ბა სურთ, ვი­ზი­ა­რებ. თუმ­ცა, გული მწყდე­ბა, რომ ამ სურ­ვი­ლი­სა და უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის გამო, არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მეშ­ვე­ო­ბით სულ ვაქ­ვეყ­ნებ­დი სტა­ტუ­სებს, სა­დაც ყვე­ლას მო­ვუ­წო­დებ­დი, რომ ერ­თმა­ნეთს გაჰფრ­თხი­ლე­ბოდ­ნენ და პრო­ვო­კა­ცი­ას არ წა­მო­გე­ბოდ­ნენ. ახლა გა­ირ­კვა, რომ იქ და­ღუ­პუ­ლე­ბი ზურ­გი­დან ნას­როლ ტყვი­ებს ემსხვერ­პლნენ. ჩვენ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის მი­მართ საკ­მა­ოდ თბი­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გვაქვს და მათ ლე­გი­ტი­მურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს ყო­ველ­თვის მხარს და­ვუ­ჭერთ. მათ აქვთ უფ­ლე­ბა, რომ პრე­ზი­დენ­ტის გა­დად­გო­მა და ხე­ლა­ხა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი მო­ი­თხო­ვონ. გარ­და ამი­სა, მი­მაჩ­ნია, რომ ყი­რი­მი უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­აა და იქ რუ­სეთს არა­ფე­რი ესაქ­მე­ბა. თუ მსოფ­ლიო თა­ნა­მე­გობ­რო­ბა, ევ­რო­საბ­ჭო, უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხი და რაც მთა­ვა­რია, ყი­რი­მის მო­სახ­ლე­ო­ბა იტყვის, - "ჩვენ ერ­თი­ა­ნი უკ­რა­ი­ნა ვართ"; თუ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა რუ­სეთს ამ სა­კითხს არ და­უთ­მო­ბენ, მა­შინ ეს სა­კი­თხი უკ­რა­ი­ნის სა­სარ­გებ­ლოდ გა­და­წყდე­ბა. თუ ყვე­ლა ამ მოვ­ლე­ნებ­ზე თვალს და­ხუ­ჭავს და რუ­სეთს გარ­კვე­ულ გა­მარ­თლე­ბას მო­უ­ძებ­ნის, მა­შინ უკ­რა­ი­ნა ყი­რიმს ისე­ვე და­კარ­გავს, რო­გორც ჩვენ ცხინ­ვა­ლი და აფხა­ზე­თი დავ­კარ­გეთ.

- ამე­რი­კა რუ­სეთს ეკო­ნო­მი­კუ­რი ბერ­კე­ტე­ბით ემუქ­რე­ბა. რო­გორ ფიქ­რობ, ეს რუ­სეთს შე­ა­ში­ნებს?

- რუ­სე­თის პო­ლი­ტი­კის შე­ფა­სე­ბა ჩემს კომ­პე­ტენ­ცი­ა­ში არ შე­დის. მუ­სი­კო­სი ვარ და ამ სი­ტუ­ა­ცი­ას მხო­ლოდ გა­რე­დან ვა­ფა­სებ. შე­სა­ბა­მი­სად, ნამ­დვი­ლად ვერ ვი­ტყვი, გა­მარ­ჯვე­ბა რო­მელ მხა­რეს იქ­ნე­ბა. ვიცი მხო­ლოდ ის, რომ რუ­სეთს ევ­რო­საბ­ჭო­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბა­ში პო­ზი­ცი­ე­ბი საკ­მა­ოდ გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი აქვს. ფაქ­ტია, რომ მათ თა­ვი­სი გა­აქვთ. რუ­სე­თი ამე­რი­კას შე­ღა­ვათს გა­უ­წევს თუ არა, ამა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა გა­მი­ჭირ­დე­ბა.

- მი­უ­ხე­და­ვად ამ მოვ­ლე­ნე­ბი­სა, შენი აზ­რით, უკ­რა­ი­ნა ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას ხელს მო­ა­წერს?

- ვფიქ­რობ, რომ უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის 70-მა პრო­ცენ­ტმა ევ­რო­პას­თან ინ­ტეგ­რი­რე­ბას ხმა მის­ცა. ჩემი აზ­რით, უკ­რა­ი­ნა­ში გან­ვი­თა­რე­ბულ­მა მოვ­ლე­ნებ­მა მსოფ­ლიო პო­ლი­ტი­კა­ში ბევ­რი რამ შეც­ვა­ლა. უკ­რა­ი­ნას­თან მი­მარ­თე­ბა­ში ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და­სავ­ლუ­რი ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სამ­ყა­როს ერ­თი­ა­ნი პო­ზი­ცია. ისე, რო­გორც არას­დროს, მსოფ­ლიო თა­ნა­მე­გობ­რო­ბას ახლა სჭირ­დე­ბა გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, რათა ყი­რი­მის რუ­სეთ­თან მი­ერ­თე­ბა, უკ­რა­ი­ნა­ში არას­წო­რი პო­ლი­ტი­კის გა­ტა­რე­ბა არ მოხ­დეს და არე­უ­ლო­ბა არ და­ი­წყოს. თუ თა­ნა­მე­გობ­რო­ბა და უკ­რა­ი­ნის ერ­თი­ა­ნო­ბა მო­წო­დე­ბის სი­მაღ­ლე­ზე დად­გე­ბა, უკ­რა­ი­ნა ევ­რო­კავ­შირ­ში აუ­ცი­ლებ­ლად შევა. მგო­ნი, სექ­ტემ­ბერ­ში ჩვენც გა­დავ­დი­ვართ ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ზე, ამი­ტომ ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ, სა­ქარ­თვე­ლო­ში მოვ­ლე­ნე­ბი რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა.

- ში­შობ, რომ რუ­სულ აგ­რე­სი­ას სა­ქარ­თვე­ლოც ვერ გა­ექ­ცე­ვა?

- გარ­კვე­უ­ლი პრო­ვო­კა­ცი­ე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა. ნამ­დვი­ლად არ მჯე­რა, რომ ევ­რო­პას­თან ინ­ტეგ­რი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას ასე იო­ლად მო­ვა­წერთ ხელს. ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას, ევ­რო­კავ­ში­რი­სა და ნა­ტოს წევ­რო­ბა სურს. თუმ­ცა, ეს ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის კარ­გია თუ არა, ამას ნამ­დვი­ლად ვერ ვი­ტყვი.

- ჩვენს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და მის მიერ გა­ტა­რე­ბულ პო­ლი­ტი­კა­ზე რა აზ­რის ხარ?

- აქ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად ვი­თარ­დე­ბა. უბ­რა­ლოდ, ამ ყვე­ლა­ფერს პი­ა­რი არ უკეთ­დე­ბა და სწო­რედ ეს არის პრობ­ლე­მა. ქარ­თვე­ლე­ბი, წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან ამ­დე­ნი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პი­არს იყ­ვნენ მიჩ­ვე­უ­ლე­ბი, ამი­ტომ რთუ­ლია მათ და­ა­ნახ­ვო, კუ­ლი­სებ­ში რა ხდე­ბა. ქვე­ყა­ნა­ში ბევ­რი რამ უკე­თე­სო­ბის­კენ იც­ვლე­ბა, მაგ­რამ ეს არ შუქ­დე­ბა.

- მა­გა­ლი­თად, რა შე­იც­ვა­ლა და­დე­ბი­თად?

- ბევ­რი რამ. მა­გა­ლი­თად, პო­ლი­ცი­ის სტრუქ­ტუ­რა­ში სა­ჯა­რი­მო რე­ფორ­მა გა­ტარ­და. გარ­და ამი­სა, დღე­ვან­დე­ლი პო­ლი­ცია დე­პო­ლი­ტი­ზე­ბუ­ლია. სა­სა­მარ­თლო თა­ვი­სუ­ფა­ლია და მერ­წმუ­ნეთ, ეს უკვე კარ­გია დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქვეყ­ნის ასა­შე­ნებ­ლად. ქა­ლა­ქის ბი­უ­ჯე­ტიც და­ამ­ტკი­ცეს. ასე­ვე, ბევ­რი პრი­ო­რი­ტე­ტია ჩ ჰე­პა­ტიტ­თან და უსახ­ლკა­რო ბავ­შვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ამ ყვე­ლაფ­რის ჩა­მოთ­ვლა შორს წაგ­ვიყ­ვანს. დღე­ვან­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მხარს ვუ­ჭერ და მათ პო­ლი­ტი­კას თვალ­ყურს ვა­დევ­ნებ, თუმ­ცა რო­გორც კი რა­ღაც შეც­დო­მას და­უშ­ვე­ბენ და ამა­ზე ხმას არ ამო­ვი­ღებთ, ეს ერთი შეც­დო­მა "ბევრ შეც­დო­მად" გა­და­იქ­ცე­ვა და პრობ­ლე­მაც უფრო გა­იზ­რდე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დღე­ვან­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას პო­ლი­ტი­კა კარ­გად და ზო­მი­ე­რად მიჰ­ყავს. უბ­რა­ლოდ, უფრო მეტი დი­ნა­მი­კა და მათ მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბამ­დე მი­ტა­ნაა სა­ჭი­რო. თუ ადა­მი­ა­ნი დღე­ვან­დელ პო­ლი­ტი­კა­ში ბო­ლომ­დე ჩა­ხე­დუ­ლი არ ხარ, ბევრ სა­კი­თხზე ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ფლობ. გა­რე­დან ისე ჩანს, რომ არა­ფე­რი იც­ვლე­ბა, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი, ქვეყ­ნის­თვის ბევ­რი კარ­გი რამ კეთ­დე­ბა.

- ანუ, მი­გაჩ­ნია, რომ პი­ა­რი მა­ინც სა­ჭი­როა...

- რა­საკ­ვირ­ვე­ლია. პი­ა­რი სჭირ­დე­ბა იმის­თვის, რომ გვაჩ­ვე­ნონ, თუ რა იყო და რა გა­კეთ­და. გან­ვი­თა­რე­ბის­თვის სწრა­ფი ნა­ბი­ჯე­ბია სა­ჭი­რო.

- ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან მეტი შე­ნიშ­ვნა არ გაქვს?

- სა­მარ­თლი­ა­ნო­ბი­სა და სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში დარ­ღვე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის აღ­დგე­ნის პრო­ცე­სი უნდა დაჩ­ქარ­დეს. გარ­და ამი­სა, ვი­სურ­ვებ, რომ კულ­ტუ­რის სფე­როს მეტი ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ონ. ვერ მო­გა­ტყუ­ებ, მეტი შე­ნიშ­ვნა ნამ­დვი­ლად არ მაქვს.

ნა­თია ჟი­ვი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ზურა ხაჩიძე ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკაზე - "ახალ ხელისუფლებას მეტი პიარი სჭირდება"

ზურა ხაჩიძე ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკაზე - "ახალ ხელისუფლებას მეტი პიარი სჭირდება"

მომღერალი ზურა ხაჩიძე პოლიტიკაში საკმაოდ ჩახედული აღმოჩნდა. ის უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსაც თვალყურს ადევნებს და მეზობელი ქვეყნის მოქალაქეებს სოციალური ქსელის მეშვეობით ამხნევებს.

- უკრაინელ ხალხს მხარს ვუჭერ და მათ გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, რომ ევროპასთან ინტეგრირება სურთ, ვიზიარებ. თუმცა, გული მწყდება, რომ ამ სურვილისა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო, არაერთი ადამიანი დაიღუპა. სოციალური ქსელის მეშვეობით სულ ვაქვეყნებდი სტატუსებს, სადაც ყველას მოვუწოდებდი, რომ ერთმანეთს გაჰფრთხილებოდნენ და პროვოკაციას არ წამოგებოდნენ. ახლა გაირკვა, რომ იქ დაღუპულები ზურგიდან ნასროლ ტყვიებს ემსხვერპლნენ. ჩვენ უკრაინელების მიმართ საკმაოდ თბილი დამოკიდებულება გვაქვს და მათ ლეგიტიმურ გადაწყვეტილებებს ყოველთვის მხარს დავუჭერთ. მათ აქვთ უფლება, რომ პრეზიდენტის გადადგომა და ხელახალი არჩევნები მოითხოვონ. გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ ყირიმი უკრაინის ტერიტორიაა და იქ რუსეთს არაფერი ესაქმება. თუ მსოფლიო თანამეგობრობა, ევროსაბჭო, უკრაინელი ხალხი და რაც მთავარია, ყირიმის მოსახლეობა იტყვის, - "ჩვენ ერთიანი უკრაინა ვართ"; თუ საერთაშორისო საზოგადოება რუსეთს ამ საკითხს არ დაუთმობენ, მაშინ ეს საკითხი უკრაინის სასარგებლოდ გადაწყდება. თუ ყველა ამ მოვლენებზე თვალს დახუჭავს და რუსეთს გარკვეულ გამართლებას მოუძებნის, მაშინ უკრაინა ყირიმს ისევე დაკარგავს, როგორც ჩვენ ცხინვალი და აფხაზეთი დავკარგეთ.

- ამერიკა რუსეთს ეკონომიკური ბერკეტებით ემუქრება. როგორ ფიქრობ, ეს რუსეთს შეაშინებს?

- რუსეთის პოლიტიკის შეფასება ჩემს კომპეტენციაში არ შედის. მუსიკოსი ვარ და ამ სიტუაციას მხოლოდ გარედან ვაფასებ. შესაბამისად, ნამდვილად ვერ ვიტყვი, გამარჯვება რომელ მხარეს იქნება. ვიცი მხოლოდ ის, რომ რუსეთს ევროსაბჭოსა და საერთაშორისო თანამეგობრობაში პოზიციები საკმაოდ გაძლიერებული აქვს. ფაქტია, რომ მათ თავისი გააქვთ. რუსეთი ამერიკას შეღავათს გაუწევს თუ არა, ამაზე პასუხის გაცემა გამიჭირდება.

- მიუხედავად ამ მოვლენებისა, შენი აზრით, უკრაინა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელს მოაწერს?

- ვფიქრობ, რომ უკრაინელი ხალხის 70-მა პროცენტმა ევროპასთან ინტეგრირებას ხმა მისცა. ჩემი აზრით, უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა მსოფლიო პოლიტიკაში ბევრი რამ შეცვალა. უკრაინასთან მიმართებაში ძალზე მნიშვნელოვანია დასავლური ცივილიზებული სამყაროს ერთიანი პოზიცია. ისე, როგორც არასდროს, მსოფლიო თანამეგობრობას ახლა სჭირდება გაერთიანება, რათა ყირიმის რუსეთთან მიერთება, უკრაინაში არასწორი პოლიტიკის გატარება არ მოხდეს და არეულობა არ დაიწყოს. თუ თანამეგობრობა და უკრაინის ერთიანობა მოწოდების სიმაღლეზე დადგება, უკრაინა ევროკავშირში აუცილებლად შევა. მგონი, სექტემბერში ჩვენც გადავდივართ ასოცირების ხელშეკრულებაზე, ამიტომ ძალიან ვნერვიულობ, საქართველოში მოვლენები როგორ განვითარდება.

- შიშობ, რომ რუსულ აგრესიას საქართველოც ვერ გაექცევა?

- გარკვეული პროვოკაციები აუცილებლად იქნება. ნამდვილად არ მჯერა, რომ ევროპასთან ინტეგრირების ხელშეკრულებას ასე იოლად მოვაწერთ ხელს. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას, ევროკავშირისა და ნატოს წევრობა სურს. თუმცა, ეს ჩვენი ქვეყნისთვის კარგია თუ არა, ამას ნამდვილად ვერ ვიტყვი.

- ჩვენს ხელისუფლებასა და მის მიერ გატარებულ პოლიტიკაზე რა აზრის ხარ?

- აქ ყველაფერი კარგად ვითარდება. უბრალოდ, ამ ყველაფერს პიარი არ უკეთდება და სწორედ ეს არის პრობლემა. ქართველები, წინა ხელისუფლებისგან ამდენი წლის განმავლობაში პიარს იყვნენ მიჩვეულები, ამიტომ რთულია მათ დაანახვო, კულისებში რა ხდება. ქვეყანაში ბევრი რამ უკეთესობისკენ იცვლება, მაგრამ ეს არ შუქდება.

- მაგალითად, რა შეიცვალა დადებითად?

- ბევრი რამ. მაგალითად, პოლიციის სტრუქტურაში საჯარიმო რეფორმა გატარდა. გარდა ამისა, დღევანდელი პოლიცია დეპოლიტიზებულია. სასამართლო თავისუფალია და მერწმუნეთ, ეს უკვე კარგია დემოკრატიული ქვეყნის ასაშენებლად. ქალაქის ბიუჯეტიც დაამტკიცეს. ასევე, ბევრი პრიორიტეტია ჩ ჰეპატიტთან და უსახლკარო ბავშვებთან დაკავშირებით. ამ ყველაფრის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. დღევანდელ ხელისუფლებას მხარს ვუჭერ და მათ პოლიტიკას თვალყურს ვადევნებ, თუმცა როგორც კი რაღაც შეცდომას დაუშვებენ და ამაზე ხმას არ ამოვიღებთ, ეს ერთი შეცდომა "ბევრ შეცდომად" გადაიქცევა და პრობლემაც უფრო გაიზრდება. აქედან გამომდინარე, დღევანდელ ხელისუფლებას პოლიტიკა კარგად და ზომიერად მიჰყავს. უბრალოდ, უფრო მეტი დინამიკა და მათ მიერ გაკეთებული საქმეების საზოგადოებამდე მიტანაა საჭირო. თუ ადამიანი დღევანდელ პოლიტიკაში ბოლომდე ჩახედული არ ხარ, ბევრ საკითხზე ინფორმაციას არ ფლობ. გარედან ისე ჩანს, რომ არაფერი იცვლება, სინამდვილეში კი, ქვეყნისთვის ბევრი კარგი რამ კეთდება.

- ანუ, მიგაჩნია, რომ პიარი მაინც საჭიროა...

- რასაკვირველია. პიარი სჭირდება იმისთვის, რომ გვაჩვენონ, თუ რა იყო და რა გაკეთდა. განვითარებისთვის სწრაფი ნაბიჯებია საჭირო.

- ახალ ხელისუფლებასთან მეტი შენიშვნა არ გაქვს?

- სამართლიანობისა და სხვადასხვა სფეროში დარღვეული ადამიანის უფლებების აღდგენის პროცესი უნდა დაჩქარდეს. გარდა ამისა, ვისურვებ, რომ კულტურის სფეროს მეტი ყურადღება მიაქციონ. ვერ მოგატყუებ, მეტი შენიშვნა ნამდვილად არ მაქვს.

ნათია ჟივიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება