საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კომპანია IPM- ის დამფუძნებელი პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარესა და თინა ხიდაშელს მიმართავს
კომპანია IPM- ის დამფუძნებელი პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარესა და თინა ხიდაშელს მიმართავს

კომ­პა­ნია IPM- ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე­სა და დე­პუ­ტატ თინა ხი­და­შელს მი­მარ­თავს. კომ­პა­ნია IPM- ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი გოჩა ცქი­ტიშ­ვი­ლი გან­ცხა­დე­ბას სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუქ­ზე" ავ­რცე­ლებს. ცქი­ტიშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, რომ ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთი ტე­ლე­ვი­ზი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა პრი­ვა­ტუ­ლი შეხ­ვედ­რის მო­წყო­ბა სთხო­ვეს და სა­დაც შე­თა­ვა­ზეს, რომ მო­ე­პო­ვე­ბი­ნა იმ ოჯა­ხე­ბის სი­ე­ბი, სა­დაც სა­ტე­ლე­ვი­ზიო რე­ი­ტინ­გე­ბის გამ­ზომ კომ­პა­ნი­ას, "თი ვი ემ არ"-ს აქვს ინ­სტა­ლი­რე­ბუ­ლი ე.წ. ფიფლმეტ­რე­ბი.

ცქი­ტიშ­ვი­ლის მი­მარ­თვას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­სა­ხუ­რი შე­ვი­და კომ­პა­ნია "თივი ემ არ"-ში, რისი მომსწრეც გავ­ხდი. ორი ჯგუ­ფი ერ­თად­რო­უ­ლად. ყვე­ლა ჩვენ­თა­გან­მა, ვინ გუ­შინ ღა­მის ორ სა­ა­თამ­დე იქ იყო, ასე­თი რამ ნახა პირ­ვე­ლად. თუმ­ცა მახ­სოვს მო­ქა­ლა­ქე­თა კავ­ში­რის დროს სა­ფი­ნან­სო სამ­სა­ხუ­რის ტყა­ვის­პი­ჯა­კე­ბი­ა­ნი "ბი­ჭე­ბის" შეჭ­რა რუს­თა­ვი 2-ში და ეს კად­რე­ბი გა­მახ­სენ­და. არ მე­გო­ნა თუ ეს გა­მახ­სენ­დე­ბო­და რო­დეს­მე. მაშ ასე. ცო­ტა­ო­დე­ნი ხნის წინ, ერთი ტე­ლე­ვი­ზი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა სთხო­ვეს ჩემს ერთ ბიზ­ნეს კო­ლე­გას, მო­ე­წყო პრი­ვა­ტუ­ლი შეხ­ვედ­რა ჩემ­თან. გა­მიკ­ვირ­და, მაგ­რამ მი­ვე­დი, ვერ ვხვდე­ბო­დი რა იყო საპ­რი­ვა­ტო ჩემ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. გა­ვი­გე, როცა მთხო­ვეს, იქ­ნებ მე­გობ­რუ­ლად მო­მე­პო­ვე­ბი­ნა იმ ოჯა­ხე­ბის სი­ე­ბი, სა­დაც სა­ტე­ლე­ვი­ზიო რე­ი­ტინ­გე­ბის გამ­ზომ კომ­პა­ნი­ას, თი ვი ემ არს აქვს ინ­სტა­ლი­რე­ბუ­ლი ე.წ. ფი­ფილ­მეტ­რე­ბი. ახლა მე მოგ­მარ­თავთ, თქვენ, იმ ერთი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს, უპა­სუ­ხეთ ამ წე­რილს, თქვით ვინ ხართ, რა­ტომ მთხოვ­დით ამ სი­ე­ბის ჩემი პი­რა­დი არ­ხე­ბით ხელ­ში ჩაგ­დე­ბას დ თქვენ­თვის გად­მო­ცე­მას. თქვით ბა­ტო­ნე­ბო, იმი­ტომ რომ დღეს ჩემს პარტნი­ორ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში, თი ვე ემ არში უკვე ელო­დე­ბი­ან, რომ სიის ხელ­ში ჩაგ­დე­ბას მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­სა­ხუ­რი ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით შე­ეც­დე­ბა. არ ვიცი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პი­რე­ბის დახ­მა­რე­ბით, არ ვიცი რა ინ­სტრუ­მენ­ტე­ბით, და არც არა­სო­დეს მცოდ­ნია, იმ­დე­ნად შორს ვარ ამის­გან, მაგ­რამ გე­უბ­ნე­ბით, მო­ყე­ვით რა მოხ­და იმ შეხ­ვედ­რა­ზე, თქვით რას გიხ­სნი­დით, მო­ყე­ვით რო­გორ გიხ­სნი­დით დე­ტა­ლებ­ში, რომ ქურ­დო­ბა, თაღ­ლი­თო­ბა და პრი­მი­ტი­ვიზ­მი ცუ­დია, ადა­მი­ანს კარ­გად არ ახა­სი­ა­თებს, მო­გი­წო­დებთ, დე­ტა­ლებ­ში მოჰ­ყვეთ რო­გორ გირ­ჩევ­დით რომ გეს­წავ­ლათ რა არის რე­ი­ტინ­გი, რო­გორ ფორ­მირ­დე­ბა, სად შე­იძ­ლე­ბა ამის სწავ­ლა, მო­ყე­ვით ყვე­ლა­ფე­რი ბა­ტო­ნე­ბო, მო­ყე­ვით რა­ტომ შემ­ხვდით პრი­ვა­ტუ­ლად, რა­ტომ მა­ინ­ცა­და­მა­ინც მე, მო­ყე­ვით, იმი­ტომ რომ მე მოვ­ყვე­ბი, და მსურს გა­ვა­კე­თო ეს მას შემ­დეგ, რაც თქვენ ახ­სნით რა იყო ჩემ­თან შეხ­ვედ­რის მი­ზა­ნი. ახლა გაფრ­თხი­ლებთ, ან და­მი­სა­ბუ­თეთ, რომ სა­გა­და­სა­ხა­დო სამ­სა­ხუ­რე­ბი თქვე­ნი ინი­ცი­ა­ტი­ვით არ მო­სუ­ლან კერ­ძო და კე­თილ­სინ­დი­სი­ერ კომ­პა­ნი­ა­ში, ან იცო­დეთ, რომ მე პი­რა­დად და­გა­და­ნა­შა­უ­ლებთ იმა­ში, თუ რო­გორ ებ­რძვით ინ­ვეს­ტო­რებს, ტელე აუ­დი­ტო­რი­ის გა­ზომ­ვე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კა­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, რო­გორ გსურთ სა­ქარ­თვე­ლო იხი­ლოთ კამ­ბო­ჯას, ჩა­დის რეს­პუბ­ლი­კის, თურ­ქმე­ნე­თი­სა და სო­მა­ლის გვერ­დით, და არ იხი­ლოს შე­ვი­ცა­რი­ის, საფ­რან­გე­თის, ავ­სტრი­ი­სა და გერ­მა­ნი­ის გვერ­დით. იმი­ტომ ბა­ტო­ნე­ბო, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო გამ­ზო­მე­ბი ან არ არი­ან ჩემს მიერ ზე­მოთ ხსე­ნე­ბულ ქვეყ­ნებ­ში (იქ­ნებ გა­მო­იც­ნოთ, ქვე­ყა­ნა­თა რო­მელ ჯგუფს ვგუ­ლის­ხმობ ბა­ტო­ნე­ბო) ან მათ ებ­რძვი­ან, ხოლო ავ­სტრი­ა­ში, საფ­რან­გეთ­ში, გერ­მა­ნი­ა­ში, იტა­ლი­ა­ში, ია­პო­ნი­ა­ში, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში, და სა­ერ­თოდ უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო გამ­ზო­მე­ბი არი­ან, და ყველ­გან ბა­ტო­ნე­ბი რეს­პო­დენტ ოჯახ­თა კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლო­ბას იცა­ვენ. მოგ­მარ­თავთ იმ პი­რებს, რომ­ლე­ბიც გუ­შინ ღა­მის 2 სა­ა­თამ­დე ტე­ლე­ფო­ნით აძ­ლევ­დნენ გან­კარ­გუ­ლე­ბებს მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­სა­ხუ­რის გა­მომ­ძი­ებ­ლებს. მო­საზ­რე­ბას არ მო­გახ­სე­ნებთ ბა­ტო­ნე­ბო, მო­გახ­სე­ნებთ ფაქტს. ამ კომ­პა­ნის, რო­მელ­საც თქვენ უტევთ, უკვე შე­უ­ტი­ეს რამ­დე­ნი­მე წლის წინ. და იცით რა მოხ­და? რამ­დე­ნი­მე ტე­ლე­ვი­ზი­ამ, ერთ მშვნი­ერ დღეს, გა­უ­წყვი­ტა თი ვი ემ არს კონ­ტრაქ­ტი, და გა­უ­ფორ­მა თუ იცით ვის ბა­ტო­ნე­ბო? გე­ტყვით, ლე­ვან თარ­ხნიშ­ვი­ლის კომ­პა­ნი­ას, რო­მელ­საც თან­ხე­ბი ტენ­დე­რის გზით ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი ეროვ­ნუ­ლი მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კო­მი­სი­ის­გან, რო­მელ­საც მა­შინ ირაკ­ლი ჩი­ქო­ვა­ნი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. და იცით რო­გორ მო­ი­გო მა­შინ ორი მი­ლი­ო­ნი ბა­ტონ­მა თარ­ხნიშ­ვილ­მა? მარ­ტი­ვად ბა­ტო­ნე­ბო, რო­გორ და ამ ტენ­დე­რის შე­სა­ხებ არა­ვინ არა­ფე­რი იცო­და, რად­გან ტენ­დე­რის პი­რო­ბე­ბი გა­მო­ცხად­და რა­ღაც პე­რი­ო­დულ გა­მო­ცე­მა­ში, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც არა­ვის არა­ფე­რი სმე­ნია. ხომ კარ­გია ბა­ტო­ნე­ბო? ახლა კი იწყე­ბა ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო: თი ვი ემ არს ვე­რა­ფე­რი ვერ უქ­ნეს, ვერ გა­ა­კოტ­რეს, ის ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბიც და­უბ­რუნ­დნენ მა­ნამ­დე რომ დე­მონ­სტრა­ტი­უ­ლად გა­წყვი­ტეს კონ­ტრაქ­ტე­ბი, და სხვებ­მაც და­ი­წყეს თა­ნამ­შრომ­ლო­ბა. რა­ტომ? იმი­ტომ რომ ყვე­ლას მო­უნ­და ძლი­ერ, ტექ­ნო­ლო­გი­ურ, სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, იმი­ტომ რომ თი ვი ემ არი ნის­ლე­ნის ლი­ცენ­ზო­რია, ნილ­სე­ნი კი ისე­თია, რომ მის ტექ­ნო­ლო­გი­ას რთუ­ლად თუ გა­უ­წევ კონ­კუ­რენ­ცი­ას. იმი­ტომ ბა­ტო­ნე­ბო, რომ აღა­რა­ვინ ყი­დუ­ლობს ტე­ლე­ვი­ზორ რა­დუ­გას, ყვე­ლას ურ­ჩევ­ნია სონი, ან ელ ჯი, ან რო­მე­ლი­მე სა­ერ­თა­შო­რი­სო ბრენ­დი. იმი­ტომ ბა­ტო­ნე­ბო, რომ აღა­რა­ვის აღარ უნდა არც მას­კვი­ჩი, და არც ჯი­გუ­ლი, ყვე­ლას ტო­ი­ო­ტა და მერ­სე­დე­სი უნდა. აი ასე ბა­ტო­ნე­ბო. ახლა ორი სი­ტყვით, რა­ტომ მო­გი­ყე­ვით ეს: იქ­ნებ გა­ი­კი­თხოთ ბა­ტო­ნე­ბო, სად არი­ან ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც თი ვი ემ არს ებ­რძოდ­ნენ ბინ­ძუ­რად? თუ ვერ მი­ა­გე­ნით, მო­დით დ მე მო­გიყ­ვე­ბით. ლო­გი­კას ხე­დავთ? თუ ვერა, აგიხ­სნით, თქვენც იგი­ვე ბედი გე­ლით, პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის მე­ქა­ნიზ­მის ჯა­რის­კა­ცე­ბო, კერ­ძო კომ­პა­ნი­ე­ბის ნე­ბის აღ­მას­რუ­ლებ­ლე­ბო, პარ­ტი­ის ინ­ტე­რე­სე­ბის დამ­ცვე­ლე­ბო, იქ­ნებ კერ­ძო კე­თილ­სინ­დი­სი­ერ ინ­ვეს­ტო­რებ­თან ბრძო­ლი­სათ­ვის თავი და­გე­ნე­ბე­ბი­ნათ, და მი­გე­ხე­დათ კო­რუფ­ცი­ი­სათ­ვის? იქ­ნებ შე­გეს­წავ­ლათ რა­ტომ აცხა­დებს ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტი ტენ­დერებს "შემ­თხვე­ვით" სხვა საქ­მი­ა­ნო­ბის კო­დით? იქ­ნებ გა­გერ­კვი­ათ რა­ტომ ეშ­ლე­ბათ ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო­ში ასე? იქ­ნებ შე­გეს­წავ­ლათ ფაქ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩვენ ეკო­მო­ნი­კის მი­ნისტრს გა­და­ვე­ცით, მან კი გა­და­წყვი­ტა, რომ კო­რუფ­ცი­ას კი არ ებ­რძო­ლოს, არა­მედ იმას, ვინც კო­რუფ­ცი­ას­თან ბრძო­ლა­ში დახ­მა­რე­ბას სთა­ვა­ზობ­და? იქ­ნებ ადა­მი­ა­ნუ­რად იმან შე­გა­წუ­ხოთ, რომ ქა­ლე­ბი უკვე შუქ­ნიშ­ნებ­ზე ფრთხი­ლო­ბენ, რომ მან­ქა­ნის უკა­ნა კარი არა­ვინ გა­უ­ღოს და იქი­დან ჩან­თა არ გა­ი­ტა­ცოს? იქ­ნებ იმან შე­გა­წუ­ხოთ, რომ პარ­კებ­ში უკვე და­ნი­ა­ნი ახალ­გაზ­რდე­ბი ფულს სძა­ლა­ვენ სხვა ახალ­გაზ­რდებს? იქ­ნებ სა­ერ­თოდ რა­მემ შე­გა­წუ­ხოთ ბა­ტო­ნე­ბო, გარ­და პარ­ტი­ის ინ­ტე­რე­სე­ბი­სა?

ბა­ტო­ნო და­ვით, (მი­ვარ­თავ დავთ უსუ­ფაშ­ვილს), ჩვენ ხომ ჯერ იმ ასაკ­ში ვართ ორი­ვე, რომ არ შე­იძ­ლე­ბა არ გვახ­სოვ­დეს რას ვა­კე­თებ­დით ერ­თად? ან რო­გორ ვებ­რძო­დით უსა­მარ­თლო­ბას? მა­შინ, იმ პე­რი­ოდ­ში, კერ­ძო სექ­ტო­რი­დან ვინ­მე ბე­დავ­და იმის გა­კე­თე­ბას? მა­შინ შიში შე­ნიშ­ნე დათო ჩემს თვა­ლებ­ში? ხომ არა? ჰოდა არც ახლა მე­ში­ნია, რომ ვთქვა რა­საც ვფიქ­რობ. აქამ­დეც ბევ­რი მოხ­და ისე­თი, რის­თვი­საც ღირ­და ხმის ამო­ღე­ბა, მაგ­რამ "ვაც­ლი­დი" ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, კრი­ჭა­ში არ ვე­დე­ქი, ვე­ლო­დე­ბო­დი და აღარ მსურს და­ლო­დე­ბა, იმი­ტომ რომ რაც მე ჩემი თვა­ლით ვნა­ხე, ეს არა­სო­დეს ყო­ფი­ლა ჩემი ოც­ნე­ბა, არც ჩემი და არც სხვა რო­მე­ლი­მე ადა­მი­ა­ნის, რო­მელ­საც მე ვიც­ნობ. რა შე­იც­ვა­ლა მას შემ­დეგ რაც ჩვენ აღარ შევ­ხვედ­რი­ვართ, რამე ისე­თი მოხ­და რაც მე ვერ შევ­ნიშ­ნე? ხომ მოგ­წე­რეს წე­რი­ლი ამ სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნი­ი­დან, და მერე რა მოხ­და, კერ­ძო პარ­ტი­ულ­მა ინ­ტე­რე­სებ­მა გა­ი­მარ­ჯვა? კარ­გი, შე­საძ­ლოა, მაგ­რამ იქ­ნებ ახ­ლაც ერ­თად ვებ­რძო­ლოთ ამ სენს, ამ ავად­მყო­ფო­ბას, ღი­რე­ბუ­ლე­ბა და­კარ­გულ პარ­ტი­უ­ლებს. თინა, (თინა ხი­და­შელს მივ­მარ­თავ), ჩვენ ხომ ვთან­ხმდე­ბო­დით, რომ აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რია კია არა, აფხა­ზე­თის ხალ­ხის დაბ­რუ­ნე­ბა გვინ­და? ჩვენ ხომ ვამ­ბობ­დით რომ სხვაგ­ვა­რად ცხოვ­რე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა? ხომ ვამ­ბობ­დით რომ ადა­მი­ა­ნი თა­ვი­სუფ­ლად უნდა სუნ­თქავ­დეს? ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლა­შია? თუ სო­ცი­ა­ლის­ტურ­მა სამ­შობ­ლომ სხვა კურ­სი აიღო? იქ­ნებ მო­ი­კი­თხო, იქ­ნებ და­კავ­დე ამით, რა ხდე­ბა, რა სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბი­თაა მო­ცუ­ლი სა­გა­და­სა­ხა­დო სამ­სა­ხუ­რე­ბის რო­მე­ლი­ღაც თა­ნამ­შრომ­ლის რა­ღაც მოხ­სე­ნე­ბა, რის სა­ფუძ­ველ­ზეც თურ­მე ოთხი კაცი ერთ ქალს კერ­ძო კომ­პა­ნი­ა­ში სა­ა­თო­ბით უნდა ჰკი­თხავ­დნენ, თით­ქოს ვინ­მე აქ სუ­ბო­ტექ­სით ვაჭ­რობ­დეს. რ და­ნა­შა­უ­ლის კვა­ლი აღ­მო­ა­ჩი­ნეს ასე­თი ერთ სა­შუ­ა­ლო ზო­მის უწყი­ნარ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში? მე რაც ჩემი ყუ­რით მო­ვის­მი­ნე, იმას გე­უბ­ნე­ბი, რომ თურ­მე "ეს კომ­პა­ნია ფქვი­ლით კი არ ვაჭ­რობს ძმაო", "სი­ე­ბი რომ არ წა­ვი­ღო სამ­სა­ხუ­რი­დან გა­მაგ­დე­ბენ", "თქვენ გვაჩ­ვე­ნეთ სად არის სი­ე­ბი, და ჩვენ ამო­ვი­ღებთ, და თქვენ იტყვით რომ არ გვაძ­ლევ­დით". გი­ორ­გი (გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს მივ­მარ­თავ), იყო დრო, როცა შევ­ხვდით დ რეს­პო­დენ­ტო­ბა გთხო­ვე, თან ბევ­რი ვი­ლა­პა­რა­კეთ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებ­ზე. სი­ახ­ლე მაქვს. მე გუ­შინ მი­თხრეს, რომ თურ­მე რეს­პო­დენ­ტო­ბა არის სერ­ვი­სი, რო­მელ­საც ერთი პირი უწევს მე­ო­რეს, და ამი­ტომ, უნდა გა­და­მოწ­მდეს ყვე­ლა რეს­პო­დენ­ტი, რო­მე­ლიც "ემ­სა­ხუ­რე­ბა" ტე­ლე­ვი­ზი­ის რე­ი­ტინ­გე­ბის მწარ­მო­ე­ბელ კომ­პა­ნი­ას. ვერ დავ­მა­ლავ, ამას ღიად ვამ­ბობ, აუ­ცი­ლებ­ლად მოვ­ლენ შენ­თა­ნაც სა­გა­და­სა­ხა­დო სამ­სა­ხუ­რე­ბი­დან, იმი­ტომ რომ თურ­მე სერ­ვი­სი გა­გი­წე­ვია, და შე­ა­მოწ­მე­ბენ, ხო არ გა­და­გი­ხა­დე ფული. ბა­ტო­ნე­ბო სა­გა­და­სა­ხა­დო სამ­სა­ხუ­რე­ბი­დან: ეს ჩემი აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბა, მე პი­რა­დად ჩა­ვუ­ტა­რე ინ­ტერ­ვიუ რამ­დე­ნი­მე წლის წინ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს. ამი­ტომ, გთხოვთ მიხ­ვი­დეთ და შე­ა­მოწ­მოთ, იხ­დის თუ არა ყვე­ლა გა­და­სა­ხადს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი. მე უკვე შე­ვა­ტყო­ბი­ნე, გე­ლო­დე­ბათ ბა­ტო­ნე­ბო.

ასე­თი სია გრძე­ლია, კი­დევ ბევ­რია მოქ­მე­დი ძა­ა­ა­ა­ლი­ან მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი, ვი­საც შე­მიძ­ლი მივ­მარ­თო, და ვი­კი­თხო: ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში დე­მოკ­რა­ტი­ას აღარ ვა­შე­ნებთ? რა მო­უ­ვი­და ამ კურსს, გა­ვა­უქ­მეთ? თუ კი, მა­შინ ხომ უნდა ვი­ცო­დე ბა­ტო­ნე­ბო, ხომ უნდა ვი­ცო­დე", - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ტე­ლე­კომ­პა­ნი­ე­ბის რე­ი­ტინ­გის დამ­თვლე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია "თი-ვი ემ-არ სა­ქარ­თვე­ლო" შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხურ­მა 800 ლა­რით და­ა­ჯა­რი­მა.

ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­ზე­ზი კვლე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე ოჯა­ხე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­უ­ცემ­ლო­ბა გახ­და.

მა­თი­ვე გან­მარ­ტე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი კომ­პა­ნი­ა­ში გუ­შინ სა­ღა­მოს მი­ვიდ­ნენ, თუმ­ცა დი­რექ­ტორ­მა მათ გა­ნუ­მარ­ტა, რომ ამ პრო­ცესს დამ­კვე­თე­ბი უნდა დას­წრე­ბოდ­ნენ და მათ­თან და­კავ­ში­რე­ბა და­ი­წყო. ამის შემ­დეგ შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა კომ­პა­ნია და­ტო­ვეს, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით ოფის­ში ისევ მი­ვიდ­ნენ და იმ ადა­მი­ა­ნე­ბის კონ­კრე­ტუ­ლი სია მო­ი­თხო­ვეს, ვის­თა­ნაც აპა­რა­ტუ­რაა გან­თავ­სე­ბუ­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

კომპანია IPM- ის დამფუძნებელი პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარესა და თინა ხიდაშელს მიმართავს

კომპანია IPM- ის დამფუძნებელი პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარესა და თინა ხიდაშელს მიმართავს

კომპანია IPM- ის დამფუძნებელი საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარესა და დეპუტატ თინა ხიდაშელს მიმართავს. კომპანია IPM- ის დამფუძნებელი გოჩა ცქიტიშვილი განცხადებას სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" ავრცელებს. ცქიტიშვილი აღნიშნავს, რომ ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთი ტელევიზიის წარმომადგენლებმა პრივატული შეხვედრის მოწყობა სთხოვეს და სადაც შეთავაზეს, რომ მოეპოვებინა იმ ოჯახების სიები, სადაც სატელევიზიო რეიტინგების გამზომ კომპანიას, "თი ვი ემ არ"-ს აქვს ინსტალირებული ე.წ. ფიფლმეტრები.

ცქიტიშვილის მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

"მონიტორინგის სამსახური შევიდა კომპანია "თივი ემ არ"-ში, რისი მომსწრეც გავხდი. ორი ჯგუფი ერთადროულად. ყველა ჩვენთაგანმა, ვინ გუშინ ღამის ორ საათამდე იქ იყო, ასეთი რამ ნახა პირველად. თუმცა მახსოვს მოქალაქეთა კავშირის დროს საფინანსო სამსახურის ტყავისპიჯაკებიანი "ბიჭების" შეჭრა რუსთავი 2-ში და ეს კადრები გამახსენდა. არ მეგონა თუ ეს გამახსენდებოდა როდესმე. მაშ ასე. ცოტაოდენი ხნის წინ, ერთი ტელევიზიის წარმომადგენლებმა სთხოვეს ჩემს ერთ ბიზნეს კოლეგას, მოეწყო პრივატული შეხვედრა ჩემთან. გამიკვირდა, მაგრამ მივედი, ვერ ვხვდებოდი რა იყო საპრივატო ჩემთან ურთიერთობაში. გავიგე, როცა მთხოვეს, იქნებ მეგობრულად მომეპოვებინა იმ ოჯახების სიები, სადაც სატელევიზიო რეიტინგების გამზომ კომპანიას, თი ვი ემ არს აქვს ინსტალირებული ე.წ. ფიფილმეტრები. ახლა მე მოგმართავთ, თქვენ, იმ ერთი ტელეკომპანიის წარმომადგენლებს, უპასუხეთ ამ წერილს, თქვით ვინ ხართ, რატომ მთხოვდით ამ სიების ჩემი პირადი არხებით ხელში ჩაგდებას დ თქვენთვის გადმოცემას. თქვით ბატონებო, იმიტომ რომ დღეს ჩემს პარტნიორ ორგანიზაციაში, თი ვე ემ არში უკვე ელოდებიან, რომ სიის ხელში ჩაგდებას მონიტორინგის სამსახური ძალის გამოყენებით შეეცდება. არ ვიცი შეიარაღებული პირების დახმარებით, არ ვიცი რა ინსტრუმენტებით, და არც არასოდეს მცოდნია, იმდენად შორს ვარ ამისგან, მაგრამ გეუბნებით, მოყევით რა მოხდა იმ შეხვედრაზე, თქვით რას გიხსნიდით, მოყევით როგორ გიხსნიდით დეტალებში, რომ ქურდობა, თაღლითობა და პრიმიტივიზმი ცუდია, ადამიანს კარგად არ ახასიათებს, მოგიწოდებთ, დეტალებში მოჰყვეთ როგორ გირჩევდით რომ გესწავლათ რა არის რეიტინგი, როგორ ფორმირდება, სად შეიძლება ამის სწავლა, მოყევით ყველაფერი ბატონებო, მოყევით რატომ შემხვდით პრივატულად, რატომ მაინცადამაინც მე, მოყევით, იმიტომ რომ მე მოვყვები, და მსურს გავაკეთო ეს მას შემდეგ, რაც თქვენ ახსნით რა იყო ჩემთან შეხვედრის მიზანი. ახლა გაფრთხილებთ, ან დამისაბუთეთ, რომ საგადასახადო სამსახურები თქვენი ინიციატივით არ მოსულან კერძო და კეთილსინდისიერ კომპანიაში, ან იცოდეთ, რომ მე პირადად დაგადანაშაულებთ იმაში, თუ როგორ ებრძვით ინვესტორებს, ტელე აუდიტორიის გაზომვების საერთაშორისო პრაქტიკასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, როგორ გსურთ საქართველო იხილოთ კამბოჯას, ჩადის რესპუბლიკის, თურქმენეთისა და სომალის გვერდით, და არ იხილოს შევიცარიის, საფრანგეთის, ავსტრიისა და გერმანიის გვერდით. იმიტომ ბატონებო, რომ საერთაშორისო გამზომები ან არ არიან ჩემს მიერ ზემოთ ხსენებულ ქვეყნებში (იქნებ გამოიცნოთ, ქვეყანათა რომელ ჯგუფს ვგულისხმობ ბატონებო) ან მათ ებრძვიან, ხოლო ავსტრიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, იაპონიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, და საერთოდ უკლებლივ ყველა ქვეყანაში საერთაშორისო გამზომები არიან, და ყველგან ბატონები რესპოდენტ ოჯახთა კონფიდენციალობას იცავენ. მოგმართავთ იმ პირებს, რომლებიც გუშინ ღამის 2 საათამდე ტელეფონით აძლევდნენ განკარგულებებს მონიტორინგის სამსახურის გამომძიებლებს. მოსაზრებას არ მოგახსენებთ ბატონებო, მოგახსენებთ ფაქტს. ამ კომპანის, რომელსაც თქვენ უტევთ, უკვე შეუტიეს რამდენიმე წლის წინ. და იცით რა მოხდა? რამდენიმე ტელევიზიამ, ერთ მშვნიერ დღეს, გაუწყვიტა თი ვი ემ არს კონტრაქტი, და გაუფორმა თუ იცით ვის ბატონებო? გეტყვით, ლევან თარხნიშვილის კომპანიას, რომელსაც თანხები ტენდერის გზით ჰქონდა მიღებული ეროვნული მარეგულირებელი კომისიისგან, რომელსაც მაშინ ირაკლი ჩიქოვანი ხელმძღვანელობდა. და იცით როგორ მოიგო მაშინ ორი მილიონი ბატონმა თარხნიშვილმა? მარტივად ბატონებო, როგორ და ამ ტენდერის შესახებ არავინ არაფერი იცოდა, რადგან ტენდერის პირობები გამოცხადდა რაღაც პერიოდულ გამოცემაში, რომლის შესახებაც არავის არაფერი სმენია. ხომ კარგია ბატონებო? ახლა კი იწყება ყველაზე საინტერესო: თი ვი ემ არს ვერაფერი ვერ უქნეს, ვერ გააკოტრეს, ის ტელევიზიებიც დაუბრუნდნენ მანამდე რომ დემონსტრატიულად გაწყვიტეს კონტრაქტები, და სხვებმაც დაიწყეს თანამშრომლობა. რატომ? იმიტომ რომ ყველას მოუნდა ძლიერ, ტექნოლოგიურ, საერთაშორისო ორგანიზაციასთან ურთიერთობა, იმიტომ რომ თი ვი ემ არი ნისლენის ლიცენზორია, ნილსენი კი ისეთია, რომ მის ტექნოლოგიას რთულად თუ გაუწევ კონკურენციას. იმიტომ ბატონებო, რომ აღარავინ ყიდულობს ტელევიზორ რადუგას, ყველას ურჩევნია სონი, ან ელ ჯი, ან რომელიმე საერთაშორისო ბრენდი. იმიტომ ბატონებო, რომ აღარავის აღარ უნდა არც მასკვიჩი, და არც ჯიგული, ყველას ტოიოტა და მერსედესი უნდა. აი ასე ბატონებო. ახლა ორი სიტყვით, რატომ მოგიყევით ეს: იქნებ გაიკითხოთ ბატონებო, სად არიან ის ადამიანები, რომლებიც თი ვი ემ არს ებრძოდნენ ბინძურად? თუ ვერ მიაგენით, მოდით დ მე მოგიყვებით. ლოგიკას ხედავთ? თუ ვერა, აგიხსნით, თქვენც იგივე ბედი გელით, პოლიტიკური ძალადობის მექანიზმის ჯარისკაცებო, კერძო კომპანიების ნების აღმასრულებლებო, პარტიის ინტერესების დამცველებო, იქნებ კერძო კეთილსინდისიერ ინვესტორებთან ბრძოლისათვის თავი დაგენებებინათ, და მიგეხედათ კორუფციისათვის? იქნებ შეგესწავლათ რატომ აცხადებს ტურიზმის დეპარტამენტი ტენდერებს "შემთხვევით" სხვა საქმიანობის კოდით? იქნებ გაგერკვიათ რატომ ეშლებათ ეკონომიკის სამინისტროში ასე? იქნებ შეგესწავლათ ფაქტები, რომლებიც ჩვენ ეკომონიკის მინისტრს გადავეცით, მან კი გადაწყვიტა, რომ კორუფციას კი არ ებრძოლოს, არამედ იმას, ვინც კორუფციასთან ბრძოლაში დახმარებას სთავაზობდა? იქნებ ადამიანურად იმან შეგაწუხოთ, რომ ქალები უკვე შუქნიშნებზე ფრთხილობენ, რომ მანქანის უკანა კარი არავინ გაუღოს და იქიდან ჩანთა არ გაიტაცოს? იქნებ იმან შეგაწუხოთ, რომ პარკებში უკვე დანიანი ახალგაზრდები ფულს სძალავენ სხვა ახალგაზრდებს? იქნებ საერთოდ რამემ შეგაწუხოთ ბატონებო, გარდა პარტიის ინტერესებისა?

ბატონო დავით, (მივართავ დავთ უსუფაშვილს), ჩვენ ხომ ჯერ იმ ასაკში ვართ ორივე, რომ არ შეიძლება არ გვახსოვდეს რას ვაკეთებდით ერთად? ან როგორ ვებრძოდით უსამართლობას? მაშინ, იმ პერიოდში, კერძო სექტორიდან ვინმე ბედავდა იმის გაკეთებას? მაშინ შიში შენიშნე დათო ჩემს თვალებში? ხომ არა? ჰოდა არც ახლა მეშინია, რომ ვთქვა რასაც ვფიქრობ. აქამდეც ბევრი მოხდა ისეთი, რისთვისაც ღირდა ხმის ამოღება, მაგრამ "ვაცლიდი" ახალ ხელისუფლებას, კრიჭაში არ ვედექი, ველოდებოდი და აღარ მსურს დალოდება, იმიტომ რომ რაც მე ჩემი თვალით ვნახე, ეს არასოდეს ყოფილა ჩემი ოცნება, არც ჩემი და არც სხვა რომელიმე ადამიანის, რომელსაც მე ვიცნობ. რა შეიცვალა მას შემდეგ რაც ჩვენ აღარ შევხვედრივართ, რამე ისეთი მოხდა რაც მე ვერ შევნიშნე? ხომ მოგწერეს წერილი ამ საერთაშორისო კომპანიიდან, და მერე რა მოხდა, კერძო პარტიულმა ინტერესებმა გაიმარჯვა? კარგი, შესაძლოა, მაგრამ იქნებ ახლაც ერთად ვებრძოლოთ ამ სენს, ამ ავადმყოფობას, ღირებულება დაკარგულ პარტიულებს. თინა, (თინა ხიდაშელს მივმართავ), ჩვენ ხომ ვთანხმდებოდით, რომ აფხაზეთის ტერიტორია კია არა, აფხაზეთის ხალხის დაბრუნება გვინდა? ჩვენ ხომ ვამბობდით რომ სხვაგვარად ცხოვრება არ შეიძლება? ხომ ვამბობდით რომ ადამიანი თავისუფლად უნდა სუნთქავდეს? ეს ყველაფერი ძალაშია? თუ სოციალისტურმა სამშობლომ სხვა კურსი აიღო? იქნებ მოიკითხო, იქნებ დაკავდე ამით, რა ხდება, რა საიდუმლოებებითაა მოცული საგადასახადო სამსახურების რომელიღაც თანამშრომლის რაღაც მოხსენება, რის საფუძველზეც თურმე ოთხი კაცი ერთ ქალს კერძო კომპანიაში საათობით უნდა ჰკითხავდნენ, თითქოს ვინმე აქ სუბოტექსით ვაჭრობდეს. რ დანაშაულის კვალი აღმოაჩინეს ასეთი ერთ საშუალო ზომის უწყინარ ორგანიზაციაში? მე რაც ჩემი ყურით მოვისმინე, იმას გეუბნები, რომ თურმე "ეს კომპანია ფქვილით კი არ ვაჭრობს ძმაო", "სიები რომ არ წავიღო სამსახურიდან გამაგდებენ", "თქვენ გვაჩვენეთ სად არის სიები, და ჩვენ ამოვიღებთ, და თქვენ იტყვით რომ არ გვაძლევდით". გიორგი (გიორგი მარგველაშვილს მივმართავ), იყო დრო, როცა შევხვდით დ რესპოდენტობა გთხოვე, თან ბევრი ვილაპარაკეთ ადამიანის უფლებებზე. სიახლე მაქვს. მე გუშინ მითხრეს, რომ თურმე რესპოდენტობა არის სერვისი, რომელსაც ერთი პირი უწევს მეორეს, და ამიტომ, უნდა გადამოწმდეს ყველა რესპოდენტი, რომელიც "ემსახურება" ტელევიზიის რეიტინგების მწარმოებელ კომპანიას. ვერ დავმალავ, ამას ღიად ვამბობ, აუცილებლად მოვლენ შენთანაც საგადასახადო სამსახურებიდან, იმიტომ რომ თურმე სერვისი გაგიწევია, და შეამოწმებენ, ხო არ გადაგიხადე ფული. ბატონებო საგადასახადო სამსახურებიდან: ეს ჩემი აღიარებითი ჩვენება, მე პირადად ჩავუტარე ინტერვიუ რამდენიმე წლის წინ საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს. ამიტომ, გთხოვთ მიხვიდეთ და შეამოწმოთ, იხდის თუ არა ყველა გადასახადს საქართველოს პრეზიდენტი. მე უკვე შევატყობინე, გელოდებათ ბატონებო.

ასეთი სია გრძელია, კიდევ ბევრია მოქმედი ძაააალიან მაღალი თანამდებობის პირი, ვისაც შემიძლი მივმართო, და ვიკითხო: ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიას აღარ ვაშენებთ? რა მოუვიდა ამ კურსს, გავაუქმეთ? თუ კი, მაშინ ხომ უნდა ვიცოდე ბატონებო, ხომ უნდა ვიცოდე", - აღნიშნულია განცხადებაში.

ტელეკომპანიების რეიტინგის დამთვლელი ორგანიზაცია "თი-ვი ემ-არ საქართველო" შემოსავლების სამსახურმა 800 ლარით დააჯარიმა.

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, მიზეზი კვლევაში მონაწილე ოჯახების შესახებ ინფორმაციის გაუცემლობა გახდა.

მათივე განმარტებით, აღნიშნული ინფორმაციის მისაღებად შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები კომპანიაში გუშინ საღამოს მივიდნენ, თუმცა დირექტორმა მათ განუმარტა, რომ ამ პროცესს დამკვეთები უნდა დასწრებოდნენ და მათთან დაკავშირება დაიწყო. ამის შემდეგ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა კომპანია დატოვეს, თუმცა მოგვიანებით ოფისში ისევ მივიდნენ და იმ ადამიანების კონკრეტული სია მოითხოვეს, ვისთანაც აპარატურაა განთავსებული.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია