"დიდმა რვიანმა" მიიღო გადაწყვეტილება, რუსეთს ორგანიზაციის წევრობა შეუჩეროს. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორან ფაბიუსმა ფრანგული რადიოს Europe 1-ის ეთერში განაცხადა.
"რაც შეეხება G8-ს, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რუსეთს წევრობა შევუჩეროთ", - განაცხადა ფაბიუსმა.
ამასთან, "დიდი რვიანის" სამიტი ივნისში, სოჭში იყო დაგეგმილი.