პროდუსერი კახი მამულაშვილი მოდელ სალომე ღვინიაშვილს, რომელიც მუსიკალური კონკურსის, "ორ ვარსკვლავის" ერთ-ერთი მონაწილეა, "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ურჩევს, სცენაზე მხოლოდ იაროს, სიმღერას კი თავი დაანებოს.
"სალომე, შეგიძლია, მხოლოდ იარო სცენაზე და არ იმღერო", - წერს მამულაშვილი.
პოსტი სალომეს უკომენტაროდ არ დაუტოვებია.
"სიამოვნებით! :))))))" , - წერს მოდელი.
შეგახსენებთ, სალომე ღვინიაშვილს პროექტში პარტნიორობას გიორგი ჩიქოვანი უწევს.