პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შემოსავლების სამსახური "თი-ვი-ემ-არ საქართველოს" დაჯარიმების თაობაზე დამატებით განმარტებას გააკეთებს
შემოსავლების სამსახური "თი-ვი-ემ-არ საქართველოს" დაჯარიმების თაობაზე დამატებით განმარტებას გააკეთებს

ტე­ლე­კომ­პა­ნი­ე­ბის რე­ი­ტინ­გის დამ­თვლე­ლი კომ­პა­ნია "თი-ვი-ემ-არ სა­ქარ­თვე­ლოს" 800 ლა­რით და­ჯა­რი­მე­ბის თა­ო­ბა­ზე შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რი, სა­ვა­რა­უ­დოდ, და­მა­ტე­ბით გან­მარ­ტე­ბას გა­ა­კე­თებს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" უწყე­ბის პრეს­სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა ხა­ტია მო­ის­წრა­ფიშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით ძა­ლი­ან დიდი ინ­ტე­რე­სია და შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რი, სა­ვა­რა­უ­დოდ, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში თა­ვის პო­ზი­ცი­ას კი­დევ ერთხელ გან­მარ­ტავს.

ამას­თან, რო­გორც მო­ის­წრა­ფიშ­ვი­ლი აცხა­დებს, შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რი კა­ნო­ნის დაც­ვით მოქ­მე­დებს. მი­სი­ვე თქმით, ინ­ფორ­მა­ცი­ის ნა­წი­ლი, რო­მელ­საც კა­ნო­ნი სა­გა­და­სა­ხა­დო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას ანი­ჭებს, არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვად და­ცუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად და იქ­ნე­ბა და­ცუ­ლი. მო­ის­წრა­ფიშ­ვი­ლის თქმით, არა­ნა­ი­რი დო­კუ­მენ­ტი, რომ შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხურ­მა იმოქ­მე­და კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვით ან მი­მარ­თა რა­ი­მე სა­ხის ზე­წო­ლას, არ არ­სე­ბობს, რად­გან ასე­თი რამ არ მომ­ხდა­რა.

ტე­ლე­კომ­პა­ნი­ე­ბის რე­ი­ტინ­გის დამ­თვლე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია "თი-ვი ემ-არ სა­ქარ­თვე­ლო" შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხურ­მა 800 ლა­რით და­ა­ჯა­რი­მა.

ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­ზე­ზი კვლე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე ოჯა­ხე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფო­რა­ცი­ის გა­უ­ცემ­ლო­ბა გახ­და.

მა­თი­ვე გან­მარ­ტე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი კომ­პა­ნი­ა­ში გუ­შინ სა­ღა­მოს მი­ვიდ­ნენ, თუმ­ცა დი­რექ­ტორ­მა მათ გა­ნუ­მარ­ტა, რომ ამ პრო­ცესს დამ­კვე­თე­ბი უნდა დას­წრე­ბოდ­ნენ და მათ­თან და­კავ­ში­რე­ბა და­ი­წყო. ამის შემ­დეგ შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა კომ­პა­ნია და­ტო­ვეს, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით ოფის­ში ისევ მი­ვიდ­ნენ და იმ ადა­მი­ა­ნე­ბის კონ­კრე­ტუ­ლი სია მო­ი­თხო­ვეს, ვის­თა­ნაც აპა­რა­ტუ­რაა გან­თავ­სე­ბუ­ლი.

შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აუ­დი­ტის დე­პარ­ტა­მენ­ტმა "თი-ვი ემ-არ სა­ქარ­თვე­ლოს" ოფი­სის ინ­ვენ­ტა­რი­ზა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას "ფიფლმეტ­რე­ბის" მდე­ბა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­სა­წო­დებ­ლად ვადა 10 მარ­ტამ­დე მის­ცა.

"თი-ვი ემ-არ სა­ქარ­თვე­ლო" "ნილ­სე­ნის" სა­ტე­ლე­ვი­ზიო აუ­დი­ტო­რი­ის გა­ზომ­ვე­ბის ლი­ცენ­ზი­რე­ბუ­ლი წარ­მო­მად­გე­ნე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში და 350-ზე მეტი "ფიფლმეტ­რის" სა­შუ­ა­ლე­ბით ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის რე­ი­ტინ­გებს ზო­მავს. კომ­პა­ნი­ის კლი­ენ­ტე­ბი - სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დი 11 ტე­ლე­ვი­ზია და 18 სა­რეკ­ლა­მო სა­ა­გენ­ტოა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

შემოსავლების სამსახური "თი-ვი-ემ-არ საქართველოს" დაჯარიმების თაობაზე დამატებით განმარტებას გააკეთებს

შემოსავლების სამსახური "თი-ვი-ემ-არ საქართველოს" დაჯარიმების თაობაზე დამატებით განმარტებას გააკეთებს

ტელეკომპანიების რეიტინგის დამთვლელი კომპანია "თი-ვი-ემ-არ საქართველოს" 800 ლარით დაჯარიმების თაობაზე შემოსავლების სამსახური, სავარაუდოდ, დამატებით განმარტებას გააკეთებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყების პრესსამსახურის უფროსმა ხატია მოისწრაფიშვილმა განუცხადა, ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან დიდი ინტერესია და შემოსავლების სამსახური, სავარაუდოდ, დღის განმავლობაში თავის პოზიციას კიდევ ერთხელ განმარტავს.

ამასთან, როგორც მოისწრაფიშვილი აცხადებს, შემოსავლების სამსახური კანონის დაცვით მოქმედებს. მისივე თქმით, ინფორმაციის ნაწილი, რომელსაც კანონი საგადასახადო საიდუმლოების კვალიფიკაციას ანიჭებს, არის ჩვეულებრივად დაცული კანონმდებლობის შესაბამისად და იქნება დაცული. მოისწრაფიშვილის თქმით, არანაირი დოკუმენტი, რომ შემოსავლების სამსახურმა იმოქმედა კანონის დარღვევით ან მიმართა რაიმე სახის ზეწოლას, არ არსებობს, რადგან ასეთი რამ არ მომხდარა.

ტელეკომპანიების რეიტინგის დამთვლელი ორგანიზაცია "თი-ვი ემ-არ საქართველო" შემოსავლების სამსახურმა 800 ლარით დააჯარიმა.

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, მიზეზი კვლევაში მონაწილე ოჯახების შესახებ ინფორაციის გაუცემლობა გახდა.

მათივე განმარტებით, აღნიშნული ინფორმაციის მისაღებად შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები კომპანიაში გუშინ საღამოს მივიდნენ, თუმცა დირექტორმა მათ განუმარტა, რომ ამ პროცესს დამკვეთები უნდა დასწრებოდნენ და მათთან დაკავშირება დაიწყო. ამის შემდეგ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა კომპანია დატოვეს, თუმცა მოგვიანებით ოფისში ისევ მივიდნენ და იმ ადამიანების კონკრეტული სია მოითხოვეს, ვისთანაც აპარატურაა განთავსებული.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, აუდიტის დეპარტამენტმა "თი-ვი ემ-არ საქართველოს" ოფისის ინვენტარიზაციის დასრულების შემდეგ, ორგანიზაციას "ფიფლმეტრების" მდებარეობის შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად ვადა 10 მარტამდე მისცა.

"თი-ვი ემ-არ საქართველო" "ნილსენის" სატელევიზიო აუდიტორიის გაზომვების ლიცენზირებული წარმომადგენელია საქართველოში და 350-ზე მეტი "ფიფლმეტრის" საშუალებით ტელევიზიების რეიტინგებს ზომავს. კომპანიის კლიენტები - საქართველოში მოქმედი 11 ტელევიზია და 18 სარეკლამო სააგენტოა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ