ძლიერმა ქარმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში ასეულობით ოჯახი დააზარალა. სოფლის დიდი ნაწილი ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გარეშეა დარჩენილი. სასოფლო-სამეურნეო სათბურების თითქმის 20 პროცენტს კი ქარმა ცელოფანი გადახადა.
სოფელ კაბალის რწმუნებულის, ნამაზ ალახვერდოვის განცხადებით, ქარმა სოფელ განჯალის საფეხბურთო მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ხე მოგლიჯა, რომელმაც ადგილობრივი მოსახლის ღობე და ცენტრალური გაზსადენი მაგისტრალი დააზიანა.