ეს არის შემზარავი მომენტი, როდესაც წყვილმა სამთვლიანი ველოსიპედით წითელ შუქნიშანზე გაიარა და ავტომობილი შეეჯახა. ისინი გარდაიცვალნენ.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ საზოგადოებას გრაფიკული ფოტოსურათი წარუდგინა, რათა ჩინეთში, ჯეძიანის პროვინციაში არსებულ მოძრაობის წესებზე ყურადღება გაემახვილებინათ.
ჰუ მაუ და მისი მეუღლე პატარა, სამთვლიან ველოსიპედს მართავდნენ, მაგრამ შუქნიშანზე წითელ ფერს ყურადღება არ მიაქციეს. ინციდენტი პროვინციაში 5 თებერვალს მოხდა. ფოტოზე ასახულია, თუ რა დაემართა მათ სხეულს, როდესაც წყვილს ავტომობილი დაეჯახა.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.