მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რეკორდი, რომელიც ქართველმა რეპერმა მოხსნა (+ვიდეო)
რეკორდი, რომელიც ქართველმა რეპერმა მოხსნა (+ვიდეო)

ქარ­თუ­ლი რეპი, ალ­ბათ, 20 წელ­საც არ ით­ვლის... თა­ვი­დან ამ ჟანრ­ში ვი­ღა­ცე­ბი გა­მოჩ­დნენ, რა­ღა­ცე­ბი გა­ა­კე­თეს, მა­ყუ­რე­ბელ­მა ზო­გი­ერ­თი შე­იყ­ვა­რა კი­დეც, მაგ­რამ მალე ჩაქ­რნენ, თუ ისევ "ანა­თე­ბენ?" არ ვიცი, ფაქ­ტია, რომ მათი ხმა მა­ყუ­რებ­ლამ­დე ვერ აღ­წევს.

სა­მა­გი­ე­როდ, ბოლო დროს რეპ­ში ერთი მდი­და­რი და ფუ­ლი­ა­ნი რე­პე­რი (ბერა ივა­ნიშ­ვი­ლი) მო­ვი­და და აქ­ტი­უ­რობს... მის პა­რა­ლე­ლუ­რად კი­დევ ერთი აქ­ტი­უ­რობს, ოღონდ, უფუ­ლო - მას­ტე­რი (გი­ორ­გი პავ­ლი­აშ­ვი­ლი). თუმ­ცა აქ­ტი­უ­რო­ბის ხა­რის­ხით მას­ტერს ვე­რა­ვინ უს­წრებს: თა­ვის­თვის, უხ­მა­უ­როდ მუ­შა­ობს და ელ­ვი­სე­ბუ­რად, სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით ახალ კლი­პებს აცხობს (კომ­პო­ზი­ცია, არან­ჟი­რე­ბა, ჩა­წე­რა, გა­და­ღე­ბა და და­მონ­ტა­ჟე­ბაც კი - ყვე­ლა­ფე­რი მი­სია). რო­გორც იტყვი­ან, მარ­ტოა. ამ­ბობს, რომ მსმე­ნე­ლის გარ­და, არა­ვის ახ­სოვს. მსმე­ნე­ლიც ინ­ტერ­ნეტ­ში ჰყავს, რად­გან მისი ნა­მუ­შევ­რე­ბის პრე­ზენ­ტა­ცია-გან­ხილ­ვა სწო­რედ იქ ხდე­ბა. ერთი კვი­რის წინ კი­დევ ერთი ახა­ლი ვი­დეო გა­მო­ამ­ზე­უ­რა, - ქარ­თულ-რუსლ ურ­თი­ერ­თო­ბებს მი­უ­ძღვნა... არ ჩერ­დე­ბა და რო­გორც ამ­ბობს, "თა­ვი­სი დრო" თვი­თონ მოჰ­ყავს...

"ამ­ბე­ბი.გე" მას­ტერს, გი­ორ­გი პავ­ლი­აშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და.

- დიახ, 6 კვი­რა­ში 4 კლი­პი გა­მო­ვუშ­ვი... მგო­ნი, ყვე­ლა­ნა­ი­რი რე­კორ­დი მოვხსე­ნი არა მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლო­ში, მგო­ნი, სა­ერ­თა­შო­რი­სო (სი­ცი­ლით ამ­ბობს) მას­შტა­ბი­თაც. ყვე­ლა კლიპს დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა აქვს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არც ერ­თის პრე­მი­ე­რა არ შემ­დგა­რა რე­ი­ტინ­გულ და პო­პუ­ლა­რულ შო­უ­ებ­ში. ამის მა­გივ­რო­ბას დღეს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი, კერ­ძოდ კი, ჩემი "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლუ­რი გვერ­დი მი­წევს, სა­დაც 21.000 მსმე­ნე­ლი მყავს... ეს გვერ­დიც ამ ციფრ­ზე ყო­ველ­გვა­რი რეკ­ლა­მის გა­რე­შე ავი­და. სტი­მულს მაძ­ლევს ჩემი მსმე­ნე­ლი და საქ­მის სიყ­ვა­რუ­ლი... ძა­ლი­ან რთუ­ლი პე­რი­ო­დი მაქვს ცხოვ­რე­ბა­ში: ვიბ­რძვი, გა­და­სარ­ჩე­ნად და არა გა­სა­მარ­ჯვებ­ლად! მოკ­ლედ, მარ­ტო ვიბ­რძვი...

- რას გუ­ლის­ხმობ?

- ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­გან და ყვე­ლას­გან, მსმე­ნე­ლის გარ­და, ალ­ბათ ყუ­რა­დღე­ბის 10% თუ მო­დის ჩემი პრო­დუქ­ცი­ის მი­მართ და ამ ყვე­ლა­ფერს აი, ასე ვუ­პი­რის­პირ­დე­ბი.

- და ამით რას ამ­ტკი­ცებ, რა გინ­და, რომ თქვა?

- არა­ფერს ვამ­ტკი­ცებ, ქარ­თუ­ლი რეპს "ვეხ­მა­რე­ბი", პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას ვუ­წევ ქარ­თულ პრო­დუქტს, ქარ­თულ "შოუ-ბიზსს", ამე­რი­კულს ქარ­თუ­ლად ვა­კე­თებ, დიდი ხა­ნია და­ვი­წყე ქარ­თუ­ლი "სემპლინ­გი", ანუ ძველ სიმ­ღე­რებს ვი­ღებ და კი არ ვა­რე­მიქ­სებ, "ვსემპლავ"... ასე იქ­მნე­ბო­და ამე­რი­კა­ში ჰიპ-ჰოპი, ახ­ლაც ასეა... ძვე­ლი სიმ­ღე­რე­ბის "სემპლე­ბი­დან" ქმნი­ან ბი­ონ­სეს, ჯეი ზის სიმ­ღე­რებს, მი­ღე­ბუ­ლი ფორ­მაა. პირ­ვე­ლად "თბი­ლი­სი სითი 2"-ში გა­ვა­კე­თე, რო­მე­ლიც აი­ფო­ნით გა­და­ვი­ღე, - ან­სამ­ბლ "ორე­რას" სიმ­ღე­რა გა­მო­ვი­ყე­ნე. "1, 2, 3"-შიც ქარ­თუ­ლი "სემპლია" "ვია დი­ე­ლოს" სიმ­ღე­რა, რო­მე­ლიც უც­ნო­ბი იყო... ჩემს პრო­დუქ­ცი­ა­ში ქარ­თუ­ლი გან­წყო­ბა მინ­და, შევ­ქმნა...

- რა­ტომ? რეპი ხომ ქარ­თუ­ლი ჟან­რი არ არის?

- ჰოდა, მინ­და, რომ ქარ­თუ­ლი იყოს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა ამე­რი­კი­დან მო­დის... ჩემი და­სამ­ტკი­ცე­ბე­ლი დიდი ხა­ნია და­ვამ­ტკი­ცე!.. იმის თქმაც მინ­და, რომ დროს არ უნდა და­ე­ლო­დო, თუ არ მო­დის "ის", თვი­თონ უნდა მო­იყ­ვა­ნო. ჰოდა, მომ­ყავს ჩემ­თვის "ჩემი დრო!"

- ბოლო კლიპ­ში ვინ არი რე­პე­რი, ვის­თა­ნაც მღე­რი და ერ­თად რო­გორ აღ­მოჩ­ნდით?

- რუ­სეთ­ში და­ბა­დე­ბე­ულ-გაზ­რდი­ლი ქარ­თვე­ლი, გია თევ­ზა­ძეა. რე­პე­რი გახ­ლავთ, სა­ხე­ლად "გიჩი"... "ფე­ის­ბუ­ქის" ჩემს ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე მომ­წე­რა, დუ­ე­ტი ხომ არ ჩავ­წე­რო­თო? დუ­ე­ტებ­ზე უარს ვამ­ბობ მარ­ტი­ვი მი­ზე­ზით - სა­სურ­ველ პრო­დუქ­ცი­ას ვერ მთა­ვა­ზო­ბენ... ამ ბიჭ­მა თა­ვის ტრე­კე­ბი მა­ნა­ხა და ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა... რუ­სუ­ლად რე­პავს... ცხოვ­რობს პე­ტერ­ბურ­გში... მარ­თლა ძლი­ე­რი რე­პე­რია... მი­თხრა, კომ­პო­ზი­ცია რუ­სულ-ქარ­თულ თე­მა­ზე გა­ვა­კე­თო­თო და ასეც მო­ვი­ქე­ცით... თე­მა­ში ორი ქვეყ­ნის ურ­თი­ერ­თო­ბას პო­ლი­ტი­კის გვერ­დის ავ­ლით ვე­ხე­ბით და კულ­ტუ­რის ჭრილ­ში წარ­მო­ვა­ჩენთ... თბი­ლის­ში ჩა­მო­ვი­და და კომ­პო­ზი­ცია ჩემს სტუ­დი­ა­ში ჩა­ი­წე­რა... კლი­პი მა­შინ­ვე გა­და­ვი­ღეთ, რე­ჟი­სო­რიც მე ვარ (სი­ცი­ლით ამ­ბობს). ნა­მუ­შე­ვა­რი მარ­თლა მომ­წონს. სხვებ­მაც კა­რა­გად შე­ა­ფა­სეს.

- ამ­დენს მუ­შა­ობ და უც­ნა­უ­რია, შე­ნით რა­ტომ არ ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან შო­უ­ე­ბი? რო­გორც ამ­ბობ, ქარ­თულ რეპს აცო­ცხლებ და შენი დრო მოგ­ყავს...

- მოდი, ჩე­მი­ვე ნა­მუ­შევ­რის ტექ­სტით გი­პა­სუ­ხებ: "თუ პრე­მი­ე­რებს არ გვი­კე­თებს ტე­ლე­ვი­ზია,/ ჩვენც ყელ­ზე გვკი­დია და ესეც იცი­ან"... თან, მათ­თან არც მი­ვალ, ისე­თი და­ბა­ლი დო­ნის შო­უ­ე­ბია. იქ გა­მო­ჩე­ნის სურ­ვი­ლი არ მაქვს... არ მკი­თხოთ, რომ­ლებს ვგუ­ლის­ხმობ, მა­ინც არ ვი­ტყვი.

- რა ჯდე­ბა შენი ყო­ვე­ლი კლი­პი?

- ეს ყვე­ლა­ფე­რი იმას ნიშ­ნავს, რომ არ ვი­შო­პინ­გო, მან­ქა­ნა­ში საწ­ვა­ვი არ ჩა­ვას­ხა და ხან­და­ხან სახ­ლში ვიჯ­დე. მოკ­ლედ, რა­ღა­ცე­ბი მო­ვიკ­ლო. აი, ასე მიჯ­დე­ბო­და ყო­ველ­თვის და მიჯ­დე­ბა ახ­ლაც. რე­ჟი­სო­რი და მე­მონ­ტა­ჟე მე ვარ.

- რო­გორც ვიცი, სა­კუ­თა­რი მუ­სი­კა­ლუ­რი სტუ­დი­აც გაქვს. სხვე­ბის­თვის თუ მუ­შა­ობ?

- სტუ­დია მაქვს, სხვე­ბის­თვის არ ვმუ­შა­ობ, მაგ­რამ ვი­ღა­ცე­ბის­თვის სიმ­ღე­რებს კი ვწერ. ჩემი ნა­მუ­შე­ვა­რი თიკა ჯამ­ბუ­რი­ას და მა­რი­კა თხე­ლი­ძეს ვა­ჩუ­ქე.

გა­ყიდ­ვას აზრი არ აქვს იმი­ტომ, რომ იმ­დენს არ იხ­დი­ან, რამ­დე­ნიც რე­ა­ლუ­რად ღირს. მოკ­ლედ, სხვე­ბის­თვის არ ვმუ­შა­ობ...

- პრო­დი­უ­სე­რი არ გჭირ­დე­ბა?

- პრო­დი­უ­სე­რი, რა თქმა უნდა, სა­ჭი­როა, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­ში არც არი­ან მგო­ნი, მა­გა­რი პრო­დი­უ­სე­რე­ბი... თუმ­ცა არა მგო­ნია, იმა­ზე მეტი გა­ა­კე­თონ, რა­საც თვი­თონ ვა­კე­თებ სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის. მაგ­რამ მა­ინც ვფიქ­რობ, რომ სა­ჭი­როა. დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით ვი­ყო­ლი­ებ­დი ისეთ პრო­დი­უ­სერს, რო­გო­რიც შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლი იყო ჯგუფ "სა­ხის­თვის".

- ქარ­თუ­ლი რე­პე­რე­ბის რა­ი­მე კავ­ში­რი, გა­ერ­თი­ა­ნე­ბა ხომ არ არ­სე­ბობს? არა­და, რო­გორც ვიცი, უკვე საკ­მა­ოდ ხართ: ძვა­ლი, კაბუ, ბე­დი­ნა, ლექს-სენი, შავი პრინ­ცი, ამი­კო, ბოლო რამ­დე­ნი­მე წე­ლია, ბერა გა­მოჩ­ნდა... და კი­დევ ალ­ბათ, ვი­ღა­ცე­ბიც იქ­ნე­ბი­ან...

- არ მომ­წონს ასე­თი მიდ­გო­მა. სა­ქარ­თვე­ლო ამან და­ღუ­პა... დაჯ­გუ­ფე­ბა, საძ­მო, "ბან­და" და რა­ღა­ცე­ბი... ეს ყვე­ლა­ფე­რი ბავ­შვუ­რი ქო­ხე­ბის აშე­ნე­ბა­სა და "ომო­ბა­ნას" თა­მაშს ჰგავს... არა­რე­პუ­ლია...

- შენს კონ­კუ­რენ­ტად ვის აღიქ­ვამ, თუ სა­კუ­თა­რი თა­ვის კონ­კუ­რენ­ტიც ხარ? იმ­დე­ნი კლი­პი და­გიგ­როვ­და, რომ მგო­ნი, ისი­ნი ერ­თმა­ნეთს უწე­ვენ კონ­კუ­რენ­ცი­ას?

- ჩემი ყვე­ლა კლი­პი სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი მას­ტე­რია, რომ­ლე­ბიც ერ­თმა­ნეთს მარ­თლა ეკონ­კუ­რენ­ტე­ბა... ზო­გან შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვარ, ზო­გან პო­ე­ზი­ით გა­ტა­ცე­ბუ­ლი...

- (ვა­წყვე­ტი­ნებ) მრა­ვალ­მხრი­ვი რომ ხარ, ფაქ­ტია...

- ზოგს ისე­თი მოვ­წონ­ვარ, რო­გო­რიც ბოლო კლიპ­ში ვარ, ქარ­თულ-რუ­სულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე რომ ვრე­პავთ, ქუ­ჩუ­რი, თბი­ლი­სუ­რი სლენ­გით... ზოგს უს­წორ­დე­ბა "ფე­ხებ­ზე მკი­დია" მას­ტი, რო­გო­რიც "1, 2, 3"-ში ვარ.

ვი­ღა­ცებს "კა­ცია-ადა­მი­ა­ნი?!" მოს­წონს, რო­მე­ლიც ცხოვ­რე­ბა­ზე მღე­რის და სიმ­ღე­რით პრო­ტესტს გა­მო­ხა­ტავს. რო­გორც ვთქვი, მარ­თლაც, ბევ­რი მას­ტე­რია, რომ­ლე­ბიც ერ­თმა­ნეთს ეკონ­კუ­რენ­ტე­ბი­ან...

- ისე, ყო­ველ თვეს კლი­პის გა­და­ღე­ბის­კენ რა გი­ბიძ­გებს?

- კომ­პო­ზი­ცი­ის თემა პირ­ველ რიგ­ში და "სა­ჩუქ­რის" სახე, რო­მე­ლიც მინ­და, რომ "ჩე­მებს" (მსმე­ნე­ლებს ასე ვუ­წო­დებ) ვა­ჩუ­ქო...

- კონ­ცერ­ტებ­ზე თუ გიწ­ვე­ვენ და ვინ­მე ხომ არ გბ­ლო­კავს (დღეს მო­და­შია ეს სი­ტყვა)?

- არ მე­ძა­ხი­ან, მაგ­რამ არა მგო­ნია, ეს "დაბ­ლოკ­ვის" ბრა­ლი იყოს... აქ ჩემი კომ­პო­ზი­ცი­ის ტექ­სტით გი­პა­სუ­ხებ: "კონ­ცერ­ტზე არ გვე­ძა­ხის თბი­ლი­სის მე­რია, მაგ­რამ ჩვენ­თან მა­ინც ახა­ლი წე­ლია" ...

- მარ­თლა არას­დროს მი­უწ­ვე­ვი­ხარ არა­ვის?

- რო­გორ არა, მარ­ნე­ულ­ში ძა­ლი­ან მა­გა­რი კონ­ცერ­ტი გავ­მარ­თეთ მე, მა­რი­კა თხე­ლი­ძემ და თიკა ჯამ­ბუ­რი­ამ...

- ქარ­თულ ბო­მონდში მი­ღე­ბუ­ლი ტიპი ხარ?

- არ მი­ყუ­რე­ბენ ცუ­დად, მაგ­რამ ცოტა მა­ინც "უტყდე­ბათ" ქარ­თულ რეპს პი­ა­რი გა­უ­კე­თონ და კლი­პე­ბი და­ა­შე­ა­რონ, ერი­დე­ბი­ან, მაგ­რამ თა­ვი­ან­თი ინი­ცი­ა­ტი­ვით "ფე­ის­ბუქ­ზე" პი­რად­ში მწე­რენ, რომ ძა­ლი­ან მოს­წონთ, რა­საც ვა­კე­თებ.

- სა­მო­მავ­ლოდ რა გეგ­მე­ბი გაქვს და რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნია შენი თავი ვთქვათ, ერთი-ორ წე­ლი­წად­ში. ასე­თი ტემ­პე­ბით რა შე­დეგს მი­ი­ღებ?

- ბევ­რი ახა­ლი სიმ­ღე­რა ელო­დე­ბა გა­მო­ჩე­ნას. უბ­რა­ლოდ თან­ხებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ალ­ბათ, სხვა არა­ფე­რი არ შეგ­ვიშ­ლის ხელს. ღმერ­თის წყა­ლო­ბით, ორ წე­ლი­წად­ში ბევ­რად მეტ ადა­მი­ანს ვე­ყო­ლე­ბი მოს­მე­ნი­ლი, ვიდ­რე ახლა. ეს და­ნამ­დვი­ლე­ბით ვიცი!

- და­ო­ჯა­ხე­ბას არ აპი­რებ? სახ­ლში ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით არა­ფერს გე­უბ­ნე­ბი­ან?

- მაგ თე­მა­ზე მამა "მე­ჩა­ლი­ჩე­ბა"... შეყ­ვა­რე­ბუ­ლი არ ვარ! ასე რომ, ჯერ მა­გა­ზე არ ვფიქ­რობ და რომც ვიყო შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, არა მგო­ნია, მუ­სი­კამ ვინ­მეს­თან გა­მიშ­ვას, იმი­ტომ რომ ძა­ლი­ან ეჭ­ვი­ა­ნია...

იხი­ლეთ ვი­დეო

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლურ­და "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

რეკორდი, რომელიც ქართველმა რეპერმა მოხსნა (+ვიდეო)

რეკორდი, რომელიც ქართველმა რეპერმა მოხსნა (+ვიდეო)

ქართული რეპი, ალბათ, 20 წელსაც არ ითვლის... თავიდან ამ ჟანრში ვიღაცები გამოჩდნენ, რაღაცები გააკეთეს, მაყურებელმა ზოგიერთი შეიყვარა კიდეც, მაგრამ მალე ჩაქრნენ, თუ ისევ ''ანათებენ?'' არ ვიცი, ფაქტია, რომ მათი ხმა მაყურებლამდე ვერ აღწევს.

სამაგიეროდ, ბოლო დროს რეპში ერთი მდიდარი და ფულიანი რეპერი (ბერა ივანიშვილი) მოვიდა და აქტიურობს... მის პარალელურად კიდევ ერთი აქტიურობს, ოღონდ, უფულო - მასტერი (გიორგი პავლიაშვილი). თუმცა აქტიურობის ხარისხით მასტერს ვერავინ უსწრებს: თავისთვის, უხმაუროდ მუშაობს და ელვისებურად, საკუთარი ძალებით ახალ კლიპებს აცხობს (კომპოზიცია, არანჟირება, ჩაწერა, გადაღება და დამონტაჟებაც კი - ყველაფერი მისია). როგორც იტყვიან, მარტოა. ამბობს, რომ მსმენელის გარდა, არავის ახსოვს. მსმენელიც ინტერნეტში ჰყავს, რადგან მისი ნამუშევრების პრეზენტაცია-განხილვა სწორედ იქ ხდება. ერთი კვირის წინ კიდევ ერთი ახალი ვიდეო გამოამზეურა, - ქართულ-რუსლ ურთიერთობებს მიუძღვნა... არ ჩერდება და როგორც ამბობს, "თავისი დრო" თვითონ მოჰყავს...

"ამბები.გე" მასტერს, გიორგი პავლიაშვილს დაუკავშირდა.

- დიახ, 6 კვირაში 4 კლიპი გამოვუშვი... მგონი, ყველანაირი რეკორდი მოვხსენი არა მარტო საქართველოში, მგონი, საერთაშორისო (სიცილით ამბობს) მასშტაბითაც. ყველა კლიპს დიდი გამოხმაურება აქვს, მიუხედავად იმისა, რომ არც ერთის პრემიერა არ შემდგარა რეიტინგულ და პოპულარულ შოუებში. ამის მაგივრობას დღეს სოციალური ქსელი, კერძოდ კი, ჩემი "ფეისბუქის" ოფიციალური გვერდი მიწევს, სადაც 21.000 მსმენელი მყავს... ეს გვერდიც ამ ციფრზე ყოველგვარი რეკლამის გარეშე ავიდა. სტიმულს მაძლევს ჩემი მსმენელი და საქმის სიყვარული... ძალიან რთული პერიოდი მაქვს ცხოვრებაში: ვიბრძვი, გადასარჩენად და არა გასამარჯვებლად! მოკლედ, მარტო ვიბრძვი...

- რას გულისხმობ?

- ჟურნალისტებისგან და ყველასგან, მსმენელის გარდა, ალბათ ყურადღების 10% თუ მოდის ჩემი პროდუქციის მიმართ და ამ ყველაფერს აი, ასე ვუპირისპირდები.

- და ამით რას ამტკიცებ, რა გინდა, რომ თქვა?

- არაფერს ვამტკიცებ, ქართული რეპს "ვეხმარები", პოპულარიზაციას ვუწევ ქართულ პროდუქტს, ქართულ "შოუ-ბიზსს", ამერიკულს ქართულად ვაკეთებ, დიდი ხანია დავიწყე ქართული "სემპლინგი", ანუ ძველ სიმღერებს ვიღებ და კი არ ვარემიქსებ, "ვსემპლავ"... ასე იქმნებოდა ამერიკაში ჰიპ-ჰოპი, ახლაც ასეა... ძველი სიმღერების "სემპლებიდან" ქმნიან ბიონსეს, ჯეი ზის სიმღერებს, მიღებული ფორმაა. პირველად "თბილისი სითი 2"-ში გავაკეთე, რომელიც აიფონით გადავიღე, - ანსამბლ "ორერას" სიმღერა გამოვიყენე. "1, 2, 3"-შიც ქართული "სემპლია" "ვია დიელოს" სიმღერა, რომელიც უცნობი იყო... ჩემს პროდუქციაში ქართული განწყობა მინდა, შევქმნა...

- რატომ? რეპი ხომ ქართული ჟანრი არ არის?

- ჰოდა, მინდა, რომ ქართული იყოს, მიუხედავად იმისა, რომ ეს მიმდინარეობა ამერიკიდან მოდის... ჩემი დასამტკიცებელი დიდი ხანია დავამტკიცე!.. იმის თქმაც მინდა, რომ დროს არ უნდა დაელოდო, თუ არ მოდის "ის", თვითონ უნდა მოიყვანო. ჰოდა, მომყავს ჩემთვის "ჩემი დრო!"

- ბოლო კლიპში ვინ არი რეპერი, ვისთანაც მღერი და ერთად როგორ აღმოჩნდით?

- რუსეთში დაბადებეულ-გაზრდილი ქართველი, გია თევზაძეა. რეპერი გახლავთ, სახელად "გიჩი"... "ფეისბუქის" ჩემს ოფიციალურ გვერდზე მომწერა, დუეტი ხომ არ ჩავწეროთო? დუეტებზე უარს ვამბობ მარტივი მიზეზით - სასურველ პროდუქციას ვერ მთავაზობენ... ამ ბიჭმა თავის ტრეკები მანახა და ძალიან მომეწონა... რუსულად რეპავს... ცხოვრობს პეტერბურგში... მართლა ძლიერი რეპერია... მითხრა, კომპოზიცია რუსულ-ქართულ თემაზე გავაკეთოთო და ასეც მოვიქეცით... თემაში ორი ქვეყნის ურთიერთობას პოლიტიკის გვერდის ავლით ვეხებით და კულტურის ჭრილში წარმოვაჩენთ... თბილისში ჩამოვიდა და კომპოზიცია ჩემს სტუდიაში ჩაიწერა... კლიპი მაშინვე გადავიღეთ, რეჟისორიც მე ვარ (სიცილით ამბობს). ნამუშევარი მართლა მომწონს. სხვებმაც კარაგად შეაფასეს.

- ამდენს მუშაობ და უცნაურია, შენით რატომ არ ინტერესდებიან შოუები? როგორც ამბობ, ქართულ რეპს აცოცხლებ და შენი დრო მოგყავს...

- მოდი, ჩემივე ნამუშევრის ტექსტით გიპასუხებ: "თუ პრემიერებს არ გვიკეთებს ტელევიზია,/ ჩვენც ყელზე გვკიდია და ესეც იციან''... თან, მათთან არც მივალ, ისეთი დაბალი დონის შოუებია. იქ გამოჩენის სურვილი არ მაქვს... არ მკითხოთ, რომლებს ვგულისხმობ, მაინც არ ვიტყვი. 

- რა ჯდება შენი ყოველი კლიპი?

- ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ არ ვიშოპინგო, მანქანაში საწვავი არ ჩავასხა და ხანდახან სახლში ვიჯდე. მოკლედ, რაღაცები მოვიკლო. აი, ასე მიჯდებოდა ყოველთვის და მიჯდება ახლაც. რეჟისორი და მემონტაჟე მე ვარ.

- როგორც ვიცი, საკუთარი მუსიკალური სტუდიაც გაქვს. სხვებისთვის თუ მუშაობ?

- სტუდია მაქვს, სხვებისთვის არ ვმუშაობ, მაგრამ ვიღაცებისთვის სიმღერებს კი ვწერ. ჩემი ნამუშევარი თიკა ჯამბურიას და მარიკა თხელიძეს ვაჩუქე.

გაყიდვას აზრი არ აქვს იმიტომ, რომ იმდენს არ იხდიან, რამდენიც რეალურად ღირს. მოკლედ, სხვებისთვის არ ვმუშაობ...

- პროდიუსერი არ გჭირდება?

- პროდიუსერი, რა თქმა უნდა, საჭიროა, მაგრამ საქართველოში არც არიან მგონი, მაგარი პროდიუსერები... თუმცა არა მგონია, იმაზე მეტი გააკეთონ, რასაც თვითონ ვაკეთებ საკუთარი თავისთვის. მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ საჭიროა. დიდი სიამოვნებით ვიყოლიებდი ისეთ პროდიუსერს, როგორიც შალვა რამიშვილი იყო ჯგუფ "სახისთვის".

- ქართული რეპერების რაიმე კავშირი, გაერთიანება ხომ არ არსებობს? არადა, როგორც ვიცი, უკვე საკმაოდ ხართ: ძვალი, კაბუ, ბედინა, ლექს-სენი, შავი პრინცი, ამიკო, ბოლო რამდენიმე წელია, ბერა გამოჩნდა... და კიდევ ალბათ, ვიღაცებიც იქნებიან...

- არ მომწონს ასეთი მიდგომა. საქართველო ამან დაღუპა... დაჯგუფება, საძმო, "ბანდა" და რაღაცები... ეს ყველაფერი ბავშვური ქოხების აშენებასა და "ომობანას" თამაშს ჰგავს... არარეპულია...

- შენს კონკურენტად ვის აღიქვამ, თუ საკუთარი თავის კონკურენტიც ხარ? იმდენი კლიპი დაგიგროვდა, რომ მგონი, ისინი ერთმანეთს უწევენ კონკურენციას?

- ჩემი ყველა კლიპი სხვადასხვაგვარი მასტერია, რომლებიც ერთმანეთს მართლა ეკონკურენტება... ზოგან შეყვარებული ვარ, ზოგან პოეზიით გატაცებული...

- (ვაწყვეტინებ) მრავალმხრივი რომ ხარ, ფაქტია...

- ზოგს ისეთი მოვწონვარ, როგორიც ბოლო კლიპში ვარ, ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე რომ ვრეპავთ, ქუჩური, თბილისური სლენგით... ზოგს უსწორდება "ფეხებზე მკიდია" მასტი, როგორიც "1, 2, 3"-ში ვარ.

ვიღაცებს "კაცია-ადამიანი?!" მოსწონს, რომელიც ცხოვრებაზე მღერის და სიმღერით პროტესტს გამოხატავს. როგორც ვთქვი, მართლაც, ბევრი მასტერია, რომლებიც ერთმანეთს ეკონკურენტებიან...

- ისე, ყოველ თვეს კლიპის გადაღებისკენ რა გიბიძგებს?

- კომპოზიციის თემა პირველ რიგში და "საჩუქრის" სახე, რომელიც მინდა, რომ "ჩემებს" (მსმენელებს ასე ვუწოდებ) ვაჩუქო...

- კონცერტებზე თუ გიწვევენ და ვინმე ხომ არ გბლოკავს (დღეს მოდაშია ეს სიტყვა)?

- არ მეძახიან, მაგრამ არა მგონია, ეს "დაბლოკვის" ბრალი იყოს... აქ ჩემი კომპოზიციის ტექსტით გიპასუხებ: "კონცერტზე არ გვეძახის თბილისის მერია, მაგრამ ჩვენთან მაინც ახალი წელია" ...

- მართლა არასდროს მიუწვევიხარ არავის?

- როგორ არა, მარნეულში ძალიან მაგარი კონცერტი გავმართეთ მე, მარიკა თხელიძემ და თიკა ჯამბურიამ...

- ქართულ ბომონდში მიღებული ტიპი ხარ?

- არ მიყურებენ ცუდად, მაგრამ ცოტა მაინც "უტყდებათ" ქართულ რეპს პიარი გაუკეთონ და კლიპები დააშეარონ, ერიდებიან, მაგრამ თავიანთი ინიციატივით "ფეისბუქზე" პირადში მწერენ, რომ ძალიან მოსწონთ, რასაც ვაკეთებ.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვს და როგორ წარმოგიდგენია შენი თავი ვთქვათ, ერთი-ორ წელიწადში. ასეთი ტემპებით რა შედეგს მიიღებ?

- ბევრი ახალი სიმღერა ელოდება გამოჩენას. უბრალოდ თანხებზეა დამოკიდებული, ალბათ, სხვა არაფერი არ შეგვიშლის ხელს. ღმერთის წყალობით, ორ წელიწადში ბევრად მეტ ადამიანს ვეყოლები მოსმენილი, ვიდრე ახლა. ეს დანამდვილებით ვიცი!

- დაოჯახებას არ აპირებ? სახლში ამ მიმართულებით არაფერს გეუბნებიან?

- მაგ თემაზე მამა "მეჩალიჩება"... შეყვარებული არ ვარ! ასე რომ, ჯერ მაგაზე არ ვფიქრობ და რომც ვიყო შეყვარებული, არა მგონია, მუსიკამ ვინმესთან გამიშვას, იმიტომ რომ ძალიან ეჭვიანია...

იხილეთ ვიდეო

ლალი ფაცია

სპეციალურდა "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება