საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ აქრობს ცოლთან ერთად შუქს მთელ სახლში სანდრო კაკულია და რა ნათესაური კავშირი აქვს ეთერ კაკულიასთან
რატომ აქრობს ცოლთან ერთად შუქს მთელ სახლში სანდრო კაკულია და რა ნათესაური კავშირი აქვს ეთერ კაკულიასთან

სან­დრო კა­კუ­ლია სე­რი­ალ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" წყა­ლო­ბით ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და. თუმ­ცა ყვე­ლა რომ ცნობს, მა­ინ­ცდა­მა­ინც არ მოს­წონს. ბოლო დროს ინ­ტერ­ვი­უ­ებ­საც არ თან­ხმდე­ბო­და, თუმ­ცა "რე­ი­ტინ­გის­თვის" გა­მო­ნაკ­ლი­სი და­უშ­ვა. მას­თან, რო­გორც ყო­ველ­თვის, ახ­ლაც სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ტერ­ვიუ ჩავ­წე­რეთ.

- მირ­ჩევ­ნია, მწერ­ლო­ბით გავ­ხდე პო­პუ­ლა­რუ­ლი, ვიდ­რე "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბით". ცუდი არაა ასე­თი პო­პუ­ლა­რო­ბაც, მაგ­რამ ზედ­მე­ტი ყუ­რა­დღე­ბით ვი­ძა­ბე­ბი. უფრო წყნა­რად ვი­ყა­ვი, რო­დე­საც გა­და­ღე­ბე­ბი არ მქონ­და.

- სე­რი­ა­ლის შე­სა­ხებ შე­კი­თხვებს გვერდს ვერ ავუვ­ლით. ყვე­ლას აინ­ტე­რე­სებს, მარ­ტო შენ რა­ტომ გა­დარ­ჩი ბა­ბუ­ლი­კე­ბი­დან?

- პირ­ვე­ლი ვერ­სი­ის მი­ხედ­ვით, მან­ქა­ნა­ში მეც უნდა ვმჯდა­რი­ყა­ვი.

- რა­ტომ გა­და­გარ­ჩი­ნეს?

- წა­მოდ­გე­ნა არ მაქვს, ეს სცე­ნა­რისტსა და რე­ჟი­სორს უნდა ჰკი­თხოთ. ფილ­მის სცე­ნა­რი უც­ბად ჩა­ას­წო­რეს. წინა სე­ზონ­ში ჩემი და ნა­ტაშ­კას ურ­თი­ერ­თო­ბა კარ­გად ვერ დას­რულ­და, რაც ალ­ბათ მო­ი­თხოვ­და, რომ ეს ხაზი გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი­ყო. ფილმში მან­ქა­ნა­ში ვე­ლო­დე­ბო­დი ბი­ჭებს კი­ნო­თე­ატრთან. პატ­რუ­ლი მო­მად­გა და იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი, წრე და­მერ­ტყა. ამა­სო­ბა­ში სხვი­სი მან­ქა­ნით გა­იქ­ცე­ვი­ან და მტკვარ­ში გა­დაც­ვივ­დე­ბი­ან. ვფიქ­რობ, ეს ბი­ჭე­ბის­თვის სა­ბო­ლოო გა­ნა­ჩე­ნი არ არის. ბევრ ფილმში გვი­ნა­ხავს, რომ მან­ქა­ნა ვარ­დე­ბა და მერე იქი­დან ტიპი ამოყ­ვინ­თავს, გა­ცუ­რავს და ნა­პირ­ზე გა­დის.

მას შემ­დეგ, რაც გა­და­ღე­ბე­ბი და­ი­წყო, სულ ერ­თად ვი­ყა­ვით. ჯერ არ ვიცი, მათ გა­რე­შე ამ სე­რი­ალ­ში რო­გორ უნდა ვიყო. ნა­ტაშ­კას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის და­წყე­ბის გამ­ზი­ა­რებ­ლე­ბიც ჩემი მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ. მე სხვა ახ­ლო­ბე­ლი სე­რი­ალ­ში პერ­სო­ნა­ჟე­ბის მხრი­დან არ მყავს. ახლა რო­გორ უნდა გან­ვი­თარ­დეს ჩემი ამ­ბა­ვი, როცა ბი­ჭე­ბი აღარ არი­ან და მარ­ტო ნა­ტაშ­კაა, სი­მარ­თლე რომ გი­თხრათ, არ ვიცი. იმე­დი მაქვს, რომ ისი­ნი შუა სე­ზონ­ში ამოყ­ვინ­თა­ვენ წყლი­დან. თუმ­ცა ამა­ზე ლა­პა­რა­კი ჯერ არ მი­დის. ჩემი გმი­რი ძა­ლი­ან გა­ნიც­დის, რომ ბი­ჭე­ბი აღარ არი­ან და არც მათი საფ­ლა­ვე­ბი არაა.

- რო­გორ ფიქ­რობ, ნა­ტაშ­კა­სა და სან­დრექ­სას ურ­თი­ერ­თო­ბა რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გაგ­რძელ­დეს?

- ეს ურ­თი­ერ­თო­ბა თა­ვი­დან­ვე გან­წი­რუ­ლი იყო და მგო­ნია, რომ კარ­გი არა­ფე­რი მოხ­დე­ბა. სცე­ნა­რი წი­ნას­წარ არ ვი­ცით, მაგ­რამ მგო­ნია, ჰეფი ენდი ამ ურ­თი­ერ­თო­ბას არ ექ­ნე­ბა. ქმა­რი ცი­ხე­შია, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა, ცი­ხი­დან გა­მო­ვი­დეს. არ ვიცი, რა მოხ­დე­ბა, მაგ­რამ გული კარ­გს არა­ფერს მიგ­რძნობს.

- ბა­ბუ­ლი­კე­ბი ბევ­რს უყ­ვარს და მოს­წონს. შენ კი ამ­ბობ, რომ პო­პუ­ლა­რო­ბა არ გხიბ­ლავს.

- ამ სე­რი­ა­ლის რე­ი­ტინ­გში დიდი წვლი­ლი ბა­ბუ­ლი­კებს მი­უ­ძღვით. სი­ტყვა ბა­ბუ­ლი­კე­ბი კი არ­სე­ბობ­და მა­ნამ­დეც, მაგ­რამ ამ სე­რი­ალ­მა ის გა­ა­კე­თა, რომ ქარ­თულ ლექ­სი­კონ­ში და­ფუძნ­და. ბე­ბი­ა­ჩემ­მაც კი ვი­ღა­ცას ბა­ბუ­ლი­კი შე­იძ­ლე­ბა და­უ­ძა­ხოს. პა­ტა­რა ბავ­შვსაც კი სი­ტყვა ბა­ბუ­ლი­კის გა­გო­ნე­ბი­სას ჩემი ბი­ჭე­ბი გა­ახ­სენ­დე­ბა, თუმ­ცა მე ხომ მსა­ხი­ო­ბო­ბას­თან არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ მაქვს. ჩემს გეგ­მებ­ში არას­დროს ყო­ფი­ლა მსა­ხი­ო­ბო­ბა.

- ახა­ლი როლი რომ შე­მოგ­თა­ვა­ზონ, არ და­თან­ხმდე­ბი?

- მსა­ხი­ო­ბო­ბა არ მის­წავ­ლია, იუ­რის­ტი ვარ. სა­რეკ­ლა­მო სა­ა­გენ­ტო­ში ვმუ­შა­ობ, ვწერ და მსა­ხი­ო­ბო­ბის­გან ძა­ლი­ან შორს ვარ. ვერც კი ვუშ­ვებ, რომ შე­იძ­ლე­ბა, კი­დევ მქონ­დეს შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! რო­მე­ლი­მე პრო­ექ­ტში.

- ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ფე­რი შე­მო­უ­თა­ვა­ზე­ბი­ათ?

- არა. თუმ­ცა "ყა­რა­ბა­ღის" სა­მი­ვე ფილმში ვი­თა­მა­შე. ფილმში გა­და­ღე­ბა აბ­სუ­ლუ­ტუ­რად სხვა რა­მეა. მა­შინ ძა­ლი­ან გა­მო­უც­დე­ლი ვი­ყა­ვი. ახლა რომ ვფიქ­რობ, ვინ­მემ რომ ფილმში გა­და­მი­ღოს, ძა­ლი­ან მაგ­რად ვი­თა­მა­შებ და არ და­ვი­ძა­ბე­ბი. მა­შინ ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, კა­მე­რის წინ რომ ვდგე­ბო­დი. ახლა ეს მო­მენ­ტი სა­ერ­თოდ აღარ მა­წუ­ხებს. კვი­რა­ში რამ­დე­ნი­მე დღე გა­და­ღე­ბე­ბი მაქვს, მაგ­რამ ჩემს თავს მსა­ხი­ობ ტი­პად ვერ აღ­ვიქ­ვამ.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

რატომ აქრობს ცოლთან ერთად შუქს მთელ სახლში სანდრო კაკულია და რა ნათესაური კავშირი აქვს ეთერ კაკულიასთან

რატომ აქრობს ცოლთან ერთად შუქს მთელ სახლში სანდრო კაკულია და რა ნათესაური კავშირი აქვს ეთერ კაკულიასთან

სანდრო კაკულია სერიალ ''ჩემი ცოლის დაქალების'' წყალობით ძალიან პოპულარული გახდა. თუმცა ყველა რომ ცნობს, მაინცდამაინც არ მოსწონს. ბოლო დროს ინტერვიუებსაც არ თანხმდებოდა, თუმცა ''რეიტინგისთვის'' გამონაკლისი დაუშვა. მასთან, როგორც ყოველთვის, ახლაც საინტერესო ინტერვიუ ჩავწერეთ.

- მირჩევნია, მწერლობით გავხდე პოპულარული, ვიდრე ''ჩემი ცოლის დაქალებით''. ცუდი არაა ასეთი პოპულარობაც, მაგრამ ზედმეტი ყურადღებით ვიძაბები. უფრო წყნარად ვიყავი, როდესაც გადაღებები არ მქონდა.

- სერიალის შესახებ შეკითხვებს გვერდს ვერ ავუვლით. ყველას აინტერესებს, მარტო შენ რატომ გადარჩი ბაბულიკებიდან?

- პირველი ვერსიის მიხედვით, მანქანაში მეც უნდა ვმჯდარიყავი.

- რატომ გადაგარჩინეს?

- წამოდგენა არ მაქვს, ეს სცენარისტსა და რეჟისორს უნდა ჰკითხოთ. ფილმის სცენარი უცბად ჩაასწორეს. წინა სეზონში ჩემი და ნატაშკას ურთიერთობა კარგად ვერ დასრულდა, რაც ალბათ მოითხოვდა, რომ ეს ხაზი გაგრძელებულიყო. ფილმში მანქანაში ველოდებოდი ბიჭებს კინოთეატრთან. პატრული მომადგა და იძულებული გავხდი, წრე დამერტყა. ამასობაში სხვისი მანქანით გაიქცევიან და მტკვარში გადაცვივდებიან. ვფიქრობ, ეს ბიჭებისთვის საბოლოო განაჩენი არ არის. ბევრ ფილმში გვინახავს, რომ მანქანა ვარდება და მერე იქიდან ტიპი ამოყვინთავს, გაცურავს და ნაპირზე გადის.

მას შემდეგ, რაც გადაღებები დაიწყო, სულ ერთად ვიყავით. ჯერ არ ვიცი, მათ გარეშე ამ სერიალში როგორ უნდა ვიყო. ნატაშკასთან ურთიერთობის დაწყების გამზიარებლებიც ჩემი მეგობრები იყვნენ. მე სხვა ახლობელი სერიალში პერსონაჟების მხრიდან არ მყავს. ახლა როგორ უნდა განვითარდეს ჩემი ამბავი, როცა ბიჭები აღარ არიან და მარტო ნატაშკაა, სიმართლე რომ გითხრათ, არ ვიცი. იმედი მაქვს, რომ ისინი შუა სეზონში ამოყვინთავენ წყლიდან. თუმცა ამაზე ლაპარაკი ჯერ არ მიდის. ჩემი გმირი ძალიან განიცდის, რომ ბიჭები აღარ არიან და არც მათი საფლავები არაა.

- როგორ ფიქრობ, ნატაშკასა და სანდრექსას ურთიერთობა როგორ შეიძლება გაგრძელდეს?

- ეს ურთიერთობა თავიდანვე განწირული იყო და მგონია, რომ კარგი არაფერი მოხდება. სცენარი წინასწარ არ ვიცით, მაგრამ მგონია, ჰეფი ენდი ამ ურთიერთობას არ ექნება. ქმარი ციხეშია, რომელიც შეიძლება, ციხიდან გამოვიდეს. არ ვიცი, რა მოხდება, მაგრამ გული კარგს არაფერს მიგრძნობს.

- ბაბულიკები ბევრს უყვარს და მოსწონს. შენ კი ამბობ, რომ პოპულარობა არ გხიბლავს.

- ამ სერიალის რეიტინგში დიდი წვლილი ბაბულიკებს მიუძღვით. სიტყვა ბაბულიკები კი არსებობდა მანამდეც, მაგრამ ამ სერიალმა ის გააკეთა, რომ ქართულ ლექსიკონში დაფუძნდა. ბებიაჩემმაც კი ვიღაცას ბაბულიკი შეიძლება დაუძახოს. პატარა ბავშვსაც კი სიტყვა ბაბულიკის გაგონებისას ჩემი ბიჭები გაახსენდება, თუმცა მე ხომ მსახიობობასთან არანაირი შეხება არ მაქვს. ჩემს გეგმებში არასდროს ყოფილა მსახიობობა.

- ახალი როლი რომ შემოგთავაზონ, არ დათანხმდები?

- მსახიობობა არ მისწავლია, იურისტი ვარ. სარეკლამო სააგენტოში ვმუშაობ, ვწერ და მსახიობობისგან ძალიან შორს ვარ. ვერც კი ვუშვებ, რომ შეიძლება, კიდევ მქონდეს შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! რომელიმე პროექტში.

- ამ დროის განმავლობაში არაფერი შემოუთავაზებიათ?

- არა. თუმცა ''ყარაბაღის'' სამივე ფილმში ვითამაშე. ფილმში გადაღება აბსულუტურად სხვა რამეა. მაშინ ძალიან გამოუცდელი ვიყავი. ახლა რომ ვფიქრობ, ვინმემ რომ ფილმში გადამიღოს, ძალიან მაგრად ვითამაშებ და არ დავიძაბები. მაშინ ძალიან ვნერვიულობდი, კამერის წინ რომ ვდგებოდი. ახლა ეს მომენტი საერთოდ აღარ მაწუხებს. კვირაში რამდენიმე დღე გადაღებები მაქვს, მაგრამ ჩემს თავს მსახიობ ტიპად ვერ აღვიქვამ.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება